ირაკლი კობახიძე რადიკალური ოპოზიციური სპექტრი არის დასუსტებული, ამ სისუსტის ფონზე უპირისპირდებიან ერთმანეთს, ჩვენთვის არ არის საინტერესო, ვინ მიიღებს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, საქართველოში შედგება სრულფასოვანი არჩევნები

მთელი რადიკალური ოპოზიციური სპექტრი არის სრულიად დასუსტებული და ამ სისუსტის ფონზე ისინი უკვე უპირისპირდებიან ერთმანეთს, –  ამის…

ირაკლი კობახიძე -სამართლის უზენაესობა უნდა იყოს დაცულითუ არ გადაიხდი გირაოს,მოგიწევს პატიმრობა, თუ დაარღვევ კანონს, მაგალითად, არ  გამოცხადდები საგამოძიებო კომისიის სხდომაზე -აქაც მოგიწევს შესაბამისი პასუხის  მიღება ჩემთვის ეს არის სუფთა სამართლებ რივი საკითხი

სამართლის უზენაესობა უნდა იყოს დაცული, თუ არ გადაიხდი გირაოს, მოგიწევს პატიმრობა, თუ დაარღვევ კანონს სხვა კუთხით, მაგალითად, არ გამოცხადდები საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, აქაც მოგიწევს შესაბამისი პასუხის მიღება, , – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბუდაპეშტში განუცხადა. პრემიერის თქმით, ეს არის სამართლებრივი საკითხი -ვინც არ სცემს პატივს კანონს, მიიღებს შესაბამის პასუხს. „ჩემთვის ეს არის სუფთა სამართლებრივი საკითხი – არ სცემენ პატივს კანონს, მიიღებენ შესაბამის პასუხს ამასთან დაკავშირებით. ამის იქით, რა თქმა უნდა, ჩვენ ინტერესი არ გვაქვს. სამართლის უზენაესობა უნდა იყოს დაცული, თუ არ გადაიხდი გირაოს, მოგიწევს პატიმრობა, თუ დაარღვევ კანონს სხვა კუთხით, მაგალითად, არ გამოცხადდები საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, აქაც მოგიწევს შესაბამისი პასუხის მიღება, ეს არის და ეს. ეს არის მთლიანად სამართლებრივი საკითხი და სამართლებრივი საკითხებით საქართველოში დაკავებულები არიან სამართალდამცავი უწყებები“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე -გახარიას პარტიამ  მიიღო გადაწყვეტილება პარლამენტისთვის უპატივცემულობის  გამოხატვის თაობაზე,ამ პოლიტიკურ ნაბიჯსაც ექნება შესაბამისი  პასუხი

რეალურად გახარიას პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება პარლამენტისთვის უპატივცემულობის გამოხატვის თაობაზე, ამ პოლიტიკურ ნაბიჯსაც ექნება შესაბამისი პასუხი, – ამის შესახებ  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა  ირაკლი კობახიძემ უნგრეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გახარიას პარტიის 12 დეპუტატს არ ეკუთვნის მანდატები საქართველოს პარლამენტში.  „რეალურად გახარიას პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება პარლამენტისთვის უპატივცემულობის გამოხატვის თაობაზე, ამ პოლიტიკურ ნაბიჯსაც ექნება შესაბამისი პასუხი. ვფიქრობ, ამასთან დაკავშირებით პარლამენტი, საპარლამენტო უმრავლესობა მიიღებს გადაწყვეტილებას. ამ 12 დეპუტატს არავითარ შემთხვევაში არ ეკუთვნის მანდატები საქართველოს პარლამენტში. დანარჩენი პარლამენტის გადასაწყვეტია, შემდეგ საშემოდგომო სესიაზე დადგება დღის წესრიგში ეს საკითხი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე  – გიორგი ბაჩიაშვილს ჰქონდა ვერსია, რომ იგეგმებოდა მისი მკვლელობა და საქართველოს ხელისუფლებისთვის ამის გადაბრალება, თუ ეს არ იყო ტყუილი, მოხარული უნდა იყოს, რომ დღეს არის უსაფრთხო ადგილას, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სათანადო პირობებში

გიორგი ბაჩიაშვილი  არის აშკარად დაკავებული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რეკლამირებით, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ…

ირაკლი კობახიძე -ჩვენ გვინდა,აშშ-სთან განვაახლოთ პარტნიორობა კონკრეტული  გზამკვლევით, სადაც  იქნება ასახული ორმხრივი სარგებელი  ორივე სახელმწიფოსთვის -ეს არის მკაფიოგზავნილიდა ამ გზავნილზე დადებით პასუხს არ აქვს  ალტერნატივა

ჩვენ გვინდა, განვაახლოთ სუფთა ფურცლიდან აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობა  და ამასთან, განვაახლოთ ეს პარტნიორობა კონკრეტული გზამკვლევით, სადაც იქნება ასახული ორმხრივი სარგებელი, ორივე სახელმწიფოსთვის. ეს არის ძალიან ღია, მკაფიო გზავნილი და ამ გზავნილზე დადებით პასუხს არ აქვს ალტერნატივა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბუდაპეშტში განუცხადა. მთავრობის მეთაურმა გამოთქვა იმედი, რომ „დიფ სთეითზე“ გაიმარჯვებს ტრამპის ადმინისტრაცია, რაც აუცილებელია იმისათვის, რომ რეალურად გადაიტვირთოს ქართულ-ამერიკული  ურთიერთობები. „ორმა მისალოცმა წერილმა ყველაზე კარგად წარმოაჩინა დაპირისპირება ტრამპის ადმინისტრაციასა და „დიფ სთეითს” შორის. აშკარად ჩანს სხვადასხვა დინება. პირველი წერილი, რომელიც რუბიოს სახელით იყო გამოგზავნილი, აშკარად იყო შედგენილი „დიფ სთეითის“ გავლენით და ამის შემდეგ გავრცელდა უკვე პრეზიდენტ ტრამპის წერილი, რომელიც პროტოკოლის სრული დაცვით იყო შედგენილი. ეს დაპირისპირება გრძელდება,  ეს არ არის მარტივი დაპირისპირება, გამომდინარე იქიდან, რომ „დიფ სთეითს“ აქვს ძალიან დიდი რესურსები. ჩვენ იმედი უნდა დავიტოვოთ, რომ გაიმარჯვებს ტრამპის ადმინისტრაცია, რაც აუცილებელია იმისათვის, რომ რეალურად გადაიტვირთოს ქართულ-ამერიკული  ურთიერთობები. ჩვენი გზავნილი საზოგადოებისთვის და ამერიკული მხარისთვის ცნობილია – ჩვენ გვინდა, განვაახლოთ  სუფთა  ფურცლიდან სტრატეგიული პარტნიორობა და ამასთან, განვაახლოთ ეს პარტნიორობა კონკრეტული გზამკვლევით, სადაც იქნება ასახული ორმხრივი სარგებელი, ორივე სახელმწიფოსთვის. ეს არის ძალიან ღია, მკაფიო გზავნილი და ამ გზავნილზე დადებით პასუხს არ აქვს ალტერნატივა. ჩვენ მოთმინებით დაველოდებით ამერიკულ პოზიციას. იმედი გვაქვს, რომ რეალურად მოხერხდება ამ პარტნიორობის განახლება“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე – უნგრეთში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გზავნილები გავაჟღერე, მქონდა საშუალება, მესაუბრა სხვადასხვა პოლიტიკოსთან, მათ შორის კონგრესმენებთან იმ საკითხებზე, რაც არის დაკავშირებული ჩვენი ქვეყნის პოზიციებთან

მქონდა შესაძლებლობა, გამოვსულიყავი  კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე, სადაც გავაჟღერე ის გზავნილები, რაც არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის,…

პრემიერი -პირველად დაფიქსირდა ჩვენს ქვეყანაში სიღარიბის   ერთნიშნა მაჩვენებელი გასული საუკუნის 80-იანი წლების შემდეგ, „ქართული ოცნების”  ხელისუფლებაში მოსვლისას სიღარიბის ზღვარს მიღმა იყო 1100 000-ზე მეტი  ადამიანი, როცა, “ნაცმოძრაობის“ მედიის ინფორმაციით,ყვაოდა საქართველო

პირველად დაფიქსირდა ჩვენს ქვეყანაში სიღარიბის  ერთნიშნა მაჩვენებელი გასული საუკუნის 80-იანი წლების შემდეგ, ჩვენი ერთ-ერთი  მთავარი ამოცანა არის სიღარიბის დაძლევა და სწრაფი ტემპით მივიწევთ წინ ამ კუთხით, – ამის  შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა  ქართველ ჟურნალისტებს ბუდაპეშტში განუცხადა. მისივე თქმით, 2012 წელს, როდესაც  „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ადამიანების რაოდენობა 1 100 000-ს აღემატებოდა, ახლა კი 350 000-ზე  ნაკლები ადამიანია სიღარიბის ზღვარს მიღმა. პრემიერის განცხადებით, 2028 წლისთვის  აღნიშნული მაჩვენებელი 4%-იან ნიშნულს…

დიმიტრი ხუნდაძე: „დიფ სთეითი“ ცდილობს, რომ საქართველოშიც დააფუძნოს წარმატებული წარმომადგენლობა, მაგრამ არ გამოსდის, რაზეც მეტყველებს ის, რომ საქართველოს ხელისუფლება დგას მყარად

საპარლამენტო ჯგუფი „ხალხის ძალის“ ხელმძღვანელი დიმიტრი ხუნდაძე მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს და უნგრეთში გამართულ კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების…

იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროში გაიმართა ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი საქართველოსა და იტალიის საგარეო უწყებებს შორის

2025 წლის 28 მაისს, იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროში გაიმართა ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი საქართველოსა და იტალიის საგარეო უწყებებს შორის. საქართველოს მხრიდან კონსულტაციებს უძღვებოდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი, ხოლო იტალიის მხრიდან – მინისტრის პირველი მოადგილე ედმონდო ჩირიელი. შეხვედრაზე მინისტრის მოადგილეებმა განიხილეს ორი ქვეყნის დღის წესრიგის მნიშვნელოვანი საკითხები, საქართველოსა და იტალიას შორის ორმხრივი თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები. საუბარი შეეხო პოლიტიკურ, ეკონომიკურ, თავდაცვის, უსაფრთხოებისა და განათლების სფეროებში არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საჭიროა მეტი ძალისხმევა სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებისთვის, არსებული პოტენციალის სრულად ასათვისებლად. მინისტრის მოადგილეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს ნაყოფიერი თანამშრომლობა განათლებისა და კულტურის სფეროებში. შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას და ამ პროცესში ქვეყნის მიერ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებს. მინისტრის მოადგილემ ედმონდო ჩირიელიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა იტალიის მთავრობის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ. გიორგი ზურაბაშვილმა იტალიელ კოლეგასთან საქართველოში მიმდინარე ვითარებასა და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ვრცლად ისაუბრა. შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო საერთაშორისო დღის წესრიგს და გლობალურ გამოწვევებს. ქ. რომში ვიზიტის ფარგლებში მინისტრის მოადგილემ შეხვედრები გამართა იტალიის პარლამენტის საგარეო საქმეთა და თავდაცვის, ევროკავშირის პოლიტიკისა და საფინანსო კომიტეტების თავმჯდომარეებთან. ასევე იტალიის პარლამენტში საქართველოსა და იტალიის მეგობართა ჯგუფის ხელმძღვანელთან. შეხვედრებზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობასა და სამომავლო პერსპექტივები

„შანხაის ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობა მნიშვნელოვანია, რომ პოტენციურპარტნიორებს გავაცნოთ საქართველოს ტურისტული მიმართულება“-კავკასუსთრეველი

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ჩინეთში, შანხაიში,ტურისტულ გამოფენაში ITB-China 2025 მიიღო მონაწილეობა. გამოფენაზე 30-მდესახელმწიფო ორგანიზაცია და კერძო…

ირაკლი კობახიძე – უმნიშვნელოვანესია, ერებს ჰქონდეთ უფლება, თავად განსაზღვრონ საკუთარი მომავალი და შეინარჩუნონ თავიანთი ფასეულობები, საქართველო ერთგულია ძლიერი საერთაშორისო პარტნიორობის მშენებლობის იდეისადმი და ამასთან ერთად იცავს საკუთარ უნიკალურ მემკვიდრეობას

მოხარული ვარ, რომ მქონდა პატივი, მიმემართა კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციის მონაწილეებისთვის ბუდაპეშტში, სადაც საქართველოს სახელით გამოვედი;…

თბილისის მეგობარ ქალაქებს შანხაიც შეუერთდა

თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, ოფიციალური ვიზიტით ჩინეთისსახალხო რესპუბლიკის ქალაქ შანხაის ეწვია.ვიზიტის ფარგლებში, თბილისსა და შანხაის…

ირაკლი კობახიძე – ჩვენ, საქართველოში, კარგად გვესმის რა ფასად მოდის ომი, შესაბამისად,  ვიცით მშვიდობის ფასიც, სწორედ ამიტომ, 2012 წლიდან ყველაფერს ვაკეთებთ მშვიდობის შესანარჩუნებლად, ჩვენ ავირჩიეთ მშვიდობის გზა ომის ნაცვლად და სტაბილურობა – ქაოსის ნაცვლად

ჩვენ, საქართველოში, კარგად გვესმის რა ფასად მოდის ომი. შესაბამისად,  ვიცით მშვიდობის ფასიც. სწორედ ამიტომ, 2012 წლიდან…

პრემიერი  – ჩვენი ისტორია,  კულტურა,  იდენტობა ყოველმხრივ ევროპულია, მაგრამ ევროპულმა ბიუროკრატიამ უნდა აღიაროს ჩვენი უფლება სუვერენიტეტზე და დემოკრატიაზე, იყო პროევროპული, არ ნიშნავს იყო ანტიქართული

ჩვენ ვართ ევროპული ერი. ჩვენი ისტორია, ჩვენი კულტურა, ჩვენი იდენტობა ყოველმხრივ ევროპულია, მაგრამ ევროპულმა ბიუროკრატიამ უნდა…

ირაკლი კობახიძე – იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი ტრამპი წარმატებით შეასუსტებს Deep State-ს, რაც დადებითად აისახება შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირთან საქართველოს  ურთიერთობების გაუმჯობესებაზე – წარმატებას ვუსურვებთ ახალ ადმინისტრაციას ამ ძალიან მნიშვნელოვან ბრძოლაში

წლებია, საქართველო ებრძვის უცხოური დაფინანსებით მოქმედი არასამთავრობოებისა და მედიასაშუალებების დეზინფორმაციას, რომლებიც პროგრესს კი არ ემსახურებიან, არამედ…