ირაკლი კობახიძე-მთელი აგენტურა იყო ჩართული სტრატეგიული ენერგეტიკული პროექტების განხორციელების შეფერხებაში, რასაც არ დავუშვებთ, სამართლის უზენაესობა და  ეროვნული ინტერესები ბოლომდე იქნება დაცული, ჩვენი ამბიციური ამოცანაა,2030 წელს გამომუშავებამ გადააჭარბოს მოხმარებას

მთელი აგენტურა იყო ჩართული სტრატეგიული ენერგეტიკული პროექტების განხორციელების შეფერხებაში, რასაც ჩვენ მომავალში არ დავუშვებთ, სამართლის უზენაესობა და ეროვნული ინტერესები ბოლომდე იქნება დაცული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა როგორც მსხვილ ენერგეტიკულ პროექტებზე, ისე მცირე და საშუალო ჰესების მშენებლობაზე, ქარისა და მზის ენერგიის სადგურებზე, რომლებიც ხელს შეუწყობენ ხელისუფლების ამბიციური მიზნის განხორციელებას – 2030 წლისთვის საქართველო გახდეს თვითკმარი ქვეყანა ელექტროენერგიის თვალსაზრისით. „მთელი აგენტურა იყო ჩართული სტრატეგიული ენერგეტიკული პროექტების განხორციელების შეფერხებაში, რასაც ჩვენ მომავალში არ დავუშვებთ, ამ შემთხვევაშიც, სამართლის უზენაესობა იქნება ბოლომდე დაცული და ეროვნული ინტერესები იქნება ბოლომდე დაცული. არის რამდენიმე მსხვილი, ასევე არა მსხვილი ენერგეტიკული პროექტები, რომლებიც აუცილებლად განხორციელდება. სამ მსხვილ პროექტთან დაკავშირებით ინტენსიური სამუშაოებია დაწყებული, არის ძალიან დიდი რესურსი, იგივე „ნენსკრას“, „ხუდონის“, „ნამახვანის“ მიმართულებით და საჭიროა ინტენსიური მუშაობა, ამ პროექტების განსახორციელებლად. ასევე, მცირე და საშუალო ჰესების, თუ ქარისა და მზის ენერგიის სადგურების მშენებლობის მიმართულებით არის საჭირო სერიოზული მუშაობა. გვაქვს ამბიციური ამოცანა – გვინდა, 2030 წლისთვის 10 000 მეგავატს გადავაჭარბოთ, ამ პროექტების განხორციელების გარეშე კი, ეს მიზანი ვერ იქნება მიღწეული. ჩვენი ამბიციური ამოცანაა, რომ 2030 წელს მოხმარებას გადააჭარბოს გამომუშავებამ, ეს მიზანი უნდა იყოს მიღწეული, ეს სჭირდება საქართველოს ეკონომიკურ დამოუკიდებლობას და ზოგადად, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, შესაბამისად, ყველა მიმართულებით ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ,“- განაცხადა პრემიერმა. მთავრობის მეთაურმა ასევე უპასუხა ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებულ კითხვას და აღნიშნა, რომ სამუშაოები უკვე დაწყებულია.

პრემიერი- რადიკალური ოპოზიცია  სრულად მოშლილია, მთელი ამხელა ორგანიზების, სარეკლამო კამპანიების  შემდეგ, 3000 კაცი შეკრიბეს რუსთაველის გამზირზე და სალომე ზურაბიშვილმა ალეკო ელისაშვილისგან ჩაიბარა აღლუმი

მთელი ამხელა ორგანიზების, სარეკლამო კამპანიების  შემდეგ,  3 000 კაცი შეკრიბეს რუსთაველის გამზირზე და სალომე ზურაბიშვილმა ალეკო ელისაშვილისგან ჩაიბარა…

მამუკა მდინარაძე ნიკა მელიაზე: დანაშაული არის კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობა. მოვიდნენ კომისიის სხდომაზე და ვინმე ეუბნება არ მოსულხართო?! პრიმიტიულ დონემდე დასული საკითხია – ქმედება და შესაბამისი იურიდიული კვალიფიკაცია, ამიტომ, აქ სადავოც არაფერი არ არის

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ, ჟურნალისტებთან პარტია „ახალის“…

ირაკლი კობახიძე: ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის,რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა მიიღოსსამშობლოში დაბრუნების გადაწყვეტილება,სადაც მათ ცხოვრების სათანადო პირობები და ღირსეული სამსახური უნდა დავახვედროთ

ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა მიიღოს სამშობლოში დაბრუნების გადაწყვეტილება, სადაც მას ცხოვრების სათანადო პირობები და ღირსეული სამსახური უნდადავახვედროთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერის თქმით,  შარშან სამშობლოში დაბრუნებული თანამოქალაქეების რაოდენობამ ქვეყნიდან გასულებისას მცირედით, მაგრამ გადააჭარბა. „საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენ თანამემამულეები მთელ მსოფლიოს აცნობენ საქართველოს უნიკალურობას და ჩვენს ტრადიციებს, ჩვენს კულტურას. შესაბამისად, მათი როლი ჩვენი ქვეყნის განვითარებაში ძალიან დიდია. მოხარული ვარ, რომ სულ უფრო მეტი ადამიანი იაზრებს ამ მისიის მნიშვნელობას. ამ ყველაფრის პარალელურად, ჩვენი უმთავრესი საზრუნავი უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების საქართველოში დაბრუნება უნდა იყოს. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა მიიღოს სამშობლოში დაბრუნების გადაწყვეტილება, სადაც მათ ცხოვრების სათანადო პირობები და ღირსეული სამსახური უნდა დავახვედროთ. მოხარული ვარ, რომ შარშან სამშობლოში დაბრუნებული თანამოქალაქეების რაოდენობამ ქვეყნიდან გასულებისას მცირედით, მაგრამ გადააჭარბა. დიდი იმედი გვაქვს, რომ ეკონომიკის სწრაფ ზრდასთან ერთად, სამშობლოში დაბრუნებული ემიგრანტების რიცხვი წლიდან წლამდე მოიმატებს. ეს არის ჩვენი უმთავრესი ეროვნული მისია, ამოცანა, რომ რაც შეიძლება მეტი ჩვენი თანამემამულე წლიდან წლამდე დავაბრუნოთ სამშობლოში“, – განაცხადა პრემიერმა.

ომის ვეტერანი ზვიად ხაჩიძე მკლავჭიდში ევროპის ვიცე-ჩემპიონია

მიმდინარე წლის 22-26 მაისს,ესტონეთში, ქალაქ პიარნუში, მკლავჭიდის საერთაშორისო ფედერაციის ( IFA) ეგიდით, ჩატარდა ევროპის ჩემპიონატი, რომელშიც…

მამუკა მდინარაძე: დამოუკიდებლობის საკითხი არ გადაიხედება – რაც უფრო დამოუკიდებელი იქნება ქვეყანა, მით უფრო დარწმუნდება ყველა შიგნით და გარეთ, რომ საქართველოს და ქართველი ხალხის გარეშე ამ ქვეყანაში გადაწყვეტილებები ვეღარასდროს მიიღება

დიალოგი ყოველთვის შეიძლება, მაგრამ ვის ველაპარაკოთ? აი ვის და რაზე ველაპარაკებით?! დამოუკიდებლობის ხარისხი, დამოუკიდებლობის საკითხი არ…

მამუკა მდინარაძე Tbilisi Open Air-ზე მომხდარ ინციდენტზე: სხვა ვერაფერი მოახერხეთ “ნაცურმა” ფლანგმა და ახლა ამ მდაბიო პროვოკაციით ცდილობთ, რაღაც გამოიწვიოთ, ასეთ საკითხებზე გამოძიება არ თანამშრომლობს ოკუპანტი ქვეყნის გამოძიებასთან – საქართველოს მოქალაქეს საქართველოში რუსული გამოძიება ვერ მისწვდება, ამიტომ, ისედაც დაცულია

ეს არის მდაბიო პროვოკაცია, გახსოვთ, პუტინს რომ აგინებდნენ პირდაპირ ეთერში? მთავარია, მიზანი რა არის. შენ რომ…

„ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის ფარგლებში ბათუმისა და ფოთის საჯარო სკოლების მოსწავლეებისათვის ტრენინგები ჩატარდა“

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელიეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დაფუძნებულ ენერგეტიკის სასწავლოცენტრში, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით…

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმს – „დიასპორა სამშობლოსათვის – ტრადიცია, ერთიანობა, განვითარება“ დაესწრო.…

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ბოლნისის მუნიციპალიტეტში საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, მერაბ კოსტავას ქუჩაზე საგამოფენო და სადეგუსტაციო სივრცეები მოეწყო, რომელშიც ადგილობრივი მეწარმეები, ხალხური…

ირაკლი კობახიძე -ბოლო პერიოდში ჩატარებული ყველა მაღალი დონის ფორუმი თუ სადისკუსიო პანელი საქართველოს დიასპორულ პოლიტიკასა და პროგრამებს საუკეთესო შეფასებას აძლევს,  რითაც ჩვენ შეგვიძლია ვიამაყოთ

ბოლო პერიოდში ჩატარებული ყველა მაღალი დონის ფორუმი თუ სადისკუსიო პანელი საქართველოს დიასპორულ პოლიტიკასა და პროგრამებს საუკეთესო შეფასებას აძლევს, რითაც ჩვენ შეგვიძლია ვიამაყოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერის თქმით,  საქართველო გახდა დიასპორის სფეროში ყველაზე მაღალი პლატფორმის – გლობალური დიასპორის პოლიტიკის ალიანსის მმართველი საბჭოს თანათავმჯდომარე ქვეყანა,   ამასთან, საქართველო არის დუბლინის დეკლარაციის ხელმომწერი მხარე, რითაც იგი უერთდება გაეროსა და საერთაშორისო საზოგადოების ერთიან მიდგომას დიასპორის სფეროში. „საქართველო გასული წლების განმავლობაში გახდა დიასპორის სფეროში ყველაზე მაღალი პლატფორმის -გლობალური დიასპორის პოლიტიკის ალიანსის მმართველი საბჭოს თანათავმჯდომარე ქვეყანა, ამ სფეროში ისეთ წამყვან ქვეყანასთან ერთად, როგორიც ირლანდიაა. ამასთან, საქართველო არის დუბლინის დეკლარაციის ხელმომწერი მხარე, რითაც იგი უერთდება გაეროსა და საერთაშორისო საზოგადოების ერთიან მიდგომას დიასპორის სფეროში. დიასპორასთან ურთიერთობისა და თანამშრომლობის ჩვენმა პრაქტიკამ ფართო აღიარება მოიპოვა ისეთ ფორუმებზე, როგორიც არის გაეროსგენერალური ასამბლეა, დიასპორის გლობალური სამიტი. ბოლო პერიოდში ჩატარებული ყველა მაღალი დონის ფორუმი თუ სადისკუსიო პანელი საქართველოს დიასპორულ პოლიტიკასა და პროგრამებს საუკეთესო შეფასებას აძლევს, რითაც ჩვენ შეგვიძლია ვიამაყოთ“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე გიორგი ბაჩიაშვილზე  მადლობა მინდა გადავუხადო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, იმისათვის, რომ ეს ოპერაცია წარმატებით ჩატარდა-ძალიან მნიშვნელოვანია ყველა მიმართულებით სამართლის უზენაესობის უზრუნველყოფა, სამართლის დაკანონის აღსრულება

მადლობა მინდა გადავუხადო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, იმისათვის, რომ ეს ოპერაცია წარმატებით ჩატარდა – ძალიან მნიშვნელოვანია ყველა მიმართულებით სამართლის უზენაესობის უზრუნველყოფა, სამართლის და კანონის აღსრულება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს გიორგი ბაჩიაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით განუცხადა. პრემიერის თქმით, გიორგი ბაჩიაშვილის საკითხზე დეტალებთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თავად გაავრცელებს ინფორმაციას. „გიორგი ბაჩიაშვილის საკითხზე დეტალებთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თავად გაავრცელებს ინფორმაციას. ეს არის მათი ფუნქცია, მათი პასუხისმგებლობა. მადლობა  მინდა გადავუხადო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, იმისათვის, რომ ეს ოპერაცია წარმატებით, სათანადოდ ჩატარდა. ძალიან მნიშვნელოვანია ყველა მიმართულებით სამართლის უზენაესობის უზრუნველყოფა, სამართლის და კანონის აღსრულება. სამართალდამცავი ორგანოები არიან ამაზე პასუხისმგებლები. კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საჭიროების შესახებ მოგაწვდით ამის შესახებ ინფორმაციას. მე შეიძლება რაღაც მეტი ვიცოდე, მაგრამ დეტალებთან დაკავშირებით ინფორმაციის გავრცელება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ფუნქციაა ამიტომ, ეს კითხვები უნდა იყოს მიმართული უსაფრთხოების სამსახურისკენ“, – განაცხადა პრემიერმა.

ზურაბ ქადაგიძე გიორგი ბაჩიაშვილის დაკავებაზე: ანრი ოხანაშვილის პირველი რეზონანსული საქმეა, ამ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე და ასეთი ოპერატიული მუშაობა, ძალიან პოზიტიური მოვლენაა, რადგან საზოგადოება პირდაპირ გრძნობს უსაფრთხოების სამსახურის სწორ მუშაობას

რა უცებ ჩამოკრა უბედურების ზარმა?! თაღლითი და რადიკალურ პროცესებს შეფარებული, სისხლის სამართლის ბრალდებული ბაჩიაშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოებამ…

დიმიტრი სანაკოევი ოქრუაშვილის განცხადებაზე „2007 წლის ახალ წელს ცხინვალში შევხვდებით“: დიდი ზიზღი იყო ხალხის მხრიდან ოქრუაშვილის მიმართ, მის განცხადებასთან დაკავშირებით. დღეს მე არ ვიცნობ ადამიანს ცხინვალში, რომელიც პატივს სცემს ირაკლის

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი…

დიმიტრი სანაკოევი დროებით ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მაცხოვრებლებზე: რა ფორმითაც მათ აირჩიეს ცხოვრება, მათთვის უტოპიაა, ჩემთვის მტკივნეულია – ამ ხალხის და რეგიონის ეკონომიკური განვითარება, ხვალ ან ზეგ, მაინც საქართველოს ფარგლებში მოხდება, მათ უნდა მივცეთ საშუალება, რომ იგრძნონ, საქართველო არის მათი სამშობლოც

სათქმელი ერთია, ყველამ უნდა გაიგოს ერთი რამ: იმ ფორმით, რა ფორმითაც მათ აირჩიეს ცხოვრება, მათთვის უტოპიაა,…