უკვე ძალიან ნათელია, რომ ქართული „მაიდნის“ იდეა ჩავარდა, საქართველოში „მაიდანი“ არ იქნება, – ამის შესახებ საქართველოს…
თვე: დეკემბერი 2024
ირაკლი კობახიძე – „ქართული ოცნების“ პირობებში რუსეთის ექსპანსიის მაჩვენებელი ნულია! თუ ფაქტებს შევადარებთ, რუსული საქმის გამკეთებელი იყო წინა ხელისუფლება
ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში – „ქართული ოცნების“ პირობებში – რუსეთის ექსპანსიის მაჩვენებელი ნულია! საუბარია ეკონომიკურ, ტერიტორიულ ან/და პოლიტიკურ ექსპანსიაზე. ეს გახლავთ ფაქტები. თუ ფაქტებს შევადარებთ, რუსული საქმის გამკეთებელი იყო წინა ხელისუფლება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უნგრულ პოლიტიკურ იუთუბ-არხთან ინტერვიუში განაცხადა. პრემიერის თქმით, ამჟამინდელი ოპოზიციის მმართველობის პერიოდში რუსეთმა შეძლო ეკონომიკური, პოლიტიკური და ტერიტორიული ექსპანსია საქართველოში. „ეს არის ე.წ. ლიბერალების ჩვეული ფრაზეოლოგია. თუ პრო-ქართული ხარ, დაგაბრალებენ რომ პრო-რუსი ხარ; თუ პრო-ამერიკული ხარ, დაგაბრალებენ, რომ პრო-რუსი ხარ; თუ პრო-უნგრული ხარ, დაგაბრალებენ, …
ირაკლი კობახიძე ნათელია, რომ ქართული სახელმწიფოს დასუსტების მცდელობა ორგანიზებულია, თუმცა, ჩვენ ძლიერად ვდგავართ და მზად ვართ,გავუმკლავდეთ მოვლენათა მსგავს განვითარებას
ნათელია, რომ ქართული სახელმწიფოს დასუსტების მცდელობა ორგანიზებულია, თუმცა, ჩვენ ძლიერად ვდგავართ, ქართული სახელმწიფო ძალიან ძლიერია და…
ირაკლი კობახიძე -ბევრი გამოწვევა იყო აშშ-საქართველოს ურთიერთობებში ბოლო 4 წლის განმავლობაში და დიდი იმედი გვაქვს, რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობისპირობებში ყველა ეს გაუგებრობა წარსულს ჩაბარდება
დიდი მოლოდინით ველით შეერთებული შტატების ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას. ბევრი გამოწვევა იყო აშშ-საქართველოს ურთიერთობებში ბოლო 4 წლის განმავლობაში და დიდი იმედი გვაქვს, რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირობებში ყველა ეს გაუგებრობა წარსულს ჩაბარდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უნგრულ პოლიტიკურ იუთუბ-არხთან ინტერვიუში განაცხადა. პრემიერის თქმით, საქართველოს ხელისუფლება დაინტერესებულია შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვით. „დიახ, აშშ-ის ამჟამინდელი ანუ, მიმავალი ადმინისტრაციის ზოგიერთი წარმომადგენელი ცდილობს რთული მემკვიდრეობა დაუტოვოს ახალ ადმინისტრაციას საქართველოსთან და ზოგადად რეგიონთან მიმართებით. იგივე სცადეს უკრაინასთან მიმართებით და საქართველოსთანაც იგივე მცდელობაა. დიდი მოლოდინით ველით შეერთებული შტატების ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას. ბევრი გამოწვევა იყო აშშ-საქართველოს ურთიერთობებში ბოლო 4 წლის განმავლობაში და დიდი იმედი გვაქვს, რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირობებში ყველა ეს გაუგებრობა წარსულს ჩაბარდება. ამდენად, დიდად ვართ დაინტერესებულნი შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვით. დარწმუნებული ვარ, რომ ეს პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში მოხდება“, – განაცხადა პრემიერმა.
„კოალიცია ცვლილებებისთვის“ წევრი გიგა ლემონჯავა: ყველა ნივთი, დაწყებული საკანცელარიო ნივთებიდან, დასრულებული გენერატორებით, ფეიერვერკებით, „ნატრი ქლორით“, რაც ამ ოფისში ინახება, განკუთვნილია, ივანიშვილის რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლისთვის
“კოალიცია ცვლილებისთვის” და პარტია „დროას“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ლემონჯავას განცხადებით, ყველა ნივთი, რაც მათ ოფისშია, ემსახურება…
ნინო ფოჩხუა: ეს არის ოპოზიცია, ამათ უნდათ ქვეყნის ნათელი მომავალი და ევროპული გზა? ამათ უყვართ თავისი ქალაქი, რომელიც გადაწვეს? ესენი არიან პუტჩისტები და ტერორისტები, სისხლის სამართლის დამნაშავეები, რომლებმაც კანონით უნდა აგონ პასუხი!
და ამის შემდეგ ვინმე მისცემს თავს უფლებას გვარამია-მელიას, ნაცებს, ლელოს, გახარიას ოპოზიცია უწოდოს? ეს არის ოპოზიცია,…
ნინო ფოჩხუა: ეს არის ოპოზიცია, ამათ უნდათ ქვეყნის ნათელი მომავალი და ევროპული გზა? ამათ უყვართ თავისი ქალაქი, რომელიც გადაწვეს? ესენი არიან პუტჩისტები და ტერორისტები, სისხლის სამართლის დამნაშავეები, რომლებმაც კანონით უნდა აგონ პასუხი!
და ამის შემდეგ ვინმე მისცემს თავს უფლებას გვარამია-მელიას, ნაცებს, ლელოს, გახარიას ოპოზიცია უწოდოს? ეს არის ოპოზიცია,…
კახა კალაძე: ასე იყო წლების წინ და ასეა ახლაც – მთელი ცივილიზებული სამყარო ყოველთვის აღიარებდა ეუთო/ოდირ-ის განმარტებებს არჩევნებთან დაკავშირებით, მაგრამ დღეს ხდება საოცრება
„მთელი ცივილიზებული სამყარო ყოველთვის აღიარებდა ეუთო/ოდირ-ის განმარტებებს არჩევნებთან დაკავშირებით, მაგრამ დღეს საოცრება ხდება“, – ამის შესახებ…
კახა კალაძე: რადიკალი ოპოზიციონერების განცხადებები, რომ თითქოს ძალადობას გმობენ, არის ფარისევლობა და სპეკულაცია
,სინამდვილეში თავად არიან მოძალადეები და ყველაფრის მკადრებლები„ოპოზიციონერები თითქოს გმობენ ძალადობას, მაგრამ როდესაც „იმედის“, „რუსთავი 2“-ის, „საზოგადოებრივი…
კახა კალაძე: არ მჯერა, რომ მართლა გულწრფელ ადამიანს, რომელსაც სურვილი აქვს, ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი, ვერ გაეგო, რა უნდა საქართველოს მთავრობას
„ჩვენ შეიძლება რაღაც არასწორად გადმოვეცით, მაგრამ იმის მერე ყველა თემა „დაიღეჭა“ და მიეწოდა საზოგადოებას. არ მჯერა…
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება
მუხიანის დასახლებაში, ლაგურაშვილის ქ. N3-5 საცხოვრებელ კორპუსებთან სკვერის რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა. რეკრეაციული სივრცე, დაახლოებით, 1 400…
ირაკლი კობახიძე საჯარო დისკუსია მთლიანად დაამსხვრევდა იმ სიცრუეს, რაზეც დგას კოლექტიური „ნაცმოძრაობის“, რადიკალური ოპოზიციის პროპაგანდა, შესაბამისად, ეს არის მათი უარის მიზეზი
საჯარო დისკუსია მთლიანად დაამსხვრევდა იმ სიცრუეს, რაზეც დგას კოლექტიური „ნაცმოძრაობის“, რადიკალური ოპოზიციის პროპაგანდა, – ამის შესახებ…
ირაკლი კობახიძე – საჯარო დისკუსიასთან დაკავშირებით ჩვენი შეთავაზება კვლავაც რჩება ძალაში, პირველ რიგში გულწრფელი ადამიანებისთვის, რომლებსაც შეიძლება ჰქონდეთ გულწრფელი პროტესტი ჩვენს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით
საჯარო დისკუსიასთან დაკავშირებით ჩვენი შეთავაზება კვლავაც რჩება ძალაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის…
ირაკლი კობახიძე – სისტემურად ადამიანების მომარაგება პიროტექნიკითა და სხვა საშუალებებით ხდებოდა შესაბამისი პოლიტიკური ძალების მიერ, მე ამას ვერ დავარქმევდი რეპრესიებს, ეს არის უფრო პრევენციები
მე ამას ვერ დავარქმევდი რეპრესიებს, ეს არის უფრო პრევენციები, ვიდრე რეპრესიები, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის…
ირაკლი კობახიძე -პაპუნა ჯანელიძემ და თინა ხიდაშელმა დებატებზე თანხმობა განაცხადეს იმ გათვლით,რომ ეს ფორმატი არ შედგებოდა -ეს საჯარო დისკუსია მთლიანად ამსხვრევდა იმ სიცრუეს, რაზეც დგას კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ პროპაგანდა
პაპუნა ჯანელიძემ და თინა ხიდაშელმა დებატებზე თანხმობა განაცხადეს იმ გათვლით, რომ ეს ფორმატი არ შედგებოდა, ყველა მათ შემოთავაზებას დავთანხმდით, დავთანხმდით ფორმატს ორი ორზე, დავთანხმდით ასევე დისკუსიას საზოგადოებრივი მაუწყებლის სივრცეში, მაგრამ როცა არაფერი დარჩათ, მაშინაც თქვეს უარი, რაც ნიშნავს იმას, რომ წინასწარ ჰქონდათ განზრახული არმოსვლა ამ საჯარო დისკუსიაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერანციაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, ეს საჯარო დისკუსია მთლიანად ამსხვრევდა იმ სიცრუეს, რაზეც დგას რადიკალური ოპოზიციის პროპაგანდა. „დღეს დაგეგმილი იყო დებატები, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. საჯარო დისკუსია, მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ჩვენს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, თუმცა, როგორც ცნობილი გახდა, როგორც პაპუნა ჯანელიძემ, ასევე თინა ხიდაშელმა უარი თქვეს საჯარო დისკუსიაში მონაწილეობაზე. ეს ორი ადამიანი გახლავთ საშუალო არითმეტიკული ნაციონალი, შესაბამისად, მათთან ჩვენი დისკუსია საზოგადოებას მისცემდა განზოგადების საშუალებას და სიმართლის დადგენის შესაძლებლობას. მათი უარი საჯარო დისკუსიაზე ნიშნავს ერთადერთ რამეს – სიმართლე არის ჩვენს მხარეს და მათ ეშინიათ ნებისმიერი საჯარო დისკუსიის, სწორედ ამის გამო. რადიკალური ოპოზიცია მთლიანად, ზუსტად იცის, რომ რეალურად არაფერი აქვთ სათქმელი არაფერთან დაკავშირებით, მათ შორის არც ჩვენს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. თქვენ ხედავდით, რომ ამ ორ ადამიანზე იყო ლიბერალურ-ფაშისტური ბულინგი, თუმცა, მე მგონია, რომ ეს ბულინგიც იყო აშკარად დალაგებული. ისინიც, აშკარად თავს იკავებდნენ საჯარო დისკუსიისგან. მათ რეალურად დისკუსიაზე თანხმობა განაცხადეს იმ გათვლით, რომ ეს ფორმატი არ შედგებოდა. ჯერ უარი თქვეს ჩვენს მიერ შეთავაზებულ ფორმატზე, ჩვენ შევთავაზეთ 12 კაცამდე ფორმატში დისკუსიის გამართვა, შემდეგ მათ უარი თქვეს მთავრობის ადმინისტრაციაში მოსვლაზე, მუდმივად ეძებდნენ საბაბს იმისათვის, რომ არ მიეღოთ მონაწილეობა ამ დისკუსიაში. ბოლოს არაფერი დავუტოვეთ, ყველა მათ შემოთავაზებას დავთანხმდით, დავთანხმდით ფორმატს ორი ორზე, დავთანხმდით ასევე დისკუსიას საზოგადოებრივი მაუწყებლის სივრცეში, მაგრამ როცა არაფერი დარჩათ, მაშინაც თქვეს უარი, რაც ნიშნავს იმას, რომ წინასწარ ჰქონდათ განზრახული არმოსვლა ამ საჯარო დისკუსიაზე. ეს საჯარო დისკუსია მთლიანად ამსხვრევდა იმ სიცრუეს, რაზეც დგას კოლექტიური „ნაცმოძრაობის“, რადიკალური ოპოზიციის პროპაგანდა“,…