პრემიერი – სულხან თამაზაშვილის გამოცდილება, პიროვნული თვისებები, მათ შორის, მისი კეთილსინდისიერება, პროფესიონალიზმი იყო ის ძირითადი კრიტერიუმი, რომელთა საფუძველზეც არჩევანი შეჩერდა სწორედ მასზე

სულხან თამაზაშვილს აქვს დაგროვილი ძალიან დიდი გამოცდილება იმისათვის, რომ სათანადოდ წარმართოს მუშაობა აჭარის მთავრობაში, –  ამის…

ირაკლი კობახიძე  – სალომე ზურაბიშვილი არის ჩამოწერის რეჟიმში, როგორც ნებისმიერი ვადაგასული პროდუქტი, კონკრეტული პარტიები დაუპირისპირეს  უკვე მას

სალომე ზურაბიშვილი არის ჩამოწერის რეჟიმში, როგორც ნებისმიერი ვადაგასული პროდუქტი, ეს ჩამოწერის პროცესი გაგრძელდება, –  ამის შესახებ…

რიყე-ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო გზა მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება

რიყე-ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო გზა, ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული სამუშაოების გამო, 8 აპრილიდან მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება. აღნიშნულ…

„დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა“ – ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს სურს, რომ ევროკავშირმა Visa და Mastercard-ი საკუთარი პლატფორმით ჩაანაცვლოს

ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა, კრისტინ ლაგარდმა ხაზი გაუსვა ევროპის დამოკიდებულებას ციფრული გადახდის უცხოურ ინფრასტრუქტურაზე. „Visa, MasterCard, PayPal და Alipay ამერიკული ან ჩინური კომპანიების…

ირაკლი კობახიძე  – ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას ახლა პრაქტიკულად გადასაწყვეტიც არაფერი აქვს, ჩვენი მხრიდან არის შეჩერებული  საქმიანობა საპარლამენტო ასამბლეაში

ვთქვით, რომ ვაჩერებთ ჩვენს  საქმიანობას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში. ახლა პრაქტიკულად გადასაწყვეტიც არაფერი აქვთ, –  ამის…

ირაკლი კობახიძე -უკრაინაში არის ომი,  განადგურება,უზარმაზარი მსხვერპლი,ამის  საპირწონედ არის კარგი თანამშრომლობა  ევროპულ ბიუროკრატიასთან, საქართველოში ჩვენ მოვახერხეთ ამ სცენარისგან,მეორე  ფრონტისგან თავის არიდება და ამის გამო არის გაგულისებული „დიფ სთეითი“

უკრაინაში არის ომი, განადგურება, უზარმაზარი მსხვერპლი, ამის საპირწონედ არის კარგი თანამშრომლობა ევროპულ ბიუროკრატიასთან, მაგრამ მერწმუნეთ, უკრაინელი ხალხისთვის ეს დიდი ვერაფერი ნუგეშია“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა. პრემიერის თქმით, საქართველომ მოახერხა ამ სცენარისგან თავის არიდება და ამის გამო არის გაგულისებული „დიფ სთეითი“. „დიფ სთეითმა“ უკრაინაში ომის გახანგრძლივება დაავალა ევროპულ სტრუქტურებს. მანამდე ამერიკული სტრუქტურებიც იყვნენ ჩართულები ამ პროცესში. ახლა, „დიფ სთეითმა“ ევროპულ  სტრუქტურებს ექსკლუზიურად დაავალა უკრაინაში ომის გახანგრძლივება. იგივე ხდება ორგანიზაციების დაფინანსების კუთხითაც. ამერიკული ფონდებიდან აღარ ფინანსდება ანტისახელმწიფოებრივი პროცესები, მათ შორის, ჩვენს ქვეყანაში და ეს ტვირთიც თავის თავზე ააღებინეს ევროპულ სტრუქტურებს, რაც ძალიან სამწუხაროა. მანამდე ორი ფრონტიდან გვიტევდნენ და აქაც მოვახერხეთ საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვა. თუ ევროპული სტრუქტურებიდან, ევროპული ბიუროკრატიის მიერ მოხდება ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების დაფინანსება, ამასთან დაკავშირებითაც გვექნება ჩვენი რეაგირება. ჩვენ უნდა დავიცვათ ბოლომდე ჩვენი ეროვნული ინტერესები. „დიფ სთეითს“ აქვს  თავისი  ინტერესები, „დიფ სთეითი“ ამისათვის  იყენებს  ევროპულ ბიუროკრატიას, თუმცა ჩვენ გვაქვს ჩვენი ეროვნული ინტერესები და ბოლომდე დავიცავთ ამ ინტერესებს. ეროვნული ინტერესი არის იმის არ დაშვება, რაც მოხდა უკრაინაში. უკრაინაში იყო და არის ომი, განადგურება, უზარმაზარი მსხვერპლი. რა თქმა უნდა, ამის საპირწონედ  არის კარგი თანამშრომლობა ევროპულ ბიუროკრატიასთან, მაგრამ მერწმუნეთ, უკრაინელი ხალხისთვის ეს დიდი ვერაფერი ნუგეშია. საქართველოში ჩვენ მოვახერხეთ ამ სცენარისგან, მეორე ფრონტისგან თავის არიდება და ამის გამო  არის გაგულისებული „დიფ სთეითი“ და შესაბამის ქმედებებში იყენებენ ევროპულ ბიუროკრატიას“,…

ირაკლი კობახიძე -ძალიან მძიმედ შესაფასებელია განცხადებები,რასაც ვისმენთ ანაკლიასთან დაკავშირებით -როცა ხარ ამერიკე ლიდა არ მოგწონს ჩინური კომპანიისმონაწილეობა რაღაც პროექტში,მაშინ შემოგეტანა  შენ განაცხადი,ეს არი ცარიელი სპეკულაციები

ძალიან მძიმედ შესაფასებელია ის განცხადებები, რასაც ვისმენთ ანაკლიასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს  ბათუმში განუცხადა. პრემიერის თქმით, ანაკლიის პროექტი იყო კონკრეტული კონსორციუმის ხელში, რომელსაც ხელმძღვანელობდა ხაზარაძე და მას ჰქონდა ყველანაირი შანსი, რომ მოეზიდა ამერიკული ინვესტიცია. „ძალიან მძიმედ შესაფასებელია ის განცხადებები, რასაც ვისმენთ ანაკლიასთან დაკავშირებით. ანაკლიის პროექტი ჯერ იყო კონკრეტული კონსორციუმის ხელში, რომელსაც ხელმძღვანელობდა დღეს უკვე ე.წ. პოლიტიკოსი ხაზარაძე. მას ჰქონდა ყველანაირი შანსი, რომ მოეზიდა ამერიკული ინვესტიცია, მაგრამ ნული. ან მან რატომ ვერ მოიზიდა, ან ამერიკელები რატომ არ დაინტერესდნენ? შემდეგ გამოცხადდა ოფიციალური, ღია პროცედურა. რატომ არ შემოიტანა განაცხადი რომელიმე ამერიკულმა კომპანიამ. როცა ხარ ამერიკელი და არ მოგწონს ჩინური კომპანიის მონაწილეობა რაღაც პროექტში, მაშინ შემოგეტანა შენ განაცხადი. ცარიელი სპეკულაციებია. ქალბატონი შაჰინიც არის „დიფ სთეითის“ ერთი მორიგი თანამშრომელი და ამიტომ აკეთებს ასეთ განცხადებებს“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე-არასწორია კონკრეტულ ადამიანებზე კონკრეტული თანამდებობის პირების მიბმა,ეს არის ერთგვარი სპეკულაციები,თორნიკე რიჟვაძე იყო „ქართული ოცნების“გუნდის კადრიდა დღემდე არის „ქართული ოცნების“გუნდის წევრი

ეს არის ერთგვარი სპეკულაციები, როცა თქვენ ამბობთ, რომ თორნიკე რიჟვაძე ირაკლი ღარიბაშვილის კადრია, ეს არის არასწორი, ის იყო „ქართული ოცნების“ გუნდის კადრი და დღემდე არის „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა. მისივე თქმით, არასწორია კონკრეტულ ადამიანებზე კონკრეტული თანამდებობის პირების მიბმა. პრემიერმა კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა თორნიკე რიჟვაძეს იმისათვის, რომ ის, 7 წლის განმავლობაში, ის პროფესიონალიზმითა და ღირსებით ემსახურებოდა აჭარის უმნიშვნელოვანესი  მხარის განვითარებას. „7 წლის წინ დაიკავა თანამდებობა თორნიკე რიჟვაძემ, ის იყო და არის „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი და ჩვენთან ასე არ ხდება ხოლმე, თქვენი მხრიდანაც არასწორია კონკრეტულ ადამიანებზე კონკრეტული თანამდებობის პირების მიბმა. თუ ვინმე იყო ჩართული იმ პროცესებში, 7 წლის წინ, რომელიც უკავშირდებოდა მის მიერ თანამდებობის დაკავებას, ერთ-ერთი პირველი ვიყავი, სწორედ, მე. აქედან გამომდინარე, ეს არის ცარიელი სპეკულაციები. რაც შეეხება მის გადაწყვეტილებას, მან მიიღო ეს გადაწყვეტილება და უმჯობესია, თავად გააკეთოს კომენტარი, თუ საჭიროდ ჩათვლის, საკუთარ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. მე მინდა, კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა თორნიკე რიჟვაძეს იმისათვის, რომ ის, 7 წლის განმავლობაში, პროფესიონალიზმითა და ღირსებით ემსახურებოდა აჭარის უმნიშვნელოვანესი მხარის განვითარებას,“- განაცხადა პრემიერმა.

დიმიტრი ხუნდაძე: ახალი მსოფლიო წესრიგი, რომელიც ახლა დაიწყო და კიდე კარგა ხანს გასტანს, ბევრ სიურპრიზს ჰპირდება სამყაროს და იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველოს ნეგატიური პროცესები არ შეეხება

„მსოფლიოს სჭირდება ძლიერი ამერიკა და ძალთა ბალანსი. ეს ჩვენი სურვილიც არის – გაწონასწორებული გლობალური პოლიტიკა, რომელიც…

მიხეილ ყაველაშვილმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ახალი თავმჯდომარე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს წარუდგინა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ახალი თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი…

ზურაბ ქადაგიძე: გვარამიას ბიოგრაფია, კლასგარეშედ უნდა ისწავლებოდეს – როგორია ადამიანის დეგენერაცია, მრისხანე პროკურორიდან “ნუ პაგაძის” ” ბაბაიაგობამდე”

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში ნიკა გვარამიას განცხადებას ეხმიანება, სადაც მან „რეჟიმის დასრულება“…

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული სადღესასწაულო წირვას სენაკში დაესწრო

7 აპრილს, მართლმადიდებელი ეკლესია, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულს აღნიშნავს. ხარების საუფლო დღესასწაულთან დაკავშირებით, წმინდა იოანე ნათლისმცემლის…

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენება საქართველოსთვის ეროვნული ინტერესის საკითს წარმოადგენს- შალვა პაპუაშვილი

პარლამანტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილის ანაკლიის პორატთან დაკავშირებით, ჯინ შაჰინის განცხადებას ეხმიანება. “ამ პროექტზე ღია საერთაშორისო ტენდერი…

გლდანის გამგეობამ ორ მისამართზე გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობის სამუშაოები დაასრულა

გლდანის რაიონის გამგეობამ ლიბანის ქუჩის N29 და დავით ჯაბიძის ქუჩის N31კორპუსებთან დაზიანებული გრუნტის დამჭერი კედლების მოწყობის სამუშაოებიდაასრულა.ლიბანის…

პრემიერ-მინისტრი სლოვენიასა და ვატიკანში საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სლოვენიის რესპუბლიკასა და ვატიკანში საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებს შეხვდა. სლოვენიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოსტზე კონსტანტინე სურგულაძე,  წმინდა საყდართან კი საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დავით მექვაბიშვილი დაინიშნა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა  დიპლომატებს მისიების დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა. სლოვენიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კონსტანტინე სურგულაძე დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პოსტს იკავებდა,  ასევე სხვადასხვა დროს იყო ნიდერლანდების სამეფოსა და იტალიის რესპუბლიკაში  საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი. წმინდა საყდართან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დავით მექვაბიშვილი კი სხვადასხვა დროს მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოში იერუსალიმის, როდოსისა და მალტის წმინდა იოანეს სახელობის სამხედრო სუვერენული ორდენის საელჩოში.