დაინახეს იმედის ჟურნალისტების სოლიდარობა თავიანთი კოლეგის მიმართ და ამ ზონდერმა ჟურნალისტებმა იქით დაიწყეს ზეწოლა და მორიგი…
წელი: 2024
მამუკა მდინარაძე : ყველას სჭირდება, რომ გლობალურ ბრძოლებში და ომში გამოიყენოს საქართველო როგორც პაიკი- ჩვენ ამას არ ვთმობთ
მოლაპარაკებას თუ მოლდოვას უხსნიან ესენგე-ს ქვეყანას, რომლის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ რუსეთში უნდა ჩავიდნენ და მოლაპარაკებები…
მამუკა მდინარაძე- საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც მიდის პოლიციელთან და რუსს ეძახის, ის არც პრეზიდენტია და არც ქართველია
„საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც მიდის პოლიციელთან, ქართველთან და ეძახის რუსს, ის არც პრეზიდენტია და…
მამუკა მდინარაძე რადიკალებზე: ისევე, როგორც „გამჭვირვალობის კანონის“ შემთხვევაში ჩავუშალეთ შემოდგომის გეგმები, ამ შემთხვევაშიც ვიცილებთ ყველა გაზაფხულისა და შემოდგომის არეულობებს, მათ შორის, პირველ რიგში, 16 დეკემბრიდან ახალ წლამდე არეულობას ვიცილებთ თავიდან
16 დეკემბერს უნდა მომხდარიყო არეულობა იქიდან გამომდინარე, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლო და მას უარი უთხრა…
მამუკა მდინარაძე: ადამიანი აქციაზე რომ დარბის, მაგრამ თავისი საქმე იცის კარგად, „ნაცები“ უშვებდნენ კი არა იჭერდნენ და ჩვენ არ გავუშვით, მაგრამ ახლა, როცა ეს ადამიანები გადიან ყოველგვარ ზღვარს და სიცრუეს ტირაჟირებენ თავისი ანტისახელმწიფოებრივი მოქმედებებით, ამაზე უნდა იზრუნოს ყველა უწყებამ
რომელიღაც სამინისტროს თანამშრომელი, რომ განცხადებას დებს და აწერს ხელს სიცრუეზე დაყრდნობით, ეს თქვენი ბრალიაო გვეუბნებიან. რადიკალური…
გიორგი ვოლსკი: დღემდე საერთაშორისო დამკვირვებელთა პოზიტიური შეფასებების ინტერპრეტირებასაც ახდენდნენ, როგორც ცნობილი გახდა, გუშინ ბრიუსელში, ევროკავშირის ელჩების დახურულ შეხვედრაზეც იგივე შინაარსის განცხადება გააკეთა ODIHR-ის მისიის ხელმძღვანელმა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი, ოპონენტების მხრიდან, საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ არჩევნებთან დაკავშირებით გაკეთებული პოზიტიური…
ირაკლი კობახიძე- სალომე ზურაბიშვილი ვერ ელევა საკუთარ სკამს, ცდილობს, რაღაცნაირად დაუპირისპირდეს მმართველ გუნდს,ის არის მილევად რეჟიმში, მის ქმედებებს დიდ მნიშვნელობას არ მივანიჭებდი
სალომე ზურაბიშვილი ვერ ელევა საკუთარ სკამს და ყველანაირად ცდილობს, რაღაცნაირად დაუპირისპირდეს მმართველ გუნდს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილი არ აღიარებს არჩევნების შედეგებს და უნდა, რომ რაღაცნაირად ამ რეჟიმში გაატაროს დარჩენილი ხუთი პარასკევი. „როდესაც ხარ ჯერ კიდევ პრეზიდენტი და გყავს ამხელა ადმინისტრაცია, შეიძლება, თავად სალომე ზურაბიშვილს არ ჰქონდეს მოსმენილის გააზრების უნარი, მაგრამ მინიმუმ მის ადმინისტრაციას უნდა ჰქონდეს მოსმენილის და წაკითხულის გააზრების უნარი. როდესაც იცი რა ითქვა და სიცრუით პასუხობ ამ ყველაფერს, ბუნებრივია, ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს სალომე ზურაბიშვილის რეალურ განზრახვაზე. ის ვერ ელევა საკუთარ სკამს და ყველანაირად ცდილობს, რომ რაღაცნაირად დაუპირისპირდეს მმართველ გუნდს. ის არ აღიარებს არჩევნების შედეგებს და უნდა, რომ რაღაცნაირად ამ რეჟიმში გაატაროს დარჩენილი 5 პარასკევი, თუმცა ეს 5 პარასკევიც ამოიწურება და აქტუალობას დაკარგავს თავიდან ბოლომდე ეს ქალბატონი. შესაბამისად, მე მის ქმედებებს დიდ მნიშვნელობას არ მივანიჭებდი. ის არის მილევად რეჟმში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძე – ირაკლი კობახიძე – შემდეგი 4 წლის განმავლობაში შესრულდება მთავარი – ასოცირების დღის წესრიგით და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების 90 %-ზე მეტი, თუ ამას გაიაზრებენ გუშინდელი შეკრების მონაწილეები, ამ შემთხვევაში დღეს აღარავინ გააპროტესტებს გუშინდელ ბრიფინგს
ერთადერთი, ვინც აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას ხელოვნურად, ესენი არიან კონკრეტული ევროპელი ბიუროკრატები და კონკრეტული ევროპელი პოლიტიკოსები, –…
ირაკლი კობახიძე – როდესაც საქმე მიდგება ევროკავშირში გაწევრიანებაზე, იკითხავენ – გვაქვს თუ არა შესრულებული ასოცირების შეთანხმება, ასოცირების დღის წესრიგი და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები,ის, რომ არ შეჩერებულა ევროინტეგრაციის პროცესი,სწორედ ამით დასტურდება
მოლაპარაკებების გახსნა და კანდიდატის სტატუსი არის ფორმალური მხარე, მას შემდეგ, რაც მოგვენიჭა კანდიდატის სტატუსი, ოპოზიციამაც აღიარა,…
ირაკლი კობახიძე – ჩვენ ვართ ევროპული ღირებულებების ერთგულნი, ევროპული კურსის ერთგულნი, ძალიან მკაფიოდ ითქვა, თუ რა პრაქტიკული ნაბიჯები გადაიდგმება ჩვენი მხრიდან იმისთვის, რომ 2030 წლისთვის გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა
სამი წელი არ დაასვენეს ეს ქვეყანა და ხელოვნურად გამოიყენებოდა ამისათვის ინსტრუმენტად ჯერ კანდიდატის სტატუსი, შემდეგ კი…
„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ – ევროკავშირის ინსტიტუტების და ბიუროკრატების მხრიდან არაერთხელ იყო გაჟღერებული, რომ მოლაპარაკების გახსნის ეტაპი თავად ევროკავშირმა შეაჩერა, ვხედავთ მცდელობას, რომ აღნიშნულ მოცემულობაზე საქართველოს ხელისუფლების ადეკვატური რეაქცია ჩვენი ქვეყნის მხრიდან უარის თქმად წარმოჩინდეს
საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ დაფუძნების დღიდან, ერთ-ერთი მთავარ მიზნად ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის თემის პოლიტიკური მძევლობიდან…
ირაკლი კობახიძე – გუშინ კიდევ ერთხელ დავუდასტურეთ საზოგადოებას, რომ 2030 წლისთვის საქართველო იქნება ყველა კანდიდატ ქვეყანაზე მეტად მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად, მოლაპარაკებების გახსნა არის ფორმალური გადაწყვეტილება, რომელიც არ აჩქარებს ქვეყნის გაწევრიანებას ევროკავშირში
ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნა არის ფორმალური გადაწყვეტილება, რომელიც არ აჩქარებს ქვეყნის გაწევრიანებას ევროკავშირში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მოლაპარაკებების გახსნის საკითხის დღის წესრიგიდან დროებით მოხსნას ექნება ერთადერთი პრაქტიკული შედეგი, ამ საკითხს ქვეყნის დასაშანტაჟებლად და საზოგადოების გასახლეჩად ვეღარავინ გამოიყენებს. „მინდა, გამოვეხმაურო გუშინ განვითარებულ მოვლენებს. როგორც მოგეხსენებათ, გუშინ მმართველი პარტიის სახელით გაიმართა ბრიფინგი, სადაც კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი ერთგულება ტრადიციული ევროპული ფასეულობებისა და საქართველოს ევროპული კურსის მიმართ. ასევე, კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი მზაობა, 2028 წლისთვის შევასრულოთ ასოცირების დღის წესრიგითა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების 90 პროცენტზე მეტი. სწორედ აღნიშნული ვალდებულებების შესრულება არის გზა ევროკავშირში საქართველოს სრული ინტეგრაციისკენ. გუშინ კიდევ ერთხელ დავუდასტურეთ საზოგადოებას, რომ 2030 წლისთვის საქართველო იქნება ყველა კანდიდატ ქვეყანაზე მეტად მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად. იმავდროულად, ჩვენ გავახმოვანეთ ჩვენი გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარი ვთქვით ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან. კიდევ ერთხელ გვინდა განვმარტოთ, რომ მოლაპარაკებების გახსნა არის ფორმალური გადაწყვეტილება, რომელიც არ აჩქარებს ქვეყნის გაწევრიანებას ევროკავშირში. ამის საუკეთესო დასტურია მონტენეგრო და სერბეთი, რომლებსაც მოლაპარაკებები შესაბამისად 2012 და 2014 წელს გაუხსნეს, თუმცა, ამას ევროკავშირში მათი გაწევრიანება ოდნავადაც არ დაუჩქარებია. ამის საუკეთესო ასევე მაგალითია თურქეთიც, რომელსაც მოლაპარაკებები 2005 წელს გაუხსნეს, თუმცა, 2016 წელს საერთოდ შეუწყვიტეს. ამ ფონზე, მით უფრო მიუღებელია, რომ სრულიად არაფრისმომცემი მოლაპარაკებების გახსნის საკითხი ჩვენი ქვეყნის შანტაჟისა და საზოგადოების გახლეჩის ინსტრუმენტად გამოიყენება. ამის გათვალისწინებით, ჩვენი მხრიდან მოლაპარაკებების გახსნის საკითხის დღის წესრიგიდან დროებით მოხსნას ექნება ერთადერთი პრაქტიკული შედეგი – ამ საკითხს ქვეყნის დასაშანტაჟებლად და საზოგადოების გასახლეჩად ვეღარავინ გამოიყენებს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი კობახიძე – საქართველო რჩება ევროინტეგრაციის მიზნის ერთგული, საქმე შანტაჟის ნაცვლად – ეს არის ჩვენი დამოკიდებულება პროცესისადმი, მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით ევროპისკენ – ეს არის ჩვენი დამოკიდებულება პროცესისადმი
საქართველო რჩება ევროინტეგრაციის მიზნის ერთგული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის…
გურამ მაჭარაშვილი: 2030 წლამდე არ იგეგმება ევროკავშირის გაფართოება და შესაბამისად, 2028 წლამდე აზრიც არ აქვს მოლაპარაკებების გახსნას, რადგან ეს ვაჭრობის საგნად გაგვიხადეს
პარლამენტის წევრი, დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი „ქართული ოცნების“ საერთო განცხადებას ეხმიანება. დეპუტატის თქმით, გუშინდელმა დღემ დაადასტურა, რომ…
ირაკლი კობახიძე – დეზინფორმაციულ კამპანიაში ჩაერთო პაველ ჰერჩინსკი, ყველაფერს აქვს საზღვარი, თუ ქცევის ცვლილებას არ ვიხილავთ, მომავალში ამგვარ ფაქტებზე, როგორც ევროკავშირის ელჩის, ისე სხვა შესაბამისი ელჩების მიმართ, რეაგირება აუცილებლად გვექნება
გამუდმებული შანტაჟი ხან კანდიდატის სტატუსით, ხან მოლაპარაკებების გახსნის საკითხით და ხან საბიუჯეტო დაფინანსებით, შეურაცხყოფს ჩვენს საზოგადოებას…