კახა კალაძე: კონკრეტული ადამიანების მხრიდან არ ხდება ძალადობის დაგმობა, პირიქით, ადგილი აქვს მის ხელშეწყობას, წახალისებას, რომანტიზებას. თქვენ, ასეთი ადამიანები, მოძალადეებზე უარესები ხართ

!„წარმოუდგენელია, ძალადობას ჰქონდეს გამართლება, ვისი მხრიდანაც არ უნდა ხორციელდებოდეს ის“, – ამის შესახებ თბილისის მერმა სოციალურ…

7 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციიდან და მიმდებარე ქუჩებიდან, საგანგებო სიტუაციების სამსახურმა დაწესებულებებში გადაიყვანა 14 ადამიანი

მათ შორის აქციის 10 მონაწილე, მედიასაშუალების 2 თანამშრომელი და შინაგან საქმეთა სამინისტროს 2 წარმომადგენელია. ამასთან, სამედიცინო…

ზურაბ ქადაგიძე: 10 დღეა რუსთაველის გამზირზე და მომდებარე ქუჩებზე ნიღბიანი მომიტინგეები დათარეშობენ, არბევენ ყველაფერს, რაც ხელში მოხვდებათ და თქვენ გაგიკვირდათ ნიღბიანი მოძალადეები? თუ ისე გქონდათ დადგმული, რომ კარგად იცით რა შედგები მოჰყვებოდა?

10 დღეა რუსთაველის გამზირზე და მომდებარე ქუჩებზე ნიღბიანი მომიტინგეები დათარეშობენ, არბევენ ყველაფერს, რაც ხელში მოხვდებათ და…

ირაკლი კობახიძე -შეკრება არის მილევად რეჟიმში, ყოველდღიურად იკლებს შეკრების მონაწილეთა რაოდენობა, რასაც აქვს ერთი მთავარი მიზეზი -შინაარსი გამოეცალა მთლიანად პროტესტს

შეკრება არის მილევად რეჟიმში, ყოველდღიურად იკლებს შეკრების მონაწილეთა რაოდენობა, რასაც აქვს ერთი მთავარი მიზეზი – შინაარსი  გამოეცალა მთლიანად პროტესტს, – ამის  შესახებ  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა  ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერის თქმით,  არავითარი პერსპექტივა რადიკალური ოპოზიციის ამ აქციებს არ აქვს. „რამდენიმე დღეა, ყველამ დაინახა, რომ საქართველოში „ნაცმაიდანი“ ჩავარდა. ძალადობრივი რესურსი პრაქტიკულად ამოეწურა მთლიანად რადიკალურ ოპოზიციას, შესაბამისად, მაიდნის ორგანიზების არავითარი შესაძლებლობა მათ აღარ აქვთ. შეკრება არის მილევად რეჟიმში, ყოველდღიურად იკლებს შეკრების მონაწილეთა რაოდენობა, რასაც აქვს ერთი მთავარი მიზეზი – შინაარსი გამოეცალა მთლიანად პროტესტს.  რას აპროტესტებენ, ვეღარავინ ვეღარ ამბობს,  ყველამ გაიგო კიდევ ერთხელ, რომ ხელისუფლებას ქვეყნის ევროინტეგრაცია არ შეუჩერებია და იმას ვერ ითხოვენ, რაც გულში უდევთ, მეცხრე არჩევნები წააგეს უკვე, არიან კოლექტიური  „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერები, ამ მოთხოვნას ვერ აყენებენ, შესაბამისად, რჩება შინაარსისგან დაცლილი შეკრება. ასეთ პირობებში არავითარი პერსპექტივა რადიკალური ოპოზიციის ამ  აქციებს არ აქვს, არის მილევად რეჟიმში და ყველაფერი დასრულდება უსახელოდ მათთვის“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე  – მინდა შეგახსენოთ ძალადობა, რომელიც განხორციელდა „პოსტვ“-ის და  „იმედის“  ჟურნალისტების, ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის  ოპერატორზე, ვინც ეს წინა ძალადობები არ დაგმო, იმისგან გუშინდელი ძალადობის დაგმობას მაინცდამაინც დიდი ფასი არ აქვს

მინდა შეგახსენოთ, რომ ბოლო დროის, განსაკუთრებით ბოლო 2 წელიწადის განმავლობაში სისტემატური სახე მიიღო ძალადობამ მედიის წარმომადგენლების…

ირაკლი კობახიძე -როდესაც კონკრეტული პოლიტიკოსები და  ბიუროკრატები ერთმანეთს უთანაბრებენ ლგბტ პროპაგანდას და ევროინტეგრაციას, ეს  არის უკიდურესად შემაშფოთებელი-ასეთი მიდგომები სერიოზულად ხელყოფს ქართულს საზოგადოებაში ევროპული სტრუქტურების რეპუტაციას

როდესაც კონკრეტული პოლიტიკოსები და ბიუროკრატები ერთმანეთს უთანაბრებენ ლგბტ პროპაგანდას და ევროინტეგრაციას, ეს არის უკიდურესად შემაშფოთებელი, – ამის შესახებ  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა  ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერის თქმით, ასეთი მიდგომები სერიოზულად ხელყოფს ქართულს საზოგადოებაში ევროპული სტრუქტურების რეპუტაციას. „სანქციებზე საუბარი ცოტა არასერიოზულია და დიდი ხანია არასერიოზული  ძალიან არასერიოზული სახე შეიძინა ამ ყველაფერმა. რაც შეეხება კანონს ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ – როდესაც კონკრეტული პოლიტიკოსები და ბიუროკრატები ერთმანეთს უთანაბრებენ ლგბტ პროპაგანდას და ევროინტეგრაციას, ეს არის უკიდურესად შემაშფოთებელი. მინდა შეგახსენოთ, რას ითვალისწინებს ეს კანონი, ეს კანონი ითვალისწინებს იმას, რომ არ შეიძლება დაკანონდეს ერთსქესიანი არც ქორწინება და არც პარტნიორობა, არ შეიძლება ამას კანონის სახე მიეცეს. ითვალისწინებს იმას, რომ არ შეიძლება ქირურგიული ჩარევით საქართველოში სქესის შეცვლა. არ შეიძლება ვინმემ დაგაძალოთ, რომ მაინცდამაინც ნეიტრალური ტერმინოლოგია გამოიყენოთ სქესთან დაკავშირებით. არ შეიძლება, კანონში განისაზღვროს ორის გარდა სხვა სქესთა ე.წ სპექტრი და ა.შ. ანუ, უმარტივესი კანონია, უმარტივეს თემებზეა ამ კანონში საუბარი. 20 წლის წინ ასეთ თემებზე რომ ვიღაცას დაეწყო საუბარი, ალბათ გაუკვირდებოდათ. თუმცა,  დღეს სხვა რეალობასთან გვაქვს საქმე – დღეს  გვეუბნებიან, რომ ქალის და კაცის გარდა აუცილებლად კანონში უნდა გვეწეროს ბევრი სხვა  სქესი. ეს უბრალოდ გაუგონარი რამეა. უფრო მეტიც, ვიღაცები გვეუბნებიან, რომ ეს და ევროინტეგრაცია არის ერთი და იგივე. არ არის ეს სწორი მიდგომა. ასეთი მიდგომები სერიოზულად ხელყოფს ქართულს საზოგადოებაში ევროპული სტრუქტურების რეპუტაციას“, – განაცხადა პრემიერმა.

ზურაბ ქადაგიძე: 10 დღეა რუსთაველის გამზირზე და მომდებარე ქუჩებზე ნიღბიანი მომიტინგეები დათარეშობენ, არბევენ ყველაფერს, რაც ხელში მოხვდებათ და თქვენ გაგიკვირდათ ნიღბიანი მოძალადეები? თუ ისე გქონდათ დადგმული, რომ კარგად იცით რა შედგები მოჰყვებოდა?

10 დღეა რუსთაველის გამზირზე და მომდებარე ქუჩებზე ნიღბიანი მომიტინგეები დათარეშობენ, არბევენ ყველაფერს, რაც ხელში მოხვდებათ და…

ირაკლი კობახიძე შოთა უტიაშვილმა,  რომლის იდეაც იყო  26 მაისს მშვიდობიანი აქციის უმოწყალო დარბევის შემდეგ ცხედრების ჯიხურებზე განთავსება, დღეს დააანონსა საახალწლო ნაძვის ხის დაწვა, მინდა, ყველას ვუთხრა „ნაცმოძრაობა“ ვერც არჩევანს წაართმევს ქართველ ხალხს და ვერ წაართმევს ვერც ახალ წელს

მინდა, ყველას ვუთხრა, „ნაცმოძრაობა“ ვერც არჩევანს წაართმევს ქართველ ხალხს და ვერ წაართმევს ვერც ახალ წელს, – ამის…

ირაკლი კობახიძე – რუსთაველზე შეკრებილი ადამიანები ვერ ბედავენ რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნას – თუ ამ მოთხოვნას დააყენებენ, გაირკვევა, რომ ისინი ყოფილან სინამდვილეში კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერები, ყველას რცხვენია, ერქვას “ნაცი”

რუსთაველზე შეკრებილი ადამიანები ვერ ბედავენ იმის მოთხოვნას, რომ დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები. თუ ამ მოთხოვნას დააყენებენ, გაირკვევა,…

ირაკლი კობახიძე-პოლიციელებს უწევთ, აიტანონ უმძიმესი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა,მათ  უწოდებენ შავრაზმელებს,რუსულ ომონს, რაც უბრალოდ სამარცხვინოა,ესეც არის ორმაგი სტანდარტის გამოვლინება

ვინმე თუ ამტკიცებს ევროპელობას რუსთაველის გამზირზე, ყველაზე მეტად სწორედ გმირი პოლიციელები არიან, მინდა, მათ მადლობა გადავუხადო მოთმინებისთვის, – ამის შესახებ  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა  ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.  როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, გმირი პოლიციელების წინააღმდეგ მიმართული უხეში და სისტემური ძალადობის და მათი შეურაცხყოფის დაგმობა. „მინდა, შეგახსენოთ, თუ ვინმე ამტკიცებს ევროპელობას რუსთაველის გამზირზე, ყველაზე მეტად სწორედ ეს გმირი პოლიციელები არიან. მინდა, მათ მადლობა გადავუხადო მოთმინებისთვის. 10-ზე მეტ  პოლიციელს  დასჭირდა  ქირურგიული ჩარევა. ეს არის მარტო ისეთი  შემთხვევები, სადაც საჭირო გახდა ქირურგიული ჩარევა. არის უამრავი დაზიანებები ფაქტი პოლიციელების მხარეს, არავითარი დაგმობა არ  განხორციელებულა ასეთი ძალადობის მიმართ.  პოლიციელებს უწევთ, აიტანონ უმძიმესი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა. კონკრეტული პოლიტიკური ძალები და მათ მედიასაშუალებები მათ უწოდებენ შავრაზმელებს, რუსულ ომონს და ა.შ. რაც უბრალოდ სამარცხვინოა, ესეც არის  ორმაგი სტანდარტის გამოვლინება“,…

ირაკლი კობახიძე – გუშინდელ ძალადობაზე საზოგადოებას ჰქონდა ძალიან სწორი და ჯანსაღი რეაქცია, ამისთვის მადლობას ვუხდი და მინდა, ყველას მოვუწოდო, ძალადობა დაგმონ ყველა მიმართულებით ვის მიმართაც არ უნდა ხორციელდებოდეს ეს ძალადობა

