ირაკლი კობახიძე -ალენ ბერსე პირველი კაცია, პირველი ევროპელია, რომელიც გვეუბნება, რომ მზად არის  არგუმენტებით გვესაუბროს გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით,რასაც ამდენი ხანია ვითხოვთ ამ ღირსეულ კაცს დავუდასტურეთ მზაობა დისკუსიისთვის

რაც შეეხება გამჭვირვალობის კანონს და იმას, თუ რა შეიცვალა, ძალიან მნიშვნელოვანი რამ შეიცვალა. ერთი პრინციპული რამ შეიცვალა – ძლივს ვნახეთ ევროპელი ადამიანი, რომელიც მზად არის, რომ არგუმენტებით გვესაუბროს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერის თქმით, მან ალენ ბერსეს დაუდასტურა მზაობა დისკუსიისთვის. „რაც შეეხება გამჭვირვალობის კანონს და იმას, თუ რა შეიცვალა, ძალიან მნიშვნელოვანი რამ შეიცვალა. ერთი პრინციპული რამ შეიცვალა – ძლივს ვნახეთ ევროპელი ადამიანი, რომელიც მზად არის, რომ არგუმენტებით გვესაუბროს. პირველი კაცია, პირველი ევროპელია, რომელიც გვეუბნება, რომ მზად არის დაგვიჯდეს, არგუმენტებით გვესაუბროს ამ კანონთან დაკავშირებით, რასაც ამდენი ხანია ვითხოვთ. პირველი ევროპელია, რომელიც მზად არის დისკუსიისთვის. აქედან გამომდინარე ამ ღირსეულ კაცს დავუდასტურეთ მზაობა დისკუსიისთვის“, – განაცხადა პრემიერმა.

ვერის პარკის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მის მოადგილეებთან, ირაკლი ბენდელიანთან და ანდრია ბასილაიასთან ერთად, ვერის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოებს…

ირაკლი კობახიძე: პრეზიდენტმა ტრამპმა გასცა დაპირება, რომ ის დაამარცხებს „დიფ სტეიტს“, მინდა ვუსურვო წარმატებები ამ ძალიან მნიშვნელოვან საქმეში

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, ბატონი დონალდ ტრამპი ხშირად საუბრობს ე.წ. „დიფ სტეიტზე“, რომელიც, მისი განცხადებით, არსებით გავლენას…

კახა კალაძე: მადლობა ვახტანგ გომელაურს იმისთვის, რაც გაკეთებული აქვს ჩვენი ქვეყნისთვის და საქართველოში მშვიდობის შენარჩუნებისთვის

თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს ვიცე-პრემიერად დანიშვნას ულოცავს. როგორც კალაძემ დღეს…

საქართველოს ეროვნული გვარდია 34 წლის იუბილეს აღნიშნავს

საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის დაარსებიდან 34 წელი გავიდა. გვარდიის პირად შემადგენლობასა და ვეტერან გვარდიელებს პროფესიული…

ირაკლი კობახიძე –  ჩვენ ღია ვართ დისკუსიისთვის ნებისმიერ ფორმატში, თუ იქნება კონკრეტული ფორმატი შემოთავაზებული მათ შორის ევროსაბჭოს მხრიდან, ვართ ღია, შესაბამისად, სრული თანხვედრაა ჩვენს გზავნილებს შორის

ჩვენ ღია ვართ დისკუსიისთვის ნებისმიერ ფორმატში. თუ იქნება კონკრეტული ფორმატი შექმნილი, შემოთავაზებული მათ შორის ევროსაბჭოს მხრიდან,…

ირაკლი კობახიძე – დღეს ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით მოქმედი შინაგან საქმეთა სამინისტრო დაასანქცირეს, მაგრამ თავის დროზე ადამიანები, რომლებმაც ჩაიდინეს დანაშაული, არ დაუსანქცირებიათ, ეს არის აღიარება იმისა, რომ „ნაცმაიდნის“ მცდელობა სანქციების ავტორების მხრიდან იყო კოორდინირებული

აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაციის მხრიდან მიღებული გადაწყვეტილება არის მორიგი ანტიქართული გადაწყვეტილება და აქაც ჩანს deep state-ის ხელი…

ირაკლი კობახიძე – შეძლებს თუ არა დონალდ ტრამპი „დიფ სტეიტის“ და არაფორმალური გავლენების დამარცხებას, ჩვენს მაგალითზე, ყველაზე კარგად გამოჩნდება – იმედი გვაქვს, რომ „დიფ სტეიტის“ დამარცხებით, მშვიდობა დაისადგურებს მსოფლიოში

რისკები, ბუნებრივია რჩება, შეძლებს თუ არა დონალდ ტრამპი „დიფ სტეიტის“ და არაფორმალური გავლენების დამარცხებას, ეს გამოჩნდება…

კახა კალაძე: ის განცხადებები, რასაც ვისმენთ თუნდაც ზელენსკის მხრიდან, მეტყველებს უკრაინის უმძიმეს მდგომარეობაზე

