„ნაძვის ხე დედაქალაქში, რა თქმა უნდა, დაიდგმება, ქალაქი იქნება მორთული დპატარებს მიეცემათ შესაძლებლობა, თავიანთი სურვილები ჩაიფიქრონ“,…
თვე: დეკემბერი 2024
პრემიერი- ქართველ ხალხს ხელი ჰკრეს, უარი უთხრეს კანდიდატის სტატუსზე, იგივე გრძელდება მოლაპარაკებების გახსნაზე,თან იმ პირობებში, როდესაც ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე კორუმპირებულ მოლდოვას გახსნილი აქვს მოლაპარაკებები, როგორც კი გახსნიან, იქვე ხელს ვაწერთ
ჩვენი მხრიდან დღის წესრიგში აღარ ვაყენებთ 2028 წლამდე მოლაპარაკებების გახსნას იმისათვის, რომ მათ არ დავუტოვოთ შანტაჟის ინსტრუმენტი, მაგრამ აქვე ვაცხადებთ, როგორც კი გახსნიან, იქვე ხელს ვაწერთ, შანტაჟი აბსოლუტურად მიუღებელია ჩვენთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით,2022 წლის ივნისში კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ხელი ჰკრეს ქართველ ხალხს და უარი უთხრეს, ახლაც იმავეს აგრძელებენ მოლაპარაკების გახსნასთან დაკავშირებით და სწორედ ამას ეფუძნებოდა ხელისუფლების გადაწყვეტილება. „გახსოვთ, რა ხდებოდა, მაგალითად, წელიწად ნახევრის განმავლობაში, როცა ვიბრძოდით კანდიდატის სტატუსისთვის. ჩვენ ვითხოვდით ევროკავშირისგან კანდიდატის სტატუსის მიღებას, ისინი არ გვაძლევდნენ და თან ამბობდნენ, რომ ჩვენ ვიყავით არაევროპულები და ისინი იყვნენ პროქართულები. 2023 წლის დეკემბერში გამოაცხადეს, რომ ქართველ ხალხს მიანიჭეს კანდიდატის სტატუსი. 2022 წლის ივნისში რატომ უთხრეს ქართველ ხალხს უარი კანდიდატის სტატუსზე, დღემდე არავის აუხსნია. არავითარი დასაბუთება არ ყოფილა, უბრალოდ ხელი ჰკრეს ქართველ ხალხს, ქართულ სახელმწიფოს, საქართველოს ხელისუფლებას და ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, 2022 წლის ივნისში, უარი უთხრეს კანდიდატის სტატუსზე. ახლა გრძელდება იგივე მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებითაც. არ გვიხსნიან მოლაპარაკებებს, აქაც ხელს ჰკრავენ ქართველ ხალხს და უარს ეუბნებიან მოლაპარაკებების გახსნაზე. თან ეს ხდება იმ პირობებში, როდესაც მოლდოვას აქვს გახსნილი მოლაპარაკებები. ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანა ა ევროპაში მოლდოვა, სუსტი ინსტიტუტებით, პრაქტიკულად დამოუკიდებელი ტელევიზია არ დატოვეს, არის საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი, მეორე არხი და განსხვავებული აზრი საერთოდ არ ისმის მოლდოვაში. აკრძალეს პოლიტიკური პარტიები, პოლიტიკური პლურალიზმი აღარ არსებობს, ეკონომიკა ჩამოაქციეს და მოლდოვის მოსახლეობის მხოლოდ 45 % უჭერს მხარს ევროკავშირში ინტეგრაციას. ქვეყანა რჩება დსთ-ს წევრად და არც სანქციები დაუწესებიათ, არც არაფერი, ნული კრიტიკა. ასეთ ქვეყანას…
ირაკლი კობახიძე – პრაქტიკულად არ არსებობს საქმე, რომელიც „ნაცმოძრაობამ“ მოუგო ქართულ სახელმწიფოს სტრასბურგის სასამართლოში, ამის გაგრძელება იყო კეზერაშვილის საქმეც
პრაქტიკულად არ არსებობს საქმე, რომელიც „ნაცმოძრაობამ“ მოუგო ქართულ სახელმწიფოს სტრასბურგის სასამართლოში, ამის გაგრძელება იყო კეზერაშვილის საქმეც,…
