ირაკლი კობახიძე -ჩვენ გვახსოვს თავს  მოხვეული მოლაპარაკებები 2021 წლიდან, შემდეგ გვაიძულეს,კონსტიტუციური ჩარჩოდანგასვლა-რა თქმა უნდა, დღეს ამის არანაირი  რესურსი ოპოზიციას  აღარ აქვს

არავითარი მოლაპარაკებები. ჩვენ გვახსოვს თავსმოხვეული მოლაპარაკებები 2021 წლიდან, შემდეგ გვაიძულეს, კონსტიტუციური ჩარჩოდან გასვლა. რა თქმა უნდა, დღეს ამის არანაირი რესურსი ოპოზიციას აღარ აქვს, – ამის შესახებ  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა  ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, არის კონკრეტული ადამიანების მხრიდან ინტერესი საჯარო დისკუსიასთან დაკავშირებით და ამ ფორმატისთვის მზაობა არსებობს.  „არავითარი მოლაპარაკებები. ჩვენ გვახსოვს თავსმოხვეული მოლაპარაკებები 2021 წლიდან, შემდეგ გვაიძულეს, კონსტიტუციური ჩარჩოდან გასვლა. რა თქმა უნდა, დღეს ამის არანაირი რესურსი ოპოზიციას აღარ აქვს. საჯარო დისკუსიასთან დაკავშირებით ღიაა ჩვენი შეთავაზება. როგორც დავინახეთ, არის კონკრეტული ადამიანების მხრიდან ინტერესი და ამ დღეებში მზად ვართ, რომ საჯარო დისკუსიის ფორმატში დავსხდეთ მათთან ერთად, მაგრამ არავითარი მოლაპარაკებებისთვის რა თქმა უნდა, არავითარი საფუძველი არ არსებობს“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე – მიტინგები იგეგმება ძალადობრივად და როდესაც სკოლის ბავშვები გინდა, რომ მიიყვანო ძალადობრივ მიტინგზე, ეს უბრალოდ არის ამორალური

მიტინგები იგეგმება ძალადობრივად და როდესაც სკოლის ბავშვები გინდა, რომ მიიყვანო ძალადობრივ მიტინგზე, ეს უბრალოდ არის ამორალური,…

ირაკლი კობახიძე – კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ოთხი პარტია დადგა ერთად და გაამჟღავნა საკუთარი კავშირი იმ ძალადობრივ ქმედებებთან, რომლებიც ხორციელდება, პირველ რიგში ამ პოლიტიკანების პასუხისმგებლობაა ის, რომ ახალგაზრდები ჩართეს კრიმინალურ მოქმედებებში

კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ოთხი პარტია დადგა ერთად და მათ გაამჟღავნეს საკუთარი კავშირი იმ ძალადობრივ ქმედებებთან, რომლებიც ხორციელდება,…

ირაკლი კობახიძე მიხეილ ჯანელიძის და თინათინ ხიდაშელის შეთავაზებაზე – ახალგაზრდები შეიძლება არიან, მაგრამ მათ გულწრფელობაში სერიოზულად მეპარება ეჭვი, თუმცა, თუ სურვილი აქვთ, მზად ვართ, დავსხდეთ საჯარო დისკუსიაში

ახალგაზრდები შეიძლება არიან, მაგრამ მათ გულწრფელობაში სერიოზულად მეპარება ეჭვი, თუმცა თუ მათ აქვთ სურვილი, აბსოლუტურად მზად…

ირაკლი კობახიძე – მზად ვართ ნებისმიერი საჯარო, თუ არასაჯარო დისკუსიისთვის, თუ ვინმე დაგვიმტკიცებს, რომ რაიმე არასწორად გადავწყვიტეთ, ღია ვართ ნებისმიერი გადაწყვეტილებისთვის,მაგრამ თუ დავუმტკიცებთ ჩვენს სიმართლეს, კეთილი ინებონ და ეს სიმართლეც აღიარონ

ვთავაზობთ ყველას, რომ დაძლიონ ლიბერალურ-ფაშისტური ზეწოლა და ჩაერთონ საჯარო, ან არასაჯარო დისკუსიაში, ჩვენი მხრიდან არის სრული…

პრემიერი  – როდესაც პრეზიდენტად წოდებული ქალბატონი აანონსებს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე ზეწოლას, ეს პირდაპირი კრიმინალია, უბრალოდ იცის, რომ 72 წლის ქალბატონის დაჭერა შეიძლება არავის მოუნდეს

როდესაც პრეზიდენტად წოდებული ქალბატონი აანონსებს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე ზეწოლას, ეს პირდაპირი კრიმინალია, –  ამის შესახებ საქართველოს…

ირაკლი კობახიძე -ყველა მინდა დავარწმუნო,რომ ევროინტეგრაციის პროცესი არათუ არ გადადებულა,არამედ,პირიქით, მაქსიმალური ინტენსივობით გაგრძელდება

მე ყველა მინდა დავარწმუნო, რომ ევროინტეგრაციის პროცესი არათუ არ გადადებულა, არამედ, პირიქით, მაქსიმალური ინტენსივობით გაგრძელდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პრემიერის თქმით,  დღეს, საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე დიპლომატებმა კიდევ ერთხელ მიიღეს შესაბამისი მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ მაქსიმალურად ინტენსიურად უნდა გაგრძელდეს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი. „მე ყველა მინდა დავარწმუნო, რომ ევროინტეგრაციის პროცესი არათუ არ გადადებულა, არამედ, პირიქით, მაქსიმალური ინტენსივობით გაგრძელდება. ეს არის რეალობა. ყველაფერი დანარჩენი არის უბრალოდ სიყალბე, რასაც შეგნებულად ავრცელებს რადიკალური ოპოზიცია და მასთან დაკავშირებული მედია და სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ გავიხსენებ, რომ ევროკავშირის ელჩიც კი შეუერთდა ამ დეზინფორმაციულ კამპანიას. მე ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით მქონდა დღეს საუბარი საგარეო საქმეთა სამინისტროში, სხვა საკითხებთან ერთად და დღეს დიპლომატებმა კიდევ ერთხელ მიიღეს შესაბამისი მითითება, შესაბამისი დავალება იმასთან დაკავშირებით, რომ მაქსიმალურად ინტენსიურად უნდა გაგრძელდეს ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე: ჩვენთვის ძვირფასია თითოეული გულწრფელი, მშვიდობიანი მოქალაქე,რომელსაც აქვს დღეს პროტესტის განცდაგანსაკუთრებით  ძვირფასია თითოეული ჯანსაღი ახალგაზრდა, რომლებმაც მომავალში ქვეყნის მართვა  უნდა გადაიბარონ

ჩვენთვის ძვირფასია თითოეული გულწრფელი, მშვიდობიანი მოქალაქე, რომელსაც აქვს დღეს პროტესტის განცდა, – ამის შესახებ  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა  ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პრემიერის თქმით,  განსაკუთრებით ძვირფასია თითოეული ჯანსაღი ახალგაზრდა, რომლებმაც მომავალში ქვეყნის მართვა უნდა გადაიბარონ. „მე კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენთვის ძვირფასია თითოეული გულწრფელი, მშვიდობიანი მოქალაქე, რომელსაც აქვს დღეს პროტესტის განცდა. მნიშვნელობა არ აქვს, ეს პროტესტი არის თუ არა საფუძვლიანი, თითოეული მოქალაქე არის ჩვენთვის ძვირფასი. ჩვენთვის განსაკუთრებით ძვირფასია თითოეული ჯანსაღი ახალგაზრდა, რომლებმაც მომავალში ქვეყნის მართვა უნდა გადაიბარონ. აქედან გამომდინარე, თითოეულ მათგანს რა თქმა უნდა, განსაკუთრებულად უნდა გავუფრთხილდეთ“, – განაცხადა პრემიერმა.

კახა კალაძე: ყველა ეს მცდელობა უსუსურია, დღეს სახელმწიფო ინსტიტუტები ისე ძლიერია, როგორც არასდროს. არ დავუშვებთ ქვეყნის და მოსახლეობის ინტერესების დაზიანებას

თბილისის მერმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა, სადაც მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრა. კახა კალაძის…

ძირითადი ჩარჩო-შეფასება არის საკმაოდ პოზიტიური. რაც მთავარი არის არჩევნების ჩატარებისთვის, რომ გარემო იყო კონკურენტუნარიანი და საარჩევნო სუბიექტებს ჰქონდათ შესაძლებლობა, თავისუფლად ეწარმოებინათ საარჩევნო კამპანია- მაკა ბოჭორიშვილი ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის წერილზე

„ძირითადი ჩარჩო-შეფასება არის საკმაოდ პოზიტიური. რაც მთავარი არის არჩევნების ჩატარებისთვის, რომ გარემო იყო კონკურენტუნარიანი და საარჩევნო…

მაკა ბოჭორიშვილი-მიზანმიმართული შეტევა მიდის საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტებზე და საჯაროდ მინდა იმ ადამიანებს გადავუხადო მადლობა, ვინც ღირსეულად დგას და უძლებს ზეწოლას; ჩვენი საერთო მიზანია, ვაჩვენოთ სახელმწიფო ინსტიტუტების მდგრადობა , რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციისთვის

მიზანმიმართული შეტევა მიდის საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტებზე და საჯაროდ მინდა იმ ადამიანებს გადავუხადო მადლობა, ვინც ღირსეულად დგას…

ირაკლი კობახიძე ვიღაცები ოცნებობენ ლარის კურსის გაუფასურებაზე, თუმცა ეს დროებითი მოვლენაა, როგორც კი ჩაცხრება ვითარება და ეს მოხდება ძალიან მალე, პირდაპირ დაეტყობა ლარის კურსს

ვიღაცები ოცნებობენ ლარის კურსის გაუფასურებაზე, თუმცა ეს დროებითი მოვლენაა, როგორც კი ჩაცხრება ვითარება და ეს მოხდება ძალიან…

ირაკლი კობახიძე გარდა იმისა, რომ უცხოური დაფინანსება იყო ჩართული „ნაცმაიდნის“ მოწყობის მცდელობაში, ეს ჩართულობაც იყო კოორდინირებული, სხვანაირად გამორიცხულია, რომ სამი და მეტი სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები ყოფილიყვნენ ჩართული ძალადობრივ ქმედებებში

გარდა იმისა, რომ უცხოური დაფინანსება იყო ჩართული „ნაცმაიდნის“ მოწყობის მცდელობაში, ეს ჩართულობაც იყო აბსოლუტურად კოორდინირებული, სხვანაირად…

ირაკლი კობახიძე -ურსულა ფონ დერ ლაიენმა და კაია კალასმა საკუთარი განცხადებებით რეალურად აღიარეს ახალი მთავრობა  და შესაბამისად, არჩევნების ლეგიტიმურობა – მადლობა  უნდა გადავუხადოთ როგორც ერთ,ასევე მეორე  პოლიტიკოსს

ურსულა ფონ დერ ლაიენმა და კაია კალასმა საკუთარი განცხადებებით რეალურად ახალი მთავრობა აღიარეს. რეალურად, საკუთარი ტექსტით მათ აღიარეს ახალი მთავრობა და შესაბამისად, მათ აღიარეს არჩევნების ლეგიტიმურობა, რაც არის ძალიან კარგი და მადლობა უნდა გადავუხადოთ როგორც ერთ, ასევე მეორე პოლიტიკოსს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პრემიერის თქმით,  განცხადებები არის სამწუხარო იმ თვალსაზრისით, რომ არის სრულიად ცალმხრივი. „მინდა აღვნიშნო, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენმა და კაია კალასმა საკუთარი განცხადებებით რეალურად ახალი მთავრობა აღიარეს. რეალურად, საკუთარი ტექსტით მათ აღიარეს ახალი მთავრობა და შესაბამისად, მათ აღიარეს არჩევნების ლეგიტიმურობა, რაც არის ძალიან კარგი და მადლობა უნდა გადავუხადოთ როგორც ერთ, ასევე მეორე პოლიტიკოსს ამისათვის. რაც შეეხება განცხადებებს, განცხადებები არის სამწუხარო იმ თვალსაზრისით, რომ არის აბსოლუტურად ცალმხრივი. ხედავთ რა ხდებოდა გუშინ და გუშინწინ თბილისში. ვისი მხრიდან იყო ძალადობა ინიცირებული, ხომ იცით, ანუ, ისინი იყვნენ ძალადობრივი დაჯგუფებები. ვიდრე არ დაიწყო ძალადობა, ძალადობრივი შეტევა პარლამენტის შენობაზე, პოლიციელებზე და ა.შ. მანამდე არავითარი რეაგირება არ ჰქონია შსს-ს. არიან ძალადობრივი დაჯგუფებები, წინასწარ აქვთ დაორგანიზებული ძალადობა, წინასწარ მოაქვთ მასალები ამისათვის. რომ არ ყოფილიყო მათი მხრიდან ძალადობა, არ იქნებოდა არაფერი. ყველამ ვიცით, რომ ძალადობა თავიდან ბოლომდე ინიცირებულია მომიტინგეების მხრიდან. ძალადობა არ დაუწყია შსს-ს. ძალადობას  იწყებენ  მომიტინგეები და ამაზე რეაგირებს შემდეგ შსს. ეს ფაქტი რომ არ არის ამ განცხადებებში ხაზგასმული და ცალმხრივი რომ არის, ეს რა თქმა უნდა, აღიქმება მწვანე შუქად ძალადობრივი დაჯგუფებების მხრიდან, რომ განაგრძონ ძალადობა. ეს არის ძალიან სამწუხარო. რა თქმა უნდა, ჩვენ ჩვენს შენიშვნებს გავუგზავნით შესაბამის  პოლიტიკოსებს. რაც შეეხება გადატვირთვას – სამართლიანობა არის მთავარი ურთიერთობების გადატვირთვისთვის. როცა ვხედავთ უსამართლო განცხადებებს, რა თქმა უნდა, ეს ხელს არ უწყობს ურთიერთობების გადატვირთვას. როგორც კი სამართლიანობა დამყარდება, როგორც კი უსამართლობის პრობლემა აღარ იქნება, მაგალითად, როგორც ამ შემთხვევაში იყო განცხადებებში, მაშინვე გადაიტვირთება ურთიერთობები“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე – ტელევიზიაში შეჭრა ყველას გვახსენებს 7 ნოემბერსაც, „იბერიაში“ შეჭრას, „რუსთავი 2“-ის მიტაცებას, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიტაცებას თავის დროზე, ეს გამოვიარეთ 2004-დან 2007 წლის ჩათვლით, გამოვიდა 1 120 000 ადამიანი ამ ქვეყანაში და მხარი დაუჭირა ამ ყველაფრის არდაბრუნებას

ტელევიზიაში შეჭრა ყველას გვახსენებს 7 ნოემბერსაც, „იბერიაში“ შეჭრას, „რუსთავი 2“-ის მიტაცებას, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიტაცებას თავის დროზე,…