ირაკლი კობახიძე-ყველა ობიექტური შეფასების თანახმად, საქართველო არის მოწინავე არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში, არა მარტო კანდიდატ ქვეყნებს შორის, საქართველო უსწრებს  ევროკავშირის წევრ არაერთ ქვეყანას

ყველა ობიექტური შეფასების თანახმად, საქართველო არის მოწინავე არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში, არა მარტო კანდიდატ ქვეყნებს შორის, საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრ არაერთ ქვეყანას, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბახმაროში ჟურნალისტებს „კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშის“ შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო ევროკავშირის ათამდე ქვეყანას უსწრებს არაერთი პარამეტრით. „ყველა ობიექტური შეფასების თანახმად, საქართველო არის მოწინავე არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში, არა მარტო კანდიდატ ქვეყნებს შორის, საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრ არაერთ ქვეყანას. ოცეულშია ფაქტობრივად ყველა პარამეტრით ევროპის მასშტაბით, შესაბამისად, ეს ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირის ათამდე ქვეყანას ვუსწრებთ არაერთი პარამეტრით. ეს არის ობიექტური შეფასება. ყველაფერი დანარჩენი პოლიტიკური სპეკულაციებია, პოლიტიკური თამაშებია, რაც ჩვენთვის არის მიუღებელი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირი ასოცირდებოდეს სამართლიანობასთან, ობიექტურობასთან, ჭეშმარიტებასთან, სიმართლესთან. სამწუხაროდ, დღეს არის განსხვავებული ვითარება, ევროპული ბიუროკრატიის არასწორი ქმედებებიდან გამომდინარე. მაქვს იმედი, რომ ევროპული ბიუროკრატია ფერს იცვლის და სხვანაირად იმოქმედებს მომავალში. “, – განაცხადა პრემიერმა.

გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღის აღსანიშნავად სამხედრო მოსამსახურეებმა მისივე სახელობის მწვერვალი დალაშქრეს

საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღე ფშავში, მისივესახელობის მწვერვალზე საქართველოს სახელმწიფო დროშის აღმართვით აღინიშნა. მსვლელობათავდაცვის…

მიხეილ სარჯველაძე იტალიის ელჩს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა დასოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, იტალიის რესპუბლიკისსაგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მასიმილიანო…

თამარ ჩიბურდანიძე: „რაღაც” დივიდენდებით კმაყოფილი ზელენსკი, დასჯილი ევროპა და ნობელის პრემიისკენ ამაყად მიმავალი ტრამპი – აი, ეს ვიხილეთ გუშინ ვაშინგტონში

„გუშინდელი შეხვედრა ტრამპის კიდევ ერთი საიმიჯო შეხვედრა იყო. ზელენსკის შექება შარვალ-კოსტუმის გამო, ევროპელი ლიდერების სიტყვიერი აბურთავება…

ლუკა ეხვაია: უკრაინა ნატოში ვერასოდეს გაწევრიანდება, ყირიმი და დონბასი დაკარგა, 15 მილიონამდე ადამიანია ლტოლვილი, ასი ათასობით ადამიანი ფრონტის ხაზზე გარდაიცვალა, ამ ყველაფრის ფონზე, ცდილობენ დაგვარწმუნონ, რომ ომში უკრაინამ გაიმარჯვა – ესაა იმ მახინჯი იდეოლოგიზაციისა და უტიფარი პროპაგანდისტული კამპანიის შედეგი რასაც დასავლური მედია თუ ენჯეობი წლებია ურცხვად განაგრძობენ

უკრაინა ნატოში ვერასოდეს გაწევრიანდება, ეს საკითხი სამუდამოდ ჩაიხურა, უკრაინამ ყირიმი და დონბასი დაკარგა, უკრაინიდან 15 მილიონამდე…

2025 წლის 18 აგვისტოს, გაერო-ს უშიშროების საბჭომ დახურულ სხდომაზე, რუსეთ-საქართველოს ომის მე-17 წლისთავთან დაკავშირებით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე არსებული ვითარება და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხი განიხილა

სხდომის ფარგლებში, გაერო-ს გენერალური მდივნის თანაშემწემ ევროპის, ცენტრალური აზიის და ამერიკის საკითხებში, მიროსლავ იენჩამ გააკეთა მოხსენება…

გურია პირველად უმასპინძლებს გემო ფესტს

23-24 აგვისტოს, შეკვეთილში, მუსიკოსთა პარკში, ტურიზმის ეროვნულიადმინისტრაციის ორგანიზებით გასტრონომიული ფესტივალი გემო ფესტიგაიმართება.ფესტივალში მონაწილეობის მსურველებს გამოცდილმა შეფ-მზარეულებმატრენინგი…

საქართველოს პრეზიდენტი ბახმაროში, ფერისცვალების სახელობის ტაძარში, საზეიმო წირვა-ლოცვას შვილებთან ერთად დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ბახმაროში, ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო ლიტურგიას შვილებთან ერთად დაესწრო. მიხეილ ყაველაშვილმა სრულიად…