fbpx

22 მაისის შემდეგ საგანგებო მდგომარეობა აღარ გაგრძელდება-გიორგი გახარია

22 მაისის შემდეგ საგანგებო მდგომარეობა აღარ გაგრძელდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

„საქართველოს მთავრობამ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ღრმა ანალიზის შემდგომ მიიღო გადაწყვეტილება, 22 მაისის შემდგომ პრეზიდენტს და პარლამენტს აღარ მიმართოს საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების გაგრძელების მიზნით.

დღეს ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების თხოვნით პარლამენტს მთავრობა აღარ მიმართავს. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შეზღუდვები, რომელიც დაწესებულია, იქნება მოხსნილი.

შეზღუდვების ნაწილი, რომელიც აუცილებელია ეპიდემიოლოგების აზრით, რათა შევინარჩუნოთ რისკების კონტროლის მაღალი დონე, რომელიც გვაქვს, აუცილებლად უნდა შენარჩუნდეს“,- განაცხადა გიორგი გახარიამ

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება