საქართველოს სულმა მრავალ ომსა და საუკუნეების განმავლობაში არსებულ ოკუპაციას გაუძლო და დავრჩით მაინც გაუტეხელნი, ქართველებად დავრჩით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერის თქმით, ქართველებს ეამაყებათ ქრისტიანობა და ყველაფერი კეთდება მის დასაცავად, რადგან როდესაც ერი კარგავს თავის ეროვნულ იდენტობას და რწმენას — ის კარგავს საკუთარ თავს. „დიდი პატივია ვიდგე დღეს თქვენს წინაშე უნგრეთში – ქვეყანაში, რომელმაც მტკიცედ დაიცვა თავისი სუვერენიტეტი და იდენტობა. ყველა უნდა ადიდებდეს უნგრეთის გამორჩეულ პრემიერ-მინისტრს, ბატონ ვიქტორ ორბანს, მამაცობისა და უკომპრომისო ბრძოლისათვის, რომელიც უნგრეთის თავისუფლებისა და ეროვნული ინტერესების დაცვისკენ მიმართა. ჩვენ – ქართველები – განსაკუთრებით ვაფასებთ მას იმ ფასდაუდებელი მხარდაჭერისთვის, რომელსაც საქართველოსა და ჩვენი ერის ევროპული გზის მიმართ გამოხატავს. დიდი მადლობა ამისთვის, ბატონო ვიქტორ! თქვენთან მოვიტანე საქართველოს ხმა — ხმა იმ ქვეყნისა, რომელიც 3000 წელზე მეტია იმპერიების გზაჯვარედინზე დგას; ქვეყნისა, რომელიც ერთ-ერთი პირველი ქრისტიანული ერი გახდა მსოფლიოში; საქართველოს სულმა მრავალ ომსა და საუკუნეების განმავლობაში არსებულ ოკუპაციას გაუძლო და მაინც, დავრჩით გაუტეხელნი, ქართველებად დავრჩით! გვეამაყება ჩვენი ქრისტიანობა და ყველაფერს ვაკეთებთ მის დასაცავად; რადგან ვიცით, რომ როდესაც ერი კარგავს თავის ეროვნულ იდენტობას და რწმენას — ის კარგავს საკუთარ თავს, – განაცხადა პრემიერმა.
დღე: მაისი 29, 2025
სასწავლო წლის დასრულებამდე საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლები სკოლებში ვიზიტს განაგრძობენ
პროექტ „ჩვენი ჯარის“ ფარგლებში თავდაცვის ძალების სკოლებში ვიზიტები დამოსწავლეებთან შეხვედრები დასკვნით ეტაპზეა. მიმდინარე სემესტრში აღმოსავლეთის,დასავლეთის, წვრთნებისა…
ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში პირველ ივნისს ბავშვთა გასართობი ღონისძიება გაიმართება
საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში პირველ ივნისს, ბავშვთა დაცვისსაერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება.12:00-დან 16:00 საათამდე ბაღში მოსულ…
მაკა ბოჭორიშვილი-დღეს ევროპაში ნამდვილად არის გამოწვევები,რაც უკავშირდება სწორედ ფასეულობების დაცვას და აქედან გამომდინარე,კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პლატფორმა, რომელსაც საქართველოც აქტიურად იყენებს
კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენცია არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კონფერენცია ევროპაში, განსაკუთრებით გამოხატული თანხვედრით აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან, იმ პოლიტიკასთან, რასაც აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია ატარებს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული პლატფორმა ევროპაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია კონსერვატიული ფასეულობების გასაჟღერებლად. „საქართველო ტრადიციულად მონაწილეობს ამ ღონისძიებაში. ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კონფერენცია ევროპაში, განსაკუთრებით გამოხატული თანხვედრით აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან, იმ პოლიტიკასთან, რასაც აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია ატარებს და ამ თვალსაზრისით სწორედ ეს ხაზი ევროპაში არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პლატფორმა სწორედ იმ ფასეულობების გასაჟღერებლად და გასაძლიერებლად, რასაც ემსახურება სწორედ კონსერვატიული მიმართულებები, რაც ჩვენი საზოგადოებისთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს ევროპაში ნამდვილად არის ის გამოწვევები, უკავშირდება სწორედ ამ ფასეულობების დაცვას და აქედან გამომდინარე, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პლატფორმა, რომელსაც საქართველოც აქტიურად იყენებს“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
