fbpx

30 კოვიდპაციენტიდან, რომლებმაც პრეპარატი EXO-CD24-ი მიიღეს, 29 პაციენტი 3-5 დღეში გამოჯანმრთელდა

ისრაელის მეცნიერები აცხადებენ, რომ კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატს მიაკვლიეს. ამის შესახებ გამოცემა Daily Mail-ი წერს.

მეცნიერების მტკიცებით, 30 კოვიდპაციენტიდან, რომლებმაც პრეპარატი EXO-CD24-ი მიიღეს, 29 პაციენტი 3-5 დღეში გამოჯანმრთელდა. 30-ე პაციენტს კი სრულად განკურნებისთვის რამდენიმე დღით მეტი დასჭირდა.

იჩილოვის კომპლექსური პროფილაქტიკის ცენტრის პროფესორის, ნადირ არბერის განმარტებით, პრეპარატი, რომელიც თავიდან კიბოს სამკურნალოდ შეიქმნა, გამდიდრებულ ეგზოსომებს შეიცავს. პრეპარატის შესუნთქვა ციტოკინების რაოდენობის შემცირებას უწყობს ხელს. ციტოკინებს ორგანიზმი ინფექციებთან საბრძოლველად გამოიმუშაობს, თუმცა მათმა მოჭარბებამ შესაძლოა ჰიპერანთება გამოიწვიოს. პრეპარატის შესუნთქვა 5 დღის განმავლობაში დღეში ერთხელ არის საჭირო

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება