პირადად მზად ვარ, რომ ნებისმიერ ფორმატში დავუჯდე ათ, თორმეტ ახალგაზრდას და გულწრფელად, გახსნილად ვისაუბროთ ყველა იმ თემასთან დაკავშირებით, რომელიც მათ შეიძლება აწუხებდეთ, იქნება ეს ევროინტეგრაციის თემა თუ ნებისმიერი სხვა საკითხი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერის თქმით, ის გულწრფელ ახალგაზრდებს, რომლებსაც აქვთ პროტესტის განცდა, სთავაზობს საჯარო დისკუსიაში ჩართვას, ნებისმიერ ფორმატში. „მე კიდევ ერთხელ მინდა გავხსნა საჯარო სივრცე დისკუსიისთვის. თქვენ ხედავთ, რომ ყოფილი და მოქმედი პოლიტიკოსების რესურსი, რომ რაიმე ტიპის დისკუსიაში ჩაერთონ, არის სრულიად შეზღუდული. მათ თავიდან სცადეს კონკრეტულმა ყოფილმა პოლიტიკოსებმა დისკუსიაში ჩართვა, თუმცა, მათაც მოუწიათ უარი ამ საჯარო დისკუსიაზე, აქედან გამომდინარე, მე პირველ რიგში, გულწრფელ ახალგაზრდებს მინდა შევთავაზო საჯარო დისკუსიაში ჩართვა, რომლებსაც აქვთ პროტესტის განცდა, ჩაერთონ საჯარო დისკუსიაში, ნებისმიერ ფორმატში. მოვიდნენ, რათა მონაწილეობა მიიღონ საჯარო დისკუსიაში. ამისათვის ჩვენ ვართ ყოველთვის ღია და გახსნილი. აქაც რა თქმა უნდა, საქმეში ჩაერთვება ლიბერალური ფაშიზმი, რომელიც მაქსიმალურად ეცდება. რომ არავითარი საჯარო დისკუსია არ დაუშვას მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით, თუმცა ჩვენი კარი არის აბსოლუტურად ღია ასეთი საჯარო დისკუსიებისთვის. პირადად მზად ვარ, რომ ნებისმიერ ფორმატში დავუჯდე ათ, თორმეტ ახალგაზრდას და გულწრფელად, გახსნილად ვისაუბროთ ყველა იმ თემასთან დაკავშირებით, რომელიც მათ შეიძლება აწუხებდეთ, იქნება ეს ევროინტეგრაციის თემა თუ ნებისმიერი სხვა საკითხი, რომელიც უკავშირდება ჩვენი ქვეყნების განვითარებას. ასევე, აბსოლუტურად ღია ვარ საერთაშორისო მედიისთვის. უცხოურ მედიაშიც არის დეზინფორმაციის მთელი ნიაღვარი საქართველოს და ჩვენი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. მზად ვარ, რომ ნებისმიერ უცხოურ მედიას პირდაპირი ეთერის ფორმატში ჩავერთო და აქაც ვართ მზად ღია დისკუსიისთვის“, – განაცხადა პრემიერმა
თვე: დეკემბერი 2024
პრემიერი-ყველაზე სამწუხარო ის არის,რომ საქართველოში ლიბერალური ფაშიზმის გავრცელება ხდება უცხოური დაფინანსებით, ლიბერალური ფაშიზმის მთავარი იარაღია სიცრუე,განსხვავებული აზრის სრული მიუღებლობა და საზოგადოებაში სიძულვილის დათესვა
ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ საქართველოში ლიბერალური ფაშიზმის გავრცელება ხდება უცხოური დაფინანსებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, სწორედ ამიტომ იყო ატეხილი ისტერიკა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით, რადგან კონკრეტულ ადამიანებს, სწორედ ლიბერალურ-ფაშისტური იდეოლოგიის გამოყენებითა და უცხოური, შავი ფულით უნდოდათ საქართველოში „მაიდნის“ მოწყობა. „გახსოვთ, რამხელა ისტერიკა იყო ატეხილი მაშინ, როცა ჩვენ ვიღებდით კანონს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. კონკრეტულ ადამიანებს, სწორედ ამ იდეოლოგიის გამოყენებითა და უცხოური, შავი ფულით უნდოდათ საქართველოში „მაიდნის“ მოწყობა, ქვეყნის კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლა და რა თქმა უნდა, ეს ისტერიკა, რომელიც ატეხილი იყო აღნიშნული კანონის წინააღმდეგ, ემსახურებოდა სწორედ „მაიდნის“ ხელშეწყობას, რევოლუციური პროცესების ხელშეწყობას ქვეყანაში, ლიბერალური ფაშიზმის კიდევ უფრო ფართოდ გავრცელებას საქართველოში,“- განაცხადა მთავრობის მეთაურმა. პრემიერმა გაიხსენა „კანვასის ტრენინგები“, „ფრანკლინის კლუბი“ „მომავლის აკადემია“ და აღნიშნა, რომ ხელოვნებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლების, სტუდენტებისა და მოსწავლეების ჩართვა უნდოდათ რევოლუციურ პროცესებში, სიძულვილისა და აგრესიის დათესვაში, უცხოური დაფინანსებით. მისივე თქმით, ლიბერალური ფაშიზმის მთავარი იარაღია სიცრუე და განსხვავებული აზრის სრული მიუღებლობა. „გახსოვთ „კანვასის ტრენინგები“, მაგალითად, მაშინ ტრენინგებს უტარებდნენ ძირითადად ხელოვნების, კულტურის სფეროს წარმომადგენლებს. როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, რომ „კანვასის ტრენინგების“ მიზანი იყო ხელოვანთა ჩართვა რევოლუციურ პროცესებში, ამას მოჰყვა ირონიული საპასუხო განცხადებები. თუმცა ამ ერთი კვირის განმავლობაში, ჩვენ ვხედავდით, რომ სწორედ კულტურის სფეროს წარმომადგენლები გამოჰყავდათ წინა პლანზე ამ რევოლუციის მოწყობის მცდელობის დროს. კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ რობერტ ფიცოს, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის 10 წუთიანი ვიდეო, სადაც ის განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს თეატრებზე,…
ირაკლი კობახიძე -რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა იკადრეს ყველაფერი, უკადრებელი, ისინი შეეხნენ ადამიანების ღირსებას, ძალადობდნენ ყველა თვალსაზრისით, როგორც ფიზიკური,ასევე ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ადამიანებზე, როგორც პოლიციელებზე, ასევე არაპოლიციელებზე
რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა იკადრეს ყველაფერი, უკადრებელი. ისინი შეეხნენ ადამიანების ღირსებას, ისნი ძალადობდნენ ყველა თვალსაზრისით, როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ადამიანებზე, როგორც პოლიციელებზე, ასევე არაპოლიციელებზე, ვხედავდით ზეწოლას ბიზნესზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერის თქმით, ისინი შეიჭრნენ ტელევიზიაში და მათ ჰქონდათ ომის იმიტაცია. „ამ ყველაფრის მთავარი გამოხატულება არის ლიბერალური ფაშიზმი. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლა მოვიგეთ ლიბერალური ფაშიზმის წინააღმდეგ ჩვენს ქვეყანაში, თუმცა საქართველოში ლიბერალური ფაშიზმი არის საბოლოოდ დასამარცხებელი და რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება. თქვენ ხედავდით, რომ ამ დღეებშიც ამ იდეოლოგიის მიმდევრებმა, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა იკადრეს ყველაფერი, უკადრებელი. ისინი შეეხნენ ადამიანების ღირსებას, ისნი ძალადობდნენ ყველა თვალსაზრისით, როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ადამიანებზე, როგორც პოლიციელებზე, ასევე არაპოლიციელებზე, ვხედავდით ზეწოლას ბიზნესზე, ისინი შეიჭრნენ ტელევიზიაში, მათ ჰქონდათ ომის იმიტაცია. ისინი აკეთებდნენ ყველაფერს, რასაც აკეთებდნენ თავის დროზე, ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში, თუმცა ამას აკეთებდნენ უკვე სხვა, უფრო სუსტი ფორმით, გამომდინარე იქიდან, რომ მათ დღეს არ აქვთ იგივე ძალაუფლება, რაც ჰქონდათ 2012 წლამდე. ლიბერალური ფაშიზმი ცდილობს შეღწევას ყველგან, პოლიტიკაში, მედიაში, კულტურის სფეროში, განათლების სისტემაში. თავიდან დაიწყეს უნივერსიტეტებში და ახლა სკოლებშიც კი სცადეს შეღწევა. ლიბერალური ფაშიზმი ზუსტად ისევე ანგრევს ადამიანების ფსიქიკას, როგორც ამას ახდენდა ბოლშევიზმი ზუსტად ერთი საუკუნის წინ. ეს ყველაფერი აჩვენებს იმას, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან პრინციპული ლიბერალურ ფაშიზმთან“, – განაცხადა პრემიერმა.
პრემიერი-როგორც კი მოვშალეთ ძალადობის კერა და შევედით პარტიულ ოფისებში, მაშინვე შეწყდა ძალადობა დედაქალაქის ქუჩებში, ჩვენ 5 დღეში გავანეიტრალეთ მომიტინგეების ძალადობის რესურსი,სამინისტროს რეაგირების რესურსი რევოლუციის მცდელობებზე არის ამოუწურავი
როგორც კი ჩვენ მოვშალეთ ძალადობის კერა, როგორც კი შევედით პარტიულ ოფისებში, მაშინვე შეწყდა ძალადობა დედაქალაქის ქუჩებში, – ამის შესახებ პრემიერმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, ხელისუფლებამ 5 დღეში გაანეიტრალა მომიტინგეების ძალადობის რესურსი, ხოლო რაც შეეხება სამინისტროს რეაგირების რესურსს რევოლუციის მცდელობებზე, ეს რესურსი არის ამოუწურავი. „როდესაც არ იყო ძალადობა, არ იყო არც შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაქცია. ჩვენ 5 დღეში გავანეიტრალეთ მომიტინგეების ძალადობის რესურსი. რაც შეეხება შსს-ს რესურსს, სამინისტროს რეაგირების რესურსი რევოლუციის მცდელობებზე არის ამოუწურავი, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო. შსს-ს რეაგირების რესურსი არის სრულიად ამოუწურავი. ჩვენ შარშანდელი წლის შემდეგ სერიოზულად გავაძლიერეთ მათ შორის ამ მიმართულებით შსს-ს რესურსები და ვერავინ, ვერავითარი შანტაჟით, ვერავითარი პროვოკაციებით ვერავინ შეძლებს ჩვენი სახელმწიფოს სიმტკიცის შერყევას,“- განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძე:რადიკალურ ოპოზიციას ჰქონდა კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის მცდელობა,ეს არის არაკონსტიტუციური ქმედება და ამას სჭირდება სათანადო რეაგირება
ოფისებში შემალული პოლიტიკოსები ვერ გაექცევიან პასუხისმგებლობას მათი კანონსაწინააღმდეგო ქმედებების გამო. ყველამ დაინახა, რომ რეალურად ძალადობის მთავარი კერა იყო სწორედ პარტიული ოფისები, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერის თქმით, რადიკალურ ოპოზიციას ჰქონდა კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის მცდელობა, ეს არის არაკონსტიტუციური ქმედება და ამას სჭირდება სათანადო რეაგირება. „ოფისებში შემალული პოლიტიკოსები ვერ გაექცევიან პასუხისმგებლობას მათი კანონსაწინააღმდეგო ქმედებების გამო. ყველამ დაინახა, რომ რეალურად ძალადობის მთავარი კერა იყო სწორედ პარტიული ოფისები. როგორც კი ჩვენ შევედით ოფისებში, როგორც კი გავანეიტრალეთ ძალადობის კერა, ძალადობის წყარო, მაშინვე დასრულდა ძალადობაც. ამ პოლიტიკოსებს და შესაბამის პარტიებს, საუბარია რადიკალურ ოპოზიციაზე, რომელიც არის არსებითად ოთხი პარტიის წარმომადგენელი, მათ ჰქონდათ ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის მცდელობა, რაც არის საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული უკანონო, არაკონსტიტუციური ქმედება და ამას სჭირდება სატანადო რეაგირება. “, – განაცხადა პრემიერმა
ირაკლი კობახიძე – მადლობა მინდა გადავუხადო შსს-ს, პირადად მინისტრს,განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს, თითოეულ პოლიციელს, მათი დამსახურებაა ის, რომ სახელმწიფომ პროპორციულად და სათანადოდ უპასუხა „მაიდნის“ მორიგ მცდელობას
მადლობა მინდა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს, პირადად მინისტრს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს, თითოეულ პოლიციელს. სწორედ, მათი დამსახურებაა ის, რომ სახელმწიფომ პროპორციულად და სათანადოდ უპასუხა „მაიდნის“ მორიგ მცდელობას, – ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, თავიდან იყო ძალის გადამეტების რამდენიმე ძალიან სამწუხარო შემთხვევა, რაზეც საზოგადოებას ჰქონდა ძალიან სწორი და ჯანსაღი რეაქცია. „როგორც მოგეხსენებათ, თავიდან იყო ძალის გადამეტების რამდენიმე ძალიან სამწუხარო შემთხვევა, რაზეც საზოგადოებას ჰქონდა ძალიან სწორი და ჯანსაღი რეაქცია. სწორედ, ამ ჯანსაღმა რეაქციამაც მოგვცა ჩვენ ასეთ ინციდენტებზე სწორად რეაგირების საშუალება და რაც მთავარია ასეთი ინციდენტების სამომავლოდ პრევენციის საშუალება. მადლობა საზოგადოების თითოეულ წევრს მათი ჯანსაღი რეაქციისთვის,“- განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძე- ყველა საბოლოოდ დარწმუნდა, რომ ქართული სახელმწიფო არის ძლიერი, როგორც არასდროს და ვერავითარი შანტაჟით ვერავინ შეარყევს ჩვენი სახელმწიფოს სიმტკიცეს
ყველა საბოლოოდ დარწმუნდა, რომ ქართული სახელმწიფო არის ძლიერი, როგორც არასდროს და ვერავითარი შანტაჟით ვერავინ შეარყევს ჩვენი სახელმწიფოს სიმტკიცეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებმა მოაწყვეს ომის იმიტაციის მცდელობა ქალაქის ქუჩებში, თუმცა ეს ომის იმიტაცია დასრულდა წარუმატებლად და ჩავარდა „ნაცმაიდნის“ მოწყობის მორიგი მცდელობა საქართველოში. „მინდა კიდევ ერთხელ შევაჯამო გასული ერთი კვირის განმავლობაში განვითარებული მოვლენები. ყველა საბოლოოდ დარწმუნდა, რომ ქართული სახელმწიფო არის ძლიერი, როგორც არასდროს და ვერავითარი შანტაჟით ვერავინ შეარყევს ჩვენი სახელმწიფოს სიმტკიცეს. რადიკალურ ოპოზიციას ჰქონდა საქართველოში „ნაცმაიდნის“ მოწყობის მცდელობა. უფრო მეტიც, მათ მოაწყვეს ომის იმიტაციის მცდელობა ჩვენი ქალაქის ქუჩებში, თუმცა ნახეთ, რომ ეს ომის იმიტაცია დასრულდა წარუმატებლად და ჩავარდა „ნაცმაიდნის“ მოწყობის მორიგი მცდელობა საქართველოში.გასული ოთხი წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში იყო მაიდნის მოწყობის ოთხი მცდელობა, თუმცა ამ ოთხივე მცდელობას სახელმწიფომ წარმატებით უპასუხა“, – განაცხადა პრემიერმა.
ზურაბ ქადაგიძე თემურ ჭყონიაზე: რატომ არის ბნელ მხარეს იცით სრული სიყალბე? იმიტომ, რომ რევოლუციის გაკეთებაც სხვისი ხელით უნდათ
„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში „კოკა-კოლას“ პრეზიდენტის მხრიდან ოპოზიციური მოძრაობის დაფინანსებას ეხმიანება და აცხადებს,…
ვანო ნადირაძე აქციის მონაწილეებს: ზუსტად ახლა სჭირდება ბოლო და მაქსიმალური შეტევები, ახლა ჩვენ უნდა ვიყოთ აგრესიულები
ზუსტად ახლა სჭირდება ბოლო და მაქსიმალური შეტევები, რათა მათი დასასრული სისრულეში იქნას მოყვანილი, – ასე მიმართავს…
ზურაბ ქადაგიძე-თემურ ჭყონია გაიფიცა? კოკა-კოლის ქარხანამ შეწყვიტა მუშაობა? -ა, არა? ყველაფერი გასაგებია
„რატომ არის ბნელ მხარეს იცით სრული სიყალბე? იმიტომ, რომ რევოლუციის გაკეთებაც სხვისი ხელით უნდათ.“-წერს „ხალხის ძალის“…
ზაალ ანჯაფარიძე: 30 წლის მანძილზე აშშ-ს ქრონიკული შეცდომა საქართველოში ის გახლავთ, რომ „ქართველ ხალხად“ მიიჩნევთ ჩვენი საზოგადოების მხოლოდ თქვენთვის სასურველ ნაწილს და თქვენს საგრანტო კმაყოფაზე მყოფთ
„ჩვენი ერთგულება ქართველი ხალხის მიმართ…..“ 30 წლის მანძილზე აშშ-ს ქრონიკული შეცდომა საქართველოში ის გახლავთ, რომ „ქართველ…
თამთა მეგრელიშვილი: ძალიან ცუდად მენიშნა აქციაზე გაურკვეველი ჯგუფების გამოჩენა, რომლებიც “ალლაჰუ აკბარ”-ს სკანდირებენ, ოპოზიციამ დიდი ხანია გაყიდა ქვეყანა და რადიკალურ ძალებს იყენებენ ქვეყნის მაიდანიზაციისათვის, რელიგიური შინაარსის მოწოდებები ქუჩაში მიმდინარე პროცესებს კიდევ უფრო გაამწვავებს
ქართული ოპოზიცია ქვეყნის აგენტად უნდა გამოცხადდეს. ისინი მიჰყვებიან კოლექტიური დასავლეთის დავალებით წინასწარ გაწერილ გეგმას, თუ როგორ…
ქვეყნის ევროპული გზიდან არანაირი გადახვევა არ მომხდარა და მთავრობა, რომელიც მოსახლეობის უმრავლესობამ აირჩია, მზად არის გახსნას მოლაპარაკებები ევროპასთან – მოქალაქეები ევროკავშირს პეტიციით მიმართავენ
არანაირი გადახვევა ქვეყნის ევროპული გზიდან არ მომხდარა და მთავრობა, რომელიც მოსახლეობის უმრავლესობამ აირჩია მზად არის გახსნას…
ლევან ხურცია: მეგობრებო, ლანძღავთ რუსთაველის თეატრს, განსხვავებული შეხედულების ხალხს, ლანძღავთ კაცს რომელმაც ნახევარი არტისტ-რეჟისორები დაგზარდათ და ამას აკეთებთ ქვეყნის და ქართველის სიყვარულის სახელით – ეს არც სიყვარულია და არც მომავლის სწორი გზა
რა ხდება მეგობრებო, ლანძღავთ რუსთაველის თეატრს, (სადაც ჩემი არსებობის80% ვატარებ)ლანძღავთ განსხვავებული შეხედულების ხალხს , ლანძღავთ კაცს…
გიორგი გამსახურდია ელენე ხოშტარიას: პირდაპირ იძახის, მგიმოში ნასწავლი, რუსულად, რუსული ფულით გამოზრდილი ლიაკა, რომ უნდა ვიძალადოთო – საუკეთესო ევროპული ქვეყნების პრაქტიკით, გაგეცემათ პასუხი, კანონის მთელი ძალით და მის ფარგლებში
პირდაპირ იძახის, მგიმოში ნასწავლი, რუსულად, რუსული ფულით გამოზრდილი ლიაკა, რომ უნდა ვიძალადოთო. საუკეთესო ევროპული ქვეყნების პრაქტიკით,…