პრემიერი – თუ საჯარო და კერძო სექტორი ერთად გავაანალიზებთ შრომის ბაზრის მოთხოვნებს, გავალთ ოპტიმალურ მაჩვენებლებზე და ამას უნდა დაეფუძნოს მომავალში სტუდენტების მიღება სხვადასხვა სპეციალობაზე, არ შეიძლება, მაგალითად, მოამზადო სტუდენტი იურისტად და დაახვედრო შრომის ბაზარი, სადაც ამდენ იურისტზე მოთხოვნა არ არის

არასდროს განხორციელებულა უნივერსიტეტებზე ადგილების გადანაწილება შრომის ბაზრის ანალიზის საფუძველზე, არავის გაუანალიზებია სიღრმისეულად რამდენი იურისტი სჭირდება ქვეყანას,…

ირაკლი კობახიძე – უმაღლესი განათლების სისტემის დეკონცენტრაციას მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია ქვეყნის თანაბარ განვითარებაში, დღეს არის ერთი წამყვანი კერა – თბილისი და გვინდა, ქუთაისი ვაქციოთ რიგით მეორე კერად უმაღლესი განათლების მიმართულებით

დღეის მდგომარეობით, სტუდენტების 85%-ზე მეტი სწავლობს დედაქალაქში, გვინდა, განვავითაროთ რეგიონული უნივერსიტეტების რესურსები ყველა მიმართულებით, მათ შორის,…

ირაკლი კობახიძე – ყველა მიმართულებით, ყველა ძირითადსაგანში არის შესაძლებელი თანამედროვე სტანდარტების სახელმძღვანელოების შექმნა და ეს უნდა იყოს კონცეფციის მთავარი მიზანი-სწორი მიდგომით მუშაობის პირობებში3-4 წელიწადში შესაძლებელია სახელმძღვანელოები შევქმნათ ყველა ძირითად საგანში

ყველა მიმართულებით, ყველა ძირითად საგანში არის შესაძლებელი თანამედროვე სტანდარტების სახელმძღვანელოების შექმნა და ეს უნდა იყოს კონცეფციის მთავარი მიზანი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, სადაც სადაც ინტერპელაციის წესით დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს. მთავრობის მეთაურის თქმით, სწორი მიდგომით მუშაობის პირობებში 3-4  წელიწადში შესაძლებელია სახელმძღვანელოები შეიქმნას ყველა ძირითად საგანში. „თუ ჩვენ საკადრო პოლიტიკას და მთლიანად, უმაღლესი განათლების პოლიტიკას გადავხედავთ, ვფიქრობ, რომ რამდენიმე წელიწადში შესაძლებელია სახელმძღვანელოები შევქმნათ ყველა ძირითად საგანში. ეს შესაძლებელია 3-4 წელიწადში სწორი მიდგომით მუშაობის პირობებში. დღეს, რომ ავიღოთ იურიდიული ფაკულტეტი, კონსტიტუციური სამართლის მიმართულებით არის ორი ძირითადი საგანი – კონსტიტუციური სამართალი და ადამიანის უფლებები. აქედან ერთ-ერთ საგანში, ადამიანის უფლებებში დღემდე არ გვაქვს თანამედროვე სტანდარტების სახელმძღვანელო. საქმე ეხება ადამიანის უფლებებს და თანამედროვე სტანდარტების სახელმძღვანელო არ გვაქვს. ყველა მიმართულებით, ყველა ძირითად საგანში არის შესაძლებელი თანამედროვე სტანდარტების სახელმძღვანელოების შექმნა და ეს უნდა იყოს კონცეფციის მთავარი მიზანი“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე -მნიშვნელოვანია კვლევითი ინსტიტუტების გაძლიერება და მათი რეალური ინტეგრაცია საუნივერსიტეტო სისტემასთან – უნდა  შემოვიღოთ კვლევის დაფინანსების ახალი სისტემა, რომელიც მთლიანად ინტეგრირებული იქნება უნივერსიტეტებთან

მნიშვნელოვანია კვლევითი ინსტიტუტების გაძლიერება და მათი რეალური ინტეგრაცია საუნივერსიტეტო სისტემასთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, სადაც სადაც ინტერპელაციის წესით დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს. მთავრობის მეთაურის თქმით, უნდა იქნას შემორებული დაფინანსების ახალი სისტემა, რომელიც მთლიანად ინტეგრირებული უნდიქნება უნივერსიტეტებთან. „შემდეგი საკითხია სწავლებასა და კვლევას შორის სუსტი კავშირი, რომელიც უნდა გაძლიერდეს. ასევე, ჩვენ არ გვაქვს თანამედროვე სტანდარტების სასწავლო პროგრამები, სახელმძღვანელოები და აქაც რადიკალურად უნდა შეიცვალოს ვითარება. ამ კუთხით, მნიშვნელოვანია კვლევითი ინსტიტუტების გაძლიერება და მათი რეალური ინტეგრაცია საუნივერსიტეტო სისტემასთან. დღეს ფორმალურია ეს ინტეგრაცია და ის რეალური და თვისებრივი უნდა იყოს. უნდა შემოვიღოთ კვლევის დაფინანსების ახალი სისტემა, რომელიც მთლიანად ინტეგრირებული უნდა იყოს უნივერსიტეტებთან. დღეს არის ცალკე განყენებული ფონდი, განათლების სამინისტროს ქვეშ, რომელიც საგრანტო განაცხადების საფუძველზე აფინანსებს კონკრეტულ პროექტებს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს მიდგომა უნდა შეიცვალოს, მთლიანად უნდა იყოს კვლევის დაფინანსების სისტემა ინტეგრირე3ბული სახელმწიფო უნივერსიტეტებში“, – განაცხადა პრემიერმა.

თურქეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ სარჯველაძე თურქ კოლეგას შეხვდა

თურქეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ სარჯველაძე თურქკოლეგას, ქემალ მემისოღლუს შეხვდა. შეხვედრაზე, განიხილეს ორმხრივითანამშრომლობის საკითხები და მისი…

ირაკლი კობახიძე – სამედიცინო უნივერსიტეტის გამოწვევაა, რომ იღებენ ჭარბად უცხოელ სტუდენტებს, ვფიქრობთ, უნდა დაინერგოს კონკრეტული პრინციპი – ბიზნესი უნდა აკეთოს კერძო სექტორმა და სახელმწიფო სექტორმა უნდა უზრუნველყოს სახელმწიფო ამოცანების შესრულება

სამედიცინო უნივერსიტეტის გამოწვევაა, რომ იღებენ ჭარბად უცხოელ სტუდენტებს, ვფიქრობთ, უნდა დაინერგოს კონკრეტული პრინციპი – ბიზნესი უნდა აკეთოს…

ირაკლი კობახიძე -სახელმწიფო უნივერსიტეტებში საკადრო პოლიტიკა უნდა გადაიხედოს და უნდა შეიქმნას ბირთვი სრულ განაკვეთზე მომუშავე პროფესორების სახით, ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, მათ უნდა ჰქონდეთ სათანადო სამუშაო პირობები, ვფიქრობთ, სრულ განაკვეთზე მომუშავე სრული პროფესორის ანაზღაურება უნდა აღემატებოდეს 10 ათას ლარს

ვფიქრობთ, საკადრო პოლიტიკა უნდა გადაიხედოს და უნდა შეიქმნას სახელმწიფო უნივერსიტეტებში ბირთვი სრულ განაკვეთზე მომუშავე პროფესორების სახით,…

სემეკის წევრები Energy Community-ს ხელმძღვანელს შეხვდნენ

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრები, გიორგი ფანგანი და დავით თვალაბეიშვილი ენერგეტიკული გაერთიანების…

ირაკლი კობახიძე-ჩვენ პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ დიპლომის ხარისხზე, ყველა უნივერსიტეტი, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო, დიპლომს გასცემს სახელმწიფოს სახელით, თუმცა ერთი დიპლომის ხარისხი არის დაბალი, მეორის – მაღალი, ყველა თანაბრად გაიცემა სახელმწიფოს სახელით, ამიტომ, ვფიქრობთ, ხარისხის მართვის სისტემა საჭიროებს თვისებრივ გაუმჯობესებას და დახვეწას

ძალიან მნიშვნელოვანია ხარისხის მართვის სისტემის დახვეწა, დღეს მოქმედებს ეს სისტემა, არის შესაბამისი მიმართულება განათლების სამინისტროში, თუმცა…

პრემიერი – ოპტიმიზაციაზე საუბრისას, ვფიქრობთ, უნდა გადაიხედოს სწავლის ხანგრძლივობა უნივერსიტეტებში, გვინდა, რომ შემოვიღოთ 3+1+1 სისტემა, ეს არის საერთაშორისო პრაქტიკისა და მოთხოვნების შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, ეს არ ეხება გამონაკლის სპეციალობებს

ოპტიმიზაციაზე საუბრისას, ვფიქრობთ, რომ უნდა გადაიხედოს სწავლის ხანგრძლივობა უნივერსიტეტებში, ეს არ ეხება გამონაკლის სპეციალობებს, პირველ რიგში,…

ირაკლი კობახიძე – ჩვენი პასუხისმგებლობა და ვალდებულებაა, უზრუნველვყოთ სისტემის გარდაქმნა იმგვარად, რომ გაიზარდოს უმაღლესი განათლების ხარისხი ქვეყანაში – საუკეთესო შესაძლებლობების და უნარის ახალგაზრდები მიდიან და რჩებიან სხვა ქვეყნებში, ეს პროცესი უნდა შეჩერდეს არა ხელოვნურად, არამედ იმით, რომ უნდაგაიზარდოს უმაღლესი განათლების ხარისხი და დონე ჩვენს ქვეყანაში

ჩვენი პასუხისმგებლობა და ვალდებულებაა, განსაკუთრებული ყურადღება დავუთმოთ უმაღლესი განათლების სისტემის გაჯანსაღებას და ხარისხის გაუმჯობესებას და  უზრუნველვყოთ სისტემის გარდაქმნა იმგვარად, რომ გაიზარდოს უმაღლესი განათლების ხარისხი ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა  ირაკლი  კობახიძემ განაცხადა, სადაც სადაც ინტერპელაციის წესით დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს. მთავრობის მეთაურის თქმით დღეს საქართველოში მოქმედებს 64 უნივერსიტეტი, რაც უკვე მეტყველებს იმაზე, რომ სისტემა არაჯანსაღად არის ფორმირებული. „ზოგადად, რაც შეეხება სისტემას, პრობლემები რომ გვაქვს, ყველას კარგად მოგეხსენებათ. ეს არის სფერო, სადაც ძირეული ცვლილებები არ განხორციელებულა ჩვენი ხელისუფლების პირობებში, ამიტომ, ვფიქრობ, რომ ჩვენი პასუხისმგებლობა და ვალდებულებაა, განსაკუთრებული ყურადღება დავუთმოთ სწორედ უმაღლესი განათლების სისტემის  გაჯანსაღებას და ხარისხის გაუმჯობესებას. სწორედ ამას ეფუძნება ჩვენი საერთო მიზანი, რომ გავაგრძელოთ უმაღლესი განათლების რეფორმა. დღეს საქართველოში მოქმედებს 64 უნივერსიტეტი. ეს თავისთავად უკვე მეტყველებს იმაზე, რომ სისტემა არაჯანსაღად არის ფორმირებული და შეუძლებელია, ჩვენი სიდიდისქვეყანაში, 35-წლიანი ისტორიის გათვალისწინებით, რომ 64 უნივერსიტეტში, ეკონომიკური თუ სხვა ტიპის გამოწვევების ფონზე,  ჰქონდეს უზრუნველყოფილი  თანაბრად მაღალი ხარისხი.  ეს ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ უმაღლესი განათლების საშუალო ხარისხი არ არის დამაკმაყოფილებელი. ამიტომ, ჩვენი მიზანია, რომ ეს ვითარება რადიკალურად შევცვალოთ, გვინდა, რომ უზრუნველვყოთ სისტემის გარდაქმნა, იმგვარად, რომ გაიზარდოს უმაღლესი განათლების ხარისხი ქვეყანაში. ერთ-ერთი გამოწვევა არის ახალგაზრდების იმიგრაცია და ამის ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი მიზეზია უმაღლესი განათლების სისტემაში  არსებული …

ეკა სეფაშვილი პრემიერ ირაკლი კობახიძეს: „ხალხის ძალის“ სახელით, გთავაზობთ ინიციატივას – EAGLE HILLS-ის პროექტზე არსებული ხელშეკრულება გასაჯაროვდეს

„ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, რომელიც პარლამენტში, ინტერპელაციის ფორმატში, EAGLE…

ირაკლი კობახიძე – Eagle hillsის პროექტის შემთხვევაში უცხოელ მყიდველებს არავითარი  სპეციალური პრივილეგიები არ ენიჭებათ-არავითარი არაბული, გერმანული თურუსული ქალაქები არ შენდება, შენდება ორი ულამაზესი უბანი თბილისისა და ბათუმის მიმდებარედ – გასული ოთხი წლის განმავლობაში უცხოელებზე გაიყიდა 60 000-ზე მეტი ბინა, მკაფიოდ შემიძლია განვაცხადო,  რომ ამას დემოგრაფიაზე არავითარი არსებითი გავლენა არ მოუხდენია

Eagle hills-ის პროექტის შემთხვევაში უცხოელ მყიდველებს არავითარი სპეციალური პრივილეგიები არ ენიჭებათ- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა  ირაკლი კობახიძემ განაცხადა, სადაც სადაც ინტერპელაციის წესით დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს.მთავრობის მეთაურის თქმით, გასული ოთხი წლის განმავლობაში უცხოელებზე გაიყიდა 60 000-ზე მეტი ბინა და ამას დემოგრაფიაზე არავითარი  არსებითი გავლენა  არ მოუხდენია.„არავითარი არაბული, გერმანული თუ რუსული ქალაქები არ შენდება. შენდება ორი ულამაზესი უბანი თბილისისა და ბათუმის მიმდებარედ. მთლიანობაში, რაც შეეხება მიგრაციულ ეფექტს, გასული ოთხი წლის განმავლობაში უცხოელებზე გაიყიდა 60 000-ზე მეტი ბინა. კიდევ ერთხელ შემიძლია მკაფიოდ განვაცხადო, რომ ამას დემოგრაფიაზე არავითარი არსებითი გავლენა არ მოუხდენია. ამას განაპირობებს ის საიმიგრაციო პოლიტიკა, რომელიც აქვს ჩვენს ქვეყანას. აქაც სპეკულაციები მოვისმინეთ იმასთან დაკავშირებით, რომ როდესაც ბინას ყიდულობს უცხოელი, მას ავტომატურად ენიჭება ბინადრობის ნებართვა. ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით, ბინის შესყიდვისას 100 000 დოლარზე არის მიბმული ბინადრობის ნებართვის გაცემა,  თუმცა აქ სპეკულირებენ ჩვენი ოპონენტები – პირველი ის, რომ ეს არ არის არავითარ შემთხვევაში ავტომატური და შესაბამის პროცედურას გადის თითოეული შემთხვევა,  მათ შორის, უსაფრთხოების კონტროლსაც. ავტომატურად ვერავინ იღებს ბინადრობის ნებართვას. ისინი არ აკონკრეტებენ, რომ ეს არის მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა. …

ეკა სეფაშვილი: EAGLE HILLS-ის პროექტი ბიზნესმენებისთვის სიგნალია, რომ მათი საქმიანობა წარმატებული იქნება, ხოლო საერთაშორისო ინვესტორები კიდევ ერთხელ დარწმუნდებიან, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა

„ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი, დეპუტატი ეკა სეფაშვილი პარლამენტში, სადაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ინტერპელაციის ფორმატში EAGLE…

ირაკლი კობახიძე – ჩვენ არ შეგვიჩერებია არავითარი ევროინტეგრაციის პროცესი, უკვე დოკუმენტურადაც დაადასტურა ევროკავშირმა, რომ 2024 წლის 27 ივნისს ევროკავშირმა შეაჩერა დიალოგი საქართველოსთან, რასაც არ ჰქონდა არავითარი საფუძველი, საქართველოს საგარეო-პოლიტიკური ორიენტაცია ასახულია საქართველოს კონსტიტუციაში და შესაბამისი ჩანაწერი საქართველოს კონსტიტუციას სწორედ ჩვენი ხელისუფლების ძალისხმევით დაემატა

ჩვენ არ შეგვიჩერებია არავითარი ევროინტეგრაციის პროცესი, უკვე დოკუმენტურადაც დაადასტურა ევროკავშირმა, რომ 2024 წლის 27 ივნისს ევროკავშირმა…