სტაჟირების პროგრამის მთავარი ამოცანაა, კურსდამთავრებულებს გაუადვილდეთ პროფესიულ ცხოვრებაში შესვლა, რაც მათ ხელს შეუწყობს შემდგომ კარიერულ ზრდაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რეგიონების უნივერსიტეტების სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ პროგრამის ფარგლებში მთავრობა ითანამშრომლებს როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, ისე კერძო სექტორთან. „სტაჟირების პროგრამის ძირითად მონახაზზე უკვე გვქონდა საუბარი. საპილოტე რეჟიმში უკვე წელსვე უნდა ამოქმედდეს ეს პროგრამა,3000- ზე მეტი კურსდამთავრებული უნდა იყოზ მიღებული სტაჟირებაზე, პროგრამის ფარგლებში. ჩვენი წარმოდგენით, დაახლოებით 4თვიანი უნდა იყოს ეს პროგრამა და კურსდამთავრებულები მიღებულნი იქნებიან სტაჟირების პროგრამაზე სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში. ასევე ჩვენ გვექნება თანამშრომლობა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, რაც განსაკუთრებით საინტერესო შეიძლება იყოს რეგიონების უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის და ვითანამშრომლებთ კერძო სექტორთან, რათა ზოგადად კერძო სტრუქტურებში იყოს უზრუნველყოფილი კურსდამთავრებულების მიღება. ამ პროგრამის მთავარი ამოცანა არის ის, რომ კურსდამთავრებულებს გაუადვილდეთ პროფესიულ ცხოვრებაში შესვლა, რაც მათ ხელს შეუწყობს შემდგომ კარიერულ ზრდაში. ეს არის მთავარი ამოცანა. პარლამენტმა მიიღო ამ საკითხთან დაკავშირებით კანონი ჯერ კიდევ შარშან და სწორედ ამ კანონის საფუძველზე წელს მთავრობამ დააანონსა ეს ახალი პროგრამა,“- განაცხადა პრემიერმა, ირაკლი კობახიძის თქმით, პროგრამა სტუდენტებთან გამართული კონსულტაციების საფუძველზე, მათი რჩევების გათვალისწინებით ამოქმედდება. „ბევრი რამ იქნება დამოკიდებული დეტალებზე. ჩვენ არ გვინდა, რომ ცალმხრივად შევიმუშაოთ პროგრამა. ამ პროგრამის მთავარი მოსარგებლეები არიან კურსდამთავრებულები, სტუდენტები და თუ თქვენგან არ მოვისმენთ იმას, თუ როგორ იქნება უკეთესი ამ პროგრამის ჩამოყალიბება, შეიძლება „სტარტი“, დასაწყისი არ გამოვიდეს წარმატებული. ამიტომ გვინდა, კონსულტაციები გავიაროთ, თქვენგან მივიღოთ რჩევები. გავაგრძელებთ კონსულტაციებს და გვინდა, რომ სწორედ ასეთი კონსულტაციების საფუძველზე მივცეთ საბოლოო სახე ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამას, რომელიც უკვე სექტემბრიდან უნდა ამოქმედდეს. დარწმუნებული ვარ, რომ დღეს გვექნება ნაყოფიერი დისკუსია ყველა საკითხთან დაკავშირებით. ძალიან ნაყოფიერი იყო სტუდენტებთან წინა შეხვედრა. ველოდებით, რა თქმა უნდა, ასეთივე საინტერესო დისკუსიას თქვენთან,“- აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.
წელი: 2024
კახა კალაძე: ფედერაცია ნაკრების წევრებს უქმნის ყველა პირობას, რომ მინდორზე საუკეთესოდ ითამაშონ. ასეთ დამოკიდებულებას მოაქვს შედეგი
თბილისის მერი გამოეხმაურა პარტია „ლელოს“ წევრის, თაზო დათუნაშვილისგანცხადებას, სადაც მან საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიულგამარჯვებაზე ისაუბრა და…
კახა კალაძე გახარიაზე: მისი განცხადებები რეალობას ძალიან აცდენილია
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ რეალობას აბსოლუტურადაცდენილი უწოდა გიორგი გახარიას განცხადებას „ქართულიოცნების“ მომავალ არჩევნებში დამარცხებასა და ოპოზიციაშიგადანაცვლებასთან…
კახა კალაძე: ის, რომ კონკრეტული ადამიანები იბრძვიან,როგორმე საარჩევნო ბარიერი გადალახონ, საზოგადოების პასუხია მათ რადიკალიზმზე
ბოროტების და რადიკალიზმის ადგილი ქართულ პოლიტიკაშიარ არის, – ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემჟურნალისტის მიერ დასმულ…
ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე არსებული შუა ზოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური კრწანისის რაიონში,ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე არსებული შუა ზოლის რეაბილიტაციას ახორციელებს.სარეაბილიტაციო არეალი…
ჯანდაცვის მინისტრმა ინფექციური საავადმყოფოს ახალი შენობის სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაათვალიერა
ჯანდაცვის მინისტრმა ინფექციური საავადმყოფოს ახალი შენობის სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაათვალიერა. მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ,…
მუნიციპალური ტრანსპორტის სხვადასხვა მარშრუტს 30 მარტიდან ავტობუსები დაემატება
დედაქალაქში მოქმედ მუნიციპალური ტრანსპორტის ხუთ მარშრუტს 30 მარტიდანავტობუსები დაემატება და მოცდის ინტერვალი შემცირდება.ავტობუსების რაოდენობა N309, N310,…
ComCom-მა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში 5G-ის შესახებ ლექცია ჩაატარა
კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებით, ახალგაზრდებში სატელეკომუნიკაციო სფეროსადა თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, ბათუმისსახელმწიფო უნივერსიტეტში 5G-ის შესახებ…
ილია დარჩიაშვილი არგენტინაში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი არგენტინაში ვიზიტის ფარგლებში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა.შეხვედრა ქ.ბუენოს აირესში საქართველოს საელჩოში გაიმართა…
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი არგენტინაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ეწვია ბუენოს-აირესის საკანონმდებლო ორგანოს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი არგენტინაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ეწვია ქ. ბუენოს-აირესის საკანონმდებლო ორგანოს, სადაც,…
თავდაცვის მინისტრი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩს,შერაზ გასრისა და თავდაცვის ატაშეს, ვიცე-პოლკოვნიკ ფრედერიკ კამპოსს უმასპინძლა.ირაკლი…
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის ფარგლებში, არგენტინის საგარეო უწყებაში 1919 წლის საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარების ისტორიული დეკრეტი გამოფინეს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილის არგენტინის რესპუბლიკაში ვიზიტის აღსანიშნავად, არგენტინის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოფინეს ისტორიული…
ილია დარჩიაშვილი არგენტინის რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს, სენატის პრეზიდენტს შეხვდა
არგენტინის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, შეხვედრა გამართა არგენტინის რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტთან, არგენტინის…
თავდაცვის მინისტრი საქართველოში ესტონეთის ელჩს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ჩიქოვანი საქართველოში ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რიინა კალიურანდს შეხვდა. გაცნობით შეხვედრაზე…
ComCom-ის წარმომადგენლებმა BEREC-ის ფორუმში მიიღეს მონაწილეობა
კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ეკატერინე იმედაძემ და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა, ნინო გრძელიშვილმა, ელექტრონული კომუნიკაციების ევროპული მარეგულირებლების…