კახა კალაძე: ჩვენს ქვეყანაში ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება, გამოხატოს თავისი შეხედულება სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით

„ჩვენს ქვეყანაში ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება, გამოხატოს თავისი შეხედულება სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით“, – ასე პასუხობს თბილისის…

პრემიერ-მინისტრი ევროკავშირის  საბჭოს პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის  დელეგაციას  შეხვდა

საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია, კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილების მნიშვნელობა, რეფორმების გზაზე მიღწეული პროგრესი და რეგიონში არსებული ვითარება იყო პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის (PSC) დელეგაციის წევრების შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო  ევროპული საბჭოს ისტორიულ გადაწყვეტილებას  საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ, რამაც ევროკავშირთან ურთიერთობა სრულიად ახალ, სტრატეგიულ დონეზე აიყვანა.  აღინიშნა, რომ ქვეყნის მიზანი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე შემდგომი  პროგრესია. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა  ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მხარდაჭერის მნიშვნელობას ამ პროცესში და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება რჩება საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად. საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობას ეკონომიკური ინტეგრაციისა და უსაფრთხოების სფეროებში. ითქვა, რომ საქართველო რჩება რეგიონში ევროკავშირის საიმედო პარტნიორად. მხარეებმა ისაუბრეს აგრეთვე ასოცირების დღის წესრიგითა და ,,ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ“ შეთანხმებით (DCFTA) გათვალისწინებული რეფორმების თაობაზე. შეხვედრისას ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ რთულ ვითარებას. მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა დელეგაციის წევრებს ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის ერთგულია. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა  სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ინსტიტუტისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მნიშვნელობას.

თბილისში პირველი საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი – Touch RGB გაიმართება

Touch Plarform-ის ორგანიზებით, 11 აპრილს საქართველოში პირველი საერთაშორისო დიზაინ ფესტივალი – Touch RGB-ს გაიმართება. ღონისძიების ფარგლებში,…

ნორიოს ადმინისტრაციულ ერთეულში ორი, თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი მინი სპორტული მოედნის მშენებლობა დასრულდა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა დავით კარგარეთელმა, პირველმა მოადგილემ რამაზ ბუდაღაშვილმა, ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის ხელმძღვანელმა…

ეკა სეფაშვილი: წინა ელჩს დაჟინებით ვთხოვდით, თავი დაენებებინა ზოგადი ფრაზებით საუბრისათვის და პუნქტობრივად ჩამოეწერა, თუ რაში დაიხარჯა ამერიკიდან წამოსული თანხები. ზუსტად ანალოგიური შეკითხვა მაქვს ქალბატონ დანიგანთან – ქართველ ხალხს აინტერესებს, კონკრეტულად რას მოხმარდა ის თანხა, რითაც ასე ამაყობთ

„დღეს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, რობინ დანიგანმა გააგრძელა მისი წინამორბედის ცრუ რიტორიკა აშშ-ის მიერ საქართველოში დახარჯულ…

ზურაბ ქადაგიძე: პრივილეგირებული ენჯეოები საქართველოში კლავენ სამოქალაქო სექტორს – სამოქალაქო სექტორის გადასარჩენად გამჭვირვალობის კანონი სასწრაფოდ მისაღებია

„ნებისმიერ აქტორს, რომელსაც პრეტენზია აქვს, საზოგადოებაში რაიმეს წარმოადგენდეს, უნდა გააჩნდეს ლეგიტიმაცია და გამოირჩეოდეს საზოგადოების მხრიდან ნდობით,“…

გურამ მაჭარაშვილი: თუ აშშ-ის ელჩი თვლის, რომ მხოლოდ განსხვავებაა პრობლემა და მკაცრი მუხლები ქართულ ვერსიაში არ წერია, დავამატოთ ის მკაცრი მუხლებიც, რომლებიც დღეს ამერიკაში მოქმედებს

„თუ აშშ-ის ელჩი თვლის, რომ მხოლოდ განსხვავებაა პრობლემა და მკაცრი მუხლები ქართულ ვერსიაში არ წერია, დავამატოთ…

ზურაბ ქადაგიძე: არანაირი უკან დახევა! შევდივართ ძალიან სახიფათო ფაზაში, სადაც თამაშის მისაღებ წესებს არ გვთავაზობენ ის საერთაშორისო აქტორები, რომლებიც გამალებით ცდილობენ საქართველოს პირად პოლიტიკურ სივრცეში ჩართვას

„ყველაზე ცუდი ის არის, რომ რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ და დიპლომატიური კონიუნქტურა მოვიშველიოთ, რათა ფრაზები შევარჩიოთ…

მეტეხის გვირაბში ღამის საათებში საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

მეტეხის გვირაბის მიმდებარედ არსებულ ფერდზე ქვათაცვენის საწინააღმდეგო სამუშაოები იგეგმება. უსაფრთხოების მიზნით, ფერდის გაწმენდის სამუშაოები განხორციელდება, რის…

ირაკლი კობახიძე  სპორტი ყველასია და ასეთად უნდა  დარჩეს, ამიტომ,  ჩვენი პასუხისმგებლობაა, სუბიექტურ ინტერესებზე  მაღლა დავდგეთ  და ქართულ სპორტსა და ხელოვნებას  პოლიტიკა მაქსიმალურად ავარიდოთ

კარგად გვესმის, რომ სპორტი ყველასია და ასეთად უნდა დარჩეს. ამიტომ, ჩვენიპასუხისმგებლობაა, სუბიექტურ ინტერესებზე მაღლა დავდგეთ და ქართულ სპორტსა და ხელოვნებას პოლიტიკა მაქსიმალურად ავარიდოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე „ფეისბუქზე“ წერს. როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, ოპოზიცია, აქტიურად ცდილობს, ქართული სპორტი და ხელოვნება საკუთარ პოლიტიკურ ჭუჭყში გასვაროს. „ორი კვირის წინ ისტორიულმა საფეხბურთო გამარჯვებამ ქართველი ხალხი გაგვაერთიანა. ბედნიერებისა და ეროვნული სიამაყის განცდამ გააერთიანა ყველა, ვისთვისაც ძვირფასია სამშობლო, ქვეყანა, ქართული ფეხბურთი და საქართველოს გამარჯვება. სპორტი და ფეხბურთი ყველასია. სპორტი და ფეხბურთი თანაბრად ეკუთვნის საქართველოს ყველა გულშემატკივარს, ყველა პატრიოტ ქართველს. ქართულმა სპორტმა ბოლო წლებში უპრეცედენტო წარმატებებს მიაღწია. პირველად ისტორიაში საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავიდა, პირველად ისტორიაში მორაგბეებმა 6 ერის გუნდებს მოუგეს, პირველად ისტორიაში კალათბურთის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდა და მსოფლიოს 16 საუკეთესო გუნდს შორისაც მოხვდა, პირველად ისტორიაში წყალბურთის ნაკრებმა ევროპის 8 საუკეთესო გუნდს შორის დაიკავა ადგილი, პირველად ისტორიაში ხელბურთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავიდა და პირველი ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. როდესაც 30 წლის თავზე სპორტის ყველა ძირითად გუნდურ სახეობაში რაღაც პირველად ხდება, ეს ნიშნავს, რომ ამ ყველაფერში ხელისუფლების ძალისხმევის წილიც დიდია. თუმცა, ხელისუფლებას არასოდეს უცდია, ეს გამარჯვებები თავისთვის მიეწერა. კარგად გვესმის, რომ სპორტი ყველასია და ასეთად უნდა დარჩეს. ამიტომ, ჩვენი პასუხისმგებლობაა, სუბიექტურ ინტერესებზე მაღლა დავდგეთ და ქართულ სპორტსა და ხელოვნებას პოლიტიკა მაქსიმალურად ავარიდოთ. სამწუხაროა, რომ რასაც ჩვენ მაქსიმალურად ვუფრთხილდებით, საერთოდ არ უფრთხილდება ოპოზიცია, რომელიც აქტიურად ცდილობს, ქართული სპორტი და ხელოვნება საკუთარ პოლიტიკურ ჭუჭყში გასვაროს. აქედანაც ჩანს მათი დამოკიდებულება ქვეყნისა და იმ ყველაფრის მიმართ, რასაც საქართველოს იდენტობა უკავშირდება. მხოლოდ უსამშობლო ადამიანები თუ იკადრებენ იმას, რასაც ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები ქართული სპორტისა და ხელოვნების წინააღმდეგ კადრულობენ. ეს იყო მათი ხელწერა ხელისუფლებაში ყოფნის დროს, როდესაც კომპრომეტირებულ ხელოვანებს, სპორტსმენებს და მათი ოჯახის წევრებს საკუთარი ვიწრო პოლიტიკური ინტერესების სამსახურში აყენებდნენ და იგივეა მათი ხელწერა დღესაც. ამ ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ, რომელიც გულგრილი არ არის საკუთარი ქვეყნის, ქართული სპორტისა და ხელოვნების მიმართ, უნდა გააკეთოს ყველაფერი, რომ სააკაშვილის, გვარამიას, ხაზარაძის, გახარიას და გიგაურის პოლიტიკურ ჭუჭყში ქართული სპორტისა და ხელოვნების გასვრა არ დაუშვას”, – აღნიშნავს პრემიერი.

ჟურნალისტი თეა ფირცხალავა დოიაშვილს-იცი, როდის დავიჯერებდით შენს და შენი მსახიობების გულწრფელობას? როდის და სააკაშვილის რუსული რეჟიმის დროს, პატარა დოის და მის პატარა მსახიობებს, ერთხელ მაინც გაებედათ და მაყურებლების წინაშე ეკივლათ: „არა მიშას რუსულ და სისხლიან რეჟიმს“

ჟურნალისტი თეა ფირცხალავა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით მსახიობების, ხელოვანების და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების მხრიდან…

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თბილისის ჯუმა მეჩეთში მუსლიმებს რამადან ბაირამის დღესასწაული მიულოცა

პრემიერმა მეჩეთში შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ მუსლიმი თემი ქართული საზოგადოების განუყოფელი ნაწილია და…

“ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი ვაჟა კოკაია: ჩვენ საზოგადოებას ვაწვდით ინფორმაციას ახალი კანონპროექტის შესახებ, ქვეყანას ვაახლოებთ ევროპასთან, ხოლო “ნაციონალური მოძრაობის” მართული არასამთავრობოები პოსტერებზე გვიკრავენ ლგბტ საზოგადოების მხარდამჭერ პოსტერებს

“ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი, ვაჟა კოკაია, სოციალურ ქსელში წერს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” მიერ მართულმა არასამთავრობოებმა,…

ედიშერ გვენეტაძე: გვარამიასთანა ნაძირალა, როდესაც გლანძღავს ბატონო კახი ე.ი. ნამდვილად მაგარი და ჭეშმარიტად პატრიოტი კაცი ბრძანდები!

გვარამიასთანა ნაძირალა, როდესაც გლანძღავს ბნო კახი ე.ი. ნამდვილად მაგარი და ჭეშმარიტად პატრიოტი კაცი ბრძანდები! – ასე…

მამუკა მდინარაძე: რა არის რუსული ჩვენს კანონპროექტში მითხარით და კანონპროექტის გაწვევა კი არა, საერთოდ აღარ დავაყენებ არც ერთ ინიციატივას – ერთი კვირაა ერთი პუნქტი ვერ დაასახელეს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე, “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებას ეხმიანება, სადაც აღნიშნულია, რომ “მდინარაძის…