fbpx

26 ივნისს, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეში, წმინდა ანთიმოზ ივერიელის ხსენების დღე აღინიშნა

დღესასწაული, ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში სადღესასწაულო წირვა-ლოცვით დაიწყო, რომელიც ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტმა მეუფე თეოდორემ აღავლინა.

საღმრთო ლიტურგიას რუმინეთის ელჩი რეზვან როტუნდუ, მაჟორიტარი დეპუტატი ანტონ ობოლაშვილი, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქიმაძე, საკრებულოს თავმჯდომარე შმაგი ბიძიშვილი, სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები და რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მერები ესწრებოდნენ.

რეგიონის ხელმძღვანელებთან ერთად, “ანთიმოზობა” რაგბის კავშირის თავმჯდომარემ და ადგილობრივმა მოსახლეობამ იზეიმა.

დღესვე სტუმრებმა, სოფელ უდეში, ძიუდოს სპორტდარბაზი მოინახულეს და სპორტსმენებს შეხვდნენ. ადგილობრივმა ბიზნესმენმა გელა ობოლაშვილმა კი ძიუდოისტებს ფორმები, ხოლო ბათუმში, ძიუდოს ტურნირში პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ სპორტსმენებსა და მწვრთნელებს კი ფულადი ჯილდო გადასცა.

სოფელ უდეში “ანთიმოზობის” დღესასწაული 2005 წლიდან აღინიშნება. დღესასწაული ცნობილი საეკლესიო და საერო მოღვაწის ანთიმოზ ივერიელის (ანდრიავ ხურციძე-მერაბიშვილის), როგორც ამ სოფლის მკვიდრის, ხსოვნის პატივსაცემად იმართება.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება