პრემიერი – მსოფლიო მთავრობათა   სამიტზე    მქონდა საუბარი,  თუ როგორ ვითარდება ჩვენი ქვეყანა, როგორია ეკონომიკური ტენდენციები, რა ვითარებაა ჩვენს ქვეყანაში და ჩვენს გარშემო შექმნილი, გვქონდა საშუალება, არაერთი ქვეყნის ლიდერთან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების ლიდერებთან გვესაუბრა საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე

შეხვედრები, რომლებიც გვქონდა მსოფლიო მთავრობათა   სამიტზე, მოგვცემს იმის საშუალებას, რომ კიდევ უფრო გავაღრმავოთ ჩვენი ქვეყნის კავშირები სხვადასხვა მიმართულებით, –…

გიორგი ცუცქირიძე: საპარლამენტო კომისიამ უნდა მოამზადოს საკანონმდებლო რეკომენდაციები სურსათის ინფლაციის მართვის ინსტიტუციური თვალსაზრისით, თუ რატომ „გადმოდის“ საერთაშორისო ფასის ზრდა უფრო სწრაფად, ვიდრე შემცირება და რა უნდა გაკეთდეს საკანონმდებლო დონეზე

საქართველოში დეკემბერში წლიური  ინფლაცია როდესაც შემცირდა 4 %-მდე, ოქტომბრის 5.2 % იან მაჩვენებელთან შედარებით იყო მოლოდინი(არც…

დაავადებათა კონტროლის ცენტრში კიბოს მსოფლიო დღისადმი მიძღვნილიღონისძიება გაიმართა

4 თებერვალი კიბოს მსოფლიო დღეა. თარიღთან დაკავშირებით დაავადებათაკონტროლის ცენტრში კიბოს მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებაგაიმართა, სადაც ძირითადი…

ირაკლი კობახიძე – ძალიან იოლად გამოიყენეს Credit Suisse პოლიტიკურ ინსტრუმენტად კონკრეტულმა ძალებმა,რაც თვალსაჩინოდ ჩანს ბატონი ბიძინა ივანიშვილის საქმის შემთხვევაში და გარდა ამისა,ყველამ დავინახეთ,რომ ასჯერ და მეტად შემცირდა Credit Suisse-ის აქციებზე ფასები და ეს აქციები იყიდება  კონკრეტული სუბიექტების მიერ

ძალიან იოლად გამოიყენეს Credit Suisse პოლიტიკურ ინსტრუმენტად კონკრეტულმა ძალებმა, რაც თვალსაჩინოდ ჩანს ბატონი ბიძინა ივანიშვილის საქმის შემთხვევაში და  გარდა  ამისა, ყველამ დავინახეთ, რომ ასჯერ და მეტად შემცირდა Credit Suisse-ის აქციებზე ფასები და ეს აქციები იყიდება კონკრეტული სუბიექტების მიერ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დუბაიში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერის თქმით, კონკრეტული ძალები ერთი მხრივ პოლიტიკურ ინსტრუმენტად იყენებდნენ Credit Suisseს და ამასთან ერთად ცდილობდნენ ბანკის რეპუტაციის დაზიანებას. „კონკრეტული ძალები ერთი მხრივ პოლიტიკურ ინსტრუმენტად იყენებდნენ Credit Suisse-სდა ამასთან ერთად ცდილობდნენ ბანკის რეპუტაციის დაზიანებას,  მათ შორის, პირველ რიგში, იმისათვის, რომ შემცირებულიყო ფასები აქციებზე, რომ უფრო იაფად შეესყიდათ ეს ბანკი. რეალურად, მიზანს მიაღწიეს. ერთი მხრივ, პოლიტიკურ ინსტრუმენტად ძალიან იოლად გამოიყენეს ეს ბანკი კონკრეტულმა ძალებმა, რაც თვალსაჩინოდ ჩანს ბატონი ბიძინა ივანიშვილის საქმის შემთხვევაში და გარდა ამისა, ყველამ დავინახეთ, რომ ასჯერ და მეტად შემცირდა Credit Suisse-ის აქციებზე ფასები და ეს აქციები იყიდება კონკრეტული სუბიექტების მიერ, რაც ნათლად აჩვენებს საბოლოო სურათს“, -განაცხადა პრემიერმა

ეკა სეფაშვილი „სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის მოადგილე ეკა სეფაშვილი „სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის…

სოზარ სუბარი: როგორ დარეგულირდება უმაღლეს სასწავლებლებში კვოტების საკითხი, იმ წელს, როცა სკოლის დამთავრება მოუწევს ორ დამამთავრებელ [მე-11 და მე-12] კლასს

“ვამბობთ, რომ რეფორმის შედეგად სახელმწიფოს უნივერსიტეტებში განათლება უფასო ხდება, მაგრამ იმ წელს, როცა აბიტურიენტებად ერთდროულად დარეგისტრირდებიან…

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, ზამურ ჭითანავა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების მენეჯერებს მოადგილეებთან ალექსანდრე ზაბახიძესთან და ვალენტინა ნავერიანთან ერთად შეხვდა

შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა მენეჯერებთან ერთად ბაღებში არსებულიმდგომარეობა განიხილა. აქცენტი გაკეთდა გამოწვევებსა და მათი მოგვარებისაუცილებლობაზე.ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის…

პრემიერი  – კონსტრუქციულ რეჟიმში საგნობრივი დისკუსიების გამართვა ყველა თემასთან დაკავშირებით უზრუნველყოფს საზოგადოების მეტად ინფორმირებას, იმისათვის, რომ შედგეს ჯანსაღი დებატები ხელისუფლების წარმომადგენელსა და სხვა პირს შორის, აუცილებელი პირობაა, ეს სხვა პირი  აღიარებდეს მოქმედ კონსტიტუციურ წესრიგს

ძალიან სწორი და ჯანსაღი პროცესი დაიწყო, კონსტრუქციულ რეჟიმში საგნობრივი დისკუსიების გამართვა ყველა თემასთან დაკავშირებით უზრუნველყოფს საზოგადოების…

ირაკლი კობახიძე: არც ერთი უნივერსიტეტი არ უნდა იყოს პოლიტიზებული, ეს არის ჩვენი მიდგომა, უნივერსიტეტების პოლიტიზება იყო წინა ხელისუფლების ხელწერა, ერთ ლარად ოჯახის წევრებს მიჰყიდეს უნივერსიტეტები, რომლებიც შემდგომ  გარდაიქმნა კერძო უნივერსიტეტებად

არც ერთი უნივერსიტეტი არ უნდა იყოს პოლიტიზებული, ეს არის ჩვენი მიდგომა და ეს მიდგომა უნდა იყოს ბოლომდე გატარებული, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა  ირაკლი კობახიძემ დუბაიში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერის თქმით, უნივერსიტეტების პოლიტიზება იყო წინა ხელისუფლების ხელწერა,  როცა ყველა უნივერსიტეტი იყო პოლიტიზებული. „უნივერსიტეტების პოლიტიზება ეს იყო ჩვენი წინამორბედების, წინა ხელისუფლების ხელწერა. უკლებლივ ყველა უნივერსიტეტი იყო პოლიტიზებული. ისინი შევიდნენ მათ შორის, კერძო სექტორში, დააფუძნეს საკუთარი კერძო უნივერსიტეტები, მათ შორის, ერთ ლარად ოჯახის წევრებს მიჰყიდეს უნივერსიტეტები, რომლებიც შემდგომ გარდაიქმნა კერძო უნივერსიტეტებად. უნივერსიტეტების პოლიტიზება არის ჩვენი ოპონენტების ხელწერა. არც ერთი უნივერსიტეტი არ უნდა იყოს პოლიტიზებული. ეს არის ჩვენი მიდგომა და ეს მიდგომა უნდა იყოს ბოლომდე გატარებული“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე – აშშ-სთან ჩვენ გვინდა სტრატეგიული პარტნიორობის განახლება სუფთა ფურცლიდან, კონკრეტული გზამკვლევით, მოთმინებით ველოდებით საპასუხო რეაქციას

აშშ-სთან ჩვენ გვინდა სტრატეგიული პარტნიორობის განახლება სუფთა ფურცლიდან, კონკრეტული გზამკვლევით, ეს არის ჩვენი ღიად გაწვდილი ხელი,…

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე Philip Morris International-ის ცენტრალური აზიისა და კავკასიის რეგიონის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე Philip Morris International-ის ცენტრალური აზიისა და კავკასიის რეგიონის პრეზიდენტ მარკო მარიოტის შეხვდა.…

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სერბეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ დურო მაცუტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სერბეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ დურო მაცუტს შეხვდა. შეხვედრაზე აღინიშნა ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა…

საქართველოს იუსტიციის მინისტრი მსოფლიო მთავრობათა სამიტში მონაწილეობს

საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობასა და ეკონომიკური კავშირების ხელშეწყობისთვის ქვეყნის მნიშვნელობაზე ისაუბრა იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ მსოფლიო  მთავრობათა სამიტზე დუბაიში. სამიტზე ქვეყნები საკუთარ მიღწევებსა და გამოწვევებს უზიარებენ ერთმანეთს. მინისტრმა გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა ქვეყნისთვის პრიორიტეტულ მიმართულებებზე, მათ შორის, მოქალაქეების საჭიროებებზე ორიენტირებული საჯარო სერვისების განვითარებაზე, ქვეყნის ციფრული მმართველობის სტრატეგიასა და განხორციელებულ ინსტიტუციურ რეფორმებზე. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ღონისძიების მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლები გაერო-ს საჯარო სერვისების ფორუმზე მოიწვია, რომელიც 2026 წლის 23-25 ივნისს თბილისში ჩატარდება. ხვალ პაატა სალია სიტყვით გამოვა პლენარულ სესიაზე, რომელიც ხელოვნური ინტელექტის თემატიკაზე ქვეყნების გამოცდილებებს მიეძღვნება. მსოფლიო მთავრობათა სამიტი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში 3-5 თებერვალს იმართება. საქართველოს დელეგაციას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს.

ლევან ნიკოლეიშვილი: სიტყვის თავისუფლება ვერ იქნება კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ მიმართული ქმედებების გამართლება. სამართლებრივ სახელმწიფოში ხელისუფლება ვალდებულია დაიცვას საზოგადოება ექსტრემიზმისგან და იმ დესტრუქციული პროცესებისგან, რომლებიც საფრთხეს უქმნის ქვეყნის სტაბილურობასა და საზოგადოებრივ უსაფრთხოებას

კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების საჯარო მოწოდება არ არის პოლიტიკური აზრი, ეს არის ექსტრემიზმი, რომელიც პირდაპირ აზიანებს სახელმწიფოებრივ…

გლდანის მესამე მიკრორაიონში კიდევ ერთი სკვერი ეწყობა

გლდანის რაიონის გამგეობამ III მიკრორაიონის N3 ბ კორპუსის მიმდებარედრეკრეციული სივრცის მოწყობა დაიწყო, – ამის შესახებ თბილისის…