გმირი პოლიციელებისთვის გამოქვეყნებული სია არის ნამდვილი კომპლიმენტი, როდესაც ლიბერალ-ფაშისტები, „ნაცები“ აქვეყნებენ შენს სიას, ეს არის მხოლოდ…
დღე: დეკემბერი 5, 2024
ირაკლი კობახიძე – სანქციების დაწესება უკრაინის ხელისუფლების მძიმე მდგომარეობაზე მეტყველებს,ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში უკრაინასთან
ვიღაცები ცდილობენ, აშშ-ში ახალ ადმინისტრაციას ჩვენს რეგიონში დაუტოვონ მაქსიმალურად მძიმე მდგომარეობა და ამ სცენარის ნაწილია, მათ…
ირაკლი კობახიძე -კონკრეტული ელჩები წინასაარჩევნო პერიოდში პირდაპირ იყვნენ ჩართული რადიკალური ოპოზიციის სასარგებლო კამპანიაში და არჩევნების შემდეგ სიჩუმეს ინარჩუნებდნენ სისტემური ძალადობის ფაქტებზე, მათი დუმილი ჩანს არჩევნების ლეგიტიმაციის აღიარების კუთხით, მზად ვართ, მიუხედავად მათი ქმედებებისა, ხელი გავუწოდოთ თითოეულ ამ ელჩს
მინდა, კიდევ ერთხელ მწუხარება გამოვთქვა, რომ ის სისტემური და უხეში ძალადობა, რომელსაც თბილისის ქუჩებში ვხედავდით, არ…
ირაკლი კობახიძე-ოთხივე ძალადობრივი პოლიტიკური გაერთიანების რესურსი იყო ჩართული იმ მცდელობაში, რასაც ჰქვია „ნაცმაიდანის“ რეალიზება საქართველოში, ეს არის კონსტიტუციის უმძიმესი დარღვევა
ელენე ხოშტარიამ მისცა აღიარებითი ჩვენება, რომ ძალადობის უკან იდგნენ არა ე.წ. გულწრფელი ახალგაზრდები, არამედ პარტიული რესურსი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.მისივე თქმით, ოთხივე ძალადობრივი პოლიტიკური გაერთიანების რესურსი იყო ჩართული „ნაცმაიდანის“ მოწყობის მცდელობაში. „ელენე ხოშტარიამ მისცა აღიარებითი ჩვენება, ჯერჯერობით ის არის პარლამენტის წევრი, შესაბამისად, უფრო რთულია მის მიმართ შესაბამისი მოქმედებების დაწყება, თუმცა რეალურად, ჩვენთვის ეს არის, რა თქმა უნდა, აღიარებითი ჩვენება. პოლიტიკურად მან დადო პირდაპირი აღიარება იმის შესახებ, რომ ძალადობის უკან იდგნენ არა ე.წ. გულწრფელი ახალგაზრდები, არამედ ძალადობის უკან იდგა თავიდან ბოლომდე პარტიული რესურსი. ეს იყო მისი პარტიის რესურსი, ანუ გვარამიას პარტიის რესურსი, „ნაცმოძრაობის“ რესურსი, გახარიამ თავად აღიარა, რომ მისი ათეულობით მოძალადე აქტივისტი იყო დაკავებული ამ დღეების განმავლობაში, „ლელო“ იყო პირდაპირ ჩართული და ნახეთ კიდეც მათ შორის ჩანაწერები, რომლებიც ასახავს ლელოს საუბარს. ოთხივე ამ ძალადობრივი პოლიტიკური გაერთიანების რესურსი იყო ჩართული იმ მცდელობაში, რასაც ჰქვია „ნაცმაიდანის“ რეალიზება საქართველოში. საბოლოო ჯამში, ეს არის კონსტიტუციური მოთხოვნების პირდაპირი დარღვევა. საქართველოს კონსტიტუცია ხაზგასმით კრძალავს კონსტიტუციური წყობილების დამხობას, ან ძალადობით შეცვლას, თუმცა ეს პარტიები პირდაპირ წავიდნენ კონსტიტუციის ამ ნორმის წინააღმდეგ, რაც არის კონსტიტუციის უმძიმესი დარღვევა,“- განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძე – ჩვენ ვაჩვენეთ,რომ ამ ოთხი წლის განმავლობაში თვისებრივად განვამტკიცეთ საქართველოს სახელმწიფოებრიობა და მომავალშიც ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ ჩვენი ქვეყნის განვითარების ეს ასპექტი კიდევ უფრო მეტად განმტკიცდება
ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ამ ოთხი წლის განმავლობაში თვისებრივად განვამტკიცეთ საქართველოს სახელმწიფოებრიობა და რა თქმა უნდა, მომავალშიც ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ ჩვენი ქვეყნის განვითარების ეს ასპექტი კიდევ უფრო მეტად განმტკიცდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერის თქმით, საქართველო არის და დარჩება ძლიერ, დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფოდ. „ჩვენ ვაჩვენეთ ჩვენი სახელმწიფოებრიობა, ვაჩვენეთ ის, რომ ამ ოთხი წლის განმავლობაში თვისებრივად განვამტკიცეთ საქართველოს სახელმწიფოებრიობა და რა თქმა უნდა, მომავალშიც ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ ჩვენი ქვეყნის განვითარების ეს ასპექტი კიდევ უფრო მეტად განმტკიცდება. საქართველო არის სახელმწიფო და საქართველო დარჩება ძლიერ, დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფოდ“, – განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძე – გაგრძელდება ქვეყნის მშვიდობიანი და სტაბილური განვითარება,ასეთი პროცესები მოკლევადიან რყევებს იწვევს ხოლმე,თუმცა ეკონომიკის სტაბილურ განვითარებას საფრთხე არ ემუქრება
გაგრძელდება ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი და სტაბილური განვითარება, ასეთი პროცესები მოკლევადიან რყევებს იწვევს ხოლმე, – ამის შესახებ…
პრემიერი-სიცრუე არის რადიკალიზმის,რადიკალური ოპოზიციისა და მათი პატრონების მთავარი იარაღი, საზოგადოებამ დაინახა, თუ როგორ ცდილობდა „ნაცმედია“ მათ შეცდომაში შეყვანას და რაც ძალიან სამწუხაროა, ზუსტად იმავე ხაზით მუშაობდა უცხოური მედიაც
სიცრუე არის რადიკალიზმის მთავარი იარაღი, რადიკალური ოპოზიციის და მათი პატრონების მთავარი იარაღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.მისივე თქმით, საზოგადოებამ დაინახა, თუ როგორ ცდილობდა „ნაცმედია“ შეცდომაში შეეყვანა ხალხი და რაც ძალიან სამწუხაროა, ზუსტად იმავე ხაზით მუშაობდა უცხოური მედიაც. „ხედავდით, როგორ ცდილობდა „ნაცმედია“ შეცდომაში შეეყვანა საზოგადოება და რაც ძალიან სამწუხაროა, ზუსტად იმავე ხაზით მუშაობდა უცხოური მედიაც, სრული სიცრუე, სრული დეზინფორმაცია, სრული სიყალბე და სრულიად ცალმხრივი ინფორმაცია. მე შემიძლია, მარტივად შევთავაზო უცხოურ მედიას, ნებისმიერ ფორმატში ჩართვა, ოღონდ ეს უნდა იყოს აუცილებლად პირდაპირი ეთერი, დარწმუნებული ვარ, რომ გამოხმაურება მაინცდამაინც ფართო არ იქნება, ენთუზიაზმი მაინცდამაინც დიდი არ იქნება, გამომდინარე იქიდან, რომ ეს სიცრუე არის მოდებული მთელ საერთაშორისო მედიას დღევანდელ დღეს, რაც ძალიან სამწუხაროა,“- განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძე:ძალადობის მთავარი წყარო იყო პარტიული ოფისები და როგორც კი შევედით პარტიულ ოფისებში და ამოვიღეთ შესაბამისი ძალადობის იარაღი, მაშინვე დასრულდა ძალადობა
ძალადობის მთავარი წყარო იყო პარტიული ოფისები და როგორც კი ჩვენ შევედით ამ პარტიულ ოფისებში, და ამოვიღეთ შესაბამისი ძალადობის იარაღი, მაშინვე დასრულდა ძალადობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.პრემიერის თქმით, როცა არ იყო ძალადობა ძალადობრივი დაჯგუფებების მხრიდან, საერთოდ არავითარი რეაგირების გაწევა არ დასჭირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს. „გუშინ საბოლოოდ დადასტურდა, რომ ჩავარდნილი “ნაცმაიდანის” უკან იდგნენ მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ძალები, პოლიტიკური პარტიები. ძალადობის მთავარი წყარო იყო პარტიული ოფისები და როგორც კი ჩვენ შევედით ამ პარტიულ ოფისებში, და ამოვიღეთ შესაბამისი ძალადობის იარაღი, მაშინვე დასრულდა ძალადობა. გუშინ თქვენ ნახეთ, რომ რესურსი აღარ ჰქონდათ პარტიულ ძალადობრივ დაჯგუფებებს ძალადობისთვის. როგორც კი მოიშალა ძალადობის წყარო, მაშინვე აღარ მოუწია რეაგირება შინაგან საქმეთა სამინისტროს. ძალიან კარგად ჩანდა ყველაფერი, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით – როცა არ იყო ძალადობა მომიტინგეების, ძალადობრივი დაჯგუფებების მხრიდან, საერთოდ არავითარი რეაგირების გაწევა არ დასჭირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს“, – განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძე- ამ 4 წლის განმავლობაში ჩვენ თვისებრივად გავამყარეთ სახელმწიფოებრიობა ჩვენს ქვეყანაში,ამის სრულიად საპირისპირო მოვლენა იყო წინა ხელისუფლება, სამართლის უზენაესობისა და კანონის უზენაესობის არარსებობა იყო მათი მთავარი ხელწერა
ყველამ კარგად დაინახა ერთი რამ – საქართველო არის სახელმწიფო, ჩვენ, განსაკუთრებით ამ 4 წლის განმავლობაში, თვისებრივად განვამტკიცეთ ჩვენი სახელმწიფოებრიობა, სამართლისა და კანონის უზენაესობა ჩვენს ქვეყანაში, -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პრემიერმა კიდევ ერთხელ შეაჯამა ჩავარდნილი „ნაცმაიდანი“ და აღნიშნა, რომ რამდენადაც მაღალია კანონის უზენაესობისა და სამართლის უზენაესობის კულტურა, იმდენად მტკიცეა ნებისმიერი სახელმწიფო„ყველამ კარგად დაინახა ერთი რამ – საქართველო არის სახელმწიფო, ჩვენ, განსაკუთრებით ამ 4 წლის განმავლობაში, თვისებრივად განვამტკიცეთ ჩვენი სახელმწიფოებრიობა, სამართლისა და კანონის უზენაესობა ჩვენს ქვეყანაში. ზოგადად, ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული კანონის უზენაესობისა და სამართლის უზენაესობის კულტურაზე ქვეყანაში. რამდენადაც მაღალია კანონის უზენაესობისა და სამართლის უზენაესობის კულტურა, იმდენად მტკიცეა ნებისმიერი სახელმწიფო. ხედავდით, როგორ ვითარდებოდა პროცესები ამ 6-7 დღის განმავლობაში, ჩვენ გარკვეული დრო მოვანდომეთ საბოლოო ჯამში ძალადობის აღკვეთას. აქაც კულტურულად იმოქმედა სახელმწიფო სისტემამ, ყველა რგოლი გავიარეთ სათანადოდ, ეს იყო კანონის აღსრულებასთან დაკავშირებული პროცედურები, რაშიც იყო ჩართული შსს, პროკურატურა, სასამართლო ხელისუფლება. რამდენიმე დღე დასჭირდა ძალადობის აღკვეთას, თუმცა რამდენიმე დღეში, კულტურულად, ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენ მივედით კანონისაღსრულებამდე და ძალადობის საბოლოოდ აღკვეთამდე. ამ 4 წლის განმავლობაში…
ირაკლი კობახიძე – ბოლო მოეღება კოაბიტაციის ნებისმიერ გამოვლინებას ჩვენს ქვეყანაში, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სრულად დავამთავროთ ლიბერალური ფაშიზმი ჩვენს ქვეყანაში
„ნაცმაიდნის“ ჩავარდნილი მცდელობის ფარგლებში რადიკალებმა იკადრეს ყველაფერი, ყველაფერი უკადრებელი, ძალადობრივ ქმედებებში ბავშვების ჩართვის მცდელობის ჩათვლით, – ამის შესახებ საქართველოს…
ირაკლი კობახიძე-მითი იმის თაობაზე, რომ ქუჩებში ამ ერთი კვირის განმავლობაში ძალადობდნენ გულწრფელი ახალგაზრდები, თავიდან ბოლომდე დაიმსხვრა
არსებობდა ყველაზე დიდი რევოლუციური ჯგუფი, „დაიტოვე“, აქაც გაირკვა, რომ ამ ჯგუფის ე.წ. ადმინი ყოფილა სტაჟიანი „ნაციონალი“, რომელიც უკრაინაშიც კი სტუმრობდა სააკაშვილს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერის თქმით, მითი იმის თაობაზე, რომ ქუჩებში ამ ერთი კვირის განმავლობაში ძალადობდნენ გულწრფელი ახალგაზრდები, თავიდან ბოლომდე დაიმსხვრა. „რაც შეეხება მითს ე.წ გულწრფელი ახალგაზრდების თაობაზე, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი გულწრფელი ახალგაზრდაა საქართველოში, მათ შორის, საქართველოში, მათ შორის, მათი მცირე ნაწილი არის ოპოზიციის მხარეს, აქვს შესაბამისი განწყობები, უმეტესი ნაწილი არის „ქართული ოცნების“ მხარეს, მაგრამ მითი იმის თაობაზე, რომ ქუჩებში ამ ერთი კვირის განმავლობაში ძალადობდნენ გულწრფელი ახალგაზრდები, თავიდან ბოლომდე დაიმსხვრა. ეს იყო თავიდან ბოლომდე მართული და პარტიულად ორგანიზებული ძალადობრივი დაჯგუფებები, რომლებიც მოქმედებდნენ ამ დღეების განმავლობაში რუსთაველის გამზირზე. არსებობდა ყველაზე დიდი რევოლუციური ჯგუფი, „დაიტოვე“, აქაც გაირკვა, რომ ამ ჯგუფის ე.წ. ადმინი ყოფილა სტაჟიანი „ნაციონალი“, რომელიც უკრაინაშიც კი სტუმრობდა სააკაშვილს. აქაც ნული გულწრფელობა, არავითარი გულწრფელობა, თავიდან ბოლომდე პარტიული რესურსი იყო ჩართული ამ „ნაცმაიდნის“ მცდელობაში, რომელიც მეოთხედ ჩავარდა ჩვენს ქვეყანაში, აბ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში“, – განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძე – ჩავარდნილი „ნაცმაიდნის“ უკან იდგა უცხოური დაფინანსება, სწორედ ამიტომ უპირისპირდებოდნენ ასე რადიკალები და მათი პატრონები „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს, მათ სურდათ საქართველოში გაუმჭვირვალედ მოეწყოთ რევოლუცია
ჩავარდნილი „ნაცმაიდნის“ უკან იდგა უცხოური დაფინანსება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ…
ირაკლი კობახიძე – ფიზიკური ძალადობის რესურსის ამოწურვის შემდეგ, გადავიდნენ ფსიქოლოგიურ ძალადობაზე და დაიწყეს სიების გამოქვეყნება, თუ ვინმეს შეიძლება ეშინოდეს რაიმე სიის, ესენი არიან სწორედ რადიკალები, ჩვენ ვიმოქმედებთ, ვპირდებით ყველას
თუ ვინმეს შეიძლება ეშინოდეს რაიმე სიის, ესენი არიან სწორედ რადიკალები, ჩვენ ვიმოქმედებთ, ამას ვპირდებით აუცილებლად ყველას,…
სემეკის გადაწყვეტილებებით, კომპანიების მიერ მომხმარებლებზე გაცემული კომპენსაციების ჯამი 16 მილიონ ლარს შეადგენს
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმაკომისიამ (სემეკ) საჯარო სხდომაზე დღის წესრიგით გათვალიწინებული 46 საკითხიგანიხილა, რომელთა უმეტესობა…
ზაალ ანჯაფარიძე უკრაინის მხრიდან სანქციებზე: ოფიციალურმა კიევმა საქართველოს ხელისუფლებას სხვა არჩევანი არ დაუტოვა გარდა იმისა, რომ ან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტოს უკრაინასთან, ან იქ ჩვენი დიპლომატიური წარმომადგენლობის დონე დააქვეითოს
ოფიციალურმა კიევმა საქართველოს ხელისუფლებას სხვა არჩევანი არ დაუტოვა გარდა იმისა, რომ ან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტოს უკრაინასთან,…