fbpx

  30 მლნ ლარამდე  ვაფინანსებთ დიაბეტის მქონე ყველა ბავშვს, წელს კიდევ უფრო გავაფართოვეთ ეს სერვისები, ანალიზებსა და მკურნალობას ყველაფერს ვაფინანსებთ სრულად-ირაკლი ღარიბაშვილი

მთავრობის მეთაური მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დიაბეტის მქონე ბავშვებისთვის მოქმედ პროგრამას გამოეხმაურა.

„ასევე მინდა რამდენიმე სიტყვით გამოვეხმაურო დიაბეტის მქონე ბავშვების პროგრამას. ჩვენ 30 მლნ ლარამდე დაახლოებით. ვაფინანსებთ ყველა ბავშვს. ჩვენ წელს კიდევ უფრო გავაფართოვეთ ეს სერვისები, უფრო მეტიც, ყველა იმ საჭიროებისა რაც მათ სჭირდებათ, ანალიზებისა და მკურნალობისა, ყველაფერს ვაფინანსებთ სრულად. ჩვენ ასევე შემოვიტანეთ მონიტორინგის სისტემები და სენსორები, რომელიც მუდმივად ზომავს გლუკოზის დონეს ბავშვებში. ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ რაც შეგვიძლა, ამიტომ, რა თქმა უნდა მიუღებელია დეზინფორმაცია და კრიტიკა, რომელიც ამ დღეების განმავლობაში ვრცელდება,“- აღნიშნა პრემიერმა

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება