ირაკლი კობახიძე -ხოშტარია და კლდიაშვილი თანამშრომლობენ რუსულ მხარესთან, ბიზნესებთან და ეს არისშემაშფოთებელი ორმაგი სტანდარტი -ერთ მხარეს თავი გამოჰყავთ მთავარ ანტირუსებად, მეორე მხარეს ფულს შოულობენ რუსული მხარის ხარჯზე

ხოშტარია, კლდიაშვილი თანამშრომლობენ რუსულ მხარესთან, ბიზნესებთან და ა.შ. აქ არის შემაშფოთებელი ორმაგი სტანდარტი – ერთ მხარეს გამოჰყავთ  თავი მთავარ ანტი რუსად, მეორე მხარეს რომ ფულს შოულობ რუსული მხარის ხარჯზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბახმაროში ჟურნალისტებს, IDFI-ს ხელმძღვანელის, გიორგი კლდიაშვილის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით,  ეს ადამიანები 2022 წელს ითხოვდნენ საქართველოს მიერ რუსეთისთვის სანქციების დაწესებას, რაც გამოიწვევდა მინიმუმ 10%-იან ეკონომიკურ ვარდნას.  პრემიერის განცხადებით, მათ სურდათ, რომ ჩამოქცეულიყო ქვეყნის ეკონომიკა. „აქ მთავარი საკითხი არის ორმაგი სტანდარტი. გახსოვთ, რომ ეს ადამიანები კოლექტიურად ითხოვდნენ საქართველოს მიერ რუსეთისთვის სანქციების დაწესებას. მათ უნდოდათ, რომ ჩამოქცეულიყო ჩვენი ეკონომიკა. მინიმუმ 10%-იან ვარდნას გამოიწვევდა 2022 წელს ჩვენს მიერ რუსეთისთვის სანქციების დაწესება.  ეს ადამიანები ითხოვდნენ რუსეთისთვის სანქციების დაწესებას, თუმცა ამავდროულად, ისეთი ადამიანები, როგორებიც არიან ხოშტარია, კლდიაშვილი, ჩვეულებრივად თანამშრომლობენ რუსულ მხარესთან, ბიზნესებთან და ა.შ. აქ არის შემაშფოთებელი ორმაგი სტანდარტი – ერთ მხარეს გამოჰყავთ თავი მთავარ ანტი რუსად, მეორე მხარეს -ფულს შოულობენ რუსეთის მოქალაქეების ხარჯზე, ან ზოგადად, რუსული მხარის ხარჯზე. ეს ადასტურებს იმას, რომ არაფერი ღირებულებები ამ ადამიანებს არ აქვთ. ისინი არიან უცხოელი აგენტები და მოქმედებენ მხოლოდ და მხოლოდ ანგარების  მოტივით. მათ შორის, ეს ეხება საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობას. გრანტს, დაფინანსებას იღებენ საქართველოს ხელისუფლებისგან, თან არ უნდათ აღიარონ საქართველოს ხელისუფლება. ესეც ბუნებრივია, არის ორმაგი სტანდარტი, რაც აჩვენებს ამ ადამიანების, უცხოელი აგენტების სრულიად მძიმე სახეს“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე – ევროპულ ბიუროკრატიას კიდევ ერთხელ ვუდასტურებთ მზადყოფნას, რომ გავმართოთ ჯანსაღი დისკუსია ყველა თემასთან დაკავშირებით, რასაც ისინი დღემდე თავს არიდებენ, ვინაიდან სიმართლე არა მათ, არამედ ჩვენს მხარესაა

ევროპულ ბიუროკრატიას კიდევ ერთხელ ვუდასტურებთ მზადყოფნას, რომ გავმართოთ ჯანსაღი დისკუსია ყველა თემასთან დაკავშირებით, თუმცა ისინი დღემდე…

იუსტიციის სამინისტროში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი  კომისიის სხდომა გაიმართა

იუსტიციის სამინისტროში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა.  სხდომაზე კომისიამ მოისმინა იუსტიციის სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ ანგარიში ამომრჩეველთა სიის სრულყოფის მიზნით გაწეული მუშაობის შესახებ. აღინიშნა, რომ პოტენციური ამომრჩევლების მონაცემთა სია ბოლო თორმეტი წლის განმავლობაში სისტემური და ინტენსიური მუშაობის შედეგად მნიშვნელოვნად დაიხვეწა და დაზუსტდა; სააგენტო მუდმივად ახორციელებს მონაცემთა ხარისხის კონტროლს და მიზნობრივ ღონისძიებებს ამომრჩეველთა სიის სიზუსტის უზრუნველსაყოფად. აღნიშნულის მაგალითია მიმდინარე აქცია, რომელიც 2025 წლის 11 აგვისტოდან 5 სექტემბრამდე გრძელდება და გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებს შესაძლებლობას აძლევს, პირადობის ელექტრონული მოწმობა ნახევარ ფასად მიიღონ. საარჩევნო გარემოს მონიტორინგის პროცესში უწყებათაშორისი კომისია სწავლობს როგორც მედიაში გავრცელებულ, ისე პოლიტიკური გაერთიანებების მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, გამოვლენილ ინციდენტებზე რეაგირებისათვის კი, შეიმუშავებს რეკომენდაციებს. კომისია იუსტიციის მინისტრი პაატა სალია ხელმძღვანელობს. კომისიის შემადგენლობაში სხვადასხვა სახელმწიფო უწყების მაღალი რანგის წარმომადგენლები შედიან, რაც უზრუნველყოფს კოორდინირებულ და ეფექტიან მოქმედებას. კომისიისათვის მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ინფორმაციის მიწოდება შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემდეგ მისამართზე: [email protected]; აგრეთვე, ცხელ ხაზზე: ‪(+995)…

ირაკლი კობახიძე – თბილისში ჩვენი ამოცანაა პირველივე ტურში არჩევნების მოგება მერის შემთხვევაში და საკრებულოს შემთხვევაში, მინიმუმ 38 მანდატის მიღება, გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩვენ ვართ ძალიან ახლოს ამ მიზანთან

თბილისში ჩვენი ამოცანაა პირველივე ტურში არჩევნების მოგება მერის შემთხვევაში და საკრებულოს შემთხვევაში ეს არის მინიმუმ 38…

ირაკლი კობახიძე-ყველა ობიექტური შეფასების თანახმად, საქართველო არის მოწინავე არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში, არა მარტო კანდიდატ ქვეყნებს შორის, საქართველო უსწრებს  ევროკავშირის წევრ არაერთ ქვეყანას

ყველა ობიექტური შეფასების თანახმად, საქართველო არის მოწინავე არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში, არა მარტო კანდიდატ ქვეყნებს შორის, საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრ არაერთ ქვეყანას, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბახმაროში ჟურნალისტებს „კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშის“ შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო ევროკავშირის ათამდე ქვეყანას უსწრებს არაერთი პარამეტრით. „ყველა ობიექტური შეფასების თანახმად, საქართველო არის მოწინავე არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში, არა მარტო კანდიდატ ქვეყნებს შორის, საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრ არაერთ ქვეყანას. ოცეულშია ფაქტობრივად ყველა პარამეტრით ევროპის მასშტაბით, შესაბამისად, ეს ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირის ათამდე ქვეყანას ვუსწრებთ არაერთი პარამეტრით. ეს არის ობიექტური შეფასება. ყველაფერი დანარჩენი პოლიტიკური სპეკულაციებია, პოლიტიკური თამაშებია, რაც ჩვენთვის არის მიუღებელი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირი ასოცირდებოდეს სამართლიანობასთან, ობიექტურობასთან, ჭეშმარიტებასთან, სიმართლესთან. სამწუხაროდ, დღეს არის განსხვავებული ვითარება, ევროპული ბიუროკრატიის არასწორი ქმედებებიდან გამომდინარე. მაქვს იმედი, რომ ევროპული ბიუროკრატია ფერს იცვლის და სხვანაირად იმოქმედებს მომავალში. “, – განაცხადა პრემიერმა.

გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღის აღსანიშნავად სამხედრო მოსამსახურეებმა მისივე სახელობის მწვერვალი დალაშქრეს

საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღე ფშავში, მისივესახელობის მწვერვალზე საქართველოს სახელმწიფო დროშის აღმართვით აღინიშნა. მსვლელობათავდაცვის…

მიხეილ სარჯველაძე იტალიის ელჩს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა დასოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, იტალიის რესპუბლიკისსაგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მასიმილიანო…

თამარ ჩიბურდანიძე: „რაღაც” დივიდენდებით კმაყოფილი ზელენსკი, დასჯილი ევროპა და ნობელის პრემიისკენ ამაყად მიმავალი ტრამპი – აი, ეს ვიხილეთ გუშინ ვაშინგტონში

„გუშინდელი შეხვედრა ტრამპის კიდევ ერთი საიმიჯო შეხვედრა იყო. ზელენსკის შექება შარვალ-კოსტუმის გამო, ევროპელი ლიდერების სიტყვიერი აბურთავება…

ლუკა ეხვაია: უკრაინა ნატოში ვერასოდეს გაწევრიანდება, ყირიმი და დონბასი დაკარგა, 15 მილიონამდე ადამიანია ლტოლვილი, ასი ათასობით ადამიანი ფრონტის ხაზზე გარდაიცვალა, ამ ყველაფრის ფონზე, ცდილობენ დაგვარწმუნონ, რომ ომში უკრაინამ გაიმარჯვა – ესაა იმ მახინჯი იდეოლოგიზაციისა და უტიფარი პროპაგანდისტული კამპანიის შედეგი რასაც დასავლური მედია თუ ენჯეობი წლებია ურცხვად განაგრძობენ

უკრაინა ნატოში ვერასოდეს გაწევრიანდება, ეს საკითხი სამუდამოდ ჩაიხურა, უკრაინამ ყირიმი და დონბასი დაკარგა, უკრაინიდან 15 მილიონამდე…

2025 წლის 18 აგვისტოს, გაერო-ს უშიშროების საბჭომ დახურულ სხდომაზე, რუსეთ-საქართველოს ომის მე-17 წლისთავთან დაკავშირებით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე არსებული ვითარება და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხი განიხილა

სხდომის ფარგლებში, გაერო-ს გენერალური მდივნის თანაშემწემ ევროპის, ცენტრალური აზიის და ამერიკის საკითხებში, მიროსლავ იენჩამ გააკეთა მოხსენება…

გურია პირველად უმასპინძლებს გემო ფესტს

23-24 აგვისტოს, შეკვეთილში, მუსიკოსთა პარკში, ტურიზმის ეროვნულიადმინისტრაციის ორგანიზებით გასტრონომიული ფესტივალი გემო ფესტიგაიმართება.ფესტივალში მონაწილეობის მსურველებს გამოცდილმა შეფ-მზარეულებმატრენინგი…

საქართველოს პრეზიდენტი ბახმაროში, ფერისცვალების სახელობის ტაძარში, საზეიმო წირვა-ლოცვას შვილებთან ერთად დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ბახმაროში, ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო ლიტურგიას შვილებთან ერთად დაესწრო. მიხეილ ყაველაშვილმა სრულიად…

“ქართული ოცნების” ვანის მერობის კანდიდატი ალექსანდრე გოგორიშვილი: ყველაფერი გავაკეთეთ მე და ჩემმა გუნდმა, რომ მოსახლეობა კომფორტულად ყოფილიყო როგორც ინფრასტრუქტურული, ისე სოციალური კუთხით

“ქართული ოცნების” ვანის მერობის კანდიდატი ალექსანდრე გოგორიშვილი: ყველაფერი გავაკეთეთ მე და ჩემმა გუნდმა, რომ მოსახლეობა კომფორტულად…

„ქართული ოცნების“ ხონის მერობის კანდიდატი ლადო ჯურხაძე – ჩვენ მომავალი თაობისთვის გვინდა შექმნათ ისეთი კომფორტული და უსაფრთხო გარემო, სადაც ისინი ორიენტირებულები იქნებიან მხოლოდ განვითარებაზე

ჩვენ მომავალი თაობისთვის გვინდა შექმნათ ისეთი კომფორტული და უსაფრთხო გარემო, სადაც ისინი ორიენტირებულები იქნებიან მხოლოდ თავიანთ…

მამუკა მდინარაძე ევრობიუროკრატებზე: როგორც კი პოლიტიკური ინტერესი ჩნდება, მათ შორის, რომ შიდა ტურბულენტობა გამოიწვიონ და რაღაც საზრდო მისცენ თავიანთ აგენტურას იმ წუთას საქართველო უკანასკნელია ხოლმე მათი გადმოსახედიდან, თუმცა ეს გადმოსახედი არ არის, ეს მათი მესიჯბოქსია – საქართველო სჭირდებათ პაიკად

საქართველოში „ნაცმედია“ ასეთ კითხვას სვამს ხოლმე ხშირად – რატომ ვერ დაარწმუნეთ პარტნიორები? ხომ პროვოკაციულია თავისი არსით…