დღეს არის ერთიანობის ზეიმი და საზოგადოება გაერთიანებულია სიყვარულის, ტრადიციული ფასეულობების, პატივისცემის იდეის გარშემო და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღისადმი მიძღვნილ მსვლელობაზე ტელეკომპანია „იმედს“ განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დღევანდელი დღე ნამდვილი ზეიმია. „ყველას მინდა, მოგილოცოთ დღევანდელი დღე, ნამდვილი ზეიმია. დღეს არის ერთიანობის ზეიმი და დღეს საზოგადოება არის გაერთიანებული სიყვარულის იდეის გარშემო, ტრადიციული ფასეულობების, პატივისცემის იდეის გარშემო და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის. დღეს გამოჩნდა კიდევ ერთხელ, თუ რამდენად ძლიერია ჩვენი ქვეყანა, ქართველი ხალხი, რამდენად ძლიერია და მტკიცეა ჩვენი საზოგადოება. ჩვენ გვმართებს მომავალშიც განვაგრძოთ ბრძოლა ჩვენი ტრადიციული ფასეულობების დასაცავად, ეს ასე იქნება. არ შეიძლება, ეს ერთიანობა არ იყოს ის, რასაც ძალიან უნდა გავუფრთხილდეთ, ჩვენ ყველა გავუფრთხილდებით ჩვენი საზოგადოების ერთიანობას და განვაგრძობთ ბრძოლას იმისათვის, რომ დავრჩეთ მტკიცედ ერთგული იმ ფასეულობებისადმი, რომელსაც ეფუძნება ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხალხი, ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
დღე: მაისი 17, 2025
ირაკლი კობახიძე – დღევანდელი დღე არის ნიშანი იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხალხი ძლიერად და მტკიცედ დგას ფასეულობების სადარაჯოზე, მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული ძალები ცდილობდნენ, ქართული საზოგადოებისთვისაც მოეხვიათ თავს ხელოვნური და მანკიერი იდეოლოგია
მინდა, ყველას მივულოცო დღევანდელი დღე, ხედავთ, როგორი ერთიანობაა და რაც მთავარია, ადამიანები გაერთიანებულები არიან სიყვარულის იდეის,…
თამთა მეგრელიშვილი-უამრავი ხალხი ოჯახებით გამოვიდა ქუჩაში, რათა კიდევ ერთხელ დავანახოთ მსოფლიოს, სად და რა ღირებულებების მხარეს დგას საქართველო. ტრადიციებით, კულტურით, იდენტობით, სარწმუნოებით ღირსეულად უნდა შევაბიჯოთ ევროპულ ოჯახში რადგან ჩვენი სიძლიერე ამაშია
“დღეს ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეა.დღეს, საქართველოს მასშტაბით უამრავი ხალხი ოჯახებით გამოვიდა ქუჩაში, რათა კიდევ…
დავით ქართველიშვილი ოჯახის სიწმინდის დღეზე: ვირტუალურ საქართველოს დღეს რეალურმა ქართველებმა შეახსენეს თავი – არც არავისთვის გვიგინებია, არც სიგიჟეები გვიმღერია
ვირტუალურ საქართველოს დღეს რეალურმა ქართველებმა შეახსენეს თავი, არა მხოლოდ თბილისში – არამედ ჩვენი სამშობლოს მასშტაბით, –…
მაია ომიაძე-„წელს ძალიან ბევრ ტურისტს ველოდებით-ახალი სასტუმრო ჩვენთვის ახალი სავიზიტო ბარათია“
საქართველოში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან პირველი ბრენდირებული აეროპორტის სასტუმრო ibis Tbilisi Airport ოფიციალურად გაიხსნა. ახალი სასტუმროს გახსნის…
ირაკლი კობახიძე მინდა, უწმინდესსა და უნეტარესს მადლობა გადავუხადო იმისათვის, რომ ეს დღე გვაჩუქა, ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ტრადიციულ ფასეულობებს და სწორედ ამას ეძღვნება დღევანდელი ზეიმი
ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ტრადიციულ ფასეულობებს და სწორედ ამას ეძღვნება დღევანდელი ზეიმი და დღევანდელი ღონისძიება, –…
ირაკლი კობახიძე – საქართველო პატარა, თუმცა საოცრად მრავალფეროვანი ქვეყანაა, ვამაყობთ ჩვენი სტუმართმოყვარეობით, ტურიზმი დღეს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სფეროა და საქართველოში ჩამოსული სტუმრების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება
უნგრულმა ტელევიზია TV 2-მა საქართველოს შესახებ სიუჟეტი მოამზადა, რომლის მთავარი რესპონდენტია საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე. სიუჟეტში…