საქართველოს პარლამენტის წევრი, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზვიად შალამბერიძე უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ…
დღე: დეკემბერი 5, 2024
სოზარ სუბარი მიმდინარე საპროტესტო აქციებზე: ამ პროცესების დამკვეთები არიან ჩვენი ქვეყნის გარეთ და არიან ის ძალები, რომლებსაც ჩვენ ვუწოდებთ გლობალურ ომის პარტიას
პარლამენტის წევრი სოზარ სუბარი რადიკალური ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქციებს ეხმიანება. მისი თქმით, პოლიტიკურ და სამართლებრივ პასუხისმგებლობას…
თამთა მეგრელიშვილი: სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, დავით კეზერაშვილი უნდა გამოცხადდეს ქვეყნის მოღალატედ, მან პასუხი უნდა აგოს ქართული ჯარისა და სახელმწიფოს ღალატისთვის
„სტრასბურგის სასამართლომ არ დაადგინა დავით კეზერაშვილის მიმართ პოლიტიკურ დევნა და მიიჩნია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენი…
ირაკლი კირცხალია ზელენსკის მიერ დაწესებულ სანქციებზე: პატრონებმა უკრაინის ხელისუფლების ხელით გადმოუგდეს რაღაცა თემა, რომელიც კვირიდან კვირამდე ან დღიდან დღემდე ასაზრდოებს ჯაშუშთა გაერთიანებას და ქსელს, რომელიც სამწუხაროდ ჯერ კიდევ ოპერირებს ჩვენს ქვეყანაში
ოპოზიციის სახით უკრაინის ხელისუფლება რეალურად ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, ხოლო რაც შეეხება ამ სანქციებს ძალიან მნიშვნელოვანია ერთი…
ზაალ ანჯაფარიძე: ყოვლისმომცველი დეგრადაციის გზაზე დამდგარი ოპოზიცია ითხოვს, რომ საქართველოში ახალი არჩევნები საერთაშორისო სტრუქტურებმა ჩაატარონ, თუმცა არ აკონკრეტებენ რომელმა და როგორ
ყოვლისმომცველი დეგრადაციის გზაზე დამდგარი ოპოზიცია ითხოვს რომ საქართველოში ახალი არჩევნები საერთაშორისო სტრუქტურებმა ჩაატარონ, თუმცა არ აკონკრეტებენ…
საქართველოს ხელისუფლება ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით ნაკისრი ვალდებულებების ერთგული რჩება და მტკიცედ მიუყვება ამ კურსს – მაკა ბოჭორიშვილი
”მსურს ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ მკაფიოდ განვაცხადო, რომ საქართველოს დღეს ჰყავს ხელისუფლება, რომელმაც შექმნა უმტკიცესი…
ზურაბ ქადაგიძე: 2008 წლის 5 დეკემბერს კეზერაშვილი თავდაცვის მინისტრობიდან წავიდა, მანამდე ხუთი წლის განმავლობაში იყო სახელმწიფო მოხელე, მანამდე კი რიგითი ღატაკი კმარელ-რევოლუციონერი,თანამდებობის დატოვებიდან მალევე ის ხდება მსხვილი ოლიგარქი – თუ ვინმეს ჰგონია, რომ ეს თანხა სტრასბურგის მიერ დადასტურებული 5 მილიონი ევროს მოპარვით არ უშოვია, ის ჭეშმარიტად ნეტარია
დღეს, 2008 წლის 5 დეკემბერს კეზერაშვილი თავდაცვის მინისტრობიდან წავიდა. მანამდე ის ხუთი წლის განმავლობაში იყო სახელმწიფო…
“ჩემი ქვეყანა გახდა საერთაშორისო ნორმების დარღვევის ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი, რასაც შედეგად რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია მოჰყვა – მაკა ბოჭორიშვილი“
“დღეს ის პრინციპები, რომლებზეც ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაა დაფუძნებული, სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას. ჩემი ქვეყანა…
ნინო წილოსანი ოპოზიციაზე: ჩვენი შიდა აგენტურა სანქციებს რომ ითხოვდა, რეალური, პატარა საჩუქარი, უკრაინიდან წამოსული სანქციების სახით გადმოუგდეს ერთი უნდა ითქვას ის, რომ ეს ჩვენი შიდა აგენტურა სანქციებს რომ ითხოვდა, რეალური, პატარა საჩუქარი, უკრაინიდან წამოსული სანქციების სახით გადმოუგდეს
თავისთავად ყველა სხვა განცხადებას სანქციებთან დაკავშირებით უფრო სერიოზული სახელმწიფოებისგან, ვფიქრობ, რომ არ უნდა განიხილებოდეს ლოგიკურად, თუნდაც…
ირაკლი კობახიძე – ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობაში აკრძალულია მომიტინგეების მიერ ისეთი საშუალებების ტარება, რომელიც იძლევა სახის დამალვის შესაძლებლობას, თუ ვინმეს უნდა უჩანდეს სახე, ესენი არიან მოძალადე „ნაცები“
ჩვენ ვიფიქრებთ ყველა მიმართულებით კანონმდებლობის ცვლილებაზე, პირველ რიგში თუ ვინმეს უნდა უჩანდეს სახე, ესენი არიან მოძალადე…
ირაკლი კობახიძე-ეროვნული ბანკის ძალიან კარგი მუშაობა და საერთო პოლიტიკური ვითარება იყო ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი კურსის დასტაბილურების ნაწილში,რაიმე არსებითი ინტერვენციის საჭიროება არ ყოფილა
რაიმე არსებითი ინტერვენციის საჭიროება არ ყოფილა, როგორც კი დასტაბილურდა პოლიტიკური ვითარება, მაშინვე ჩამოვიდა ქვემოთ ლარის კურსი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ლარის კურსს შეეხებოდა.მისივე თქმით, ორი ფაქტორი იყო მნიშვნელოვანი ამ მიმართულებით, ერთი, რომ ეროვნული ბანკი მუშაობს ძალიან კარგად და მეორე -საერთო პოლიტიკური ვითარება. „ეროვნული ბანკი მუშაობს ძალიან კარგად, ეს უნდა აღინიშნოს. ორი ფაქტორი იყო მნიშვნელოვანი, ერთი ის, რომ ეროვნული ბანკი სხვადასხვა ზომებს იღებს, მარტო სავალუტო რეზერვების გაყიდვაზე არ არის საუბარი, იღებს სხვადასხვა ზომებს იმისათვის, რომ იზრუნოს კურსის სტაბილურობაზე და მადლობა კიდევ ერთხელ ეროვნულ ბანკს, პირადად ქალბატონ ნათია თურნავას ძალიან ეფექტიანი და ეფექტური მუშაობისთვის და მეორე, რა თქმა უნდა, ეს არის საერთო პოლიტიკური ვითარება. ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ წინა მოვლენები, როგორც კი კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ცდილობდა ქვეყანაში ვითარების არევას, რა თქმა უნდა, იზრდებოდა ლარის კურსი, თუმცა როგორც კი ეს მცდელობა ჩავარდებოდა, მაშინვე კურსი ჩამოდიოდა ქვემოთ. ანუ ორივე ფაქტორი არის მნიშვნელოვანი. რაიმე არსებითი ინტერვენციის საჭიროება არ ყოფილა, როგორც კი დასტაბილურდა პოლიტიკური ვითარება, მაშინვე ჩამოვიდა ქვემოთ კურსი,“- განაცხადა პრემიერმა
ირაკლი კობახიძე -არაფრით განსხვავდება ლიბერალური ფაშიზმი ბოლშევიზმისგან,რომელიც გარედან მოგვახვიეს თავს ერთი საუკუნის წინ-მაშინაც გარე დაფინანსებით ხდებოდა ეს ყველაფერი და დღესაც
არაფრით განსხვავდება დღევანდელი ლიბერალური ფაშიზმი ბოლშევიზმისგან, რომელიც ჩვენს ქვეყანაში გაავრცელეს, ასევე გარედან, ხელოვნურად, ზუსტად ერთი საუკუნის წინ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.პრემიერის თქმით, მაშინაც გარე დაფინანსებით ხდებოდა ეს ყველაფერი და დღესაც. „რადიკალიზმი, ე.წ პოლარიზაცია, სიძულვილი, არის თავიდან ბოლომდე თავსმოხვეული ჩვენს ქვეყანაზე. ეს არ შეესატყვისება ქართულ კულტურას. ქართული კულტურა არის სრულიად განსხვავებული. სიძულვილი არის არსებითად უცხო ქართული საზოგადოებისთვის. აქედანაც ჩანს, რომ ეს ყველაფერი, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში, სიძულვილის თავს მოხვევა, რადიკალიზმი, პოლარიზაცია და ა.შ. ყველაფერი არის გარედან დალაგებული, უცხოური დაფინანსებით. სწორედ ამ ყველაფრის გამჭვირვალობა გვინდოდა ჩვენ, როდესაც მივიღეთ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი. გირჩევთ კიდევ ერთხელ, არის რობერტ ფიცოს, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის ცნობილი, ათ-წუთიანი ვიდეო, ეს ვიდეო მან ჩაწერა მას შემდეგ, რაც მასზე განხორციელდა ტერორისტული თავდასხმა. რასაც ის ყვება სლოვაკეთთან დაკავშირებით, უბრალოდ, შეცვალეთ ერთი სიტყვა, სლოვაკეთის მაგივრად თქვით საქართველო, ზუსტად იგივე ხდება ჩვენს ქვეყანაში. იქაც ზუსტად უცხოეთიდან თავსმოხვეული სიძულვილი, რადიკალიზმი. სიტყვასიტყვით შეგიძლიათ გაიმეოროთ იგივე – რაც ხდება სლოვაკეთში, იგივე ხდება საქართველოში. აქედან ჩანს პირდაპირ ის, რომ ეს ყველაფერი არის ხელოვნურად დალაგებული, ქართულ საზოგადოებაზე თავსმოხვეული. როგორც კი ლიბერალური ფაშიზმის ყველა კერა აღმოიფხვრება, მაშინვე დასრულდება ეს უმძიმესი იდეოლოგია ჩვენს ქვეყანაში. არაფრით არ განსხვავდება დღევანდელი ლიბერალური ფაშიზმი ბოლშევიზმისგან, რომელიც ჩვენს ქვეყანაში გაავრცელეს, ასევე გარედან, ხელოვნურად, ზუსტად ერთი საუკუნის წინ. მაშინაც, ბოლშევიზმი იყო სრულიად უცხო ხილი ქართული კულტურისთვის და საზოგადოებისთვის. ქართული საზოგადოებისთვის ორგანული იყო ილია ჭავჭავაძე. ერის მამა, თუმცა შექმნეს გიგლა ბერბიჭაშვილი, რომელმაც ტყვია ესროლა ილია ჭავჭავაძეს. ესეც იყო გარედან დალაგებული მაშინდელი ქართული საზოგადოებისთვის. გარედან დაგვილაგეს ბოლშევიზმი, სიძულვილი, აგრესია და საერთოდ არაფრით განსხვავდება ლიბერალური ფაშიზმი საუკუნის თავზე იმბოლშევიზმისგან, რომელიც გარედან მოგვახვიეს თავს ქართულ საზოგადოებას ერთი საუკუნის წინ. მაშინაც გარე დაფინანსებით ხდებოდა ეს ყველაფერი და დღესაც გარე დაფინანსებით ხდება. ჩვენ ყველა წყარო უნდა ჩავჭრათ ლიბერალური ფაშიზმის დაფინანსების, თუ გავრცელების და ამის შემდეგ ჩვენი საზოგადოება გაჰყვება სწორედ იმ კულტურას, რომელიც მას ახასიათებდა ყოველთვის, საუკუნეების განმავლობაში. ვერავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ გარედან საქართველოში გაავრცელოს ასეთი მძიმე იდეოლოგია, რასაც ჰქვია ლიბერალური ფაშიზმი“, – განაცხადა პრემიერმა.
პრემიერი-რადიკალური ოპოზიციის და მათი პატრონების პასუხისმგებლობაა ყველაფერი,მათი ლიდერები იმალებოდნენ ოფისებში და წინა ხაზზე ჰყავდათ გაშვებული პარტიული აქტივი, თუმცა ვერ გაექცევიან პასუხისმგებლობას იმ უმძიმესი დანაშაულისთვის, რომელიც ჩაიდინეს ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ
თავიდან ბოლომდე რადიკალური ოპოზიციის პასუხისმგებლობაა ის, რაც ხდება, თუმცა არა მხოლოდ ოპოზიციის, ასევე მათი პატრონების, ვხედავდით, რომ მწვანე შუქი ჰქონდა გარედან ანთებული სისტემურ, უხეშ ძალადობას თბილისის ქუჩებში. – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, ისინი ვერ გაექცევიან პასუხისმგებლობას იმ უმძიმესი დანაშაულისთვის, რომელიც ჩაიდინეს ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. „რა თქმა უნდა, ეს არის შესაბამისი პოლიტიკოსების პასუხისმგებლობა. ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანები ოფისებში იმალებოდნენ, პასუხისმგებლობას ვერც ერთი მათგანი ვერ გაექცეოდა. რეალურად ხდებოდა რა, რომ ეს ადამიანები, ანუ შესაბამისი პარტიებისა და მდიდარი „ენჯეოების“ ლიდერები იმალებოდნენ ოფისებში და წინა ხაზზე ჰყავდათ გაშვებული მათი პარტიული აქტივი, რომლებიც ძალადობდნენ პოლიციელების წინააღმდეგ, სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ, თავს ესხმოდნენ პარლამენტის შენობას. ეს არ არის, რა თქმა უნდა, მათთვის პასუხისმგებლობის თავიდან არიდების საფუძველი, ისინი ვერ გაექცევიან პასუხისმგებლობას იმ უმძიმესი დანაშაულისთვის, რომელიც ჩაიდინეს ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძე -ოპოზიციის მოწოდებები საყოველთაო გაფიცვის შესახებ, სასოწარკვეთილი გზავნილებია, „ნაცმაიდნის“ ჩავარდნილი მცდელობის ხელახლა გაღვიძება წარუმატებლობისთვის არის განწირული
რეალურად, „ნაცმაიდანი“ უკვე ჩავარდნილია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.მთავრობის…
ირაკლი კობახიძე – განცხადებაში საუბარია მშვიდობიან მომიტინგეებზე და როდესაც ამ მასშტაბის სიყალბეს ვხვდებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელის განცხადებაში, ეს უკიდურესად შემაშფოთებელია
როდესაც ამ მასშტაბის სიყალბეს ვხვდებით ჩვენ სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელის განცხადებაში, რა თქმა უნდა, ეს არის უკიდურესად…