fbpx



25 ივნისს, 22:00 საათზე მოსახლეობა მიიღებს სწორ ინფორმაციას სიცრუეზე, რომელიც პირადად მისი მისამართით ისმის-კახა კალაძე

ყველა კითხვას გაეცემა შესაბამისი პასუხი და ყველას ცხვირ-პირში მოხვდება სიმართლის მუშტი , – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელში ჩართვისას განაცხადა.

კალაძის განცხადებით, არჩევნები ახლოვდება და კონკრეტული პოლიტიკოსები და მედია ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, რის შესაძლებლობაც მათ არ მიეცემათ.

მერის თქმით, 25 ივნისს, 22:00 საათზე მოსახლეობა მიიღებს სწორ ინფორმაციას სიცრუეზე, რომელიც პირადად მისი და მუნიციპალიტეტის მისამართით ისმის.

“თითოეულ „ფეიკ“ ბრალდებას, რაც არ უნდა სისულელე იყოს, არ აქვს მნიშვნელობა, ყოველთვის გავცემთ არგუმენტირებულ და რაციონალურ პასუხს. ვალდებულები ვართ, ხელი შევუშალოთ სიცრუის პროპაგანდას და მის დანერგვას ჩვენს მედიასივრცეში.

ხვალ, 22:00 საათზე გვექნება პირველი ვიდეო ჩართვა, სადაც მივაწვდით სრულ ინფორმაციას მოსახლეობას და ასევე ვაჩვენებთ, თუ როგორ ცდილობს კონკრეტული მედიასაშუალებები საზოგადოების შეცდომაში შეყვანა.

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია