ეს 2 თვე, სწორედ გამომდინარე იქიდან, რომ იცვლება ადმინისტრაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში, იყო განსაკუთრებული რისკების შემცველი,…
თვე: დეკემბერი 2024
ირაკლი კობახიძე – აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის გზავნილები თავიდან ბოლომდე არის სრულ თანხვედრაში ჩვენს გზავნილებთან, მათ შორის იმ ორ კანონთან, რომელიც ჩვენ მივიღეთ
აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის გზავნილები თავიდან ბოლომდე არის სრულ თანხვედრაში ჩვენს გზავნილებთან, მათ შორის იმ ორ კანონთან,…
ირაკლი კობახიძე „ლელოს“ წევრების ვიდეოჩანაწერზე – „ლელოც“ არის „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი განშტოება, რა ხელწერაც ჰქონდათ, იგივე ხელწერა აქვთ დღესაც, ასეთი გეგმები ვერ აღსრულდება
„ლელოც“ არის „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი განშტოება, რა ხელწერაც ჰქონდათ, იგივე ხელწერა აქვთ დღესაც, იგივე ბუნება, სულისკვეთება, – …
ირაკლი კობახიძე – ეუთო/ოდირმა არჩევნები შეაფასა, როგორც კონკურენტული, სწორედ, ეს არის მთავარი მიზეზი, რატომაც ეუთო/ოდირს ასე გამალებით ესხმიან თავს, როგორც რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, ისე მათი უცხოელი მფარველები
ეუთო/ოდირზე თავდასხმა დაიწყო ჯერ კიდევ არჩევნებამდე, ფონი მოამზადეს და გაგრძელდა არჩევნების შემდეგაც, რადგან ყველამ იცის, რომ…
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძის განცხადება
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, უკვე არაერთგზის გამოვხატეთ ჩვენი მზადყოფნა, გავმართოთ საჯარო დისკუსია ადამიანებთან, რომლებიც ჩვენი გუნდის მიერ…
კახა კალაძე: სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ არ არის საქართველოს პრეზიდენტი – ის ემსახურება გარე ძალების ინტერესებს
„სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ის არ არის საქართველოს პრეზიდენტი და არ ემსახურება ქართულ სახელმწიფოს“,-…
გელა გელაძე თავდაცვის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
საქართველოს თავდაცვის მინისტრს, ირაკლი ჩიქოვანს ახალი მოადგილე ჰყავს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ბრძანების საფუძველზე, თავდაცვის მინისტრის…
კახა კალაძე: რატომ აყენებ პოლიციელს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, რატომ ესვრი ქვებს, „მოლოტოვის კოქტეილებს“, „პეტარდებს“?
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ყველა ადამიანს აქვს მშვიდობიანი ფორმით შეკრებისა და მიტინგის გამართვის უფლება, თუმცა…
კახა კალაძე: მხარდაჭერას ვუცხადებ ყველა ჟურნალისტს, ვინც აქციებს აშუქებს და ბულინგის ქვეშაა
„წარმოუდგენელია, რაც „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ მიმართებაში ვნახეთ“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან ისაუბრა.მან მადლობა გადაუხადა როგორც…
თამარ ჩიბურდანიძე: ჯერ სტუდენტები, შემდეგ სკოლის მოსწავლეები, ახლა უკვე ბაღებს მიმართავენ გამოსვლისკენ. ბარემ სამშობიაროებსაც მიაკითხეთ, იქნებ ჩვილებს ან მუცლადმყოფ ბავშვებსაც მოუნდეთ გამოსვლა და კი შეგივსოთ ცარიელი ადგილები?”
ქუჩის აქციებში არასრულწლოვანთა ჩართულობას და რადიკალების მხრიდან მათ გამოყენებას სოციალურ ქსელში ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი თამარ…
ირაკლი კობახიძე -სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, პოლიციელები იყვნენ ნარკოტიკული თრობის ქვეშ და მოძალადე მომიტინგეები იყვნენ სრულიად ფხიზლები, ყველამ დაინახა ვინ იყო ფხიზელი და ვინ არა, მისი ემოციური მდგომარეობა არამდგრადია და შეგვიძლია, თანავუგრძნოთ
სალომე ზურაბიშვილის ემოციური მდგომარეობა არის არამდგრადი და შეგვიძლია, თანავუგრძნოთ მას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილის 4 პარასკევი აქვს დარჩენილი და მისი ემოციური განცხადებები არ არის გასაკვირი. „სალომე ზურაბიშვილის ემოციური მდგომარეობა არის არამდგრადი და შეგვიძლია, თანავუგრძნოთ მას. მას აქვს დარჩენილი 4 პარასკევი და ამ ფონზე მისი ემოციური განცხადებები არავისთვის არის გასაკვირი. მისი განცხადებით, პოლიციელები იყვნენ ნარკოტიკული თრობის ქვეშ და მოძალადე მომიტინგეები იყვნენ სრულიად ფხიზლები. ყველამ დაინახა ვინ იყო ფხიზელი და ვინ არ იყო ფხიზელი ამ დღეების განმავლობაში ამ მიტინგებზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერი – გასულ დღეებში, ოპოზიციის რიგებიდან, ამ ადამიანებმა ყველა ის მეთოდი გამოიყენეს, რაც იყო მათი ხელწერა ხელისუფლებაში ყოფნისას, 26 ოქტომბრის არჩევნებში რომ გაემარჯვათ, ეს ყველაფერი, მათ შორის, ადამიანის ღირსების ხელყოფა, წამება, მკვლელობა, მოხდებოდა უკვე სრულიად სხვა მასშტაბებით
ამ დღეების განმავლობაში, ამ ადამიანებმა ოპოზიციის რიგებიდან ყველა ის მეთოდი გამოიყენეს, რაც იყო მათი ხელწერა ხელისუფლებაში…
ირაკლი კობახიძე ბავშვები ჰყავდათ მიყვანილი ძალადობრივ აქციაზე და ასროლინებდნენ საგნებს პოლიციელების მისამართით, ერთ ბავშვს რომ რამე დამართოდა, ვინ იღებდა ამაზე პასუხისმგებლობას, ჩვეულებრივი ფაშიზმია ეს ყველაფერი
ბავშვები ჰყავდათ მიყვანილი ძალადობრივ აქციაზე და ბავშვებს ასროლინებდნენ, მათ შორის საგნებს პოლიციელების მისამართით, ერთ ბავშვს რომ…
ირაკლი კობახიძე -მოვიდნენ 11-12 კაცი, ჩვენ შევთავაზებთ კონკრეტულ ადგილს, ფორმატს და გავმართოთ საჯარო დისკუსია ყველა თემასთან დაკავშირებით, მათ შორის,რაც უკავშირდება მთელი ამ 4 წლის განმავლობაში მიმდინარე მოვლენებს
არის სამი სუბიექტი – ჯანელიძე, ხიდაშელი და გირჩი, მე მათ ვეტყოდი, რომ მთლიანობაში მოვიდნენ 11-12 კაცი, ჩვენ შევთავაზებთ კონკრეტულ ადგილს, ფორმატს და გავმართოთ საჯარო დისკუსია ყველა თემასთან დაკავშირებით, მათ შორის, რაც უკავშირდება მთელი ამ 4 წლის განმავლობაში მიმდინარე მოვლენებს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, საჯარო დისკუსიასთან დაკავშირებით დღეს ოფიციალური განცხადება გამოქვეყნდება, სადაც შეთავაზებული იქნება კონკრეტული დრო, ადგილი და ფორმატი. „პრესკონფერენციის დასრულებიდან ძალიან მალევე ჩვენ გამოვაქვეყნებთ ოფიციალურ განცხადებას, საჯარო დისკუსიასთან დაკავშირებით, სადაც შეთავაზებული იქნება კონკრეტული დრო და ფორმატი. ჩემი მიდგომა არის ასეთი, არის სამი სუბიექტი – ჯანელიძე, ხიდაშელი და გირჩი. მე მათ ვეტყოდი, რომ მთლიანობაში მოვიდნენ 11-12 კაცი, ჩვენ შევთავაზებთ კონკრეტულ ადგილს, ფორმატს და გავმართოთ საჯარო დისკუსია ყველა თემასთან დაკავშირებით, მათ შორის, რაც უკავშირდება მთელი ამ 4 წლის განმავლობაში მიმდინარე მოვლენებს. დანარჩენს დავაკონკრეტებთ გამოქვეყნებულ განცხადებაში,“- განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძე – „ქოლცენტრების“ ჩართულობა სხვადასხვა ფორმით იკვეთება ჩავარდნილი „ნაცმაიდნის“ მოვლენებში, მათ ამუშავებდნენ არატრადიციული მიზნით, ანუ არა პენსიონერების გასაძარცვად, არამედ იმისათვის, რომ ზეწოლაგანეხორციელებინათ საჯარო მოსამსახურეებზე, სპორტსმენებზე, ხელოვანებსა და ბიზნესმენებზე
ამ დღეების განმავლობაში, „ქოლცენტრებს“ ამუშავებდნენ არატრადიციული მიზნით, ანუ არა პენსიონერების გასაძარცვად, არამედ იმისათვის, რომ ზეწოლა განეხორციელებინათ საჯარო მოსამსახურეებზე, სპორტსმენებზე, ხელოვანებსა და ბიზნესმენებზე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.რემიერმა გაიხსენა ერთ-ერთი „ქოლცენტრის“ მფლობელის ცოლის „ფეისბუქ“ პოსტი, რომელმაც გმირი პოლიციელების ცოლებს მიუძღვნა ოთარ ჭილაძის ცნობილი ლექსი და ისინი ჯალათის ცოლად მოიხსენია. მისი თქმით, ფაქტი, რომ მსგავსი ამორალური ადამიანები, რომლებიც ძარცვავენ პენსიონერებს და არიან კორუმპირებული ბიზნესმენების ოჯახებიდან, გმირი პოლიციელის ცოლს ჯალათის ცოლად მოიხსენიებენ, ყველაფერზე მეტყველებს. „კიდევ ერთ თემას მინდა შევეხო – ეს არის „ქოლცენტრების“ ჩართულობა „ნაცმაიდნის“ ჩავარდნილ მცდელობაში. მინდა, გავიხსენო ერთ-ერთი ქალბატონის „ფეისბუქ“ პოსტი, ეს პოსტი მან მიუძღვნა გმირი პოლიციელების ცოლებს. მან მათ მიუძღვნა ოთარ ჭილაძის ცნობილი ლექსი, რომელიც იწყება სიტყვებით – „ჯალათის ცოლო“. ეს ტერმინოლოგია გამოიყენა გმირი პოლიციელების ცოლების მიმართ. ამ დროს მე გეტყვით, ვინ არის ეს ადამიანი – ეს ქალბატონი არის ერთ-ერთ კანდიდატ ქვეყანაში მოქმედი ერთ-ერთი „ქოლცენტრის“ მფლობელის…