2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი…
დღე: მაისი 15, 2025
ნაცმოძრაობის” რეჟიმის მიერ დაზარალებული ბესარიონ ხვინთელიანი კარანტინის საკანზე – 18 კვ.მ, 40-ზე მეტი კაცი, საჭმელი მხოლოდ პური და ონკანის წყალი გვქონდა, შეუწყვეტელი ცემა-ტყეპა. 40 გრადუსი სიცხე, წყლით სავსე ბუშტები პატიმრების ტანზე და ხელებზე, ჩამოჯდომა მხოლოდ 7-8 ადამიანს შეეძლო და ამისთვისაც საათობით რიგი იყო
პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ლიდერები აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში პარტიული ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის აღმასრულებელ მდივანთან, მამუკა მდინარაძესთან და გენერალურ მდივანთან,…
მამუკა მდინარაძე პოლოლიკაშვილზე: უკადრებელი იკადრა და ჩვენი გადაწყვეტილება რომ იყო სწორი, მისივე პირველივე სიტყვებიდან გამოჩნდა. პატრონებს დაქვემდებარებულმა ყველა ადამიანმა, უნდა იცოდეს, რომ თუ საქართველოს არ მოემსახურებიან, მაშინ საქართველო მათ კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს
უკადრებელი იკადრა და ჩვენი გადაწყვეტილება რომ იყო სწორი, მისივე პირველივე სიტყვებიდან გამოჩნდა, – ამის შესახებ „ქართული…
არჩილ გორდულაძე: პოლოლიკაშვილს კარგად უნდა ახსოვდეს, რომ როდესაც რამდენიმე თვის წინ კონსულტაციები იყო საჭირო, ის არაკონტაქტური იყო, შემდეგ აგრესიული რიტორიკით გამოირჩეოდა – სხვა ქვეყნის სამსახურში ჩამდგარი ადამიანების მიმართ მიღებული გადაწყვეტილება სავსებით ლოგიკურია
წესით, ბატონ პოლოლიკაშვილს კარგად უნდა ახსოვდეს, რომ საქართველოს ხელისუფლება მას ორჯერ დაეხმარა, რომ ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის…
პრემიერი – დარწმუნებული ვარ, ბატონ ჰერჩინსკის უნდა ელჩობა საქართველოში, თუმცა, სამწუხაროდ, Deep State-ი არ აძლევს ამის საშუალებას, აკეთებინებენ ისეთ განცხადებებს, რომლებიც ძალიან მძიმედ აისახება მის იმიჯზე ქართული საზოგადოების თვალში
მე დარწმუნებული ვარ, რომ ბატონ ჰერჩინსკის უნდა ელჩობა საქართველოში, თუმცა მას, სამწუხაროდ, Deep State-ი არ აძლევს…
ნაცმოძრაობის” რეჟიმის მიერ დაზარალებული ბესარიონ ხვინთელიანი კარანტინის საკანზე – 18 კვ.მ, 40-ზე მეტი კაცი, საჭმელი მხოლოდ პური და ონკანის წყალი გვქონდა, შეუწყვეტელი ცემა-ტყეპა. 40 გრადუსი სიცხე, წყლით სავსე ბუშტები პატიმრების ტანზე და ხელებზე, ჩამოჯდომა მხოლოდ 7-8 ადამიანს შეეძლო და ამისთვისაც საათობით რიგი იყო
2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი…
პრემიერი:როცა ევროკავშირის ელჩი არჩევნების წინ ხალხს მოუწოდებს,რომ სისხლიანი პოლიტიკოსები,აგენტურა უნდა დააბრუნონ ხელისუფლებაში, ეს არის ძალიან ტრაგიკული მოვლენა და ვენის კონვენციის ძალიან უხეში დარღვევა
არსებობს ვენის კონვენცია, რომელიც უკრძალავს დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებს, ჩაერთონ ადგილობრივ პოლიტიკურ პროცესებში, ამის საპირისპიროდ, მაგალითად, ევროკავშირის ელჩმა არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე პირდაპირ მოუწოდა ქართველ ხალხს რადიკალური ოპოზიციის მხარდაჭერისკენ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ზაზა შათირიშვილის ღია წერილს შეეხებოდა. მთავრობის მეთაურის თქმით, ვენის კონვენციის მსგავსი, ძალიან უხეში დარღვევა ხელისუფლებას პრობლემებს არ უქმნის, თუნდაც არჩევნების მოგების ნაწილში, თუმცა არ შეიძლება, ასეთი მასშტაბით მოხდეს ქართული საზოგადოების თვალში ევროკავშირის სტრუქტურების დისკრედიტაცია. „არის არასწორი პრაქტიკა, როდესაც ელჩები, საელჩოები პირდაპირ არიან ჩართულები პოლიტიკურ პროცესებში. ეს არც ელჩების და არც საელჩოების საქმეა, არსებობს ვენის კონვენცია, რომელიც უკრძალავს დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებს, ჩაერთონ ადგილობრივ პოლიტიკურ პროცესებში. ამის საპირისპიროდ, თქვენ გახსოვთ, რომ მაგალითად, ევროკავშირის ელჩი გამოვიდა არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე და პირდაპირ მოუწოდა ქართველ ამომრჩეველს რადიკალური ოპოზიციის მხარდაჭერისკენ. ეს იყო პირდაპირი მოწოდება, პირდაპირ აღნიშნა მან, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკა იყო ცუდი და ამ პოლიტიკის შესაცვლელად უნდა გამოსულიყვნენ საარჩევნო უბნებზე. პირდაპირი პოლიტიკური, საარჩევნო მოწოდებაც კი გააკეთა ევროკავშირის ელჩმა, რაც არის ვენის კონვენციის ძალიან უხეში დარღვევა. ეს ჩვენ პრობლემებს არ გვიქმნის როგორც ასეთი, მაგალითად არჩევნების მოგების კუთხით. ჩვენ მოვუგეთ ყველას, მათ შორის, ევროკავშირის ელჩს და ოთხივე რადიკალურ ოპოზიციურ პარტიას, პრობლემა სხვა რამეშია – არ შეიძლება, ასეთი მასშტაბით მოხდეს ქართული საზოგადოების თვალში ევროკავშირის სტრუქტურების დისკრედიტაცია. ქართველმა ხალხმა დაინახა არჩევნებამდე და ხედავს ახლაც, რომ ევროპელი ბიუროკრატები, 2012 წლიდან მოყოლებული, ასევე ამერიკელი ბიუროკრატები, ცდილობენ, ხელისუფლებაში დააბრუნონ სისხლიანი პოლიტიკური ძალა, აგენტურა, საუბარია კოლექტიურ „ნაცმოძრაობაზე“. თქვენ ალბათ აკვირდებით ხოლმე საგამოძიებო კომისიის მუშაობას, ჩვეულებრივ სადისტებზეა საუბარი. რატომ უნდა ევროპულ ბიუროკრატიას, რატომ უნდოდა აშშ-ის წინა ადმინისტრაციას ქვეყანაში სისხლიანი რეჟიმის წარმომადგენლების დაბრუნება, ამაზე საზოგადოება, რა თქმა უნდა, მსჯელობს და ეს იწვევს მათ თვალში ევროპული ბიუროკრატიის დისკრედიტაციას და აქამდე ასევე იწვევდა ამერიკული ბიუროკრატიის დისკრედიტაციას. როდესაც ევროკავშირის ელჩი არჩევნების წინ გამოდის და ხალხს ეუბნება, რომ სისხლიანი პოლიტიკოსები, აგენტურა უნდა დააბრუნონ ხელისუფლებაში,ეს არის ძალიან ტრაგიკული მოვლენა,“- განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძე – ჩვენი ამბიციური ამოცანაა, რომ დამატებით 4 წლის განმავლობაში შევქმნათ 200 ათასი სამუშაო ადგილი, მთავარია, შევინარჩუნოთ სტაბილურობა, მშვიდობა ეკონომიკური ზრდის სწრაფი ტემპი და ეს მიზანი არის აბსოლუტურად მიღწევადი
ჩვენი ამბიციური ამოცანაა, რომ დამატებით 4 წლის განმავლობაში შევქმნათ 200 ათასი სამუშაო ადგილი, რაც ნიშნავს იმას,…
პრემიერი „მეგობარი აქტის“ საპასუხოდ მიღებულ განცხადებაზე – ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ მზადყოფნას, რომ გადაიტვირთოს ურთიერთობები და ვართ მოლოდინის რეჟიმში, ვნახოთ, რა ნაბიჯები გადაიდგმება ამერიკული ადმინისტრაციის მხრიდან
ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ მზადყოფნას, რომ გადაიტვირთოს ურთიერთობები და ვართ მოლოდინის რეჟიმში, ვნახოთ, რა ნაბიჯები გადაიდგმება…
პრემიერი ზურაბ პოლოლიკაშვილზე: როდესაც ჯერ კიდევ თანამდებობაზე მყოფი კაცი ასეთი ლექსიკით საუბრობს საკუთარი წარმდგენი ხელისუფლების თაობაზე, ეს არის უტყუარი ნიშანი იმისა, რომ ჩვენ აბსოლუტურად უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ
როდესაც ჯერ კიდევ თანამდებობაზე მყოფი კაცი ასეთი ლექსიკით საუბრობს საკუთარი წარმდგენი ხელისუფლების თაობაზე, ეს არის უტყუარი ნიშანი იმისა, რომ ჩვენ აბსოლუტურად უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ – ის დაუპირისპირდა სახელმწიფოებრივ ინტერესებს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურის გაწვევასთან დაკავშირებით განუცხადა. პრემიერის თქმით, არაფერ კავშირში არ არის ეს გადაწყვეტილება არაბთა გაერთიანებული საამიროების და რომელიმე სხვა კანდიდატის მხარდაჭერასთან. ჯერ იქნა მიღებული გადაწყვეტილება კანდიდატურის მოხსნის თაობაზე და შემდეგ ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება კონკრეტული კანდიდატის მხარდაჭერის შესახებ. „რაც შეეხება ელჩების საქმეს, მე ვერ დავაკონკრეტებ, იმიტომ, რომ დახურულ რეჟიმში ხდება ხოლმე ელჩების დაბარება და უკმაყოფილების გამოხატვა იმასთან დაკავშირებით, რომ ამ შემთხვევაში ჩვენ მესამე ვადით დავუჭირეთ მხარი კონკრეტულ კანდიდატურას. საუბარია კონკრეტულ საქართველოს ელჩებზე, რომლებიც დაიბარეს და რომლებსაც ამ კუთხით ერთგვარი ანგარიში მოსთხოვეს. რაც შეეხება ზოგადად ამ თემას, რაღაც ისეთი აღქმა აქვს ვიღაც-ვიღაცებს, რომ ჩვენი ხელისუფლება კეთილშობილი დამოკიდებულებიდან გამომდინარე იმსახურებს უდიერ დამოკიდებულებას. ვიღაცებს აქვთ იმის აღქმა, რომ შეიძლება თავში ჩაარტყან ხელისუფლებას და იქიდან რეაქციაც არ უნდა მიიღონ. ჩვენ თავში ჩარტყმას რა თქმა უნდა, თავში ჩარტყმით არ ვუპასუხებთ, მაგრამ ასეთ ქმედებებზე ყველა მიიღებს შესაბამის პასუხს და სწორედ ამას ეფუძნებოდა ის გადაწყვეტილება, რომელიც იქნა მიღებული. არაფერ კავშირში არ არის ეს გადაწყვეტილება არაბთა გაერთიანებული საამიროების და რომელიმე სხვა კანდიდატის მხარდაჭერასთან. ჯერ იქნა მიღებული გადაწყვეტილება კანდიდატურის მოხსნის თაობაზე და შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება კონკრეტული კანდიდატის მხარდაჭერის შესახებ. არავითარი კავშირი არ არის ამ ორ მოვლენას შორის. რომ არ ყოფილიყო ეს უდიერი მიდგომა, თავში ჩარტყმის მცდელობა და ა.შ. ყველაფერი იქნებოდა სხვანაირად, თუმცა, საბოლოო ჯამში, გამოქვეყნდა მესიჯი, რომელმაც ცხადად დაადასტურა ის, რომ უალტერნატივო იყო გადაწყვეტილება კანდიდატის გამოწვევის თაობაზე. ეს კაცი წლის ბოლომდე არის ჯერ კიდევ გაეროს მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი. როდესაც ჯერ კიდევ თანამდებობაზე მყოფი კაცი ასეთი ლექსიკით საუბრობს საკუთარი წარმდგენი ხელისუფლების თაობაზე, ეს არის უტყუარი ნიშანი იმისა, რომ ჩვენ აბსოლუტურად უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ. პასუხს უნდა იმსახურებდე იმისათვის, რომ შემდეგ ამაზე პრეტენზია გამოთქვა. როდესაც ვიღაცა ცდილობს, რომ საქართველოს ხელისუფლებას თავში ჩაარტყას, მერე პრეტენზია არ უნდა ჰქონდეს, რომ არ გპასუხობენ. მან სცადა ისეთი რამ, რის გამოც აღარ დაიმსახურა პასუხი და დაიმსახურა მისი კანდიდატურის გამოწვევა. ის დაუპირისპირდა სახელმწიფოებრივ ინტერესებს. ხელისუფლების გადაწყვეტილებით იქნა ის წარდგენილი და ხელისუფლების გადაწყვეტილებით მოხდა მისი კანდიდატურის გამოწვევა. მანამდე ჩვენ ჯერ 8 წლის წინ, შემდეგ 4 წლის წინ დავუჭირეთ მხარი მის კანდიდატურას და ძალიან დიდი რესურსიც ჩავდეთ ამ ყველაფერში. მაშინაც იყო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, რომელსაც უხეში ლექსიკით მოიხსენიებს ეს ადამიანი. ამით დაამტკიცა მან, რომ უალტერნატივო იყო გადაწყვეტილება მისი კანდიდატურის გამოწვევის თაობაზე. ეს იყო ჩვენი ქვეყნის, სახელმწიფოს ღალატი. შესაბამისად, ჩვენი მხრიდან ღალატი იქნებოდა ამ კანდიდატურის არ გამოწვევა. როცა ვიღაც ცდილობს, რომ სახელმწიფოს ჩაარტყას თავში, ამას სჭირდება შესაბამისი რეაქცია“, – განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძე-ჯო უილსონის წერილი ეუთოსადმი არის ჩვეულებრივი საბჭოური მიდგომა, რაც არ შეშვენის აშშ-სა და ევროპას
ჯო უილსონის წერილი ეუთოსადმი არის ჩვეულებრივი საბჭოური მიდგომა, რაც არ შეშვენის აშშ-სა და ევროპას, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში ჯო უილსონის თანაავტორობით გაგზავნილ წერილს შეეხებოდა. პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ ეს მიდგომები შეიცვლება და აღნიშნა, რომ პირველ რიგში, სწორედ, აშშ-სა და ევროპისთვისაა მნიშვნელოვანი მსგავსი საბჭოური დამოკიდებულებების შეცვლა. „ეს არის ჩვეულებრივი საბჭოური მიდგომა, რომ შეხედო ჯო უილსონს, ისიც ძალიან წააგავს თავისი ნატურით ცეკას მდივანს. ეს არის ჩვეულებრივი საბჭოური მიდგომები, რაც არ შეშვენის აშშ-სა და ევროპას. ჩვენ სხვანაირ ევროპას ვიცნობდით, ჯერ კიდევ გასული საუკუნის ბოლოს. სხვანაირ ამერიკის შეერთებულ შტატებს ვიცნობდით და არა ისეთს, როგორსაც განასახიერებს ჯო უილსონი. იმედია, ეს ყველაფერი შეიცვლება და ეს, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია თვითონ აშშ-სა და ევროპისთვის, რომ ასეთი საბჭოური დამოკიდებულების ნაცვლად, დამკვიდრდეს ჯანსაღი დამოკიდებულებები,“- აღნიშნა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძე – გვაქვს იმედი, რომ ტრამპის ადმინისტრაცია აღმოჩნდება უფრო ძლიერი, ვიდრე „დიფ სთეითი“,ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, ახალი ადმინისტრაციის მხრიდან გადმოიდგმება შემხვედრი კონკრეტული ნაბიჯები
გვაქვს იმედი, რომ ტრამპის ადმინისტრაცია აღმოჩნდება უფრო ძლიერი, ვიდრე „დიფ სთეითი“, შეასუსტებს „დიფ სთეითს“, ამ შემთხვევაში,…
ირაკლი კობახიძე-საკადრო ცვლილებები არის აბსოლუტურად ჯანსაღი მოვლენა, ასეთი რამ მომხდარა წარსულშიც და მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი რესურსების გაძლიერებას იწვევს ხოლმე ასეთი ცვლილებები,64-ვე მუნიციპალიტეტში აუცილებლად მოვიგებთ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს
საკადრო ცვლილებები არის აბსოლუტურად ჯანსაღი მოვლენა, ასეთი რამ მომხდარა წარსულშიც და მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი რესურსების გაძლიერებას იწვევს ხოლმე ასეთი ცვლილებები, -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა. პრემიერის თქმით, როტაცია არის აბსოლუტურად ნორმალური და ჯანსაღი მოვლენა. „როტაცია არის აბსოლუტურად ნორმალური, ჯანსაღი მოვლენა. მე კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო თორნიკე რიჟვაძეს იმ საქმიანობისთვის, რომელსაც ის ახორციელებდა ბევრი წლის განმავლობაში როგორც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განვითარებისთვის, ისე ჩვენი პარტიული ამოცანების მისაღწევად. მას დიდი წვლილი მიუძღვის ამ ყველაფერში და მას დიდი მადლობა მინდა გადავუხადო. ჩვენ ვემზადებით მათ შორის, არჩევნებისთვის და ამ კუთხით ბუნებრივია, გვაქვს სერიოზული სამზადისი, რაც შეეხება საკადრო ცვლილებებს, ეს არის აბსოლუტურად ჯანსაღი მოვლენა. ასეთი რამ მომხდარა წარსულშიც და მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი რესურსების გაძლიერებას იწვევს ხოლმე ასეთი ცვლილებები. მერებმა მიიღეს გადადგომის გადაწყვეტილება. ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ არის მოახლოებული არჩევნები და შესაძლოა ამ დროს მათ ჩათვალეს ყველაზე მიზანშეწონილად ასეთი გადაწყვეტილების მიღება. ჩვენ ამას გაგებით ვეკიდებით და მზად ვართ ყველა მუნიციპალიტეტში. ვემზადებით აქტიურად არჩევნებისთვის და 64-ვე მუნიციპალიტეტში და აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში აუცილებლად მოვიგებთ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს“, – განაცხადა პრემიერმა.
დავით ქანთარია- როლანდ ახალაია ზუგდიდმა გამოაგდო.ეს „არაკორუმპირებული“ ახალაია, კორუფციის გამოგონილი ბრალდებებით ციხეში გვიშვებს მთელს სამეგრელოს. ადამიანებს სიებით იჭერდნენ, ეს იყო კონვეიერი- მამა და შვილები
2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი…
თამაზ წულაია-“უნივერმაღის” შენობის გარდა [ახალიამ] წაგვართვა 21 ობიექტი. ეს ყველაფერი ვის მისცა, რა გააკეთა არ ვიცი. სულ ორი ობიექტია დარჩენილი დღეს, რომელიც არ არის გასხვისებული, დანარჩენი ყველაფერი მიითვისა, “უნივერმაღი ენგური” თავის შვილს გადასცა
პარლამენტში 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და…