ნინო წილოსანი: რა უცნაურად ესმის ევროკავშირის საელჩოს ჩვენი დროშის დღე – დროშა, როგორც არეულობის და სახელმწიფო გადატრიალების სიმბოლო (?) – იგივეს გისურვებთ, მეგობრებო

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი, საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ ვიდეოს აფასებს,…

პრემიერი  – არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან შეხვედრაზე განვიხილეთ არსებული პარტნიორობის შემდგომი გაძლიერება, განსაკუთრებული აქცენტები გაკეთდა სტრატეგიულ თანამშრომლობაზე, ინვესტიციებზე, ინოვაციებსა და მდგრად განვითარებაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ში ეხმაურება. მთავრობის მეთაურის თქმით,…

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანს შეხვდა

 საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანს შეხვდა. შეხვედრისას…

მაკა ბოჭორიშვილი: „საქართველო არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანა, რომელიც ასრულებს მნიშვნელოვან როლს დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის დაკავშირებადობის კუთხით და არა მხოლოდ“

„საქართველო არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანა, რომელიც ასრულებს მნიშვნელოვან როლს დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის დაკავშირებადობის კუთხით და…

თავდაცვის ძალებში სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნა

14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა. ქვეყნისეროვნული სიმბოლოს პატივისცემის ნიშნად, თავდაცვის ძალებისსამხედრო მოსამსახურეებმა სახელმწიფო ჰიმნის ფონზესაქართველოს…

Fox Business-ი: სამსახურიდან გათავისუფლებული ფორდის ქარხნის თანამშრომელი, რომელმაც ტრამპი „პედოფილის დამცველად“ მოიხსენია, „არ ნანობს“ პრეზიდენტის „შერცხვენას“

ფორდის ავტომობილების ქარხნის თანამშრომელმა, რომელიც მიჩიგანში, ქარხანაში აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ვიზიტის დროს, თეთრი სახლის ლიდერის…

ფიქსირებული ინტერნეტის ხარისხის კვლევა: გამოწვევები და შედეგები

კომუნიკაციების კომისიამ ფიქსირებული ინტერნეტის ბაზარზე არსებულიგამოწვევების აღმოფხვრის მიზნით რამდენიმე კვლევა ჩაატარა. ანალიზის შედეგადდადგინდა, რომ რიგ შემთხვევებში…

დავით ქართველიშვილი: გამომძიებლებმა გამოავლინეს უკრაინის მაღალი რანგის დეპუტატი, რომელიც სხვა პარლამენტარებს სთავაზობდა უკანონო სარგებელს. ზოგიერთი წყარო პირდაპირ აკავშირებს ამ საქმეს იულია ტიმოშენკოსთან, ხოლო სხვა ცნობები მიუთითებს დავით არახამიას მონაწილეობაზე

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება უკრაინული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც…

ლევან ჟორჟოლიანი – აბუ-დაბის მდგრადი განვითარების სამიტზე პრემიერ-მინისტრი ისაუბრებს ისეთ მნიშვნელოვან პროექტებზე, როგორიც არის ანაკლიის პორტი, ასევე დაკავშირებადობა და შუა დერეფანი

აბუ-დაბის მდგრადი განვითარების სამიტზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ისაუბრებს ისეთ მნიშვნელოვან პროექტებზე, როგორიც არის ანაკლიის პორტი, ასევე დაკავშირებადობა, შუა…

“რამდენიმე მოსამართლის მიზანში ამოღებაც საკმარისია დაძაბულობისა და შფოთვის ატმოსფეროს შესაქმნელად…” – ფრანგი მოსამართლეები ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკას აკრიტიკებენ

“დეკემბრის ბოლოს, გერმანულმა ყოველკვირეულმა გამოცემამ Der Spiegel გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ ტრამპის ადმინისტრაცია განიხილავდა სანქციებს იმ სამი…

მაკა ბოჭორიშვილმა მაია სანდუს მოლდოვის რუმინეთთან შეერთების მხარდამჭერ განცხადებაზე ჟურნალისტის დასმულ შეკითხვას უპასუხა: მოლდოველი ხალხის გადასაწყვეტია, თუ როგორ წაიყვანენ საკუთარ ქვეყანას

მინისტრის თქმით, უცნაურია, როდესაც მოლდოვის პირველი პირი საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტთან დაკავშირებით მსგავს განცხადებას აკეთებს, მაგრამ რა…

მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ სუბიექტური ინტერესი გვაქვს, რომ ევროპა იყოს ძლიერი, ევროპა იყოს ისეთი, როგორის ნაწილიც უნდა იყოს საქართველო

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ევროკავშირში არსებულ ვითარებასა და რეფორმირების საჭიროებაზე გაკეთებულ განცხადებებს საქართველოს საგარეო საქმეთა…

ირაკლი კობახიძე -ევროკავშირის არაერთ ქვეყანაში უმძიმესი პრობლემებია შექმნილი  მართლმსაჯულების  სისტემაში, ასეთ ფონზე საქართველოში ისინი აწარმოებდნენ ხელოვნურ კამპანიას,  რასაც ჩვენ წარმატებით დავუპირისპირდით დასწორედ ამან  მოგვცა  ქართული მართლმსაჯულების  დამოუკიდებლობის  შენარჩუნების შესაძლებლობა

