ნიკოლ ფაშინიანი- ჩვენი თანამშრომლობა ეფუძნება სტრატეგიას, რომ არსებული რთული გეოპოლი ტიკური ფონის მიუხედავად, აქცენტი გაკეთდეს მნიშვნელოვან საკითხებზე,სომხეთს და საქართველოს აქვთ აქტიური როლი რეგიონული განვითარების მიმართულებით

ჩვენი თანამშრომლობა ეფუძნება სტრატეგიას, რომ არსებული რთული გეოპოლიტიკური ფონის მიუხედავად, აქცენტი გაკეთდეს მნიშვნელოვან საკითხებზე, ერთმანეთს მხარს დავუჭერთ და მომავალში კიდევ უფრო განვავითარებთ თანამშრომლობას, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საქართველო-სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაზე განაცხადა. მანვე საქართველოსთან მაღალი დონის ურთიერთობის შენარჩუნებისა და კიდევ უფრო მეტად განვითარების იმედი გამოთქვა. „სომხეთს და საქართველოს აქვთ აქტიური როლი რეგიონული განვითარების მიმართულებით. სამშვიდობო პროექტი ითვალისწინებს ამ რეალობას და ძალიან კონკრეტული სარგებელი შეუძლია მოიტანოს, ამის პოტენციალი ნამდვილად არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ 2024 წელი იყო გლობალური და რეგიონული გამოწვევების მქონე წელი, საქართველომ და სომხეთმა მაინც შეძლეს ჰარმონიული გადაწყვეტილების პოვნა. აღნიშნული ცვალებადი გარემოს ფარგლებში შეიქმნა იმის წინაპირობა, რომ სამომავლოდ წარმატება იქნას მიღწეული. ჩვენი თანამშრომლობა ეფუძნება სტრატეგიას,არსებული რთული გეოპოლიტიკური ფონის მიუხედავად, აქცენტი გაკეთდეს მნიშვნელოვან საკითხებზე. ჩვენ ერთმანეთს მხარს დავუჭერთ და მომავალშიც კიდევ უფრო განვავითარებთ თანამშრომლობას. ბატონო პრემიერ-მინისტრო, ძვირფასო კოლეგებო, ძალიან მიხარია, თქვენი მასპინძლობა. ჩვენი საბჭოს წევრებს ვუსურვებ  ორმხრივი ინიციატივების წარმატებით განხორციელებას, დარწმუნებული ვარ, სამომავლოდ შევძლებთ ყველა შესაძლო ძალისხმევის განხორციელებას იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ მაღალი დონის ურთიერთობა და კიდევ უფრო განვავითაროთ ეს მიმართულება,“-აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა.

ირაკლი კობახიძე: ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსა და სომხეთის მჭიდრო თანამშრომლობა, იმისათვის, რომ ერთად დავიცვათ ჩვენი ქვეყნების ეროვნული ინტერესები

