საერთაშორისო რეზერვების ზრდა არის სწორი ფისკალური და ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი – ჩვენ გამოვირჩევით ფისკალური კონსოლიდაციის ძალიან მაღალი ხარისხით, ყველა პარამეტრი არის დაცული და ეკონომიკური ზრდის ტემპი არის მაღალი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ბათუმში ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერის თქმით, მხოლოდ გასული თვის განმავლობაში სავალუტო რეზერვები ეროვნულმა ბანკმა 600 მილიონ დოლარზე მეტით გაზარდა და ისტორიულ მაქსიმუმზეა. მთავრობის მეთაურის განცხადებით, 8 მილიარდ დოლარს გადააჭარბა საერთო სავალუტო რეზერვებმა. „საერთაშორისო რეზერვები ზრდა არის სწორი ფისკალური და ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი. ჩვენ გამოვირჩევით ფისკალური კონსოლიდაციის ძალიან მაღალი ხარისხით, ყველა პარამეტრი არის დაცული და ეკონომიკური ზრდის ტემპი არის მაღალი. წლევანდელი შვიდი თვის მაჩვენებელი არის 7.9%, რაც არის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი არა მარტო ფართო რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბით. ეს ყველაფერი, იძლევა იმის საშუალებას, რომ გავზარდოთ სავალუტო რეზერვები და აქ ხაზი უნდა გაესვას ასევე საქართველოს ეროვნული ბანკის ძალიან ეფექტიან მუშაობას – 600 მილიონ დოლარზე მეტით გაზარდა მხოლოდ გასული თვის განმავლობაში სავალუტო რეზერვები ეროვნულმა ბანკმა და ისტორიულ მაქსიმუმზეა დღეს, 8 მილიარდ დოლარს გადააჭარბა ჩვენმა საერთო სავალუტო რეზერვებმა. მადლობას გადავუხდი ეროვნულ ბანკს და მთლიანად ჩვენი მთავრობის ეკონომიკურ გუნდს ეფექტიანი მუშაობისთვის, სწორედ ამის შედეგია რეკორდულ ნიშნულზე არსებული სავალუტო რეზერვები“, – განაცხადა პრემიერმა.
თვე: სექტემბერი 2026
დავით ჩიხელიძე: თუ ეს ორი ნარატივი ერთმანეთთან მჭიდროდ იქნება დაკავშირებული, საზოგადოებისთვის AfD-ის წინააღმდეგ მკაცრი ნაბიჯების გამართლება გაცილებით მარტივი გახდება- რუსეთი არის საფრთხე, AfD კი ძალა, რომელიც ამ საფრთხესთან კავშირშია
გერმანიაში AfD-ის მზარდი მხარდაჭერა მოქმედი პოლიტიკური ელიტისთვის სულ უფრო სერიოზულ პრობლემად იქცევა. პარტია არ იზიარებს ლიბერალურ…
ირაკლი კობახიძე ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე – მისი მეშვეობით გავრცელდა უმარტივესი ტყუილი, რომელიც ძალიან მარტივად გაშიფრვადია, ძალიან მძიმეა ამ თემაზე საუბარი, კაცი გარდაცვლილია და ვილაპარაკო იმაზე, რომ ტყუილი დააწერინეს, არ არის ეთიკური
ირაკლი კობახიძე ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე – მისი მეშვეობით გავრცელდა უმარტივესი ტყუილი, რომელიც ძალიან მარტივად გაშიფრვადია, ძალიან მძიმეა ამ…
ირაკლი კობახიძე – განხორციელებული ინვესტიციებისა და საქართველოს მთავრობის თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგები აისახება სექტორის მაჩვენებლებზე – 2026 წელს რეკორდული დინამიკა გვაქვს როგორც საზღვაო და სარკინიგზო, ისე საავიაციო მიმართულებით
განხორციელებული ინვესტიციებისა და საქართველოს მთავრობის თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგები აისახება სექტორის მაჩვენებლებზე – 2026 წელს რეკორდული დინამიკა გვაქვს როგორც საზღვაო და სარკინიგზო, ისე საავიაციო მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბათუმში, საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერის თქმით, მზარდი ტვირთნაკადების ფონზე განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საპორტო შესაძლებლობების შემდგომ განვითარებას და ამ მიზანს ემსახურება ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტი, რომლის მშენებლობაც აქტიურად მიმდინარეობს. „განხორციელებული ინვესტიციებისა და საქართველოს მთავრობის თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგები აისახება სექტორის მაჩვენებლებზე – 2026 წელს რეკორდული დინამიკა გვაქვს როგორც საზღვაო და სარკინიგზო, ისე საავიაციო მიმართულებით. საზღვაო სექტორში ერთი ფანჯრის სისტემის დანერგვით გაციფრულდა და კიდევ უფრო გამარტივდა ნავსადგურებში გემების მომსახურების პროცედურები. მზარდი ტვირთნაკადების ფონზე განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩვენი საპორტო შესაძლებლობების შემდგომ განვითარებას. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტი, რომლის მშენებლობაც აქტიურად მიმდინარეობს. ჩვენ ანაკლიის ნავსადგურს Landlord Port Model-ის საფუძველზე განვავითარებთ, რომლის ფარგლებში სახელმწიფო უზრუნველყოფს ძირითად სტრატეგიულ საპორტო ინფრასტრუქტურას, ხოლო კერძო სექტორი – ტერმინალების განვითარებასა და ოპერირებას. ეს მიდგომა აბალანსებს სახელმწიფოს სტრატეგიულ ინტერესებსა და კერძო სექტორის მონაწილეობას, ქმნის ფართო რეგიონული და საერთაშორისო მონაწილეობის შესაძლებლობას და უზრუნველყოფს საპორტო ინფრასტრუქტურაზე სამართლიან წვდომას“, – განაცხადა პრემიერმა.
ზაზა შათირიშვილი AFD-ს გაუქმების მცდელობაზე: „დიფ სთეითისვის“ ძალიან მნიშვნელოვანია იმ პოლიტიკური ძალის გაუქმებას მიაღწიოს, რომელიც ოლიგარქიული ოჯახების მიერ შემუშავებულ დღის წესრიგს არ ექვემდებარება, ამის გაკეთება კი, საომარ მდგომარეობაში ძალიან მარტივდება
ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი მორიგ ვრცელ წერილს აქვეყნებს, რომელშიც საუბარია, რომ „დიფ სთეითი“ და გავლენიანი ოლიგარქიული ოჯახები…
შათირიშვილი: „AFD“-ს აკრძალვაზე საუბარი კვლავ გააქტიურდა და მსგავსი შინაარსის განცხადება რამდენიმე დღის წინ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა გააკეთა. მისი თქმით, „AFD“-ს აკრძალვის პროცედურები რაც შეიძლება მალე უნდა დაიწყოს. აღნიშნული იდეის განხორციელებისთვის, იმ პირობებში, რომ გერმანიამ რუსეთი ლაიფციგში აეროპორტის თავდასხმის მცდელობაში სახელმწიფო დონეზე დაადანაშაულა, ნოყიერი ნიადაგი იქმნება
საინტერესოა, რომ „AFD“-ს აკრძალვაზე საუბარი კვლავ გააქტიურდა და მსგავსი შინაარსის განცხადება რამდენიმე დღის წინ გერმანიის თავდაცვის…
ზაზა შათირიშვილი: სახელისუფლებო ძალები, ფსევდოლიბერალური დღის წესრიგის გამტარებელი მედიასაშუალებები და პოლიტიკური ოპონენტები პარტიას „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გამუდმებით თავს ესხმიან. არაერთხელ გაჟღერდა ამ პარტიის აკრძალვის მოწოდება და ინიციატივაც, თუმცა, „AFD”-ს მზარდ მხარდაჭერას ვერაფერი მოუხერხეს
ბოლო წლებში სახელისუფლებო ძალები, ფსევდოლიბერალური დღის წესრიგის გამტარებელი მედიასაშუალებები და პოლიტიკური ოპონენტები აღნიშნულ პოლიტიკურ ძალას გამუდმებით…
შათირიშვილი: ესკალაცია დროთა განმავლობაში კიდევ უფრო გაიზრდება, რაც, დიდი ალბათობით, ომში გერმანიის რაიმე ფორმით ჩართვით დასრულდება, თუმცა, ამისთვის მოსახლეობის კრიტიკული რაოდენობის მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია, რისთვისაც უდიდეს ბარიერს „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ქმნის
