მე რაც მითხრა მაკრონმა ალბანეთში, თავის არსით წინააღმდეგობაშია იმ განცხადებასთან, რომელიც გავრცელდა, აქედანაც ჩანს, რომ ადამიანები…
დღე: მაისი 27, 2025
პრემიერი – არაერთმა საელჩომ გააკეთა, თავის დროზე, მელიას დაკავებასთან დაკავშირებით სამარცხვინო განცხადებები, შემდეგ, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ეს განცხადებები იყო სამარცხვინო და ბოდიში არავის მოუხდია ამასთან დაკავშირებით, მეტიც, კადრულობენ და იმავეს იმეორებენ 3 წლის თავზე ზურა ჯაფარიძესთან დაკავშირებით
არაერთმა საელჩომ გააკეთა, თავის დროზე, მელიას დაკავებასთან დაკავშირებით სამარცხვინო განცხადებები, შემდეგ, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ სახელმწიფო…
ირაკლი კობახიძე- დიასპორაზე ზრუნვა 2017 წელს ჩვენს კონსტიტუციურ ვალდებულებად გამოცხადდა, კონსტიტუციურ პრაქტიკაში ეს არის ერთ-ერთი იშვიათი,გამონაკლისი შემთხვევა რომლითაც შეგვიძლია ვიამაყოთ
ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან, საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენ თანამემამულეებთან მჭიდრო კავშირის შენარჩუნება საქართველოს ხელისუფლების და თითოეული ჩვენგანის განსაკუთრებული ვალია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, დიასპორაზე ზრუნვა 2017 წელს სახელმწიფოს კონსტიტუციურ ვალდებულებად გამოცხადდა, რაც არის იშვიათი პრაქტიკა და ამ ვალდებულების შესასრულებლად საქართველოს მთავრობა მრავალ პროექტს ახორციელებს. „მოხარული ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა, მოგმართოთ ამ ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებაზე – ეს დღე ეძღვნება ასი ათასობით ქართველს, რომელსაც ქვეყნის ფარგლებს გარეთ უწევს, დღეს, ცხოვრება და მოღვაწეობა. ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან, საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენ თანამემამულეებთან მჭიდრო კავშირის შენარჩუნება საქართველოს ხელისუფლების და თითოეული ჩვენგანის განსაკუთრებული ვალია. მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ დიასპორაზე ზრუნვა 2017 წელს ჩვენს კონსტიტუციურ ვალდებულებად გამოცხადდა, კონსტიტუციურ პრაქტიკაში ეს არის ერთ-ერთი იშვიათი, გამონაკლისი შემთხვევა, რომლითაც შეგვიძლია ვიამაყოთ. საქართველოს მთავრობა ახორციელებს მრავალ პროექტს, რომელიც ამ კონსტიტუციური ვალდებულების შესრულებისკენ არის მიმართულითუმცა, ვაცნობიერებთ, რომ კიდევ უფრო მეტია გასაკეთებელი, რათა საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებზე და სამშობლოსთან მათი მჭიდრო კავშირის შენარჩუნებაზე მაქსიმალურად ვიზრუნოთ,“-განაცხადა პრემიერმა.
ქალაქ წნორში, საქართველოს ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას ბიუსტი საზეიმოდ გაიხსნა
ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, ბოდბელი მთავარეპისკოპოსი მეუფე იაკობი, კახეთის მხარეში სახელმწიფო…