გამჭვირვალობას და გახსნილობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და გადაწყვეტილებები უნდა იქნას მიღებული საზოგადოების ფართო ჩართულობით, განსაკუთრებით შესაბამისი დარგის წარმომადგენლების ფართო ჩართულობით, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა. მისივე თქმით, დღეს, სტუდენტებთან გამართული შეხვედრა არის ამის ერთ-ერთი მაგალითი. „დღევანდელი შეხვედრაც არის ამის ერთერთი მაგალითი, ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომელიც ემსახურება სტუდენტების, კურსდამთავრებულების ინტერესებს და აქაც პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ვიდრე ეს გადაწყვეტილება მიიღება, პირველ რიგში, სწორედ მათთან გავიაროთ კონსულტაციები, იმ ადამიანებთან, რომლებსაც უნდა შეეხოს ჩვენი გადაწყვეტილება. ეს არის ჩემი მოწოდება ყველა მინისტრის, თუ საჯარო ხელისუფლების ყველა წარმომადგენლის მიმართ,“- აღნიშნა პრემიერმა.
წელი: 2024
პრემიერი – პრეზიდენტი ხვდება გიორგი კალანდარიშვილს, გამოდის, რომ აღიარებს ცესკო-ს თავმჯდომარის ლეგიტიმაციას, რომელსაც უარი უთხრა წარდგენაზე
ფაქტია, რომ პრეზიდენტი დღეს ხვდება სწორედ კალანდარიშვილს, მიუხედავად იმისა, რომ ის არ წარადგინა თავის დროზე პარლამენტში,…
სოსო არჩვაძე: ფულადი ტრანზაქციების შემცირება და სამამულო პროდუქტის ზრდის მაღალი ტემპი ხაზს უსვამს ეკონომიკური ზრდის შიდა პოტენციალის მზარდ როლს ქვეყნის დინამიკურ განვითარებაში, რაც დიდწილად მიღწეულია ხელისუფლების რაციონალური ეკონომიკური პოლიტიკით
2024 წლის თებერვალში გრძელდებოდა საქართველოს ეკონომიკის დამაჯერებელი ზრდა – საქართველოს ეროვნული პროდუქტი 2024 წლის თებერვალში გაიზარდა…
“ევროპის უნივერსიტეტის” სტუდენტებმა ცხოველებზე ზრუნვასთან დაკავშირებით ყველაზე მასშტაბური პროექტი დაიწყეს
“ევროპის უნივერსიტეტის” სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტური კლუბი “ვეტეუქეარს” პროექტის “ჩვენ ვზრუნავთ ცხოველებზე, თქვენ?!” ფარგლებში, ქალაქ თბილისის…
ირაკლი კობახიძე – ძალიან მიხარია, რომ ახალი მთავრობის საქმიანობის პირველივე თვე აღინიშნა მაღალი ეკონომიკური ზრდით, ეს არის 9.5 % და ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ამ ტენდენციას შევინარჩუნებთ
მე ძალიან მიხარია, რომ ახალი მთავრობის საქმიანობის პირველივე თვე აღინიშნა მაღალი ეკონომიკური ზრდით, ეს არის 9.5…
ირაკლი კობახიძე – ჩვენი ერთერთი მთავარი ამოცანა, ამბიციური მიზანი არის, რომ ევროპის ქვეყნების საუკეთესოსამეულში მოვხვდეთ კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით
ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, ამბიციური მიზანი არის ის, რომ ჩვენ გვინდა ევროპის ქვეყნების საუკეთესო სამეულში მოვხვდეთ კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ქუთაისში განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, კორუფციასთან ბრძოლა უნდა გაგრძელდეს და მომავალშიც ყველა სახელმწიფო უწყება, მათ შორის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იმოქმედებს ამ მიზნის შესაბამისად. „რაც შეეხება კორუფციასთან ბრძოლას, ეს არის მუდმივი საქმე. ერთერთი მთავარი ამოცანა, რაც ჩვენ დავისახეთ, ეს არის სწორედ კორუფციასთან ბრძოლა. ამაზე საგანგებო აქცენტები გავაკეთე, როცა მქონდა საპარლამენტო გამოსვლა. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, ამბიციური მიზანი არის ის, რომ ჩვენ გვინდა ევროპის ქვეყნების საუკეთესო სამეულში მოვხვდეთ კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, კორუფციასთან ბრძოლა უნდა გაგრძელდეს და მომავალშიც ყველა სახელმწიფო უწყება, მათ შორის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იმოქმედებს ამ მიზნის შესაბამისად. სახელმწიფო სისტემა არის ძალიან მსხვილი სუბიექტი, სადაც მუშაობს ათიათასობით ადამიანი და არ არსებობს ქვეყანა, სადაც არ გვაქვს კორუფციის შემთხვევები. ისეთი ქვეყნებიც კი, როგორებიც არიან მოწინავეები კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, მაგალითად, როგორიც არიან სკანდინავიის ქვეყნები და ა.შ. იქაც კი აქვთ კორუფცია სხვადასხვა დონეზე. შესაბამისად, აქ საუბარი მინისტრის პასუხისმგებლობაზე მე მგონია, რომ აბსოლუტურად არასწორია. კონკრეტული სავარაუდო დანაშაული გაიხსნა სახელმწიფო უსაფრთხოებისა სამსახურის მხრიდან, სადაც იყო ეჭვი დანაშაულთან დაკავშირებით, შესაბამისი პირების მიმართ დაიწყო სატანადო სამართლებრივი პროცედურები. დანარჩენი ამის მირმა არის სპეკულაციები“,…
პრემიერი – ღირსების ორდენის კანდიდატებს შორის წარვადგინეთ ფედერაციის ხელმძღვანელობა და უეფა-ს მხრიდან მათი განსაკუთრებული წვლილის დაფასება აბსოლუტურად ლოგიკურია
აბსოლუტურად მართებულია უეფა-ს განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ეს გამარჯვება წლების განმავლობაში შეიქმნა და რა თქმა უნდა, ამ…
ირაკლი კობახიძე-სალომე ზურაბიშვილს არ აქვს მორალური უფლება, ხვდებოდეს ცესკოს თავმჯდომარეს და საუბრობდეს არჩევნებზე, იმიტომ, რომ ის თავისი ვეტოთი მხარს უჭერდა ჩიხის შენარჩუნებას ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში
სალომე ზურაბიშვილს არ აქვს არავითარი მორალური უფლება, ხვდებოდეს ცესკოს თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ქუთაისში განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ზურაბიშვილი ვეტოს საშუალებით მხარს უჭერდა ჩიხის შენარჩუნებას ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. „სალომე ზურაბიშვილს არ აქვს არავითარი მორალური უფლება, ხვდებოდეს ცესკოს თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს. თქვენ გახსოვთ, რომ მიუხედავად კომისიის გადაწყვეტილებისა, მან კალანდარიშვილი არ წარადგინა ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატად. რატომ, იმიტომ, რომ კალანდარიშვილს თავის დროზე მხარი არ დაუჭირეს ხაბეიშვილმა, სამადაშვილმა, ვაშაძემ და სხვებმა. შესაბამისად, ზურაბიშვილს მორალური უფლება არ აქვს, რომ ხვდებოდეს კალანდარიშვილს. ეს ერთი და მეორე, მას არ აქვს მორალური უფლება საუბრობდეს არჩევნებზე, იმიტომ, რომ ის პირდაპირ თავისი ვეტოთი მხარს უჭერდა ჩიხის შენარჩუნებას ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. ყველა კარგად ხედავს, რომ სალომე ზურაბიშვილის ერთადერთი მიზანია, საბოტაჟი, რომ არჩევნებს რაღაცნაირად შეექმნას საფრთხე და პრობლემა. რა თქმა უდნა, ის ამას ვერ მიაღწევს. ის სპეკულაციებიც, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი შეუერთდა ემიგრაციასთან დაკავშირებით, ეს არის კოლექტიური ნაცმოძრაობის სპეკულაციური კამპანია და ამ კამპანი9ას შეუერთდა დრეს სალომე ზურაბიშვილი. ესეც აჩვენებს იმას, რომ სალომე ზურაბიშვილის ერთადერთი თვითმიზანია, რომ რაღაცნაირად ჩრდილი მიაყენოს არჩევნებს, რასაც ის რა თქმა უნდა, ვერ მიაღწევს“, – განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძე – ბატონ ბიძინა ივანიშვილთან მაქვს რეგულარული კომუნიკაცია; ის, როგორც საპატიო თავმჯდომარე, პარტიის მთავარი პოლიტიკური მრჩეველი არის ჩართული პოლიტიკურ პროცესებში
მე ბატონ ბიძინა ივანიშვილთან მაქვს რეგულარული კომუნიკაცია. არსებითად ეს არის სატელეფონო კომუნიკაცია. შესაბამისად, ის, როგორც საპატიო…
N326 ავტობუსის მარშრუტში მცირე ცვლილება განხორციელდა
ვაკის რაიონში, ელიზბარ მინდელის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე, შეფასებისა დაგამოცდების ეროვნული ცენტრის წინ საგზაო სამუშაოები ხორციელდება, რის…
ირაკლი კობახიძე – საზოგადოება ხედავს ყველაფერს და გვარამია ვერ გაქცევა იმას, რომ სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა მისი დამნაშავეობა
საზოგადოება ხედავს ყველაფერს და გვარამია ვერ გაქცევა იმას, რომ სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა მისი დამნაშავეობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ქუთაისში განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ის კიდევ ერთხელ დაესხა თავს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს. „გვარამიასთვის ძალიან მტკივნეულია ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო სტრასბურგის სასამართლომ. ის კიდევ ერთხელ დაესხა თავს ამ კონკრეტულ ინსტიტუტს, რასაც ჰქვია სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო და მისთვის გაეროსთვის მიმართვა არის პატარა ტრიუკი, რომლითაც ცდილობს გაექცეს მისთვის მტკივნეულ გადაწყვეტილებას, თუმცა საზოგადოება ხედავს ყველაფერს და გვარამია ვერ გაქცევა იმას, რომ სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა მისი დამნაშავეობა. ქართულმა საზოგადოებამ იცის, თუ რა დანაშაული ჩაიდინა გვარამიამ, კონკრეტულ შემთხვევაში. წარსული დანაშაულები კიდევ უფრო კარგად იციან, აქედან გამომდინარე, ვერავითარი ტრიუკებით ამ დანაშაულებისთვის პასუხისმგებლობას გვარამია თავიდან ვერ აირიდებს“, – განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძე – დისკუსია იყო ძალიან საინტერესო და ძალიან ღირებულია ის რჩევები, რომლებიც მივიღეთ სტუდენტებისგან, ამ რჩევებს აუცილებლად გავითვალისწინებთ
ინტერესი არის ძალიან დიდი და ძალიან საინტერესო დისკუსია შედგა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ…
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სპეციალური პენიტენციური სამსახურის უფროსი ინსპექტორი დააკავა
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, ძალადობის, მუქარისა დაიძულების ფაქტებზე, დაკავებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურისუფროსი ინსპექტორი პ.გ.გამოძიებით დადგინდა, რომ…
ირაკლი კობახიძე-ნაკრების გამარჯვება აჩვენებს, რომ სადაც არის ქვეყნის სიყვარული, ბრძოლის ჟინი და გამარჯვების რწმენა, იქ ყველაფერია შესაძლებელი
მართლაც ისტორიული გამარჯვება გვაჩუქეს ჩვენმა ბიჭებმა, ნაკრების წევრებმა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რეგიონების სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა სტუდენტებს საფეხბურთო წარმატება მიულოცა და აღნიშნა, რომ ემოციები ჯერ არ განელებულა. „ვისარგებლებ შემთხვევით და მოგილოცავთ საფეხბურთო წარმატებას. ემოციები ჯერ არ განელებულა და არც განელდება კიდევ დიდი ხანი. მართლაც ისტორიული გამარჯვება გვაჩუქეს ჩვენმა ბიჭებმა, ნაკრების წევრებმა და ეს გამარჯვება აჩვენებს, რომ სადაც არის ქვეყნის სიყვარული, ბრძოლის ჟინი და გამარჯვების რწმენა, იქ ყველაფერია შესაძლებელი აქვე მინდა გისურვოთ მომავალში, თქვენს პროფესიულ ცხოვრებაში ძალიან დიდი წარმატება და გამარჯვებები,“- განაცხადა პრემიერმა.