ირაკლი კობახიძე – საქართველო ერთგულია გლობალური ენერგეტიკული გარდაქმნის დაჩქარებისა და 2050 წლამდე ნახშირბადის ნულოვანი მაჩვენებლის მიღწევის იდეისადმი

საქართველო ერთგულია გლობალური ენერგეტიკული გარდაქმნის დაჩქარებისა და 2050 წლამდე ნახშირბადის ნულოვანი მაჩვენებლის მიღწევის იდეისადმი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა  ირაკლი კობახიძემ  COP29-ის ფარგლებში გამართული მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაზე – Energy: Advancing Climate Mitigation Action განაცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველო აფართოებს განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენებას, აუმჯობესებს ერგოეფექტურობას, აერთიანებს ქსელს მეზობელ ქვეყნებთან და მოქმედებს კლიმატურ ცვლილებებთან გამკლავების გლობალური მიზნების პოლიტიკის შესაბამისად. „საკანონმდებლო რეფორმებით, მწვანე ტექნოლოგიებში ინვესტირებითა და საზოგადოების ინფორმირებულობის ამაღლებით, წინ მივიწევთ ამ გარდაქმნის გზაზე. ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესაბამისად, მივიღეთ კანონი ენერგოეფექტურობის შესახებ, ხოლო 2022-2023 წლებში  შევიმუშავეთ 15 კანონქვემდებარე აქტი სხვადასხვა სექტორში ენერგიის მოხმარების შესამცირებლად. კანონში ცვლილებები 2024 წელს შევიდა და ის უკვე ევროკავშირის სტანდარტებს აკმაყოფილებს, რადგან ახალი მშენებლობებისგან გამკაცრებული ნორმების დაკმაყოფილებას, ხოლო არსებული შენობებისგან სავალდებულო სტანდარტის დაცვას მოითხოვს. საქართველომ ასევე დაამტკიცა კანონი განახლებადი ენერგიის შესახებ და 8 კანონქვემდებარე აქტი, რომლებიც განახლებადი ენერგიის მიმართულების გაძლიერებას ისახავს  მიზნად; დაგეგმილია  ბიოსაწვავის რეგულირება და განახლებადი ენერგიის მონტაჟის სერტიფიცირება 2025 წლამდე. გარდა ამისა, გერმანიისა და აზიის განვითარების ბანკების მხარდაჭერით ვიკვლევთ მწვანე წყალბადის შესაძლებლობებს, ხოლო მსოფლიო ბანკთან ერთად შემუშავებული „მწვანე ზრდის სტრატეგიის“ განხორციელება 2023 წელს დავიწყეთ,“- განაცხადა პრემიერმა.

პრემიერ-მინისტრმა COP29-ის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაში – Energy: Advancing Climate Mitigation Action 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ბაქოში, გაეროს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო მრგვალი მაგიდის ფორმატის…

იუსტიციის მინისტრისმოადგილემ ბუდაპეშტში გამართული მაღალი დონის კონფერენციის მონაწილეებს საქართველოში განხორციელებული რეფორმები გააცნო

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში, ევროკავშირის საბჭოს უნგრეთის თავმჯდომარეობის ფარგლებში მაღალი დონის კონფერენცია გაიმართა, რომელიც ეფექტიანი სამართალშემოქმედებითი საქმიანობის უზრუნველყოფის თემას ეძღვნება. კონფერენციაზე იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი მოხსენებით გამოვიდა.  მინისტრის მოადგილემ ისაუბრა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ კანონშემოქმედებითი საქმიანობის განვითარებასა და ევროკავშირში ინტეგრაციის პარალელურად საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის სამართალთან დაახლოების პრაქტიკაზე.  განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა კანონშემოქმედებით პროცესში საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფაზე, ასევე, მტკიცებულებებსა და ანალიზზე დაფუძნებული მიდგომების დამკვიდრებაზე, რასაც უზრუნველყოფს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი კომისიები და სამეცნიერო-აკადემიური საბჭო.  ბექა ძამაშვილმა ევროპელ კოლეგებს თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის დანერგვის ქართული გამოცდილება გაუზიარა და ამ მიმართულებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ უახლოეს მომავალში განსახორციელებელი აქტივობები გააცნო.  ბუდაპეშტის კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ ევროკავშირის წევრი და ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების იუსტიციის სამინისტროების ხელმძღვანელები, მაღალი დონის წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები.

კიევში 23-24 ნოემბერს ქვიარ პროპაგანდის ფესტივალი გაიმართება

ორგანიზაცია „კიევ პრაიდი“ 23-24 ნოემბერს უკრაინის დედაქალაქ კიევში ქვიარ პროპაგანდის ფესტივალს ჩაატარებს. „უქმეები არსებობს იმისთვის, რათა საინფორმაციო…

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბაქოში გაეროს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციაში მონაწილეობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ბაქოში, გაეროს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციაში (COP29) მონაწილეობს. კონფერენციის მონაწილე ლიდერებს გაეროს…

ირაკლი კობახიძე -საქართველო ერთგული  რჩება კლიმატის კრიზისის დაძლევის იდეისადმი და განაგრძობს ეფექტური ზომების მიღებას პოზიტიური ცვლილებების მხარდასაჭერად

საქართველო ერთგული რჩება კლიმატის კრიზისის დაძლევის იდეისადმი და განაგრძობს ეფექტური ზომების მიღებას პოზიტიური ცვლილებების მხარდასაჭერად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე  სოციალურ ქსელ X-ზე წერს. როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, ბაქოში მიმდინარე გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენცია  მნიშვნელოვანი მოვლენაა სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის. „ჩემთვის პატივია მონაწილეობა ბაქოში მიმდინარე გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციაში. ეს მნიშვნელოვანი მოვლენაა სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის. პარტნიორებთან ერთად განვიხილეთ კლიმატის ცვლილებიდან მომდინარე გამოწვევები და მათი ეფექტური გადაწყვეტის გზები მდგრადი მომავლისთვის. საქართველო ერთგული რჩება კლიმატის კრიზისის დაძლევის იდეისადმი და განაგრძობს ეფექტური ზომების მიღებას პოზიტიური ცვლილებების მხარდასაჭერად“, – აღნიშნავს პრემიერი.

კახა კალაძე – საქართველოს რომ აშანტაჟებენ, ეს არახალია,მათ უნდათ, ხელისუფლებაში ჰყავდეთ აგენტურა, რომელიც დავალებას კითხვის დასმის გარეშე შეასრულებს

„საქართველოს რომ აშანტაჟებენ, ეს არახალია და ამას ჩვენვხედავთ. ეს ყველაფერი საბაბია და მანდ ყველაზე მთავარიარის მათი…

ემირ ბურჯანაძის ქუჩას სრული რეაბილიტაცია უტარდება

სამგორის რაიონში ემირ ბურჯანაძის ქუჩის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს.სამუშაო პროცესს დღეს თბილისის მერი კახა კალაძე მოადგილესთან, ირაკლიბენდელიანთან…

თბილისში საახალწლო განათებების მონტაჟი მიმდინარეობს

დედაქალაქში საახალწლო განათებების მონტაჟი მიმდინარეობს. ილუმინაციები დაკონსტრუქციები, საერთო ჯამში, 90-მდე ქუჩაზე და 30-მდე სკვერში მოეწყობა.მანათობელი ბაგირები…

კახა კალაძე: საკონსტიტუციო უმრავლესობა ვერ მივიღეთ, მაგრამ არ გამოვრიცხავ,დავიწყოთ მუშაობა, რომ პასუხი აგოს ყველა იმ ადამიანმა, ვისაცმოღალატეობრივი ქმედებები აქვს ჩადენილი ქვეყნის წინაშე

თბილისის მერი კახა კალაძე არ გამორიცხავს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყოსმუშაობა ქვეყნის მიმართ მოღალატეობრივი ქმედებების ჩამდენთა მიმართშესაბამისი…

თამარ ჩიბურდანიძე: ოპოზიცია თითო-ოროლა მიშისტი ევროპარლამენტარის იმედად დარჩა, გამარჯვებული გუნდის პრემიერი კი ევროპის ლიდერებთან ერთად შეხვედრებს მართავს

„შეუიარაღებელი თვალითაც კი ჩანს, თუ ვინ არის გამარჯვებული და ვინ დგას უკვე ვადაგასული პოლიტიკის მხარეს,“ –…

დავით ქართველიშვილი: უკრაინის ფრონტზე ვითარების შემობრუნების დრო დგება! ლგბტ ყველა ქვეყნისა – შეერთდით!

„გიორგობას არც ერთი სექტანტი არ დავინახოთ საქართველოში! ყველანი კიევის ლგბტ-ფესტივალზე!“ – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის…

კახა კალაძე: ის რაც ვნახეთ გუშინ, კატეგორიულად მიუღებელია. ეს არ არის მეგობრობა, ეს არის მტრობა

ამ ტიპის განცხადებები და ქმედებები კიდევ ერთი დასტურია იმისა, რაზეც ბოლორამდენიმე თვის განმავლობაში ვლაპარაკობთ, – ასე…

კახა კალაძე ოპოზიციის ბრალდებებზე: მარტივი კითხვაა – რა ეზეიმებოდათ თუ არჩევნები გაყალბდა?

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციას საპარლამენტო არჩევნებისგაყალბებასთან დაკავშირებით არანაირი მტკიცებულება არ გააჩნია.ამის შესახებ მან…

სამტრედიაში სოციალურად დაუცველ ოჯახებს ახალი საცხოვრებელი სახლები აუშენეს

იმერეთის მასშტაბით უსახლკარო, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ბოლო ორი წლის განმავლობაში 55-მდე სახლი აშენდა, ხოლო ამ ეტაპზე…