ირაკლი კობახიძე – სალომე ზურაბიშვილიც კარგი მაგალითია, თუ რას უშვება ლიბერალური ფაშიზმი ადამიანებს, თავიდან ბოლომდე ჩამოუშალეს ღირსება, პირდაპირ ჩართეს კამპანიაში საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ
სალომე ზურაბიშვილიც არის კარგი მაგალითი იმისა, თუ რას უშვება ლიბერალური ფაშიზმი ადამიანებს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა…
ირაკლი კობახიძე: ჩვენ ვართ აბსოლუტურად მონდომებულები, ბოლომდე მივიყვანოთ რადიკალური ოპოზიციისსრულად განეიტრალების საქმე, კოჰაბიტაციის და ლიბერალური ფაშიზმის არავითარი ნიშანწყალი არ უნდა დარჩეს ჩვენს ქვეყანაში
პირდაპირ უპირისპირდებიან კონსტიტუციის ორ მთავარ პრინციპს – დემოკრატიას და სამართლებრივ სახელმწიფოს, როცა ისინი ითხოვენ კანონდამრღვევების გათავისუფლებას და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, ეს არის ოპოზიციის ხელწერა და ამას აკეთებდნენ ისინი 2012 წლამდეც. „ჩვენი კონსტიტუცია ეფუძნება ორ მთავარ პრინციპს ეს არის დემოკრატია და სამართლებრივი სახელმწიფო, იგივე სამართლის უზენაესობა. სამართლებრივი სახელმწიფოს მთავარი ასპექტი არის სამართლის უზენაესობა. ისინი პირდაპირ უპირისპირდებიან ზუსტად ამ ორ მთავარ ასპექტს ჩვენი კონსტიტუციური სისტემისა, როგორც სამართლის უზენაესობას, ისე დემოკრატიას. როცა ისინი ითხოვენ კანონდამრღვევების გათავისუფლებას, ამით ისინი პირდაპირ უტევენ სამართლის უზენაესობის პრინციპს ჩვენს ქვეყანაში და როდესაც ისინი არ აღიარებენ არჩევნებს და ითხოვენ რიგგარეშე არჩევნებს, ამით ისინი პირდაპირ უპირისპირდებიან დემოკრატიის პრინციპს. ორი მთავარი პრინციპი გვაქვს სულ საქართველოს კონსტიტუციაში და ორივეს პირდაპირ უპირისპირდებიან. იმავეს აკეთებდნენ ისინი 2012 წლამდეც, ეს იყო მთავარი ხელწერა. რა თქმა უნდა, მათ არავითარი რესურსი არ აქვთ ამისთვის. ჩვენ ვართ აბსოლუტურად მონდომებულები, რომ ბოლომდე მივიყვანოთ რადიკალური ოპოზიციის სრულად განეიტრალების საქმე. კოჰაბიტაციის არავითარი ნიშანწყალი აღარ უნდა დარჩეს ამ ქვეყანაში უახლოეს მომავალში და ლიბერალური ფაშიზმის არავითარი ნიშანწყალი არ უნდა დარჩეს უახლოეს მომავალში ჩვენს ქვეყანაში. არათუ მათ რაიმე მოთხოვნას გავეკიდებით. პირიქით, ჩვენი მოტივაციაა, რომ არც კოჰაბიტაციის და არც ლიბერალური ფაშიზმის არავითარი ნიშანწყალი არ დარჩეს ამ ქვეყანაში იმისათვის, რომ გაგრძელდეს საქართველოს შეუფერხებელი და სტაბილური განვითარება,“- განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძე-ეუთო-ოდირი ამსხვრევს ოპოზიციის და მათი პატრონების გეგმებს,რადგან მას უკვე არჩევნების ლეგიტიმაცია აქვს აღიარებული, ყველას მოუწევს არჩევნებში დამარცხებასთან შეგუება
ირაკლი კობახიძე – ეუთო-ოდირი ამსხვრევს ოპოზიციის და მათი პატრონების გეგმებს, რადგან მას უკვე არჩევნების ლეგიტიმაცია აქვს აღიარებული ეუთო-ოდირის ძალიან ეშინია რადიკალურ ოპოზიციას. გამომდინარე იქიდან, რომ ეუთო-ოდირმა უკვე შეაფასა ეს არჩევნები, როგორც კონკურენტული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერის თქმით, ეუთო-ოდირი ამსხვრევს ოპოზიციის გეგმებს, რადგან მას უკვე არჩევნების ლეგიტიმაცია აქვს აღიარებული. „ეუთო-ოდირის ძალიან ეშინია რადიკალურ ოპოზიციას. გამომდინარე იქიდან, რომ ეუთო-ოდირმა უკვე შეაფასა ეს არჩევნები, როგორც კონკურენტული და ეს კამპანია ეუთო-ოდირის წინააღმდეგ დაიწყო ჯერ კიდევ იქამდე, ვიდრე ჩატარდებოდა არჩევნები. ეუთო-ოდირის წინააღმდეგ ჯერ გახარიას გააკეთებინეს პატრონებმა განცხადება, შემდეგ უკვე გვარამიას. ჯერ საერთოდ, შეფასება არ იყო დადებული ამ დროისთვის. მას შემდეგ, რაც დაიდო ეუთო-ოდირის შეფასება, ეს კამპანია კიდევ უფრო გაძლიერდა ეუთო-ოდირის წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, ეუთო-ოდირი ამსხვრევს თავიდან ბოლომდე ოპოზიციის და მათი პატრონების გეგმებს, გამომდინარე იქიდან, რომ მას უკვე არჩევნების ლეგიტიმაცია აქვს აღიარებული. თუმცა, ისინი ამ ყველაფერს ვერ გაექცევიან ეუთო-ოდირთან ერთად მთავარი არის თვითონ ფაქტები – ლელოს აქვს აღიარებული საკუთარი შედეგი. ხაზარაძე გამოვიდა და თქვა, რომ დაახლოებით 200…
პრემიერ-მინისტრი ჩინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ჭოუ ციენს შეხვდა. დიპლომატმა მთავრობის მეთაურს საპარლამენტო არჩევნებში მმართველი გუნდის გამარჯვება და მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცება კიდევ ერთხელ მიულოცა. შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების პოზიტიურ დინამიკაზე, რასაც ადასტურებს სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება. საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ პოლიტიკურ და კულტურულ ურთიერთობებს და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების შემდგომ გაღრმავებას. ხაზი გაესვა ჩინელი პარტნიორების ჩართულობას ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებაში. პრემიერმა ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ჩინეთის ელჩს მადლობა გადაუხადა.
ირაკლი კობახიძე – სამართლისა და კანონის უზენაესობას გავუფრთხილდებით ბოლომდე, არანაირი კომპრომისი ამ თვალსაზრისით არ იქნება
სამართლისა და კანონის უზენაესობას გავუფრთხილდებით ბოლომდე, არანაირი კომპრომისი ამ თვალსაზრისით არ იქნება, – ამის შესახებ საქართველოს…
პრემიერი – კანონის მთელი სიმკაცრით ყველა კანონდარღვევას გაეცემა პასუხი, ამას აქვს პირველ რიგში პრევენციული მიზანი იმისთვის, რომ არასდროს აღარავინ გაიფიქროს ამ ქვეყანაში „მაიდნის“ მოწყობა
პარტიულ ოფისებში ჩატარებულ ღონისძიებებს აქვს პირველ რიგში პრევენციული მიზანი იმისათვის, რომ არასდროს აღარავინ გაიფიქროს ამ ქვეყანაში…
კახა კალაძე: კახა ალადაშვილი საერთოდ სად თამაშობდა? ალბათ, როცა უნდაეთამაშა, მაშინაც გაფიცული იყო
„რა ფეხბურთზე საუბრობს კახა ალადაშვილი, სად თამაშობდა საერთოდ?“, – ამიშესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ყოფილი…
დავით ჩიხელიძე: მარტივი კითხვა მაქვს ადამიანებთან, რომლებიც სახელმწიფოს მიერ კურსის არარსებულ შეცვლას აპროტესტებთ, ვის მხარეს ხართ, ოპოზიციის, რომლისთვისაც საზარბაზნე ხორცი და გამოყენებადი იდიოტები ხართ?
ოფისებში თბილად მოკალათებული ადამიანები თქვენი ბედით თამაშობენ როცა ხელში მოლოტოვის კოქტეილს ან პიროტექნიკას აიღებ გახსოვდეს, მას…
ირაკლი კობახიძე – თუ ვინმეს რაიმესი უნდა ეშინოდეს და რომელიმე სია შეიძლება იყოს ვინმესთვის საფრთხის შემცველი, ეს არის რადიკალური ოპოზიციის და ლიბერალური ფაშიზმის მიმდევრების სია-მათ მართლა უნდა ეშინოდეთ რაღაც-რაღაცების, იმიტომ, რომ ჩვენ უმოქმედოდ დარჩენას არ ვაპირებთ
თუ ვინმეს რაიმესი უნდა ეშინოდეს და რომელიმე სია შეიძლება იყოს ვინმესთვის საფრთხის შემცველი, ეს არის რადიკალური ოპოზიციის სია და ლიბერალური ფაშიზმის მიმდევრების სია. მათ მართლა უნდა ეშინოდეთ რაღაც-რაღაცების, იმიტომ, რომ ჩვენ უმოქმედოდ დარჩენას არ ვაპირებთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერის თქმით, ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს, რომ ქვეყანაში საბოლოოდ აღმოიფხვრას ლიბერალური ფაშიზმი. „ესეც არის ლიბერალური ფაშიზმი და ამ ყველაფრის გაგრძელება. ასეთი სიები წარსულშიც კეთდებოდა, თუმცა თქვენ ხედავთ, რომ ამ სიებმა ვერავითარ მიზანს ვერ მიაღწია. საბოლოო ჯამში, ყველამ იცის ყველაფერი. თუ ვინმეს რაიმესი უნდა ეშინოდეს და რომელიმე სია შეიძლება იყოს ვინმესთვის საფრთხის შემცველი, ეს არის რადიკალური ოპოზიციის სია და ლიბერალური ფაშიზმის მიმდევრების სია. მათ მართლა უნდა ეშინოდეთ რაღაც-რაღაცების, იმიტომ, რომ ჩვენ უმოქმედოდ დარჩენას არ ვაპირებთ. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ჩვენს ქვეყანაში საბოლოოდ აღმოიფხვრას ლიბერალური ფაშიზმი და ამას სჭირდება რა თქმა უნდა, მოქმედება. ამიტომ, ასეთ ადამიანებს, ვინც სწორედ ამ სიებს აკეთებს, ყველაზე მეტად უნდა ეშინოდეთ, – განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძე – სალომე ზურაბიშვილს ნათქვამი აქვს, რომ როდესაც ოპოზიცია უარს ამბობს მანდატებზე, ამით უარყოფს დემოკრატიის პრინციპს და საკუთარი ამომრჩევლის არჩევანს და ახლა თავად მოუწოდებს იმავე ოპოზიციას, არ ისარგებლონ მანდატებით, ეს იმის მანიშნებელია, როგორ ხელყოფენ აგენტების ღირსებას პატრონები
სალომე ზურაბიშვილს ნათქვამი აქვს, რომ როდესაც ოპოზიცია უარს ამბობს მანდატებზე, ამით უარყოფს დემოკრატიის პრინციპს და საკუთარი…
ირაკლი კობახიძე – ჩვენ ღირსებით შევინარჩუნეთ მშვიდობა, ღირსებით გავზარდეთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა 40 მილიარდით, ღირსებით და ჯიუტი ბრძოლით მივიღეთ კანდიდატის სტატუსი ჩვენი ქვეყნისთვის, ასეთივე ღირსებით განვაგრძობთ ზრუნვას ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციაზე
ჩვენ ღირსებით შევინარჩუნეთ მშვიდობა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.მთავრობის მეთაურმა…
ირაკლი კობახიძე-ყველაფერი იქნება ძალიან კარგად,მთავარია,რომ ყველამ უნდა აღიაროს და გააცნობიეროს ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები,დემოკრატიული სისტემა, დემოკრატიული არჩევნები და ხელოვნურად არავინ უნდა შეეცადოს ამ ქვეყანაში არეულობის შემოტანას
ყველაფერი იქნება ძალიან კარგად, მთავარი არის ის, რომ ყველამ უნდა აღიაროს და გააცნობიეროს ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები. ყველამ უნდა აღიაროს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული სისტემა, ჩვენი დემოკრატიული არჩევნები და ხელოვნურად არავინ უნდა შეეცადოს ამ ქვეყანაში არეულობის შემოტანას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერის თქმით, როგორი შანტაჟის და ზეწოლის ქვეშაც არ უნდა იყოს ჩვენი ქვეყანა, ხელისუფლება იზრუნებს ქვეყნის წარმატებით განვითარებაზე. „ყველაფერი იქნება ძალიან კარგად, პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესები გრძელდება, ყველაფერი დასტაბილურდა უკვე არსებითად. მთავარი არის ის, რომ ყველამ უნდა აღიაროს და გააცნობიეროს ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები. ყველამ უნდა აღიაროს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული სისტემა, ჩვენი დემოკრატიული არჩევნები და ხელოვნურად არავინ უნდა შეეცადოს ამ ქვეყანაში არეულობის შემოტანას. როგორი შანტაჟის და ზეწოლის ქვეშაც არ უნდა იყოს ჩვენი ქვეყანა, ჩვენ ვიზრუნებთ ჩვენი ქვეყნის წარმატებით განვითარებაზე. 4 წლის განმავლობაში იყო სერიოზული ზეწოლა, უსამართლობა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად ჩვენ ბოლომდე დავიცავით ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები. როგორიც არ უნდა იყოს ზეწოლა, უსამართლობა, ჩვენ წარმატებით განვაგრძობთ ზრუნვას ჩვენი ქვეყნის დაცვასა და რეალიზებაზე“, – განაცხადა პრემიერმა.