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მჭიდრო თანამშრომლობა, იმისათვის, რომ ერთად დავიცვათ ჩვენი ქვეყნების ეროვნული ინტერესები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სომხეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის მე-14 სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, საქართველოსა და სომხეთის ურთიერთობას, პარტნიორობას და მეგობრობას აქვს ძალიან მყარი ისტორიული საფუძველი. „ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ პირველად ვმონაწილეობ როგორც თანათავმჯდომარე სომხეთ-საქართველოს მთავრობათაშორისი ეკონომიკური  თანამშრომლობის კომისიის სხდომაში, რომელიც უკვე მეთოთხმეტედ იმართება. რა თქმა უნდა, ეს ციფრებიც ხაზს უსვამს იმ მჭიდრო თანამშრომლობას, რომელიც არის ჩამოყალიბებული ჩვენ ორ ქვეყანას შორის. მინდა აღვნიშნო, რომ მქონდა ძალიან საინტერესო ორმხრივი შეხვედრა ბატონ პრემიერ-მინისტრთან, სადაც ვისაუბრეთ ბევრ საკითხზე, რომელიც უკავშირდება  ჩვენს ქვეყნებს, ჩვენი ქვეყნების  ურთიერთობას  და ასევე მსოფლიოში და რეგიონში მიმდინარე პროცესებს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მჭიდრო თანამშრომლობა, იმისათვის, რომ ერთად დავიცვათ ჩვენი ქვეყნების ეროვნული ინტერესები. უნდა აღინიშნოს,რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მაღალი და უმაღლესი დონის რეგულარული დიალოგი სხვადასხვა ფორმატებში და მჭიდრო თანამშრომლობა ყველა სფეროში სათანადოდ აისახება ჩვენს გამორჩეულად წარმატებულ თანამშრომლობაზე დამოხარული ვართ, რომ ამ თანამშრომლობას აქვს კონკრეტული ხელშესახები შედეგები. ჩვენი ქვეყნების განსაკუთრებული ურთიერთობა არ გამომდინარეობს მხოლოდ ჩვენი გეოგრაფიული სიახლოვიდან, ჩვენი მეზობლობიდან. ჩვენს ურთიერთობას, პარტნიორობას და მეგობრობას აქვს ძალიან მყარი ისტორიული საფუძველი. ეს არის გამორჩეული მეგობრობა, რომელიც ერთმანეთს აკავშირებს ქართველ და სომეხ ხალხებს. ეს არის მრავალ ათასწლიანი კავშირები და სწორედ ამ კავშირებს, ამ მეგობრობას ეფუძნება ის მეგობრობა, რომელიც მთავრობებს შორის ურთიერთობებშიც არის გამოხატული. ეს ურთიერთობები პოლიტიკური თვალსაზრისით გადაითარგმნა სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციის ხელმოწერაში, რაც ახალ ნიშნულზე აიყვანს საქართველოს და სომხეთის თანამშრომლობას და ეს არის ძალიან კარგი საფუძველი იმისათვის, რომ ჩვენ კიდევ უფრო მეტად გავაღრმაოთ ჩვენი პოლიტიკური ურთიერთობები და ეკონომიკური კავშირები ორ ქვეყანას შორის. მე დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელ პლატფორმას, ამ კომისიის სხდომას მაქსიმალურად გამოვიყენებთ იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად განვამტკიცოთ და დავტვირთოთ არსებული თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმატები, გავაღრმაოთ ჩვენი მრავალგანზომილებიანი თანამშრომლობა და გამოვკვეთოთ თანამშრომლობის შესაძლო ახალი მიმართულებები“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძე: საქართველო ყოველთვის გამოთქვამდა მზაობას და ახლაც მზად არის,ხელი შეუწყოს და წვლილი შეიტანოს რეგიონში სტაბილურობისა და  მშვიდობის დამკვიდრებაში,რაც ჩვენი ქვეყნების განვითარებისა და კეთილდღეობის აუცილებელი პირობაა

საქართველო ყოველთვის გამოთქვამდა მზაობას და ახლაც მზად არის, ხელი შეუწყოს და წვლილი შეიტანოს რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის დამკვიდრებაში, რაც ჩვენი ქვეყნების განვითარებისა და კეთილდღეობის აუცილებელი პირობაა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ  სომხეთის რესპუბლიკასა და საქართველოს  შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის მე-14 სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, საქართველო მზად არის აღნიშნულ საკითხებზე თანამშრომლობისთვის სომეხ მეგობრებთან და პარტნიორებთან. „საქართველო და სომხეთი მტკიცედ უჭერენ მხარს ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მინდა, კიდევ ერთხელ გადაგიხადოთ მადლობა თქვენი ურყევი მხარდაჭერისათვის  საქართველოს მიმართ,“- აღნიშნა პრემიერმა.ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს მთავრობა ეფექტურად განაგრძობს საინვესტიციო და ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისთვის მუშაობას. „მოხარულნი ვართ, რომ საქართველო წარმოადგენს მიმზიდველ ქვეყანას სომეხი ინვესტორებისთვის. გასულ წელს, სომხურმა ინვესტიციებმა საქართველოში თითქმის 40 %-ით მოიმატა,  რის გამოც ვართ მოხარულნი და ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ სომეხი ინვესტორებისთვის მაქსიმალურად ხელსაყრელი გარემო იყოს შექმნილი ჩვენს ქვეყანაში. ამისათვის ჩვენ გვაქვს კონკრეტული ეფექტური მექანიზმები, რომლებიც განკუთვნილია უცხოელი ინვესტორებისთვის. ამ მექანიზმებით შევძლებთ სათანადო დახმარება გავუწიოთ კიდევ უფრო მეტ ინვესტორს თქვენი ქვეყნიდან, ასეთი ინტერესის არსებობის შემთხვევაში,“- აღნიშნა პრემიერმა.

