პირველ რიგში, სპეციალური პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ, დღეის მდგომარეობით, ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში ჩართულია გათბობის სისტემა, რომელიც გამართულად ფუნქციონირებს და მასთან დაკავშირებით არ არსებობს რაიმე სახის პრობლემა. ამასთან, მსჯავრდებულ რეზო კიკნაძის წერილით გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, თითქოს მსჯავრდებული ირაკლი ნადირაძე შეუძლოდ გახდა საკანში, განვმარტავთ, რომ ნებისმიერ პენიტენციურ დაწესებულებაში 24-საათიან რეჟიმში ხელმისაწვდომია სამედიცინო მომსახურება; მსჯავრდებულ ირაკლი ნადირაძეს კი, შეუძლოდ ყოფნის თაობაზე არ მიუმართავს სამედიცინო პერსონალისთვის და, შესაბამისად, არც მსგავსი ფაქტი დაფიქსირებულა, რაც წარმოადგენს აღნიშნული ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ მორიგ ცრუ ინფორმაციას, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. დამატებით აღვნიშნავთ, რომ ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებულ თითოეულ ბრალდებულს/მსჯავრდებულს სამედიცინო მომსახურება გაეწევა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ქვეყანაში დადგენილი სამედიცინო მომსახურების მოთხოვნების შესაბამისად, ხოლო, თუ ბრალდებულის/მსჯავრდებულის მკურნალობა პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტში შეუძლებელია, იგი შეიძლება გადაყვანილ იქნეს ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში ან სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში. სპეციალური პენიტენციური სამსახური მოუწოდებს ყველას, მათ შორის, ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებს, თავი შეიკავონ არასწორი ინფორმაციის გავრცელებისგან, რომელიც სამსახურის დისკრედიტაციასა და საზოგადოებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდებას ისახავს მიზნად.
დღე: ნოემბერი 15, 2025
ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, სამედიცინო სფეროში, წამყვანი საერთაშორისო კლინიკებისა და უნივერსიტეტების პროფესორებსა და ექსპერტებს შეხვდა
მათ შორის იყო ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტის ინტენსიური თერაპიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბარონი ჟან-ლუის ვინსენტი, რომელმაც თანამედროვე ტექნოლოგიების…
31-ე ქვეითი ბატალიონის სამხედროებმა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლა დაასრულეს
საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის სამხედროებმა 6-თვიანი ეროვნული სამხედრო სამსახური დაასრულეს. ღონისძიება სენაკში,…
კახა კალაძე: თუ კონკრეტული დასახლებისთვის აუცილებელია ტაძარი, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ხელი შევუწყოთ პროექტის დამტკიცებას, თუმცა, ნაგებობას, რომელიც რამდენიმე თვის წინ გაჩნდა, არანაირი კავშირი ეკლესიასთან არ აქვს
კახა კალაძე სოციალურ ქსელში გამოქვენებულ ვიდეო მიმართვაში გამოეხმაურა ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ „ფეიკ ნიუსს“, თითქოს „თბილისის…
დიმიტრი ხუნდაძე: გახარია წაიყვანეს თავიანთმა პატრონებმა და დაუნიშნეს სტიპენდიაც იმ ყულაბიდან, საიდანაც საქართველოში რევოლუციის მოსაწყობად იგზავნებოდა ფული
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “ხალხის ხალის” ხელმძღვანელი დიმიტრი ხუნდაძე ჰერტის სკოლაში გიორგი გახარიას დასაქმებას მედიასთან ეხმიანება. მისი…
დიმიტრი ხუდნაძე IPSOS-ის კვლევაზე: ჯობია ევროლიბერალებმა ჯერ საკუთარ საზოგადოებას მოუსმინონ, შემდეგ ასწავლონ სხვა ქვეყნის ხელისუფლებებს ჭკუა
დიმიტრი ხუდნაძე IPSOS-ის კვლევაზე: ჯობია ევროლიბერალებმა ჯერ საკუთარ საზოგადოებას მოუსმინონ, შემდეგ ასწავლონ სხვა ქვეყნის ხელისუფლებებს ჭკუა…
დიმიტრი ხუნდაძე პეტერ ფიშერზე: ისინი მოდიან პირდაპირ პროვოკაციებზე – ადგილობრივი რადიკალების იმედი არ აქვთ, ამიტომ თავად, საკუთარ ფიგურებს აგზავნიან
დიმიტრი ხუნდაძე პეტერ ფიშერზე: ისინი მოდიან პირდაპირ პროვოკაციებზე – ადგილობრივი რადიკალების იმედი არ აქვთ, ამიტომ თავად,…
დიღმის მასივის მეხუთე კვარტალში ოთხი მოსასვენებელი სივრცე მოეწყო
დიდუბის რაიონის გამგეობამ დიღმის მასივის მეხუთე კვარტალში, მე-14, მე-16, მე-19 და 22-ე კორპუსების მიმდებარედ, უსახური ავტოფარეხების…