შვეიცარიულმა კომპანიამ ჩაატარა ყველა მყინვარული ხეობის გამოკვლევა და ანალიზი, უშუალო საფრთხე არსად არ ფიქსირდება, თუმცა არის გარკვეული არეალები, სადაც არის გაცემული რეკომენდაცია, დამონტაჟდეს ადრეული გაფრთხილების მონიტორინგის სისტემა, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა, „იმედის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, მთავრობის ადმინისტრაციაში შექმნილია უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი, რომელიც უზრუნველყოფს მოსახლეობასთან კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავებას. „კლიმატის ცვლილებები აისახება მთელს მსოფლიოზე, არა მხოლოდ საქართველოზე. ჩვენ სამწუხარო შემთხვევებიც გვქონდა, სტიქიები, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ რისკები შეამციროს. რისკების შემცირების ერთ-ერთი პირველი ეტაპი არის კვლევების ჩატარება, ანუ იმ ადგილების იდენტიფიცირება, სადაც შეიძლება გარკვეული საფრთხე არსებობდეს. შვეიცარიულმა კომპანიამ ძალიან კარგად იმუშავა. ყველა მყინვარული ხეობის გამოკვლევა და ანალიზი ჩატარდა. შემდეგ მათ წარმოგვიდგინეს პრეზენტაცია. მყისიერი უშუალო საფრთხე არსად არ ფიქსირდება, თუმცა არის გარკვეული არეალები, სადაც არის გაცემული რეკომენდაცია, დამონტაჟდეს ადრეული გაფრთხილების მონიტორინგის სისტემა. ამ მიმართულებითაც მთავრობის ადმინისტრაციაში შექმნილია უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი, რომელიც უზრუნველყოფს მოსახლეობასთან კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავებას, ინფორმაციის მიწოდებას, რას გულისხმობს ადრეული გაფრთხილების მონიტორინგის სისტემა. ეს ზოგადად ძალიან აპრობირებული მეთოდია, მათ შორის, შვეიცარიაში და მათ ეს კარგად გამოიყენეს ერთ კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც სტიქია ემუქრებოდა სოფელს. ადრეული გაფრთხილების სისტემამ მეტწილად დააზღვია ზიანი, რომელიც იქ დადგა და ვფიქრობ, რომ ადრეული გაფრთხილების მონიტორინგის სისტემის დამონტაჟებით რისკების შემცირება მოხდება. მნიშვნელოვანია, რომ მყისიერი საფრთხე ამ ეტაპზე არსად არ ფიქსირდება. არის გარკვეული ადგილები, სადაც რეკომენდაცია გაიცა და წლის ბოლომდე რამდენიმე ლოკაციაზე დამონტაჟდება ეს სისტემა, ხოლო შემდეგი წლის ბოლომდე ყველგან გვექნება ეს სისტემები, სადაც რეკომენდაცია იქნა გაცემული“, – განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
დღე: იანვარი 23, 2026
ლევან ჟორჟოლიანი-შვეიცარიულმა კომპანიამ ჩაატარა ყველა მყინვარული ხეობის გამოკვლევა და ანალიზი, უშუალო საფრთხე არსად არ ფიქსირდება, თუმცა არის გარკვეული არეალები, სადაც არის გაცემული რეკომენდაცია, დამონტაჟდეს ადრეული გაფრთხილების მონიტორინგის სისტემა,წლის ბოლომდე რამდენიმე ლოკაციაზე დამონტაჟდება ეს სისტემა,ხოლო შემდეგი წლის ბოლომდე ყველგან გვექნება ეს სისტემები, სადაც რეკომენდაცია გაიცა
ლევან ჟორჟოლიანი – სამწუხაროდ, ქვეყანაში გამოჩნდნენ მაღალი ფასების მომხრე ადამიანები და მათ გარკვეული პოლიტიკური მერკანტილური მიზნები ამოძრავებთ, აპრილის ბოლოს უკვე გარკვეული ხელშესახები შედეგები გვექნება, თუმცა ვფიქრობთ, რომ ფასების კლება მანამდეც შესაძლებელია
სამწუხაროდ, ქვეყანაში გამოჩნდნენ მაღალი ფასების მომხრე ადამიანები და მათ გარკვეული პოლიტიკური მერკანტილური მიზნები ამოძრავებთ, – ამის…
ლევან ჟორჟოლიანი – გვინდა, ფასწარმოქმნის ჯაჭვი ზუსტად გამოვიკვლიოთ, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, რატომ არის ფასნამატები პირველადი საჭიროების პროდუქციაზე და შემდგომ ყველა ბერკეტი გამოვიყენოთ, ჩვენი მთავარი მიზანია, ფასებმა დაიწიოს
სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის ფარგლებში გვინდა, ფასწარმოქმნის ჯაჭვი ზუსტად გამოვიკვლიოთ, ინფორმაცია გამჭვირვალედ უნდა მივაწოდოთ საზოგადოებას, რატომ არის…
Euronews: აზერბაიჯანი აძლიერებს საინვესტიციო კავშირებს Brookfield-თან, BlackRock-თან და GIP-თან
აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობის ფონდმა (SOFAZ) მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, დავოსში, გააფორმა გრძელვადიანი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებები…