პრემიერი – პრეზიდენტის აქტი ვერ გადაფარავს საქართველოს კონსტიტუციას, აქედან გამომდინარე, თუ ვინმე საპირისპიროს ამტკიცებს მას აქვს პრობლემა ან კვალიფიკაციასთან, ან კეთილსინდისიერებასთან, ან ორივესთან ერთად

საქართველოს კონსტიტუციაში ძალიან მკაფიოდ წერია, რომ პარლამენტის პირველი სხდომა არჩევნების შემდეგ უნდა შედგეს შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან…

„თბილსერვის ჯგუფს“გიორგი პაპავა უხელმძღვანელებს, ხოლო თბილისის განვითარების ფონდის დირექტორის თანამდებობას თამაზ ალიბეგაშვილი დაიკავებს

შპს „თბილსერვის ჯგუფს“ გიორგი პაპავა უხელმძღვანელებს, ხოლო თბილისისგანვითარების ფონდის დირექტორის თანამდებობას თამაზ ალიბეგაშვილიდაიკავებს.საკადრო ცვლილებების შესახებ თბილისის…

ირაკლი კობახიძე – კლიმატის ცვლილება სერიოზულად არღვევს განვითარებადი  ქვეყნების ეკონომიკას და საფრთხეს უქმნის განსაკუთრებით მოწყვლადი ქვეყნების და ადგილობრივი თემების საარსებო პირობებს

კლიმატის ცვლილება ჩვენს ეპოქაში ერთ-ერთ ყველაზე მწვავე გამოწვევად ყალიბდება, რაც საჭიროებს გლობალურ, გადაუდებელ ქმედებას და თანამშრომლობას, მისი მრავალმხრივი შედეგების დასაძლევად,  – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ COP29-ის ლიდერების სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, კლიმატის ცვლილება სერიოზულად არღვევს განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკას და საფრთხეს უქმნის განსაკუთრებით მოწყვლადი ქვეყნების და ადგილობრივი თემების საარსებო პირობებს. “ბატონო პრეზიდენტო, ქალბატონებო და ბატონებო, ჩემთვის დიდი პატივია, მოგმართოთ საქართველოს სახელით. თავდაპირველად, მსურს, დიდი მადლობა გადავუხადო აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ბატონ ილჰამ ალიევს, ასევე კონფერენციის პრეზიდენტს, ბატონ მუხტარ ბაბაევს და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას, გულითადი მასპინძლობისა და ბაქოში კონფერენციის გამორჩეულად წარმატებული ორგანიზებისთვის. ეს ღონისძიება მნიშვნელოვანი საეტაპო მოვლენაა, რადგან სამხრეთ კავკასიის რეგიონის ქვეყანა გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მონაწილეთა კონფერენციას პირველად მასპინძლობს. მსურს, წარმატებები ვუსურვო აზერბაიჯანს ამ მიმართულებით ნაყოფიერი და ამბიციური შედეგების მიღწევაში, მოლაპარაკებების პროცესში თანამშრომლობის სულისკვეთებისა და კონსტრუქციული დიალოგის ხელშეწყობაში. ეს კონფერენცია კრიტიკულ დროს ტარდება, რადგან კლიმატის ცვლილება ჩვენს ეპოქაში ერთ-ერთ ყველაზე მწვავე გამოწვევად ყალიბდება, რაც საჭიროებს გლობალურ, გადაუდებელ ქმედებას  და თანამშრომლობას, მისი  მრავალმხრივი შედეგების დასაძლევად. სამწუხაროდ, ამ გზაზე შეიარაღებული კონფლიქტები არა მხოლოდ სერიოზულ ჰუმანიტარულ კრიზისებს იწვევს, არამედ ხელს უშლის და ანელებს მსოფლიო ძალისხმევას კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში. კლიმატის ცვლილების მზარდი ზემოქმედება, მათ შორის მყინვარების სწრაფი დნობა და ზღვის დონის აწევა, სერიოზულად არღვევს განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკას და საფრთხეს უქმნის განსაკუთრებით მოწყვლადი ქვეყნების და ადგილობრივი თემების საარსებო პირობებს. სამწუხაროდ, საქართველოც არ წარმოადგენს გამონაკლისს და დგას კლიმატის ცვლილების მკაცრი შედეგების წინაშე. ბოლო წლებში მნიშვნელოვნად ამაღლდა ცნობიერება ადამიანის უფლებებსა და ეკოლოგიას შორის არსებული კავშირების შესახებ“, – განაცხადა პრემიერმა.

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 200 კმ-დე სიგრძის საფეხმავლო ბილიკი მონიშნა

სათავგადასავლო ტურიზმის განვითარების მიზნით ტურიზმის ეროვნულიადმინისტრაცია საფეხმავლო ბილიკების მონიშვნას აგრძელებს.კახეთში, მცხეთა-მთიანეთში, იმერეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, შიდაქართლსა და…

ირაკლი კობახიძე – საქართველოს კონსტიტუცია გარემოს  დაცვის უფლებას ადამიანის ძირითად  უფლებებს შორის აღიარებს

საქართველოს კონსტიტუცია გარემოს დაცვის უფლებას ადამიანის ძირითად უფლებებს შორის აღიარებს, მაშინ, როდესაც წამყვანი ქვეყნების კონსტიტუციებში სიცოცხლის უფლება აღიქმება გარემოს დაცვის უფლებად, ასეთი მიდგომა აქვს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსაც, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ COP29-ის ლიდერების სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კრიტიკულად მნიშვნელოვანია მტკიცე ერთგულება  გლობალური სათბური აირების ემისიის განახევრების ვალდებულებისადმი, რაც 2030 წლისთვის არის ნავარაუდევი. „2019-2020 წლებში, როდესაც ევროსაბჭოს საქართველო თავმჯდომარეობდა, ოთხი პრიორიტეტიდან ორი მთავარი იყო – ადამიანის უფლებები და გარემოს დაცვა. ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის  თავმჯდომარეობის დასკვნით დეკლარაციაში ხაზი გაესვა ევროსაბჭოს როლს, როგორც ჩვენი საერთო ევროპული სამართლებრივი ჩარჩოს გარანტს, რომელიც პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების ინიციატივებში გარემოს განზომილების ინტეგრირებაზე, ხოლო გარემოს დაცვის  სფეროში ადამიანის უფლებების ასპექტების პოპულარიზაციაზე. ეს დეკლარაცია საფუძვლად დაედო გარემოს დაცვის მიმართულებით ევროსაბჭოს მიერ განხორციელებულ მნიშვნელოვან პროგრესს. საქართველოს კონსტიტუცია გარემოს დაცვის უფლებას ადამიანის ძირითად უფლებებს შორის აღიარებს, მაშინ, როდესაც წამყვანი ქვეყნების კონსტიტუციებში სიცოცხლის უფლება აღიქმება გარემოს დაცვის უფლებად; ასეთი მიდგომა აქვს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსაც. ამ გადაუდებელი გამოწვევების საპასუხოდ, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, მტკიცედ ერთგული დავრჩეთ გლობალური სათბური აირების ემისიის განახევრების ვალდებულებისადმი, რაც 2030 წლისთვის არის ნავარაუდევი. ამ მიზნის მიღწევა აუცილებელია, თუ გვსურს, შევზღუდოთ გლობალური დათბობა 1.5 გრადუსამდე, რაც პარიზის შეთანხმებით არის განსაზღვრული,“- განაცხადა პრემიერმა.

სპორტის სასახლეს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

სპორტის სასახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება.როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზეგანაცხადა, შენობისა…

Economist Intelligence Unit-ის და მსოფლიო ბანკის მორიგი აღიარება. საჯარო მოხელეებს შორის კორუფციის სიმცირით საქართველო მსოფლიოში 22-ე , ევროპაში კი 11-ეა, შეფასების 11 წლიანი გაუმჯობესებით კი მსოფლიოში პირველ ადგილზეა

მსოფლიო ბანკმა Economist Intelligence Unit-ის ექსპერტიზის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევა „კორუფცია საჯარო მოხეელებს შორის“ , რომელიც მსოფლიო…

ეკა სეფაშვილი: ნუ შემოვა ოპოზიცია პარლამენტში – რამეში მაინც დაუმტკიცონ თავიანთ ამომრჩეველს, რომ სიტყვის პატრონები არიან

„თუ არ უნდა ოპოზიციას პარლამენტში შესვლა, რად უნდა ამას ფიცი და მტკიცი – არ შევლენ და…

თამთა მეგრელიშვილი: არანაირი სიების ჩახსნა ამ ეტაპზე არაა კანონით გათვალისწინებული და ცესკოც არაფერ შუაშია აქ, ისევე, როგორც არაფერ შუაშია იმაში, რომ ამ ვადაგასულ, მატყუარა პოპულისტებს ხალხი არ ირჩევს

ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს პარლამენტში შემსვლელთა სიების ჩახსნასთან დაკავშირებით მორიგ ტყუილს უწოდებს „ხალხის ძალის“ წევრი…

გური სულთანიშვილი-თუ ნაცების 9 წლიან რეპრესიებს ოდნავ არაესთეტიკურად ან გოიმურად აღწერ, არ გაქვს უფლება დიდად ილაპარაკო წამებაზე და წამებასაც ფასი ეკარგება, შენ გაგაკრიტიკებენ

ფილოსოფოსი, გური სულთანიშვილი “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო კლიპთან დაკავშირებით ლიბერალური საზოგადოების მხრიდან გაკეთებულ შეფასებებს იხსენებს. სულთანიშვილი აღნიშნავს,…

მეტეხის ხიდზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება

ასი ათასი მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებების გამო, 13 ნოემბერს მეტეხის ხიდზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით,…

პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე პარტიულ სიებში არსებულ კანდიდატთა რეგისტრაციის გაუქმებას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს

საარჩევნო კანონმდებლობა ახლადარჩეული დეპუტატების უფლებამოსილების ცნობამდე პარტიულ სიებში არსებულ კანდიდატთა რეგისტრაციის გაუქმებას არ ითვალისწინებს არც პარტიების…

ილია დარჩიაშვილი –  ბაქოში კლიმატის ცვლილების კონფერენციაზე საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით,სხვადასხვა ღონისძიებაში მონაწილეობს

წარმატებით გრძელდება ბაქოში გარემოს კლიმატის ცვლილების კონფერენცია, რომელსაც განსაკუთრებული დატვირთვა და მნიშვნელობა აქვს,ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ბაქოში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით,მონაწილეობდა სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებში.   „პრემიერ-მინისტრს ერთი მხრივ, ჰქონდა კოლეგებთან კომუნიკაციის შესაძლებლობა, მეორე მხრივ, მონაწილეობა მიიღო მრგვალ მაგიდაში.  მრგვალი მაგიდა ეძღვნებოდა ლიდერების დისკუსიებს იმ საკითხთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოხდეს ძალიან მჭიდრო კოორდინაცია სხვადასხვა ქვეყნების იმისთვის, რომ მაქსიმალურად მოხდეს კოორდინირებული გზით, გარემოს რისკების შემცირება კლიმატის ცვლილებიდან გამომდინარე. დისკუსია იყო ძალიან საინტერესო. საქართველოს პრემიერ-მინისტრს. ჰქონდა ინტერვენცია სხვა ლიდერებთან ერთად.კიდევ ერთხელ მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ დისკუსია იყო ძალიან ღირებული, მნიშვნელოვანი, სადაც ლიდერები ეძებენ გზებს, თუ როგორ იმუშაონ სხვადასხვა ქვეყნებმა ახლოს გაეროსთან ერთად იმისთვის, რომ სხვადასხვა რისკებზე, რომელიც ემუქრება ჩვენს პლანეტას, გარემოს, კლიმატის ცვლილების მიმართულებით, იყოს კოორდინირებული მუშაობა“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

ირაკლი კობახიძე – გვჯერა,საქართველოს ინიციატივები,შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი და ოპტიკურბოჭკოვანი კაბელები, ასევე შავ ზღვაზე გააქტიურებული საბორნე მიმოსვლა, უზრუნველყოფს ეფექტურ გადაწყვეტილებებს ენერგეტიკული დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების სფეროში

გვჯერა, საქართველოს ინიციატივები, როგორიცაა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი და ოპტიკურბოჭკოვანი კაბელები, ისევე როგორც შავ ზღვაზე გააქტიურებული საბორნე მიმოსვლა, ეფექტურ გადაწყვეტილებებს უზრუნველყოფს ენერგეტიკული დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების სფეროში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გაეროს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციის ფარგლებში გამართული მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაზე – Energy: Advancing Climate Mitigation Action – განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ძლიერი ქსელური კავშირის შექმნა მონაწილე ქვეყნებს საშუალებას მისცემს, რესურსები გააერთიანონ, მიწოდება და მოთხოვნა დააბალანსონ და ენერგეტიკული მდგრადობა გააძლიერონ „ფლაგმანური ინიციატივები, როგორიცაა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი და ოპტიკურბოჭკოვანი ინტერნეტ კაბელები, ისევე როგორც შავი ზღვის საბორნე მიმოსვლა, შეიძლება გახდეს გარდამტეხი ინიციატივები დაკავშირებადობის სფეროში და მტკიცედ გვაქვს განზრახული მათი განხორციელების დაჩქარება. ეს ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგიის გადაცემას სამხრეთ კავკასიის ქვეყნებიდან ევროკავშირის მიმართულებით, შეამცირებს დამოკიდებულებას ერთ მომწოდებელზე და გაამრავალფეროვნებს ენერგეტიკულ პორტფელს. ძლიერი ქსელური კავშირის შექმნა მონაწილე ქვეყნებს საშუალებას მისცემს, რესურსები გააერთიანონ, მიწოდება და მოთხოვნა დააბალანსონ და ენერგეტიკული მდგრადობა გააძლიერონ. გვჯერა, საქართველოს ინიციატივები, როგორიცაა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი და ოპტიკურბოჭკოვანი კაბელები, ისევე როგორც შავ ზღვაზე გააქტიურებული საბორნე მიმოსვლა, ეფექტურ გადაწყვეტილებებს უზრუნველყოფს ენერგეტიკული დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების სფეროში, სასურსათო უსაფრთხოებისა და სანდო ალტერნატიული სატრანსპორტო მარშრუტების მიმართულებით, განსაკუთრებით არსებული რთული გეოპოლიტიკური გარემოს პირობებში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე  – ერთგულნი ვრჩებით იდეისადმი, რომლის თანახმად ჯამური გამომუშავების 27.4 პროცენტი განახლებადი ენერგიის წყაროებიდან იქნება მიღებული, სათბური აირების ემისია 47 პროცენტით შემცირდება

კლიმატის ცვლილებების შესახებ კონფერენციაზე  საქართველო მიზნად ისახავს, განამტკიცოს ენერგეტიკული და კლიმატური მიმართულებით ნაკისრი ვალდებულებები, –  ამის…