fbpx

26 მაისისა და აღმაშენებლის ქუჩის მონაკვეთებზე ასფალტის საფარი დაიგო

გლდანის რაიონის გამგეობამ მიმდინარე წელს არაერთი ქუჩის რეაბილიტაცია
განახორციელა. მათ შორის, ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში,
სოფელ გლდანში, 26 მაისისა და აღმაშენებლის ქუჩის მონაკვეთებზე ასფალტის
საფარი დაიგო, სადაც გზის საფარის მოწყობამდე მოწესრიგდა მიწისქვეშა
კომუნიკაციები.
სამუშაოების შედეგად, ასფალტის საფარი 7 010 კვადრატულ მეტრ ფართობზე
მოეწყო, რისთვისაც 730 873 ლარი დაიხარჯა.
აღმაშენებლის ქუჩის დარჩენილ მონაკვეთზე კი, ქალაქ თბილისის მერიის
ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის მიერ 370 გრძივ მეტრზე
სანიაღვრე ქსელის მოწყობა მიმდინარეობს და ასფალტის ორი ფენა საფარი 6 500
კვადრატულ მეტრ ფართობზე დაიგება.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება