მაკა ბოჭორიშვილი შეხვედრებს გამართავს ისრაელის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, გიდეონ საართან, ქნესეთის სპიკერთან, ამირ ოხანასთან, ეროვნული უსაფრთხოების მინისტრთან, იტამარ ბენ-გვირისთან და სოფლის მეურნეობის და სასურსათო უსაფრთხოების მინისტრთან, ავი დიხტერთან.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იერუსალიმის მართლმადიდებლურ საპატრიარქოს ეწვევა და იერუსალიმის პატრიარქს, მის უწმინდესობა თეოფილე III-ს შეხვდება.
მაკა ბოჭორიშვილი იერუსალიმში, ჰოლოკოსტის მსხვერპლთა მემორიალს “იად ვაშემი” გვირგვინით შეამკობს.