სროლა ,,ქართული ოცნების,,დეპუტატის,, სახლთან

ახალქალაქში სროლასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

გამოძიება სსკ-ის 126-1პრიმა ნაწილის “ბ” ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობასა და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. უწყების ინფორმაციით, სხვა დეტალები უცნობია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სროლა “ქართული ოცნების” დეპუტატ ენზელ მკოიანის სახლთან იყო.

გაუზიარე!

Shares