გუშინდელ ძალადობაზე საზოგადოებას ჰქონდა ძალიან სწორი და ჯანსაღი რეაქცია, მინდა, ამისთვის საზოგადოების თითოეულ წევრს მადლობა გადავუხადო, –…

ირაკლი კობახიძე -მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმაარისპროვოკაცია, რომლის ერთადერთი მიზანიცვითარების ხელოვნურად დაძაბვა შეიძლება იყოს, განსაკუთრებით შემაშფოთებელია თავდასხმა ოპერატორზე, რომელსაც თავდასხმის შედეგად ფიზიკური დაზიანება მიადგა

ერთმნიშვნელოვნად, მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმაარის პროვოკაცია, რომელიც ვითარების ხელოვნურად დაძაბვა შეიძლება იყოს. ამ დანაშაულის გამოძიება არის დაწყებული და მე დიდი იმედი მაქვს, რომ დამნაშავე რაც შეიძლება მალე გამოვლინდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერის თქმით,  განსაკუთრებით შემაშფოთებელია თავდასხმა ოპერატორზე, რომელსაც თავდასხმის შედეგად ფიზიკური დაზიანება მიადგა. „პირველ რიგში, მინდა გავაკეთო განცხადება მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმასთან დაკავშირებით. ერთმნიშვნელოვნად, ეს არის პროვოკაცია, რომლის ერთადერთი მიზანიც ვითარების ხელოვნურად დაძაბვა შეიძლება იყოს. ამ დანაშაულის გამოძიება არის დაწყებული და მე დიდი იმედი მაქვს, რომ დამნაშავე რაც შეიძლება მალე გამოვლინდება. მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტრო გამართავს ბრიფინგს, სადაც დეტალური ინფორმაცია იქნება წარმოდგენილი გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე. განსაკუთრებით შემაშფოთებელია თავდასხმა ოპერატორზე, რომელსაც თავდასხმის შედეგად ფიზიკური დაზიანება მიადგა. ასეთი ფაქტები ხელს აძლევს მხოლოდ რადიკალებს, რომელთა მთავარი მიზანი არის ვითარების ხელოვნურად დაძაბვა ჩვენს ქვეყანაში და დედაქალაქში“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე მივიღებთ კანონს, რომლითაც აიკრძალება შეკრების მონაწილეების მიერ სხვადასხვა საშუალებით სახის დაფარვა, კანონი თვის ბოლომდე სრულად ამოქმედდება

ჩვენ მივიღებთ კანონს, რომლითაც აიკრძალება შეკრებაზე შეკრების მონაწილეების მიერ, მათ შორის კონტრშეკრების მონაწილეების მიერ, სხვადასხვა საშუალებით სახის…

ედიშერ გვენეტაძე: ხდება ის, რაც დაწერილი იყო “ნაცმაიდანისათვის” დასავლეთის კაბინეტებში, მაგრამ ნახეს რა, რომ ეს სცენარი საქართველოში არ გამოდგა, გზადაგზა შეიტანეს მასში ცვლილებები – ე.წ. ოპოზიციის სცენარით გათვლილი სავარაუდო მსხვერპლი, არცერთ შემთხვევაში არ უნდა იქნას დაშვებული

არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. ხდება ის რაც დაწერილი იყო ნაცმაიდანისათვის დასავლეთის კაბინეტებში. მაგრამ ნახეს რა, რომ…

ეკა სეფაშვილი: ძალადობის ყველა ფაქტი უმოკლეს ვადებში უნდა იყოს გამოძიებული

„ძალადობას გამართლება არ აქვს!ჟურნალისტებზე, უბრალო მოქალაქეებზე, სამართალდამცველზე, თუ პოლიტიკოსებზე თავდასხმები და ძალადობა ერთნაირად მიუღებელია“, – ამის…