ირაკლი კობახიძე: ომის დაწყებიდან ორ კვირაში გაიყინა “კრედიტ სუისის” თანხები – ყველა სირთულე, რაც დაკავშირებულია ჩვენს ქვეყანასთან და ხელისუფლებასთან, იწყება სწორედ უკრაინაში ომის დაწყების მომენტიდან

მთავარი მიზეზი იმ სირთულეების, რაც აქვს ჩვენს სახელმწიფოს, ჩვენს ქვეყანას, კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილს, არის ის, რომ…

ირაკლი კობახიძე – სალომე ზურაბიშვილი იყო „ნაცმოძრაობის“ და არა საქართველოს პრეზიდენტი, დღეს ის გახდა უბრალოდ მოქალაქე ზურაბიშვილი, არავითარი კუთხით აღარ არის საინტერესო

მოქალაქე ზურაბიშვილი აღარ არის არავითარი თვალსაზრისით საინტერესო, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის…

ირაკლი კობახიძე-მინდა მივულოცო მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობის დაკავება, ის არის ღირსეული, პატრიოტი ადამიანი და შემდეგი ხუთი წლის განმავლობაში ის ღირსეულად ემსახურება ამ ძალიან მნიშვნელოვან თანამდებობაზე თავის ქვეყანას

მინდა მივულოცო მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობის დაკავება. ის არის ღირსეული, პატრიოტი ადამიანი და დარწმუნებული ვარ, რომ შემდეგ ხუთი წლის განმავლობაში ის ღირსეულად ემსახურება ამ ძალიან მნიშვნელოვან თანამდებობაზე თავის ქვეყანას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერის თქმით,  20 წელიწადზე მეტია, საქართველოს არ ჰყოლია პატრიოტი პრეზიდენტი  და მიხეილ ყაველაშვილს უწევს ახალი ტრადიციის დამკვიდრება ამ 20-წლიანი წყვეტის შემდეგ. „მინდა მივულოცო მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობის დაკავება. ის არის ღირსეული, პატრიოტი ადამიანი და დარწმუნებული ვარ, რომ შემდეგ ხუთი წლის განმავლობაში ის ღირსეულად ემსახურება ამ ძალიან მნიშვნელოვან თანამდებობაზე თავის ქვეყანას. მინდა წარმატებები ვუსურვო მას ყველა თვალსაზრისით. გამოწვევები არის სერიოზული. 20 წელიწადზე მეტია, ამ ქვეყანას არ ჰყოლია პატრიოტი პრეზიდენტი. შესაბამისად, მიხეილ ყაველაშვილს უწევს ახალი ტრადიციის დამკვიდრება ამ 20-წლიანი წყვეტის შემდეგ ეს არის დიდი პასუხისმგებლობა, მაგრამ მე ვარ დარწმუნებული, რომ მიხეილ ყაველაშვილი საუკეთესოდ გაართმევს თავს ამ პასუხისმგებლობას“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე:კრე დიტ სუისის“საქმეს ჯერ კიდევ 2008 წელს ჰქონდა პოლიტიკური სარჩული და ეს გამომჟღავნდა საბოლოოდ  იმ გადაწყვეტილებით,რომელიც რამდენიმე დღის წინ დაიდო  აშშ-ის მოქმედი ადმინისტ რაციის სახელით

„კრედიტ სუისის“ საქმეს ჯერ კიდევ 2008 წელს ჰქონდა პოლიტიკური სარჩული და ეს გამომჟღავნდა საბოლოოდ იმ გადაწყვეტილებით, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაიდო აშშ-ის  მოქმედი ადმინისტრაციის სახელით, – ამის  შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა  ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.  როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, „კრედი სუისის“ საქმეზე იყო თავის მართლებები, რომ პოლიტიკასთან კავშირი არ ჰქონდა, თუმცა ყველაფერი გამოჩნდა.  „კრედიტ სუისს“ რაც შეეხება, გახსოვთ ერთგვარი თავის მართლება იმასთან დაკავშირებით, რომ არავითარი კავშირი პოლიტიკასთან არ ჰქონდა „კრედიტ სუისის“ საქმეს, თუმცა დღეს ყველაფერი გამოჩნდა რაშიც არის საქმე. „კრედიტ სუისის“ საქმე ჩვენი აღქმით იყო პოლიტიკური და პოლიტიზებული, მას ჰქონდა თავიდანვე ჯერ კიდევ 2008 წელს პოლიტიკური სარჩული და ეს გამომჟღავნდა საბოლოოდ იმ გადაწყვეტილებით, რომელიც რამდენიმე დღის წინ  დაიდო აშშ-ს მოქმედი  ადმინისტრაციის  სახელით, დანარჩენზე საზოგადოება გამოიტანს თავის დასკვნას“, – განაცხადა  ირაკლი  კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე  – ამერიკელმა კუბილიუსმა მიიწვია სალომე ზურაბიშვილი ინაუგურაციაზე, აქაც არაფერი საინტერესო არ არის,მოქალაქე ზურაბიშვილს შეუძლია დაესწროს ინაუგურაციას, როგორც ამას აკეთებს ასი ათასობით ადამიანი

რეალობა არის ერთი, 1 120 000-ზე მეტმა საქართველოს მოქალაქემ მხარი დაუჭირა მმართველ ძალას, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი…