ევროკავშირის არაერთ ქვეყანაში უმძიმესი პრობლემებია შექმნილი მართლმსაჯულების სისტემაში, ასეთ ფონზე საქართველოში ისინი აწარმოებდნენ ხელოვნურ კამპანიას, რასაც ჩვენ წარმატებით დავუპირისპირდით და სწორედ ამან მოგვცა ქართული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის შენარჩუნების შესაძლებლობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში განუცხადა. პრემიერის თქმით, იყო კოორდინირებული კამპანია და ამ კამპანიის მიზანი იყო სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობაში ჩარევა. „თქვენ გახსოვთ, რომ იყო კოორდინირებული კამპანია. ამ კამპანიის მიზანი იყო სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობაში ჩარევა. უცხოური ჩარევისთვის ფონის შექმნას ისახავდა მიზნად ეს კამპანია. ჩვენ აქაც წარმატებით დავუპირისპირდით ამ კამპანიას და არავის მივეცით ქართული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის ხელყოფის შესაძლებლობა. ეს ყველაფერი კარგად გამოჩნდა იმ პროცესებიდან, რომელიც ვითარდება ევროპულ ქვეყნებში. ამ ქვეყნებს ძალიან დიდი პრობლემები აქვთ სასამართლო სისტემაში. გახსოვთ რუმინეთის საქმე, როდესაც ყოველგვარი საფუძვლის გარეშე გააუქმეს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები. უმძიმესი პრობლემებია შექმნილი მართლმსაჯულების სისტემაში ევროკავშირის არაერთ  ქვეყანაში. ასეთ ფონზე საქართველოში ისინი აწარმოებდნენ ხელოვნურ კამპანიას, რასაც ჩვენ წარმატებით დავუპირისპირდით და სწორედ ამან მოგვცა ქართული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის შენარჩუნების შესაძლებლობა“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე :უნდა შეიქმნას ახალი  პარტიები,რომლებიც დაიკავებენ კუთვნილ  ადგილს დემოკრატიულ,ჯანსაღ ქართულ  სისტემაში -პრინციპულად მნიშვნელოვანია ის პროცესი, რომელიცუნდა დაიწყოს საკონსტიტუციო სასამართლოში და ჩვენ ძალიან  დიდი იმედი გვაქვს,  რომ ეს პროცესი დაიწყება შესაბამისი პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებით

უნდა შეიქმნას ახალი პარტიები, რომლებიც დაიკავებენ კუთვნილ ადგილს დემოკრატიულ, ჯანსაღ ქართულ სისტემაში, – ამის შესახებ  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა  ირაკლი  კობახიძემ ჟურნალისტებს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში განუცხადა. პრემიერის თქმით, მნიშვნელოვანია ის პროცესი, რომელიც უნდა დაიწყოს საკონსტიტუციო სასამართლოში. პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ ეს პროცესი დაიწყება შესაბამისი პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებით. „ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, პოლიტიკურ სისტემაში პროცესები განვითარდეს სწორი მიმართულებით და ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისათვის, რომ პროცესების ჯანსაღი მიმართულებით განვითარებას შევუწყოთ ხელი. ამას ემსახურებოდა ის სარჩელი, რომელიც შეტანილია საკონსტიტუციო სასამართლოში. ასეთი პოლიტიკური ძალების ადგილი არ უნდა იყოს ჯანსაღ დემოკრატიულ პოლიტიკურ სისტემაში. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ პრინციპულად მნიშვნელოვანია ის პროცესი, რომელიც უნდა დაიწყოს საკონსტიტუციო სასამართლოში და ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს პროცესი დაიწყება შესაბამისი პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებით. ეს პარტიები თავისი არსით არიან არაკონსტიტუციური, გამომდინარე იქიდან, რომ მათ მთელი ამ წლების განმავლობაში ამოძრავებთ  არაკონსტიტუციური მიზნები და როდესაც ეს პოლიტიკური ძალები ჩამოშორდებიან პოლიტიკურ სისტემას, უკვე გაჩნდება სივრცე ჯანსაღი პოლიტიკური ძალებისთვის. უნდა შეიქმნას ახალი პარტიები, რომლებიც დაიკავებენ კუთვნილ ადგილს დემოკრატიულ, ჯანსაღ ქართულ სისტემაში, ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, იმისათვის, რომ ჩვენ გავარღვიოთ ჩაკეტილი წრე და საბოლოოდ ჩამოვაყალიბოთ სწორედ ასეთი გამართული დემოკრატიული სისტემა“, – განაცხადა პრემიერმა.

კახა კალაძემ სამტრედიაში მცხოვრებ თევზაძეების ცხრასულიან ოჯახს საჩუქრად სახლი გადასცა

თბილისის მერმა კახა კალაძემ ძველით ახალი წელი სამტრედიელებს ტრადიციულად საზეიმო კონცერტით მიულოცა და მუნიციპალიტეტში მცხოვრებ თევზაძეების…