ნიკოლ ფაშინიანი – დარწმუნებული ვარ, რომ 2025 წელი ყველა ჩვენი  ძალისხმევის და ერთობლივი ინიციატივების შედეგად იქნება ახალი ამბიციური პროექტების დასაწყისი

დარწმუნებული ვარ, რომ 2025 წელი ყველა ჩვენი ძალისხმევის და ერთობლივი ინიციატივების შედეგად იქნება ახალი ამბიციური პროექტების დასაწყისი, –  ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის მე-14 სხდომაზე  განაცხადა. მისი თქმით, 2024 წელი წარმატებული და ეფექტური წელი იყო როგორც საქართველოსთვის, ისე სომხეთისთვის. „მიმაჩნია, რომ სომხეთს და საქართველოს ახალი მიღწევები აქვთ.2024 წელი დავხურეთ, რომელიც წარმატებული და ეფექტური წელი იყო როგორც საქართველოსთვის, ისე სომხეთისთვის. ჩვენი თბილი ურთიერთობების ხასიათი მოითხოვს, რომ არ დავკმაყოფილდეთ არსებული დონით და ერთობლივად გამოვავლინოთ ახალი ჰორიზონტები. აი ამ სულისკვეთებით, დარწმუნებული ვარ, რომ 2025 წელი ყველა ჩვენი ძალისხმევის და ერთობლივი ინიციატივების შედეგად იქნება ახალი ამბიციური პროექტების დასაწყისი. ჩვენ სხვადასხვა სექტორში, იქნება ეს კომუნიკაცია, ენერგეტიკა, ინფორმაციული ტექნოლოგიები, უსაფრთხოება, ჯანდაცვა, განათლება, კულტურა და ხალხთაშორის კონტაქტები. ჩვენ შეგვიძლია, ერთობლივი ნაბიჯები გადავდგათ იმისათვის, რომ კიდევ უფრო გავამარტივოთ დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესი, რაც გაზრდის როგორც მგზავრების მიმოსვლას,  ასევე საქონელბრუნვას  და ჩვენ გვექნება საშუალება, რომ იურიდიული და საკანონმდებლო ურთიერთობები დავხვეწოთ ჩვენს ქვეყნებს შორის, რაც შექმნის უფრო გამარტივებულ შესაძლებლობებს, ბიზნესტრანზაქციების და ოპერაციების განსახორციელებლად. ეს არის მნიშვნელოვანი მაჩვენებელი ბიზნესსაქმიანობისთვის და ეს ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობებისთვის და სავაჭრო ბრუნვის ხელშეწყობისთვის გაკეთდება“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

ნიკოლ ფაშინიანი-დამოუკიდებელმა სომხეთმა და საქართველომ 30 წელზე მეტი წლის განმავლობაში თანამშრომლობა ნამდვილად კარგად განავითარა,გვქონია მიღწევები და ბევრი დაბრკოლებაც გადაგვილახავს

ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ დამოუკიდებელმა სომხეთმა და საქართველომ ქრონოლოგიურად 30 წელზე მეტი წლის განმავლობაში თანამშრომლობა ნამდვილად…

კახა კალაძე USAID-ის ბაზის გატეხაზე: სწორედ ამიტომ მივიღეთ შესაბამისი კანონი, რომ საზოგადოებამ იცოდეს გრანტებიდან შემოსული თანხები რაში იხარჯება

„გრანტებიდან შემოსული თანხები პოლიტიკაში შავი ფულის სახით მიდიოდა.ამით რევოლუციების მოწყობის მცდელობა, პოლარიზაციის გაღვივება,ექსტრემისტული ორგანიზაციების დაფინანსება ხდებოდა.…

ირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. პირისპირ შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორი…

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვაშინგტონში თვითმფრინავისა და ვერტმფრენის შეჯახების გამო, საქართველოს სახელით, ამერიკელ ხალხს სამძიმარს უცხადებს 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ვაშინგტონში თვითმფრინავისა და ვერტმფრენის ტრაგიკული შეჯახების გამო მწუხარებას გამოთქვამს.  ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი სოციალურ…

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტი სომხეთში დაიწყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო.  რევნის ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს  მთავრობის მეთაურს  სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი ტიგრან ხაჩატრიანი დახვდა. ვიზიტის ფარგლებში ირაკლი კობახიძე პირისპირ შეხვდება სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს. ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების ხელმძღვანელობით საქართველო-სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართება. კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ ირაკლი კობახიძე და ნიკოლ ფაშინიანი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ერევანს დელეგაციასთან ერთად ეწვია,რომლის შემადგენლობაში პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი  ლევან დავითაშვილი,საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.

კახა კალაძე: ყველგან ბრიუსელის ბიუროკრატია, არსად სამართალი – ეს არის დღევანდელი მოცემულობა

„ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობის შეწყვეტა იმ გზიდანგადახვევას არ ნიშნავს, რომელიც ქვეყანას აქვს გაცხადებული“, – ამის…

კახა კალაძე: ყველა თაღლითს გაეცემა შესაბამისი პასუხი, გინდ ქვეყნის შიგნით,გინდ გარეთ

თბილისის მერის განცხადებით, ყველა თაღლითს გაეცემა შესაბამისი პასუხი, ვინცარ უნდა იყოს, გინდ ქვეყნის შიგნით, გინდ ქვეყნის…

კახა კალაძე: მინდა მივუსამძიმრო გარდაცვლილი მოზარდის ოჯახს.უმძიმესია ეს ყველაფერი, რაც მოხდა

„უმძიმესი ფაქტი მოხდა, ზოგიერთ მედია საშუალებას კი ამ ამბის პოლიტიკურად გამოყენება უნდა“, – ამის შესახებ დედაქალაქის…

კახა კალაძე: სამწუხაროდ, გერმანიას საქართველოში ელჩი არ არ ჰყავს

პეტერ ფიშერი არც თავის თავს ეკუთვნის და არც თავის ქვეყანას„ამ კონკრეტულ ელჩს ჰყავს თავისი პატრონი და…

კახა კალაძე დონ ტუიგზე: მერწმუნეთ, ასეთი ადამიანების პოლიტიკაში საქმიანობა ძალიან მალე დამთავრდება

„ასეთი ადამიანების პოლიტიკაში საქმიანობა ძალიან მალე დამთავრდება“, – ასეპასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტის კითხვას დიდი…

წყნეთის გზატკეცილზე, საავტომობილო გზის გასწვრივ არსებული ფერდის გამაგრება მიმდინარეობს

ვაკის რაიონში, წყნეთის გზატკეცილზე, უსაფრთხოების მიზნით, საავტომობილოგზის გასწვრივ არსებული ფერდის გამაგრების სამუშაოები ხორციელდება.ამ დროისთვის, ფერდზე ანკერების…