ირაკლი კობახიძე  მთავარი მიზეზი იმ სირთულეებისა, რაც აქვს ჩვენს სახელმწიფოს,მათ შორის,ბიძინა ივანიშვილს, არის ის, რომ ჩვენ არ გავხსენით მეორე ფრონტი, ომს ვერ დავიწყებთ

მთავარი მიზეზი იმ სირთულეებისა, რაც აქვს ჩვენს სახელმწიფოს, კონკრეტულად, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილს, არის ის, რომ ჩვენ 2022 წლის თებერვალში არ შევუერთდით ომს და არ გავხსენით მეორე ფრონტი. ამის შემდეგ დაიწყო მთავარი სირთულეები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერის თქმით, ყველა პრობლემა, რაც არის დაკავშირებული საქართველოსთან და საქართველოს  ხელისუფლებასთან, იწყება სწორედ უკრაინაში ომის დაწყების მომენტიდან. „ომს ვერ დავიწყებთ. მთავარი მიზეზი იმ სირთულეებისა, რაც აქვს ჩვენს სახელმწიფოს, კონკრეტულად, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილს, არის ის, რომ ჩვენ 2022 წლის თებერვალში არ შევუერთდით ომს და არ გავხსენით მეორე ფრონტი. ამის შემდეგ დაიწყო მთავარი სირთულეები. კრედიტ სვისს რაც შეეხება, სწორედ მარტის დასაწყისში, ომის დაწყებიდან ორ კვირაში, გაიყინა კრედიტ სვისის თანხები. ყველა პრობლემა, ყველა სირთულე, რაც არის დაკავშირებული ჩვენს ქვეყანასთან და ხელისუფლებასთან, იწყება სწორედ უკრაინაში ომის დაწყების მომენტიდან. ომს ვერ დავიწყებთ, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ. არიან ძალები, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ გლობალურ ომის პარტიას, რომელსაც ამერიკაში უწოდებენ დიფ სთეითის მფარველებს. ეს ადამიანები აქტიურად ითხოვდნენ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას. როგორც ამერიკაშია დიფ სთეითი, ასევე საქართველოშიც გვაქვს პატარა დიფ სთეთი, ამ დიფ სთეითს ეწოდება კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. ეს ქვეყანა ქართული ფიფ სთეითისგან უნდა გათავისუფლდეს ზუსტად ისე, როგორც ეს დააანონსა დონალდ ტრამპმა თავისი დიფ სთეითის შემთხვევაში“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე – 1000 კაცი იკრიბება ყოველდღე, ეს არის პარტიების და ენჯეოების აქტივი, თუმცა 1000 კაცის გამოსვლა ვერ გადაწონის 1 120 000-ზე მეტი ამომრჩევლის გადაწყვეტილებას

1000 კაცი იკრიბება ყოველ დღე, ეს ნიშნავს იმას, რომ ეს არის პარტიების და ენჯეოების აქტივი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერის თქმით, 1000 კაცის გამოსვლა ვერ გადაწონის 1 120 000-ზე მეტი ამომრჩევლის გადაწყვეტილებას. „1000 კაცი იკრიბება ყოველდღე. ეს ნიშნავს იმას, რომ ეს არის პარტიების და ენჯეოების აქტივი, რა თქმა უნდა, მათაც აქვთ დემოკრატიული გამოხატვის უფლება, აქედან გამომდინარე, ხელისუფლება მათ თავიდან ბოლომდე აძლევს საშუალებას, რომ მათ გამოხატონ თავიანთი აზრი, თუმცა 1000 კაცის გამოსვლა ვერ გადაწონის 1 120 000-ზე მეტი ამომრჩევლის გადაწყვეტილებას. ეს გადაწყვეტილება არის ის, რომ საქართველოში „ქართული ოცნება“ განაგრძობს ქვეყნის მართვას შემდეგი 4 წლის განმავლობაში“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე – ურთიერთობების გადატვირთვა დამოკიდებული იქნება უკრაინაში ომის დასრულებაზე, როცა აღარ იქნება პირველი ფრონტი, აღარ იქნება მეორე ფრონტის მოთხოვნა

ურთიერთობების გადატვირთვა დამოკიდებული იქნება უკრაინაში ომის დასრულებაზე, შესაბამისად, ყველამ უნდა ვუგულშემატკივროთ უკრაინაში ომის დასრულებას, – ამის შესახებ…

მამუკა მდინარაძე: შეიძლება ვიღაცამ დაგაჯერა, რომ საბრძოლველია მაიმუნს “ობეზიანა” რომ არ ერქვას, ნერვიულობ, ჩელიაბინსკში რომ არ გაიღვიძო, მაგრამ, ამავე დროს, უნდა გაითავისოს ყველამ, რომ “ნაცმოძრაობის” სხვადასხვა კლასტერთან ერთად აპროტესტებენ ძალადობას

არანაირი საფუძველი არ აქვს მათ ფეიკ-კამპანიებს, იმიტომ,რომ დავიზეპირეთ, თუკი რამე ქართულს და ეროვნულს გავაკეთებთ, ყველაფერს აუცილებლად…

მამუკა მდინარაძე: დღეს ისტორიული დღეა, საქართველოს დღევანდელი დღიდან ეყოლება ახალი პრეზიდენტი, რომელიც საკუთარი ქვეყნის ინტერესებს, მხოლოდ საკუთარ სამშობლოს მოემსახურება

დღეს ისტორიული დღეა. პირველი შემთხვევაა, როდესაც ახალი წესით, კანონმდებლობის ნორმის დაცვით, ამ ახალი პროცედურით იმართება საქართველოს…