პრემიერი ხაზარაძე-ჯაფარიძეზე – ეს ადამიანები არიან უმძიმეს მდგომარეობაში, ყველგან ცდილობენ ქვეყნის ინტერესების დაზიანებას და რაც ძალიან კარგია – არ გამოსდით ეს ყველაფერი, ამის იქით ვერ მიდიან, ეს არის ორი ჩვეულებრივი სპეკულანტი, უცხოელი აგენტები, რომელთაც რასაც ავალებენ, იმას აკეთებენ 

ეს არის ორი ჩვეულებრივი სპეკულანტი, რომელთაც რასაც ავალებენ, იმას აკეთებენ, არიან ჩვეულებრივი უცხოელი აგენტები და მოქმედებენ…

Politico: კიევში შიში და ზიზღი- ზელენსკის რეჟიმი დემოკრატიულ პრინციპებს კარგავს

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო დასავლელ პარტნიორებს მოუწოდებს, კიევის ხელმძღვანელობასთან, რეფორმებისადმი ერთგულების საკითხში, მკაცრი პოზიცია დაიკავონ-…

გურამ მაჭარაშვილი ევროკავშირის გაფართოების ანგარიშზე: ქართველ ხალხს გადაწყვეტილი აქვს, რომ მსგავსი ტიპის გამოწვევებზე არ გაცვლის სახელმწიფოს სუვერენიტეტს

ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა კატეგორიულად მიუღებელია ქართველი ხალხისთვის და როგორც „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა…

ირაკლი კობახიძე – ევრონესტზე მიწვეული ჰყავდათ, NGO-ს საფარქვეშ, რეალურად, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, ასეთ ვითარებაში, ქართული დელეგაციის მონაწილეობა იყო აბსოლუტურად ირაციონალური

ფაქტია ის, რომ ევრონესტზე მიწვეული ჰყავდათ, NGO-ს საფარქვეშ, რეალურად, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, – ამის შესახებ საქართველოს…

პრემიერი  – იმედი გვაქვს, ევროპული ბიუროკრატია ერთხელ და სამუდამოდ აიღებს ხელს კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მფარველობაზე და ყველანაირ მცდელობაზე, რომელიც დაკავშირებულია ხელისუფლებაში კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ დაბრუნებასთან, ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ეს კოლექტიური პოლიტიკური ძალა მთლიანად ჩამოვაშოროთ ჩვენს პოლიტიკურ სისტემას

ვხედავთ, რომ დღევანდელ ევროპულ ბიუროკრატიას აქვს მარტივი სტანდარტი – თუ არჩევნები არ აბრუნებს ხელისუფლებაში კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“,…

ირაკლი კობახიძე-დიდი იმედი გვაქვს, რომ ვითარება შეიცვლება ევროკავშირში და სამართლიანობა იქნება ის პრინციპი,მომავალში რითაც იხელმძღვანელებენ ევროპული ბიუროკრატიის წარმომადგენლები,თუმცა,დღეს ეს ასე არ არის და ამისი საუკეთესო  გამოხატულებაა ის ანგარიში,რომელიც გამოქვეყნდა

დიდი იმედი გვაქვს, რომ ვითარება შეიცვლება ევროკავშირში და სამართლიანობა იქნება ის პრინციპი, მომავალში რითაც იხელმძღვანელებენ ევროპული ბიუროკრატიის წარმომადგენლები, თუმცა, დღეს ეს ასე არ არის და ამისი საუკეთესო გამოხატულებაა ის ანგარიში, რომელიც გამოქვეყნდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს შანხაიში განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს სურს 2030 წლისთვის გახდეს  ევროკავშირის წევრი ქვეყანა და იმედს გამოთქვამს, რომ მანამდე რადიკალურად შეიცვლება მდგომარეობა ევროკავშირში. „ძალიან დასანანია, როდესაც ჩვენ ვხედავთ ამ მასშტაბის უსამართლობას და ფაქტების დამახინჯებას ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან. ევროპული ბიუროკრატია წარმოადგენს ევროკავშირს და ასეთ დროს საფრთხე ექმნება და ზიანი ადგება არა მხოლოდ ევროპული ბიუროკრატიის რეპუტაციას, არამედ ევროკავშირის რეპუტაციასაც. სწორედ ასეთი ქმედებების შედეგია ის, რომ საქართველოში თანდათანობით მცირდება ნდობა, როგორც ევროპული ბიუროკრატიის, ისე, ზოგადად ევროკავშირის მიმართ. ჩვენ ძალიან დიდი  იმედი გვაქვს, რომ ეს ვითარება შეიცვლება ევროკავშირში და სამართლიანობა იქნება ის პრინციპი, მომავალში რითაც იხელმძღვანელებენ ევროპული ბიუროკრატიის წარმომადგენლები. თუმცა, დღეს ეს ასე არ არის და ამისი საუკეთესო გამოხატულებაა ის ანგარიში, რომელიც გამოქვეყნდა. იგივე, როცა საუბარია რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებზე, და ამასთან დაკავშირებით უკრაინის მიერ გამოხატულ შფოთვაზე, ჩვენ არ გვახსენდება უკრაინის შეშფოთებული პოზიცია მოლდოვასთან, ან სხვა კანდიდატ ქვეყნებთან მიმართებით, რომელიც ასევე არ მიუერთდა სანქციებს.  ეს ყველაფერი ნიშნავს ორმაგ სტანდარტებს, ნიშნავს უსამართლობას, ნიშნავს იმას, რომ სერიოზული პრობლემებია ევროპულ ბიუროკრატიაში. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენ გვაქვს განსხვავებული მოლოდინი იმასთან დაკავშირებით, რომ საბოლოოდ ეს ყველაფერი შეიცვლება. ჩვენ გვსურს 2030 წლისთვის გავხდეთ  ევროკავშირის წევრი ქვეყანა და იმედი მაქვს, მანამდე რადიკალურად შეიცვლება მდგომარეობა ევროკავშირში. დღეს საბჭოთა სტანდარტების დონემდეა დასული ევროპული ბიუროკრატიის საქმიანობა, რაც ძალიან დასანანი და სამწუხაროა“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე- არ ეშვება კოლექტიური ბიუროკრატია ბრიუსელში იმაზე ფიქრს, რომ რამენაირად დააბრუნონ რადიკალური ოპოზიცია ხელისუფლებაში, ამ ვითარებაში, ძალიან რთულია რაიმე გარდატეხაზე ფიქრიც კი, თუმცა იმედი გვაქვს, რომ მომავალში შეიცვლება ევროპული ბიუროკრატიის დამოკიდებულება ქართველი ხალხისა და არჩეული ხელისუფლების მიმართ

დღეს, ძალიან რთულია, ბუნებრივია, ამ ურთიერთობებში გარდატეხის შეტანა, თქვენ ხედავთ, რომ არ ეშვება კოლექტიური ბიუროკრატია ბრიუსელში…

ევროკომისიის ანგარიში ადასტურებს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციასა და არჩევნების ადმინისტრირებასთან დაკავშირებით გავრცელებული ბრალდებები უსაფუძვლო იყო

პარლამენტის არჩევნების შემდეგ, უკვე ერთი წელია პოლიტიკურადმიკერძოებული არაერთი პირი აქტიურად ცდილობს საარჩევნოადმინისტრაციის, და ზოგადად 26 ოქტომბრის…

ლევან მახაშვილი- გამჭვირვალობის კანონზე სრულიად გაუგებარია ევროკავშირის დამოკიდებულება, მაშინ, როდესაც მისი წევრი ქვეყნების თითქმის მესამედს სხვადასხვა ფორმით, ზოგს პირდაპირ იდენტური ქართული კანონმდებლობის,ზოგს უფრო ხისტი ან უფრო მსუბუქი კანონმდებლობა აქვს

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა ევროკომისიის გაფართოების ანგარიშის შეფასებისას განაცხადა, რომ ის ხისტი ლექსიკა,…

გიორგი შარაბიძემ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR)…

ირაკლი კობახიძემ, ლი ციანთან ერთად, ჩინეთის იმპორტის საერთაშორისო გამოფენაზე საქართველოს საგამოფენო სივრცე გახსნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრემიერ ლი ციანთან ერთად, ჩინეთის იმპორტის საერთაშორისო გამოფენაზე საქართველოს…

დავით მათიკაშილი- ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ საქართველოს ხელი ააღებინონ ევროპულ პერსპექტივაზე, იმდენად შეუსაბამო, სინამდვილესთან აცდენილი ე.წ. ფაქტები და არგუმენტებით არის გაჯერებული ეს ანგარიში

„ანგარიში თავიდან ბოლომდე იყო გაყალბებული – თითქოს, მართლაც ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ…

თამთა მეგრელიშვილი: ვისაც სჯერა რომ გეკა გელაძე ან მამუკა მდინარაძე პირადი შურისძიების გამო ვინმეს დაიჭერს უვიცია ან ხელოვნური პოლიტიკური დაკვეთით წერს ასეთ სისულელეს. კანონის მოთხოვნათა არ დაცვა, ჩადენილი ქმედების სიმძიმის გათვალისწინებით არის დასჯადი

მანანა გიორგობიანმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ერთ-ერთი სუპერმარკეტის თანამშრომლებს, ის დაუკავშირდა ნაცნობს, რომელიც ადგილზე თანმხლებ პირებთან ერთად…

„თბილსერვის ჯგუფი“ მოქალაქეებს მოუწოდებს, ქალაქის შემოგარენში უკანონოდ არ განათავსონ სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნარჩენი

გლდანის რაიონში, სამშენებლო/ინერტული ნარჩენების განთავსების ობიექტისმიმდებარე ტერიტორია დასუფთავდა.შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა გზის ორივე მხარე საყოფაცხოვრებოდა სამშენებლო…

დავით ქართველიშვილი: ყოფილი ევროკომისარი, დიდიე რეინდერსი ფულის გათეთრების საქმეშია ფიგურანტი – ისინი, ვინც საქართველოს კანონის უზენაესობაზე გვარიგებენ, თავად აღმოჩნდნენ კორუფციულ სკანდალში, ესაა პასუხი ევროკომისიის უსამართლო ანგარიშზე

ყოფილი ევროკომისარი “უფლებადაცვისა და კანონის უზენაესობის საკითხებში”, ბელგიელი პოლიტიკოსი დიდიე რეინდერსი, რომელიც წლების განმავლობაში ევროკავშირის ერთ-ერთ…