ზაზა შათირიშვილი: ოლიგარქიული ოჯახებისთვის მნიშვნელოვანია, რომ იარაღითა და ფინანსური რესურსებით დახმარების შემდეგ, რომელიმე ევროპული ქვეყანა რუსეთთან…
ზაზა შათირიშვილი: გერმანიისთვის კოალიციური მმართველობის გამწევ ძალას მსხვილი პარტიები წარმოადგენენ, თუმცა, დღესდღეობით, მათთვის, საერთო გამოწვევად, სწორედ ახალგაზრდა „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გადაიქცა, რის გამოც კოალიციური მთავრობა, ერთი შეხედვით დაპირისპირებულმა ძალებმა, რეალურად კი „დიფ სთეითის“ მიერ მართულმა პარტიებმა ერთად ჩამოაყალიბეს
იმის მიუხედავად, რომ მიმდინარე ომისა და უკრაინის დასახმარებლად გადამისამართებული ფინანსების გათვალისწინებით წარმოქმნილი სოციალურ – ეკონომიკური პრობლემების…
დავით ქართველიშვილი: საქართველო გზაჯვარედინზე მდებარე მცირე ქვეყნიდან გლობალური საქმიანი გადაწყვეტილებების მიღების მძლავრ შტაბ-ბინად გარდაიქმნება
„რამდენიმე წლის წინ საქართველოს ხელისუფლებამ შეთანხმება გააფორმა როტშილდების მსოფლიო ფინანსურ საკონსულტაციო დინასტიასთან, რის შედეგადაც ამბიციური მიზანი…
ბიძინა გიორგობიანი: ზაქსენ-ანჰალტის მიწაზე ჩატარებული არჩევნების შედეგები, სადაც გერმანელი სუვერენისტების ფლაგმან პარტია AfD-მ 45,5 % დააგროვა, შეიძლება პოლიტიკურ მიწისძვრას შევადაროთ
პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ პოლიტიკური მდივანი ბიძინა გიორგობიანი ზაქსენ-ანჰალტის მიწაზე ჩატარებულ არჩევნებში „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) პარტიის…
სოზარ სუბარი სამგორის სკოლებში სასკოლო ფორმების გადაცემის პროცესს დაესწრო
„ხალხის ძალის“ თავმჯდომარე, პარლამენტის ვიცე-სპიკერი სოზარ სუბარი სამგორის რაიონში სასკოლო ფორმების გადაცემის პროცესს დაესწრო. ფორმები, რომლებიც…
დავით ქართველიშვილი: კიევმა არჩევანი უნდა გააკეთოს – ან ის კვლავ რჩება გასული რეჟიმის მიმალული დამნაშავეებისა და ჯალათების საწყობად, ან იწყებს ქართული კანონისა და სასამართლო გადაწყვეტილებების პატივისცემას
„სანამ უკრაინულ მიწაზე თავისუფლად დადიან ისეთი პერსონაჟები, როგორებიც არიან სამხედრო პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი კოხტა კოდუა და…
ნიკოლოზ მეტრეველი: საშოვარზე გამოსული ადამიანები სვავებივით დაეძგერნენ ლაზარე ჯორბენაძეს და მისი ტრაგედია საკუთარი მარგინალური პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოიყენეს – ტრაგიკულად გარდაცვლილის ხსოვნას პატივისცემა სჭირდება და არა მისი სახელით ინტრიგების შეთხზვა და ეთერიდან ეთერში უნამუსოდ პოზირება
შეგნებულად არ ვეხმაურებოდი ლაზარე ჯორბენაძის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს. ვფიქრობდი, რომ უბედურ გარდაცვლილს ოდნავ მაინც დაინდობდნენ, მაგრამ…
ნიკოლოზ მეტრეველი: საშოვარზე გამოსული ადამიანები სვავებივით დაეძგერნენ ლაზარე ჯორბენაძეს და მისი ტრაგედია საკუთარი მარგინალური პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოიყენეს – ტრაგიკულად გარდაცვლილის ხსოვნას პატივისცემა სჭირდება და არა მისი სახელით ინტრიგების შეთხზვა და ეთერიდან ეთერში უნამუსოდ პოზირება
შეგნებულად არ ვეხმაურებოდი ლაზარე ჯორბენაძის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს. ვფიქრობდი, რომ უბედურ გარდაცვლილს ოდნავ მაინც დაინდობდნენ, მაგრამ…