ყველაფერი, რაც ხდება, არის სპეცოპერაცია ოპოზიციის მხრიდან, ეს ყველაფერი არის უცხოური სპეცოპერაცია და ამ უცხოურ სპეცოპერაციაში…
წელი: 2025
ირაკლი კობახიძე -მამუკა ხაზარაძეს არ უნდოდა გაემხილა, რომ მას ჰქონდა მიქირავებული საკუთარი სახლი გერმანიის ელჩზე, რაც პოლიტიკურად და დიპლომატიური კუთხით არის სრულიად არაკორექტული ნაბიჯი
ვფიქრობ, რომ ამ ფაქტს ჰქონდა არა იმდენად ფინანსური, რამდენადაც პოლიტიკური მოტივი, მამუკა ხაზარაძეს არ უნდოდა გაემხილა,…
ირაკლი კობახიძე – ბოლომდე დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს საკონსტიტუციო სასამართლოში, დემოკრატიული სისტემის გაჯანსაღებისთვის არის უპირობოდ მნიშვნელოვანი და აუცილებელიც ამ ნაბიჯის გადადგმა, ეს არის ეროვნული მნიშვნელობის საქმე ჩვენი ქვეყნისთვის
ბოლომდე დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს საკონსტიტუციო სასამართლოში, დემოკრატიული სისტემის გაჯანსაღებისთვის არის უპირობოდ მნიშვნელოვანი და აუცილებელიც…
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჩინეთის იმპორტის საერთაშორისო გამოფენაზე ქართული საგამოფენო სივრცეები დაათვალიერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად, ჩინეთის იმპორტის საერთაშორისო გამოფენაზე ქართული საგამოფენო სივრცეები დაათვალიერა.საერთაშორისო…
ალეკო ელისაშვილი: არჩევნების ბოიკოტი რუსული სპეცოპერაცია იყო
“სინამდვილეში, არჩევნების ბოიკოტი რუსული სპეცოპერაცია იყო”- ამის შესახებ “ლელო- ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა გადაცემაში…
„არ შეიძლება გამჭვირვალობა იყოს მიუღებელი დემოკრატიული სახელმწიფოებისთვის და დემოკრატიული ევროკავშირისთვის“ – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
მინისტრის განცხადებით, ანგარიშში ბევრი მიზანმიმართული უზუსტობაა, რომელიც სრულიად არ შეესაბამება რეალურად გადადგმულ ნაბიჯებს, რეალურ სიტუაციასა და…
Მაკა ბოჭორიშვილი- როდესაც ევროკავშირი კარს გაუხსნის ახალ სახელმწიფოებს, საქართველო კანდიდატ ქვეყნებს შორის იქნება ყველაზე კარგად მომზადებული წევრობისთვის; იმ პროგრესის გათვალისწინებით, რაც ბოლო წლებში აქვს საქართველოს, ყველანაირი საფუძველი გვაქვს ვიფიქროთ პოზიტიურად
როდესაც ევროკავშირი კარს გაუხსნის ახალ სახელმწიფოებს, საქართველო კანდიდატ ქვეყნებს შორის იქნება ყველაზე კარგად მომზადებული წევრობისთვის; იმ…
Მაკა ბოჭორიშვილი- სამარცხვინოა, როცა საქართველოს ვინმე დააბრალებს, რომ უკრაინასთან მიმართებაში რამეში ტყუის. საქართველომ ყველაფერი გააკეთა 2022 წლის თებერვლიდან მოყოლებული იმისთვის, რომ პოლიტიკური მხარდაჭერა უკრაინისთვის ყოველთვის გამოეცხადებინა, ეს მხარდაჭერა უკრაინას საქართველოს მხრიდან ყოველთვის აქვს
სამარცხვინოა, როცა საქართველოს ვინმე დააბრალებს, რომ უკრაინასთან მიმართებაში რამეში ტყუის. საქართველომ ყველაფერი გააკეთა 2022 წლის თებერვლიდან…
გურამ მაჭარაშვილი: როგორი განსხვავებული პოლიტიკური პოზიციაც არ უნდა გქონდეს ადამიანს, როგორ შეიძლება ემაარ ჯგუფის 6.5 მილიარდიანი ინვესტიცია სწორ გადაწყვეტილებად არ მიგაჩნდეს
პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი ემაარ ჯგუფის 6.5 მილიარდიან ინვესტიციას და რადიკალების მიერ აგორებულ…
პრემიერი ხაზარაძე-ჯაფარიძეზე – ეს ადამიანები არიან უმძიმეს მდგომარეობაში, ყველგან ცდილობენ ქვეყნის ინტერესების დაზიანებას და რაც ძალიან კარგია – არ გამოსდით ეს ყველაფერი, ამის იქით ვერ მიდიან, ეს არის ორი ჩვეულებრივი სპეკულანტი, უცხოელი აგენტები, რომელთაც რასაც ავალებენ, იმას აკეთებენ
ეს არის ორი ჩვეულებრივი სპეკულანტი, რომელთაც რასაც ავალებენ, იმას აკეთებენ, არიან ჩვეულებრივი უცხოელი აგენტები და მოქმედებენ…
Politico: კიევში შიში და ზიზღი- ზელენსკის რეჟიმი დემოკრატიულ პრინციპებს კარგავს
უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო დასავლელ პარტნიორებს მოუწოდებს, კიევის ხელმძღვანელობასთან, რეფორმებისადმი ერთგულების საკითხში, მკაცრი პოზიცია დაიკავონ-…
გურამ მაჭარაშვილი ევროკავშირის გაფართოების ანგარიშზე: ქართველ ხალხს გადაწყვეტილი აქვს, რომ მსგავსი ტიპის გამოწვევებზე არ გაცვლის სახელმწიფოს სუვერენიტეტს
ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა კატეგორიულად მიუღებელია ქართველი ხალხისთვის და როგორც „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა…
ირაკლი კობახიძე – ევრონესტზე მიწვეული ჰყავდათ, NGO-ს საფარქვეშ, რეალურად, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, ასეთ ვითარებაში, ქართული დელეგაციის მონაწილეობა იყო აბსოლუტურად ირაციონალური
ფაქტია ის, რომ ევრონესტზე მიწვეული ჰყავდათ, NGO-ს საფარქვეშ, რეალურად, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, – ამის შესახებ საქართველოს…
პრემიერი – იმედი გვაქვს, ევროპული ბიუროკრატია ერთხელ და სამუდამოდ აიღებს ხელს კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მფარველობაზე და ყველანაირ მცდელობაზე, რომელიც დაკავშირებულია ხელისუფლებაში კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ დაბრუნებასთან, ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ეს კოლექტიური პოლიტიკური ძალა მთლიანად ჩამოვაშოროთ ჩვენს პოლიტიკურ სისტემას
ვხედავთ, რომ დღევანდელ ევროპულ ბიუროკრატიას აქვს მარტივი სტანდარტი – თუ არჩევნები არ აბრუნებს ხელისუფლებაში კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“,…
ირაკლი კობახიძე-დიდი იმედი გვაქვს, რომ ვითარება შეიცვლება ევროკავშირში და სამართლიანობა იქნება ის პრინციპი,მომავალში რითაც იხელმძღვანელებენ ევროპული ბიუროკრატიის წარმომადგენლები,თუმცა,დღეს ეს ასე არ არის და ამისი საუკეთესო გამოხატულებაა ის ანგარიში,რომელიც გამოქვეყნდა
დიდი იმედი გვაქვს, რომ ვითარება შეიცვლება ევროკავშირში და სამართლიანობა იქნება ის პრინციპი, მომავალში რითაც იხელმძღვანელებენ ევროპული ბიუროკრატიის წარმომადგენლები, თუმცა, დღეს ეს ასე არ არის და ამისი საუკეთესო გამოხატულებაა ის ანგარიში, რომელიც გამოქვეყნდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს შანხაიში განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს სურს 2030 წლისთვის გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა და იმედს გამოთქვამს, რომ მანამდე რადიკალურად შეიცვლება მდგომარეობა ევროკავშირში. „ძალიან დასანანია, როდესაც ჩვენ ვხედავთ ამ მასშტაბის უსამართლობას და ფაქტების დამახინჯებას ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან. ევროპული ბიუროკრატია წარმოადგენს ევროკავშირს და ასეთ დროს საფრთხე ექმნება და ზიანი ადგება არა მხოლოდ ევროპული ბიუროკრატიის რეპუტაციას, არამედ ევროკავშირის რეპუტაციასაც. სწორედ ასეთი ქმედებების შედეგია ის, რომ საქართველოში თანდათანობით მცირდება ნდობა, როგორც ევროპული ბიუროკრატიის, ისე, ზოგადად ევროკავშირის მიმართ. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ვითარება შეიცვლება ევროკავშირში და სამართლიანობა იქნება ის პრინციპი, მომავალში რითაც იხელმძღვანელებენ ევროპული ბიუროკრატიის წარმომადგენლები. თუმცა, დღეს ეს ასე არ არის და ამისი საუკეთესო გამოხატულებაა ის ანგარიში, რომელიც გამოქვეყნდა. იგივე, როცა საუბარია რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებზე, და ამასთან დაკავშირებით უკრაინის მიერ გამოხატულ შფოთვაზე, ჩვენ არ გვახსენდება უკრაინის შეშფოთებული პოზიცია მოლდოვასთან, ან სხვა კანდიდატ ქვეყნებთან მიმართებით, რომელიც ასევე არ მიუერთდა სანქციებს. ეს ყველაფერი ნიშნავს ორმაგ სტანდარტებს, ნიშნავს უსამართლობას, ნიშნავს იმას, რომ სერიოზული პრობლემებია ევროპულ ბიუროკრატიაში. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენ გვაქვს განსხვავებული მოლოდინი იმასთან დაკავშირებით, რომ საბოლოოდ ეს ყველაფერი შეიცვლება. ჩვენ გვსურს 2030 წლისთვის გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა და იმედი მაქვს, მანამდე რადიკალურად შეიცვლება მდგომარეობა ევროკავშირში. დღეს საბჭოთა სტანდარტების დონემდეა დასული ევროპული ბიუროკრატიის საქმიანობა, რაც ძალიან დასანანი და სამწუხაროა“, – განაცხადა პრემიერმა.