fbpx

22 ოქტომბერს ქ. დუშეთში სახალხო დღესასწაული „დუშეთობა-მთაბარობა“  აღინიშნება.

22 ოქტომბერს ქ. დუშეთში სახალხო დღესასწაული „დუშეთობა-მთაბარობა“  აღინიშნება.
ღონისძიების ფარგლებში, ქალაქის მოედანზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, 12:00 საათიდან 21:00 საათამდე მრავალფეროვანი აქტივობები გაიმართება. მათ შორის მოეწყობა საბავშვო სივრცეები, ეთნოგრაფიული კუთხეები, ადგილობრივი პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, ასევე, ჩატარდება კონცერტები ადგილობრივი და მოწვეული ინდივიდუალური შემსრულებლების, ანსამბლებისა თუ მუსიკალური ჯგუფების მონაწილეობით.
მოსულ სტუმარს ადგილზე აგრეთვე დახვდებიან  ქართული საბრძოლო ხელოვნების და ცეცხლოვანი შოუს ოსტატები;
ღონისძიების მთავარი სტუმრები არიან: „ღამის შოუს ბენდი“, ჯგუფი „რეგიონი“, ანსამბლი „ჩვენებურები“ და ლელა ნაყეური.
ღონისძიებას 21:00 საათზე გრანდიოზული ფოიერვერკი დაასრულებს.
#მოდიდუშეთში

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება