ირაკლი კობახიძე – ლიბერალური ფაშიზმი, რასაც ვხედავთ ჩვენ საზოგადოების  მცირე, მაგრამ აგრესიულ ნაწილში,არის გენერირებული უცხოური დაფინანსების საფუძველზე, ქვეყანას სჭირდება გამჭვირვალობა,სიმშვიდე და სტაბილური განვითარება

ლიბერალური ფაშიზმი, რასაც ვხედავთ ჩვენ საზოგადოების მცირე, მაგრამ აგრესიულ ნაწილში, არის წლიდან წლამდე გენერირებული უცხოური დაფინანსების…

ირაკლი კობახიძე – დებატების დროს თუ დაგვარწმუნებენ, მზად ვართ, ჩვენს პოზიციას გადავხედოთ, მაგრამ თუ დაინახავენ, რომ ჩვენს მხარეს არის სიმართლე, კეთილი ინებონ და თავადაც აღიარონ, თუ ეყოფათ რესურსი

დებატების პირობებში კიდევ უფრო მეტი რესურსია იმისა, რომ საზოგადოებას კიდევ უფრო მკაფიოდ გააგებინო სიმართლე, – ამის…

ირაკლი კობახიძე – აშშ-ის საელჩოს ქარდები იდება მიმდინარე სისტემური უხეში ძალადობის ფონზე და ეს ქარდებიც აღქმული იქნება, როგორც მწვანე შუქი ძალადობაზე, რაც შემაშფოთებელია

იმედი მაქვს, 20 იანვრიდან ქალბატონი ელჩი და მთლიანად აშშ-ის საელჩო გათავისუფლდება იმ გავლენებისგან, რაც არასწორი მიმართულებით…

ირაკლი კობახიძე-ეუთო/ოდირმა აღიარა ეს არჩევნები, საკონსტიტუციო სასამართლომ  აღიარა არჩევნების ლეგიტიმაცია და არჩევნების არალეგიტიმურობის თაობაზე ნული მტკიცებულებაა

ეუთო/ოდირი არის მთავარი ინსტიტუცია, რომელიც აფასებს არჩევნებს და საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი ოფიციალური დასკვნა არის არჩევნებთან დაკავშირებით, არჩევნების არალეგიტიმურობის თაობაზე  ნული მტკიცებულებაა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.  როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ჯერ ეუთო/ოდირმა აღიარა ეს არჩევნები, შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლომ აღიარა არჩევნების ლეგიტიმაცია. „ეს მოხდა შვიდი მოსამართლის ხმით. გახსოვთ, სამ მოსამართლეს მანამდე აცხადებდნენ გმირებად, სიმართლის დამცველებად, ამ შემთხვევაში ამ სამიდან ერთ-ერთმა მოსამართლემაც მხარი დაუჭირა  არჩევნების ლეგიტიმურობის  შესახებ დასკვნას და ეს გახდა ლიბერალური ფაშიზმის ე.წ. ბულინგის მორიგი მსხვერპლი. არის ეუთო/ოდირის დასკვნა. შეგახსენებთ, რომ ეუთო/ოდირი არის მთავარი ინსტიტუცია,  რომელიც აფასებს არჩევნებს და საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი ოფიციალური დასკვნა არის არჩევნებთან დაკავშირებით და არის ნული მტკიცებულება არჩევნების არალეგიტიმურობის თაობაზე. ამ ფონზე, ჩვენ ვხედავთ შესაბამისი საერთაშორისო სუბიექტების პასიურობას და ამ ფონზე კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ ის სისტემური ძალადობა, რომელიც ხდებოდა ამ ექვსი დღის განმავლობაში რუსთაველის გამზირზე, თბილისის ქუჩებში. ეს ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია. ეს ყველაფერი მძიმედ აისახება კონკრეტული ინსტიტუტების რეპუტაციაზე ჩვენს ქვეყანაში, ვგულისხმობ ევროკავშირის კონკრეტულ პოლიტიკოსებს, ბიუროკრატებს და სამწუხაროდ, მათ ჩართული  ჰყავთ ევროპული ინსტიტუტები ამ ყველაფერში და ვგულისხმობ შესაბამის ინსტიტუტებს აშშ-ში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე -მიუხედავად იმისა, რომ რადიკალური ოპოზიციის, ასევე მდიდარი ენჯეოების ლიდერები, იმალებიან ოფისებში,ისინი ვერ გაექცევიან პასუხისმგებლობას მძიმე,უხეში ძალადობის გამო,რომელსაც ვხედავთრუსთაველის გამზირზე

მიუხედავად იმისა, რომ რადიკალური ოპოზიციის ლიდერები ისევე, როგორც მდიდარი ენჯეოების ლიდერები, იმალებიან ოფისებში, ისინი ვერ გაექცევიან პასუხისმგებლობას მძიმე, უხეში ძალადობის გამო, რომელსაც ვხედავთ რუსთაველის გამზირზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პრემიერის თქმით,  პოლიციელების ძალადობას იწონებდნენ ადამიანები, რომლებიც  მეორე მხარეს დაფიქსირებულ ინციდენტებზე მძიმე რეაქციას გამოხატავდნენ. „გუშინ ვრცელდებოდა კონკრეტული ვიდეოკადრები, რომელიც ასახავდა ძალადობას ძალიან უხეშ ძალადობას პოლიციელებზე. ადამიანები, რომლებიც მანამდე, მეორე მხარეს დაფიქსირებულ ინციდენტებზე მძიმე რეაქციას გამოხატავდნენ, ამ შემთხვევაში, იწონებდნენ და ხშირად აჟიტირებული კომენტარებით გამოხატავდნენ საკუთარ დამოკიდებულებას ამ უმძიმესი აგრესიის მიმართ. ეს ყველაფერი აცვენებს იმას, რომ სინამდვილეში, ძალადობის მიუღებლობა მათთვის არის მხოლოდ ფარისევლობა და და ეს არის ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტი.ოპოზიცია ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას. მიუხედავად იმისა, რომ რადიკალური ოპოზიციის ლიდერები ისევე, როგორც მდიდარი ენჯეოების ლიდერები, იმალებიან ოფისებში, ისინი ვერ გაექცევიან პასუხისმგებლობას მძიმე, უხეში ძალადობის გამო, რომელსაც ვხედავთ რუსთაველის გამზირზე“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე – აბსოლუტურად კომიკური სახე მიიღო აშშ-ის საელჩოს კონკრეტულმა ქმედებებმა,ისინი დებენ ე.წ. ქარდებს საელჩოს გვერდზე, ამის გამო ხუმრობით რობინ დანიგანს რობინ ქარდიგანი დაარქვეს

აბსოლუტურად კომიკური სახე მიიღო აშშ-ის საელჩოს კონკრეტულმა ქმედებებმა, ისინი დებენ ე.წ. ქარდებს საელჩოს გვერდზე, – ამის შესახებ…

ირაკლი კობახიძე – ოპოზიცია გადასულია ოცნებებზე რადიკალურ სცენარებთან დაკავშირებით, თუმცა სახელმწიფო გააკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ ასეთი გეგმები არ განხორციელდეს

არის პირდაპირი მხარდამჭერი განცხადებები იმ ძალადობის მიმართ, რომელიც ჩვენ ვიხილეთ ამ დღეების განმავლობაში რუსთაველის გამზირზე. ყველას მინდა შევახსენო, რომ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა ვერავინ, მათ შორის ვერც ოფისებში შემალული პოლიტიკოსები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პრემიერის თქმით,   ძალადობრივი პროცესები არის მთლიანად კოორდინირებული რადიკალური ოპოზიციის მხრიდან. „ეს ყველაფერი აჩვენებს მთლიანად რადიკალური ოპოზიციის საერთო სულისკვეთებას. ასევე ასეთი ტიპის საუბრები აჩვენებს იმას, რომ სრული სასოწარკვეთა სუფევს დღეს ოპოზიციაში. ყველამ დაინახა, რომ ჩავარდა „ნაცმაიდანი“, მეოთხე მცდელობა ამ ოთხი წლის განმავლობაში და ისინი არიან გადასული ასეთ ოცნებებზე რადიკალურ სცენარებთან დაკავშირებით, თუმცა სახელმწიფო გააკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ ასეთი გეგმები არ განხორციელდეს, ყველა ხედავს, რომ ასეთი ძალადობრივი პროცესები არის მთლიანად კოორდინირებული რადიკალური ოპოზიციის მხრიდან. ყველა ხედავს, რომ არის პირდაპირი მხარდამჭერი განცხადებები იმ ძალადობის მიმართ, რომელიც ჩვენ ვიხილეთ ამ დღეების განმავლობაში რუსთაველის გამზირზე. ყველას მინდა შევახსენო, რომ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა ვერავინ, მათ შორის ვერც ოფისებში შემალული პოლიტიკოსები“, – განაცხადა პრემიერმა

ირაკლი კობახიძე-უხეში,სისტემური ძალადობა თბილისის ქუჩებში,ჯერჯერობით არ დაუგმიათ საერთაშორისო სუბიექტებს  არდაგმობა კონკრეტული ადამიანების მხრიდან  განიხილება,როგორც მწვანე შუქი ძალადობაზე, რაც ძალიან სამწუხაროა

უხეში, სისტემური ძალადობა რასაც ჩვენ ვხედავთ თბილისის ქუჩებში, ჯერჯერობით არ დაუგმიათ შესაბამის სუბიექტებს, ვგულისხმობ პირველ რიგში,…

ირაკლი კობახიძე  – სკოლების პოლიტიზება არის ყოვლად ამორალური ქმედება, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს ლიბერალური ფაშიზმის სახეს 

სკოლების პოლიტიზება არის ყოვლად ამორალური ქმედება, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ…

ირაკლი კობახიძე- ყველაფერი არის კონტროლის ქვეშ, „ნაცმაიდანი“ ჩავარდა და ქვეყნის ინტერესები იქნება თავიდან ბოლომდე დაცული

ყველაფერი არის კონტროლის ქვეშ, „ნაცმაიდანი“ ჩავარდა და ქვეყნის ინტერესები იქნება თავიდან ბოლომდე დაცული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის  ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პრემიერის თქმით,  ჩავარდნილი „ნაცმაიდნის“ შემდეგ გარკვეული ძალები, ძალადობრივი დაჯგუფებები გადასული არიან იმაზე, რომ მცირედით მაინც დააზიანონ ჩვენი ქვეყნის ინტერესები. „ჩავარდნილი „ნაცმაიდნის“ შემდეგ ვხედავთ, რომ გარკვეული ძალები, ძალადობრივი დაჯგუფებები გადასული არიან იმაზე, რომ მცირედით მაინც დააზიანონ ჩვენი ქვეყნის ინტერესები, მათ შორის გარკვეული ზიანი მიაყენონ  ბიზნეს საქმიანობას და ა.შ. მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს მცდელობებიც არის განწირული წარუმატებლობისთვის. ეს არის ბოლო დავალება, რომელსაც ეს ადამიანები ასრულებენ. ყველაფერი არის კონტროლის ქვეშ, „ნაცმაიდანი“ ჩავარდა და ქვეყნის ინტერესები იქნება თავიდან ბოლომდე დაცული“, – განაცხადა პრემიერმა.

5 დეკემბრიდან ლიახვის ქუჩაზე სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებადროებით შეიზღუდება

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ნაძალადევის რაიონში, ლიახვის ქუჩაზემიწისქვეშა კომუნიკაციების, როგორც სასმელი წყლის, ასევე წყალარინების ქსელისსისტემის…

ანდრია ჯაღმაიძე სალომე ზურაბიშვილს მიმართავს – ამერიკის საელჩო აფრთხილებს თავის მოქალაქეებს “მოერიდეთ საპროტესტო ზონებს” და თქვენ რას მოუწოდებთ ჩვენს შვილებს, სკოლის მოსწავლეებს?

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში სალომე ზურაბიშვილს მიმართავს. როგორც მან აღნიშნა, ამერიკის…

„ქუინსი ინსტიტუტი“ – საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, ევროკავშირის მიერ წარდგენილ პირობებში წყალქვეშა ქვები იმალებოდა – „ქართულ ოცნებას“ უნდა გაეყო ხელისუფლება ოპოზიციისთვის

ვაშინგტონში განთავსებული კვლევითი ორგანიზაცია „ქუინსი ინსტიტუტი“ საქართველოს შესახებ გამოქვეყნებულ მორიგ სტატიაში ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესზე, არსებულ…

მეუფე შიო: მინდა გადმოგცეთ ილია მეორის ლოცვა-კურთხევა – ყველამ უნდა გავაძლიეროთ ლოცვები მშვიდობისთვის. სამღვდელოებას გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, ვითარების დამშვიდებამდე, ყოველდღიურად ჩატარდეს პარაკლისი საქართველოს მშვიდობისთვის

მინდა გადმოგცეთ ილია მეორის ლოცვა-კურთხევა – ყველამ უნდა გავაძლიეროთ ლოცვები მშვიდობისთვის. სამღვდელოებას გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, ვითარების დამშვიდებამდე,…

მეუფე შიო: სამწუხაროდ, მავანნი იქამდეც მიდიან, რომ იმის ნაცვლად, დაამშვიდონ მდგომარეობა, ლამობენ სასკოლო ასაკის ბავშვებიც კი ჩართონ ამ დაძაბულ პროცესში

სამწუხაროდ მავანნი იქამდეც მიდიან, რომ იმის ნაცვლად, დაამშვიდონ მდგომარეობა, ლამობენ სასკოლო ასაკის ბავშვებიც კი ჩართონ ამ…