„ITB-China 2025-ზე შესაძლებლობა გვაქვს წარმოვაჩინოთ საქართველოს უნიკალურობა და ტურისტული პროდუქტები“-სასტუმრო ბილტომორი
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ჩინეთში, შანხაიში,ტურისტულ გამოფენაში ITB-China 2025 მონაწილეობს. გამოფენაზე 30-მდესახელმწიფო ორგანიზაცია და კერძო კომპანიაა…
ლევან ჟორჟოლიანია – კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე ვისაუბრებთ, როგორ ვიცავთ ქართული საზოგადოება და ქართული სახელმწიფო იმ ღირებულებებს, რომელიც მრავალი საუკუნეა, ჩვენი განუყოფელი ნაწილია
კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე ვისაუბრებთ, როგორ ვიცავთ ქართული საზოგადოება და ქართული სახელმწიფო, მთავრობა, იმ ღირებულებებს, რომელიც…
ირაკლი შატაკიშვილი: წლების წინანდელი ჩანაფიქრი, რომლის მიზანიც, სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შორის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება იყო, დღეს რეალობაა – საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ავსტრიის ქალაქ ლეობენის სამთო უნივერსიტეტს შორის, ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება ოფიციალურად გაფორმდა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს და ავსტრიის ქალაქ ლეობენის სამთო უნივერსიტეტს შორის, ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება, ოფიციალურად გაფორმდა, – ამის…
ზაზა შათირიშვილი: ინტერპოლმა საქართველოს ხელისუფლებას უსაფუძვლოდ უთხრა უარი ბაჩიაშვილის წითელი ცირკულარით ძებნაზე, რასაც წინ უსწრებდა „დიპ სტეიტის“ მიერ სხვა აგენტების მფარველობა – ინტერპოლს უარი ათქმევინეს სააკაშვილზე ძებნის გამოცხადებაზე, კეზერაშვილს და ადეიშვილს კი გამოცხადებული ძებნა გაუუქმეს
ინტერპოლი აშკარად მოკლებულია შესაძლებლობას „დიპ სტეიტის“ აგენტების მიმართ დამოუკიდებელი და ობიექტური გადაწყვეტილებები მიიღოს. ასე მოხდა გიორგი…
დავით ქართველიშვილი: როდესაც შენს გვერდით და შენს უკან სახელმწიფოებრიობის 30-საუკუნოვანი ისტორიაა, ვიღაც გავლენიანი მედროვეების ციტატები თუ ჟესტები რომ გვაკერია პირზე ჩვენი „გადარჩენისა” თუ „დაღუპვის” ნიშნად, უკიდურესად სირცხვილია
„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი უცხოეთიდან გამოგზავნილი მოლოცვების გამო ქართულ…
მამუკა მდინარაძე „ფარას“ აღსრულებაზე: გაცილებით მკაცრია პასუხისმგებლობა, ვიდრე წინა შემთხვევაში – ყველა პუნქტი, ყველა სიტყვა, გადმოწერილია ამერიკული კანონიდან, შესაბამისად აღსრულებაც ზუსტად მოხდება ამერიკულად და არა რუსულად, როგორც ტვინში ჩაუჭედეს ვიღაცეებს
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „ღამის კურიერი“ „ფარას“ კანონის აღსრულებაზე ისაუბრა.…
მამუკა მდინარაძე: შეიძლება ორი-სამი წლის წინ სალომე ზურაბიშვილი რაღაც ეიფორიაში იყო, როცა კობახიძეს და პაპუაშვილს ხვდებოდა, ზელენსკი გმირი გახდა და თქვენ რას შვრებითო, მაგრამ, დღეს ისეთი დავალებების შესრულება უწევს, არ მგონია, რომ ეიფორიაში იყოს – ხაბეიშვილზე, ვაშაძეზე, ხაზარაძეზე უარეს რაღაცებს აკეთებს
მამუკა მდინარაძე: უკვე არასერიოზულია სალომე ზურაბიშვილზე ლაპარაკი, პოლიტიკაში შემოსვლამდე მქონდა შეხება ისეთ თემებთან, სადაც კარგად ჩანდა…
მამუკა მდინარაძე: „ქართულ ოცნებას“ აქვს ძალიან ამბიციური გეგმა, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ, რომ დამოუკიდებლობის ხარისხს კიდევ უფრო გავაუმჯობესებთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ, ამ ხარისხითაც არ ვკმაყოფილდებით
მამუკა მდინარაძე: „ქართულ ოცნებას“ აქვს ძალიან ამბიციური გეგმა, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ, რომ დამოუკიდებლობის ხარისხს კიდევ უფრო…