ირაკლი კობახიძე-ლორდი დონ ტუიგი ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის  სფეროში ყველაზე დიდი ტრადიციების მქონე ქვეყანას, დიდ ბრიტანეთს წარმოადგენს და მისგან ასეთი საბჭოური სტილით საუბარი აბსოლუტურად მიუღებელია,ალბათ ცნობილი ინგლისელი მოღვაწეები  საფლავში ტრიალებენ

ლორდი დონ ტუიგი წარმოადგენს ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის სფეროში ყველაზე დიდი ტრადიციების მქონე ქვეყანას, ინგლისს, დიდ ბრიტანეთს. მისგან ასეთი საბჭოური სტილით საუბარი არის აბსოლუტურად მიუღებელი, ალბათ ცნობილი ინგლისელი მოღვაწეები საფლავში ტრიალებენ, – ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ლორდთა პალატის წევრის,  ლორდი დონ  ტუიგის განცხადებას, რომელიც ბიძინა ივანიშვილის შეეხებოდა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით,  პრემიერს კითხვა ჟურნალისტებმა ერევანში დაუსვეს. „რა არის ეს, თუ არა საბჭოური მიდგომა, როცა კაცი, ლორდთა პალატის წევრი, საუბრობს გაკულაკებაზე და ასეთ თემებზე, ეს არის სირცხვილი ევროპისთვის, თან ეს კაცი წარმოადგენს ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის სფეროში ყველაზე დიდი ტრადიციების მქონე ქვეყანას, ინგლისს, დიდ ბრიტანეთს. მისგან ასეთი საბჭოური სტილით საუბარი არის აბსოლუტურად მიუღებელი. ალბათ ცნობილი ბრიტანელი, ინგლისელი მოღვაწეები საფლავში ტრიალებენ, როცა ასეთ რამეს ისმენენ ლორდთა პალატის წევრისგან,“- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. ჟურნალისტები ასევე დაინტერესდნენ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის შეფასებით უკრაინელი დეპუტატის, ალექსეი გონჩარენკოს PACE-ში გამოსვლასთან დაკავშირებით. „გონჩარენკო პირდაპირ ითხოვდა ჩვენს ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნას, ყველაფერი ნათქვამია ამით,“- განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს ხელისუფლება და მმართველი პარტია არასდროს არ მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც დააზიანებს ქვეყნის ინტერესებს – მაკა ბოჭორიშვილი

„მნიშვნელოვანია ყველამ იცოდეს, რომ საქართველოს ხელისუფლება, მმართველი პარტია არასდროს არ მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც დააზიანებს საქართველოს…

თბილისის სატელევიზიო ანძა ზურმუხტისფრად განათდა

თბილისის ანძა ზურმუხტისფრად განათდა, რაც საშვილოსნოს ყელის კიბოსშესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვეს უკავშირდება. აღნიშნულიაქტივობა კიდევ ერთხელ…

მიხეილ სარჯველაძე: „სომხეთისა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროების მხრიდან, თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების დიდ პოტენციალს ვხედავთ“

„ჩვენს მეზობელ და მეგობარ, სომხეთის სახელმწიფოსთან, ჯანდაცვის მიმართულებითთანამშრომლობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. დაავადებათა გავრცელებისპრევენციისა და მათ წინააღმდეგ ბრძოლისთვის,…

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დასრულდა

ერევნის ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაური სომეხმა კოლეგამ, ნიკოლ ფაშინიანმა გააცილა.ვიზიტის ფარგლებში შედგა საქართველოსა და…

დავით სონღულაშვილი –  სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტის გაზრდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანია საკითხია და ამ მიმართულებით სომხეთთან იქნება საკმაოდ აქტიური თანამშრომლობა

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტის გაზრდა, სადაც პოტენციალი არსებობს და ამ მიმართულებით სომხეთთან იქნება…

ირაკლი ქარსელაძე – ძალიან მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისია შედგა, მიმოვიხილეთ ეკონომიკური მიმართულების ყველა საკითხი, მათ შორის ინფრასტრუქტურის განვითარებას

 ნაყოფიერი მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისია შედგა, –  ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ…

ირაკლი კობახიძე – სომხეთ-საქართველოს მთავრობათაშორისი  ეკონომიკური კომისიის მე-14 სხდომაზე განვიხილეთ ქვეყნებს შორის არსებული  ორმხრივი სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობის მნიშვნელობა და დადებითი ტენდენციები

მქონდა პატივი,  სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ  ნიკოლ ფაშინიანთან  თანათავმჯდომარეობის რეჟიმში მეხელმძღვანელა  სომხეთ-საქართველოს მთავრობათაშორისი  ეკონომიკური კომისიის მე-14 სხდომისთვის,…

ნიკოლ ფაშინიანი ყველაფერს გავაკეთებთ, იმისათვის, რომ ფართო რეგიონული თანამშრომლობის მიმართულებით განვავითაროთ ურთიერთობა

ყველაფერს გავაკეთებთ, იმისათვის, რომ ფართო რეგიონული თანამშრომლობის მიმართულებით განვავითაროთ ურთიერთობა, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა…

დიმიტრი ხუნდაძე: ევროსაბჭოს ასამბლეაში მიღებული რეზოლუცია საქართველოს დამორჩილებისთვის ბრძოლის ერთ-ერთი ეტაპია

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “ხალხის ძალის„ ხელმძღვანელი დიმიტრი ხუნდაძე ევროსაბჭოს ასამბლეაზე მიღებულ რეზოლუციას მედიასთან აფასებს. „ყველა არგუმენტი…

ირაკლი კობახიძე -საქართველოსა და სომხეთს აკავშირებთ ძალიან დიდი ხნის მეგობრობა,თანამშრომლობა და მოხარულები ვართ,რომ ეს მეგობრობა და თანამშრომლობა  გადაიზარდა სტრატეგიულ პარტნიორობაში ჩვენს ქვეყნებს შორის

ჩვენს ქვეყნებს აკავშირებთ ძალიან დიდი ხნის მეგობრობა, თანამშრომლობა და მოხარულები ვართ, რომ ეს მეგობრობა და თანამშრომლობა გადაიზარდა სტრატეგიულ პარტნიორობაში ჩვენს ქვეყნებს შორის, –  ამის შესახებ  საქართველოს  პრემიერ-მინისტრმა ირაკლი  კობახიძემ, სომხეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ, სომხეთის პრემიერ-მინისტრთან ნიკოლ  ფაშინიანთან ერთად  გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერის თქმით, ქვეყნებს შორის ორმხრივი ვიზიტების სიხშირე მეტყველებს განსაკუთრებულ ინტერესზე, რომელიც აქვს ქართულ მხარეს, ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების თვალსაზრისით. „მოხარული ვარ, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში უკვე მეორედ ვიმყოფები ერევანში. რა თქმა უნდა, ჩვენი ორმხრივი ვიზიტების სიხშირე მეტყველებს ჩვენს განსაკუთრებულ ინტერესზე, რომელიც აქვს ქართულ მხარეს, ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების თვალსაზრისით. მინდა გულთბილი მასპინძლობისთვის დიდი მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრ ფაშიანიანს. ჩვენს სომეხ მეგობრებს. კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენს ქვეყნებს აკავშირებს ძალიან დიდი ხნის მეგობრობა, თანამშრომლობა და მოხარულები ვართ, რომ ეს მეგობრობა და თანამშრომლობა გადაიზარდა სტრატეგიულ პარტნიორობაში ჩვენს ქვეყნებს შორის. ამ პარტნიორობას და ჩვენს ერთობლივ ძალისხმევას დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი რეგიონისთვისაც, მისი უსაფრთხოების, სტაბილურობის, კეთილდღეობის და მდგრადი განვითარებისთვის. დღეს გაიმართა საქართველო-სომხეთის  რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის მე-14 სხდომა, რომელიც იყო ნაყოფიერი და პროდუქტიული. მინდა მადლობა გადავუხადო სომხურ მხარეს ჩვენი დელეგაციის მაღალ დონეზე მასპინძლობისთვის. უნდა აღინიშნოს, რომ კომისიის სხდომების რეგულარულად გამართვა ძალზედ მნიშვნელოვანი ფაქტორია ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი განვითარებისა და იმ მიზნების მისაღწევად, რომელიც ასახულია გასულ წელს ხელმოწერილ „სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციაში“. ჩვენი ქვეყნების განსაკუთრებული ურთიერთობა არ გამომდინარეობს მხოლოდ გეოგრაფიული სიახლოვიდან. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო ის, რაც ვთქვი კომისიის სხდომაზე – ჩვენს პარტნიორობას აქვს ძალიან მყარი საფუძველი, იმ ისტორიული მეგობრობის სახით, რომელიც არის ჩამოყალიბებული ჩვენს ხალხებს შორის. ეს არის ჩვენი ურთიერთობების მთავარი ფუნდამენტი. ეს არის ქართველი და სომეხი ხალხის მრავალსაუკუნოვანი კავშირი და მეგობრობა. სწორედ ამას ეფუძნება ურთიერთპატივისცემა ჩვენს ქვეყნებსა და ჩვენს მთავრობებს შორისაც“, – განაცხადა პრემიერმა.