„მინდა, მშვიდობა ვუსურვო უკრაინას და უკრაინელ ხალხს“, – ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტის კითხვას…

ირაკლი კობახიძე – აშშ-ს სჭირდება დეოლიგარქიზაცია, რაზეც ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია და ამაში გვაქვს სრული თანხვედრა პრეზიდენტ ტრამპთან, ისიც მიიჩნევს, რომ აშშ-ს სჭირდება გათავისუფლება არაფორმალური გავლენებისგან

აშშ-ს სჭირდება დეოლიგარქიზაცია, რაზეც ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია და ამაში ჩვენ გვაქვს სრული თანხვედრა პრეზიდენტ ტრამპთან, ისიც…

ირაკლი კობახიძე -ბატონი ალენ ბერსეს  ვიზიტი საქართველოში არის საქართველოს  და ქართველი ხალხის მიმართ მხარდაჭერის ძალიან მნიშვნელოვანი გამოხატულება

ბატონი ალენ ბერსეს ვიზიტი საქართველოში  არის საქართველოს და ქართველი ხალხის მიმართ მხარდაჭერის ძალიან მნიშვნელოვანი გამოხატულება, – ამის შესახებ  საქართველოს  პრემიერ-მინისტრმა ირაკლი  კობახიძემ  მთავრობის ადმინისტრაციაში  გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერის თქმით,  ევროსაბჭოს გენერალურ  მდივანს განემარტა საქართველოში არსებული ვითარება, და ის, რომ ბოლო პერიოდში მიტინგებმა მიიღო მშვიდობიანი ხასიათი, აქედან გამომდინარე, საპოლიციო ძალის გამოყენების საჭიროება აღარ არის. „მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს საქართველოში ჩამობრძანებისთვის. ბატონი ალენ ბერსეს ვიზიტი საქართველოში  არის საქართველოს და ქართველი ხალხის მიმართ მხარდაჭერის ძალიან მნიშვნელოვანი გამოხატულება. ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო და პროდუქტიული  დისკუსიები ბატონ გენერალურ მდივანთან. ჩვენ განვუმარტეთ ბატონ გენერალურ მდივანს საქართველოში არსებული ვითარება, ის, რომ ბოლო პერიოდში მიტინგებმა მიიღო მშვიდობიანი ხასიათი, აქედან გამომდინარე, აღარ არის საპოლიციო ძალის გამოყენების საჭიროება და დარწმუნებული ვართ, რომ ასე გაგრძელდება ვითარება შემდეგი დღეების და კვირების განმავლობაშიც“, – განაცხადა პრემიერმა. მთავრობის მეთაურის თქმით, ასევე განმარტებები გაკეთდა ადმინისტრაციულ პატიმრობასთან დაკავშირებით. „ასევე განმარტებები გავაკეთეთ ადმინისტრაციულ პატიმრობასთან დაკავშირებით, მოგეხსენებათ, რომ ძირითადად ძალადობრივი აქტების გამო ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული ადამიანების გარკვეული რაოდენობა. განვმარტეთ, რომ საქართველოში ადმინისტრაციული პატიმრობის მაქსიმალური ვადა არის 15 დღე, შესაბამისად, თვის ბოლომდე ეს ადამიანები სრულად იქნებიან გათავისუფლებულები.  რა თქმა უნდა.  ეს არ ეხებათ იმ ადამიანებს, რომლებიც სისხლის სამართლებრივი ბრალდების ქვეშ არიან წინასწარ პატიმრობაში. ასეთია დაახლოებით 30 პატიმარი. ესეც განვუმარტეთ ბატონ გენერალურ მდივანს. რაც შეეხება გამოძიებას, წარიმართება გამოძიებები, ამასთან დაკავშირებითაც განმარტება მიიღო ბატონმა გენერალურმა მდივანმა. ჩვენ კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ ჩვენი მზადყოფნა, რომ ვითანამშრომლოთ ევროსაბჭოს ყველა სტრუქტურასთან, ასეთ საკითხებთან დაკავშირებით.…

თავდაცვის მინისტრმა პირველი ქვეითი ბრიგადის პირად შემადგენლობას ქვედანაყოფის დაარსების დღე მიულოცა

საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადა დაარსებიდან 32 წელს აღნიშნავს. ღონისძიება გორში, ქვედანაყოფის დისლოკაციის…

მოქალაქეთა კომფორტული გადაადგილების მიზნით, ქალაქ ბოლნისში გზების კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

ბოლნისში წმინდა ნინოს ქუჩაზე, 1000 გრძივ მეტრზე, ასფალტის საფარის მეორე ფენა იგება. პროექტის ფარგლებში, ასევე, მოეწყობა…

პრემიერ-მინისტრმა შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ვიცე-პრემიერად დანიშნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური საქართველოს ვიცე-პრემიერად დანიშნა. შესაბამის ბრძანებას ირაკლი კობახიძემ ხელი დღეს მოაწერა.…