fbpx

24 წლის მამაკაცმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე შეყვარებულს ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა.

შემზარავი თავდასხმა მოხდა თბილისში, კერძოდ დიდუბეში.

24 წლის მამაკაცმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ამავე ასაკის ქალს ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა.

ბრალდებული სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს. ნივთმტკიცებად ამოღებულია ბენზინის ბოთლი.

ირკვევა, რომ ბრალდებული შეყვარებულთან დაშორების შემდეგ მას შერიგებას აიძულებდა, კატეგორიული უარის გამო კი თავს დაესხა, ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა.

დაშავებული დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს. სამედიცინო დაწესებულების დირექტორმა,ქალის მდგომარეობა მძიმეა.

„სხეულის 37 პროცენტი აქვს დამწვარი. ამჟამად რეანიმაციაში იმყოფება. ჯერჯერობით არაფრის თქმა არ შეგვიძლია“, -განგვიმარტა გუგა ქაშიბაძემ.

შსს-ს ცნობით, გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ შ.გ.-მ, ურთიერთშელაპარაკებისას, 1996 წელს დაბადებულ ს.შ.-ს საცხოვრებელ სახლთან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ბენზინი მიასხა და ცეცხლი წაუკიდა. ს.შ. მიღებული სხეულის დამწვრობით კლინიკაში გადაიყვანეს.

სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ბენზინის ბოთლი ამოიღეს. დაკავებული დანაშაულს აღიარებს.

განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს“,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“

გაუზიარე!

Shares