ნიკოლ ფაშინიანი ირაკლი კობახიძეს -დარწმუნებული ვარ,  რომ ჩვენი მთავრობების ერთობლივი ძალისხმევის საფუძველზე გავაგრძელებთ ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის გაღრმავებას მრავალი მიმართულებით

დღევანდელი სხდომის დღის წესრიგი ეხებოდა ბევრ საკითხს, მათ შორის ტრანსპორტს, კომუნიკაციებს, ენერგეტიკას, ტურიზმს, სოფლის მეურნეობას, გარემოს დაცვას, ჯანდაცვას, კულტურას, განათლებას, მეცნიერებას და კიდევ მრავალ საკითხს, არსებულ და სამომავლო პროექტებთან დაკავშირებით, – ამის შესახებ  სომხეთის  პრემიერ-მინისტრმა  ნიკოლ ფაშინიანმა  სომხეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. ნიკოლ ფაშნიანმა და ირაკლი კობახიძემ მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს, სადაც სომხეთის პრემიერმა აღნიშნა, რომ მთავრობების ერთობლივი ძალისხმევის საფუძველზე, გაგრძელდება ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის გაღრმავება არაერთი მიმართულებით. „სომხეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის სხდომები, წლიური შეხვედრები, ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ცხადჰყოფს იმას, რომ ჩვენი თანამშრომლობა ძალიან მდიდარი დღის წესრიგის მქონეა. წინა წლებში, განსაკუთრებით 2024 წელს, მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდა – ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაცია იქნა ხელმოწერილი. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მთავრობების ერთობლივი ძალისხმევის საფუძველზე გავაგრძელებთ ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის გაღრმავებას მრავალი მიმართულებით. დღევანდელი სხდომის დღის წესრიგი ეხებოდა ბევრ საკითხს, მათ შორის ტრანსპორტს, კომუნიკაციებს, ენერგეტიკას, ტურიზმს, სოფლის მეურნეობას, გარემოს დაცვას, ჯანდაცვას, კულტურას, განათლებას, მეცნიერებას და კიდევ მრავალ საკითხს, არსებულ და სამომავლო პროექტებთან დაკავშირებით. ვაღიარებ, რომ ჩვენი მოძმე ერი მეგობრული განწყობით ძალიან კონკრეტული, ძლიერი რეალობის წინაშე იმყოფება, საქართველო-სომხეთი უპირობოდ უჭერენ მხარს ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ჩვენ ერთმანეთს ზრუნვით და პატივისცემით ვექცევით, ვზრუნავთ ერთმანეთის პრიორიტეტებზე, პოზიციებზე. არათუ დავუშვებთ რაიმეს ერთმანეთის საზიანოდ, არამედ ერთმანეთის ინტერესებს ვიცავთ. საზოგადოებები ჩვენს ქვეყნებში იზიარებენ ძალიან ბევრ ტრადიციას, იქნება ეს კულტურული, თუ ისტორიული და ჩვენ გაგვაჩნია ის ფასეულობები, რომელიც ეფუძნება მეგობრობას, პატივისცემას და ეს კლდეშია ნაკვეთი. ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთის ინტერესებს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ყველა შესძლო მიმართულებით,“- განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

ირაკლი კობახიძისა და ნიკოლ ფაშინიანის ხელმძღვანელობით, საქართველოსა და სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა

საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრების ხელმძღვანელობით, ერევანში ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომაზე, რომელშიც ორი ქვეყნის მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ, განიხილეს სხვადასხვა სექტორში ურთიერთობების განვითარების პოზიტიური დინამიკა. ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობას, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებით შექმნილი შესაძლებლობების ათვისებას, მსხვილ სატრანსპორტო-ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ასევე ტურიზმის, ციფრული ეკონომიკისა და სატრანზიტო დერეფნისა განვითარების მნიშვნელობას. “ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობა, იმისათვის, რომ ერთად დავიცვათ ჩვენი ქვეყნების ეროვნული ინტერესები. ჩვენს ურთიერთობას, პარტნიორობას და მეგობრობას აქვს ძალიან მყარი ისტორიული საფუძველი. ეს არის გამორჩეული მეგობრობა, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ქართველ და სომეხ ხალხებს. ეს ურთიერთობები პოლიტიკური თვალსაზრისით გადაითარგმნა სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციის ხელმოწერაში, რაც ახალ ნიშნულზე აიყვანს საქართველოს და სომხეთის თანამშრომლობას და ეს არის ძალიან კარგი საფუძველი იმისათვის, რომ ჩვენ კიდევ უფრო მეტად გავაღრმავოთ ჩვენი პოლიტიკური ურთიერთობები, ეკონომიკური და სხვა კავშირები ორ ქვეყანას შორის. საქართველო ყოველთვის გამოთქვამდა მზაობას და ახლაც მზად არის, ხელი შეუწყოს და წვლილი შეიტანოს რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის დამკვიდრებაში, რაც ჩვენი ქვეყნების განვითარებისა და კეთილდღეობის აუცილებელი პირობაა. რა თქმა უნდა, მზად ვართ ამ საკითხებზე თანამშრომლობისთვის ჩვენს სომეხ მეგობრებთან და პარტნიორებთან. საქართველო და სომხეთი მტკიცედ უჭერენ მხარს ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მინდა, კიდევ ერთხელ გადაგიხადოთ მადლობა თქვენი ურყევი მხარდაჭერისათვის საქართველოს მიმართ. მოხარული ვართ, რომ საქართველო ჩვენი სომეხი მეგობრებისთვის რჩება ტურისტულად მიმზიდველ ადგილად. ყოველ წელს საქართველოს მილიონამდე სომეხი ტურისტი სტუმრობს და ჩვენნაირი პატარა ქვეყნებისთვის ეს არის შთამბეჭდავი რაოდენობა. მინდა, დავადასტურო ჩვენი მზაობა, რომ მაქსიმალურად ვიზრუნოთ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავებისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ კომისიის სხდომაზე. საქართველოსთან სხვადასხვა სფეროში წარმატებულ თანამშრომლობას გაუსვა ხაზი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა. “ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომა ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ განვიხილავთ ძალიან კონკრეტულ საკითხებს, მიღებულ გადაწყვეტილებებს, შეთანხმებებს, რასაც აქვს პირდაპირი გავლენა ჩვენს ქვეყნებზე და ჩვენი საზოგადოებების კეთილდღეობაზე, ასევე აძლიერებს ჩვენს ურთიერთობებს. სტრატეგიული პარტნიორების პრიზმაში, დამოუკიდებელმა სომხეთმა და საქართველომ ქრონოლოგიურად 30 წელზე მეტი წლის განმავლობაში თანამშრომლობა კარგად განავითარეს, გვქონია მიღწევები, ბევრი დაბრკოლებაც გადაგვილახავს. მინდა, ხაზი გავუსვა იმ დიდ პოტენციალს, რომელიც გვაქვს ჩვენი ურთიერთობების გაძლიერებისა და გამდიდრების კუთხით. ეს თანამშრომლობა არის ის იდეა, რის მიმართაც ერთგულება გვაქვს ნაკისრი და კონკრეტული პოლიტიკის საფუძველზე შეგვიძლია ამ მიმართულებით ვიმუშაოთ. ჩვენ სრულად ვცემთ პატივს ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ჩვენ გვაქვს კარგი გაგება იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კავკასიაში მშვიდობა და სტაბილურობა. ყველა ნაბიჯს ვდგამთ იმისათვის, რომ ამ მიზნისკენ ვიაროთ. მიმაჩნია, რომ ახალი მიღწევებიც გვაქვს. დარწმუნებული ვარ, რომ 2025 წელი ყველა ჩვენი ძალისხმევის და ერთობლივი ინიციატივების შედეგად იქნება ახალი ამბიციური პროექტების დასაწყისი. ჩვენ სხვადასხვა სექტორში, იქნება ეს კომუნიკაცია, ენერგეტიკა, ინფორმაციული ტექნოლოგიები, უსაფრთხოება, ჯანდაცვა, განათლება, კულტურა და ხალხთა შორის კონტაქტები. შეგვიძლია, ერთობლივი ნაბიჯები გადავდგათ იმისათვის, რომ კიდევ უფრო გავამარტივოთ დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესი, რაც გაზრდის როგორც მგზავრების მიმოსვლას,  ასევე საქონელბრუნვას და გვექნება საშუალება, რომ იურიდიული და საკანონმდებლო ურთიერთობები დავხვეწოთ ჩვენს ქვეყნებს შორის, რაც შექმნის უფრო გამარტივებულ შესაძლებლობებს ბიზნესტრანზაქციების და ოპერაციების განსახორციელებლად“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა. კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ, საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრებმა ხელი მოაწერეს ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მე-14 სხდომის ოქმს.

ბოლნისის მუნიციპალიტეტი მერის მოვალეობის შემსრულებელი, ბუბა გობეჯიშვილი, მერიის თანამშრომლებთან ერთად, სისხლის უანგარო დონაციის აქციაში ჩაერთო

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, ბუბაგობეჯიშვილი, მერიის თანამშრომლებთან ერთად, სისხლის უანგარო დონაციისაქციაში ჩაერთობოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში დღეს…

ირაკლი კობახიძე-მოხარული ვართ, რომ საქართველო ჩვენი სომეხი მეგობრებისთვის რჩება ტურისტულად მიმზიდველ ადგილად, მზად ვართ, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ტურისტული კავშირების გამყარებას საქართველოსა და სომხეთს შორის

ჩვენ მოხარული ვართ, რომ საქართველო ჩვენი სომეხი მეგობრებისთვის რჩება ტურისტულად მიმზიდველ ადგილად, ყოველ წელიწადს საქართველოს მილიონამდე სომეხი…