თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის სამოქალაქო სარჩელი და „თანავინსტერების ფონდის“ ყოფილ ხელმძღვანელს,…
დღე: მაისი 1, 2025
გურამ ნიკოლაშვილი: ზურაბიშვილი “დიფ სტეიტურმა” გავლენებმა ჩაიყვანა მაკრონის პარტიის ყრილობაზე, გამოიყვანეს სიტყვით, იქ მონათლეს და თქვეს, რომ არის ახალი ნელსონ მანდელა – ამის დანიშნულებაა, მისცენ ის იარლიყები, რომელიც აქაურ სამმილიონიან აუდიტორიას წარმოუდგენს მას მანდატით აღჭურვილ ადამიანად
ჩვენ როდესაც”დიფ სტეიტზე” ვლაპარაკობთ, ხშირად დგას ეს კითხვა და ახალი ტერმინია, ფარული გავლენები იგულისხმება. ეს არის…
მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს დედაქალაქი Expedia-ს რეიტინგში მესამე ადგილზეა, თბილისის მაჩვენებელი 145 %-ით გაიზარდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ Expedia-ს…
ირაკლი კობახიძე – სამწუხაროა, როდესაც კონკრკეტული ადამიანები სრულიად შეგნებულად ცდილობენ ქვეყანაში უარყოფითი მოლოდინების შექმნას, ნიჰილიზმის დათესვას, ეს არის დაკვეთა,რომელსაც პოლიტიკური ოპონენტები ასრულებენ, საბედნიეროდ, მათი არც პროგნოზები სრულდება და არც გეგმები ხორციელდება
ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გავამართლოთ ჩვენი საზოგადოების მოლოდინები, ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ გაგრძელდეს ეკონომიკური პროგრესი ჩვენს ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სამწუხაროა, როდესაც კონკრეტული ადამიანები, სრულიად შეგნებულად ცდილობენ ქვეყანაში უარყოფითი მოლოდინების შექმნას. „მინდა, გავიხსენო ერთერთი მათი წარმომადგენლის კომენტარი, რომელიც აცხადებდა, წელს 17 იანვარს, რომ სამ თვეში, მას შემდეგ გავიდა უკვე სამი თვე, რომ ლარის კურსი დოლართან მიმართებით იქნებოდა დაახლოებით 3,1-ის მიდამოებში, გავიდა ეს სამი თვე, ცოტა მეტიც და 2,75-ის ფარგლებშია ლარის კურსი, მადლობა ღმერთს. ეკონომიკის 2-პროცენტიანი კლება წლის ჭრილში იყო ნაწინასწარმეტყველები ამ კონკრეტული ყოფილი პოლიტიკოსის და აწ უკვე ექსპერტის მხრიდან და პირველ კვარტალში ჩვენ გვაქვს 9,3 პროცენტი ეკონომიკური ზრდა. ინფლაცია 6 პროცენტი და მეტიასეთი იყო პროგნოზი და ინფლაციაც არის ოპტიმალური ზღვრის ფარგლებში. ასევე საუბარი იყო იმაზე, რომ ვერ შესრულდებოდა საგადასახადო შემოსავლების გეგმა და ეს გეგმა პირველ კვარტალში 120 მილიონ ლარზე მეტის გადაჭარბებით შესრულდა. ძალიან სამწუხაროა, როდესაც კონკრეტული ადამიანები სრულიად შეგნებულად ცდილობენ ქვეყანაში უარყოფითი მოლოდინების შექმნას, ნიჰილიზმის დათესვას, ამას აქვს რა თქმა უნდა, კონკრეტული პოლიტიკური მიზეზები, ეს არის დაკვეთა, რომელსაც კონკრეტული ადამიანები, ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები ასრულებენ. საბედნიეროდმათი არც პროგნოზები სრულდება და არც გეგმები ხორციელდება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ გავამართლოთ არა ასეთი ადამიანების, არამედ ჩვენი საზოგადოების მოლოდინები. ჩვენი საზოგადოების ინტერესებშია, ეკონომიკა რაც შეიძლება სწრაფად გაიზარდოს, შეიქმნას დამატებით ახალი სამუშაო ადგილები, გაიზარდოს დასაქმებულების შრომის ანაზღაურება, გვქონდეს ფისკალური კონსოლიდაციის მაღალი დონე, ყველა მიმართულებით ძალისხმევას არ დავიშურებთ იმისათვის, რომ გაგრძელდეს ეკონომიკური პროგრესი ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. პრემიერმ-ინისტრმა ეკონომიკურ გუნდს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეკონომიკურ გუნდთან ერთად, ამ ყველაფერში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ უწყებებს. „კიდევ ერთხელ მადლობა ეკონომიკურ გუნდს იმ შედეგებისთვის, რომელიც გვაქვს ჩვენ 2025 წლის პირველ კვარტალში, ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ეკონომიკურ გუნდთან ერთად, ამ ყველაფერში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ჩვენს უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ უწყებებს, მშვიდობის, უსაფრთხოების სტაბილურობის გარეშე, ვერ იქნება ვერავითარი ეკონომიკური წინსვლა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძე – 2024 წელს გვქონდა დადებითი მიგრაციული სალდო – ჩვენი ამოცანაა მაქსიმალურად დავაბრუნოთ ჩვენი ემიგრანტები ჩვენს ქვეყანაში
2024 წელს ჩვენ გვქონდა დადებითი მიგრაციული სალდო, ანუ ქვეყანა დატოვა იმაზე ნაკლებმა ადამიანმა, ვიდრე ქვეყანაში დაბრუნდა,…
პრემიერი – მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გარეშე ვერ იქნება ვერავითარი ეკონომიკური წინსვლა, ჩვენი პასუხისმგებლობაა საზოგადოების წინაშე, მაქსიმუმი გავაკეთოთ ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის
მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გარეშე ვერ იქნება ვერავითარი ეკონომიკური წინსვლა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი…
ირაკლი კობახიძემ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს ევროპის გუნდურ ჩემპიონა ტში გამარჯვება მიულოცა
ეს არის გაგრძელება იმ წარმატებული ეტაპისა, რომელსაც დღეს გადის ქართული სპორტი და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ წარმატების ეს ისტორია მომავალშიც გაგრძელდეს, – ამ სიტყვებით შეაფასა პრემიერ-მინისტრმა ქართველი ძიუდოისტების წარმატება. ირაკლი კობახიძემ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს ევროპის გუნდურ ჩემპიონატში გამარჯვება და ინდივიდუალურ ასპარეზობაში წარმატება მიულოცა. „მე მინდა, ჩვენს ძიუდოისტებს მივულოცო ძალიან დიდი წარმატება, როგორც ინდივიდუალურ ჭრილში, ასევე რაც განსაკუთრებით აღსანიშნავია, გუნდურ ჭრილში – მათ მოიპოვეს ძალიან დიდი გამარჯვება, გახდნენ ევროპის ჩემპიონები. ჩვენს საამაყო სპორტსმენებს მინდა, მივულოცო ეს ძალიან დიდი წარმატება. ეს არის გაგრძელება იმ წარმატებული ეტაპისა, რომელსაც დღეს გადის ქართული სპორტი და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ წარმატების ეს ისტორია მომავალშიც გაგრძელდეს,“- აღნიშნა პრემიერმა
დავით ვერავა ჩხოროწყუში მიმდინარე პროექტებს გაეცნო
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ვერავამ, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, არსებული გამოწვევები და მათი…
ირაკლი კობახიძე – საერთაშორისო ვიზიტორების დანახარჯები 8.3%-ით გაიზარდა ამ წლის პირველ კვარტალში, შარშანდელ პირველ კვარტალთან შედარებით, ტურიზმი არის ერთ-ერთი გამოხატულება იმისა, თუ როგორ მუშაობს ეკონომიკა
ტურზიმის სფეროში გვაქვს კარგი მონაცემები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის…
ცესკოს გადაწყვეტილების მანიპულაციური ინტერპრეტაციით დაინტერესებულ მხარეებს საზოგადოება შეცდომაში შეჰყავთ
დაინტერესებული მხარეები 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებითსაკუთარი უსაფუძვლო ბრალდებების დადასტურებას ცესკოსგადაწყვეტილებების მანიპულაციური ინტერპრეტირებით ცდილობენ.ამჯერად საარჩევნო ადმინისტრაციაზე თავდასხმის…
ირაკლი კობახიძე -მარტში ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 9%, პირველი კვარტლის საერთო მაჩვენებელი არის 9,3%, ასევე პირველ კვარტალში, საგადასახადო შემოსავლების გეგმა შესრულდა 120 მლნ ლარის გადაჭარბებით, რაც ეკონომიკური ზრდის შედეგია
მარტში ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 9% და პირველი კვარტლის საერთო მაჩვენებელი არის 9,3%, ასევე პირველ კვარტალში, საგადასახადო შემოსავლების გეგმა შესრულდა 120 მლნ ლარის გადაჭარბებით, რაც ეკონომიკური ზრდის შედეგია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერმა მთავრობის ეკონომიკურ გუნდს მიღწეული შედეგებისთვის მადლობა გადაუხადა. „გუშინ გამოქვეყნდა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები. მარტში ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 9% და პირველი კვარტლის საერთო მაჩვენებელი არის 9,3%, ასევე პირველ კვარტალში, საგადასახადო შემოსავლების გეგმა შესრულდა 120 მლნ ლარის გადაჭარბებით, რაც ეკონომიკური ზრდის შედეგია. ამისთვის მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ეკონომიკურ გუნდს, ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი არის ქვეყნის ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფა. ამ მიმართულებით კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი. გავაგრძელებთ მუშაობას იმისათვის, რომ ეკონომიკური ზრდა კიდევ უფრო მეტად დავაჩქაროთ“, – განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძემ ახალ მინისტრებს- პაატა სალიას, კახა გულედანსა და რეზი სოხაძეს, რომლებიც დღეს მთავრობის სხდომას პირველად დაესწრნენ, წარმატებები უსურვა
ირაკლი კობახიძემ ახალ მინისტრებს – პაატა სალიას, კახა გულედანსა და რეზი სოხაძეს მთავრობის სხდომაზე წარმატებები უსურვა. იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, რეგიონული განვითარების მინისტრი კახა გულედანი და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე მთავრობის სხდომას დღეს პირველად დაესწრნენ. „:მივესალმები ჩვენს ახალ მინისტრებს:პაატა სალიას, კახა გულედანსა და რევაზ სოხაძეს, რომლებიც პირველად ესწრებიან მთავრობის სხდომას და თითოეულ თქვენგანს მინდა, წარმატებები გისურვოთ თქვენს ძალიან საპასუხისმგებლო პოზიციებზე,“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ჰესლინკის კომისიის უფროსი პოლიტიკური მრჩეველი: USAID-ი და NED-ი საზღვარგარეთ, მათ შორის საქართველოში ფსევდოლიბერალურ იდეოლოგიას ავრცელებდნენ
ჰესლინკის კომისიის უფროსი პოლიტიკური მრჩეველი, პოლ მასარო რუსი პრანკერების, ვოვანისა და ლექსუსის მახეში გაება. პრანკერებმა მას 2015-2019…
სოზარ სუბარი „ქილერაზე“: მიუხედავად იმისა, რომ ამ ჯალათზე ვლაპარაკობდი ყოველი საპარლამენტო მოხსენების დროს და დეტალურად ვყვებოდი, თუ პირადად როგორ აწამებდა პატიმრებს, მიხეილ სააკაშვილმა იგი ღირსების ორდენით და ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენით დააჯილდოვა
პატიმრების წამებაში მსჯავრდადებულ ალექსანდრე მუხაძეზე, მეტსახელად „ქილერას” შესახებ ისაუბრა 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური…
სოზარ სუბარი: სამართლიანობის აღდგენისკენ გადადგმული ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკვე არის ამ კომისიის ჯერ მუშაობა და მერე დასკვნა
პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მნიშვნელობაზე ისაუბრა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ…