ირაკლი კობახიძე ბავშვები ჰყავდათ მიყვანილი ძალადობრივ აქციაზე და ასროლინებდნენ საგნებს პოლიციელების მისამართით, ერთ ბავშვს რომ რამე დამართოდა, ვინ იღებდა ამაზე პასუხისმგებლობას, ჩვეულებრივი ფაშიზმია ეს ყველაფერი

ბავშვები ჰყავდათ მიყვანილი ძალადობრივ აქციაზე და ბავშვებს ასროლინებდნენ, მათ შორის საგნებს პოლიციელების მისამართით, ერთ ბავშვს რომ…

ირაკლი კობახიძე -მოვიდნენ 11-12 კაცი, ჩვენ შევთავაზებთ კონკრეტულ ადგილს, ფორმატს და გავმართოთ საჯარო დისკუსია ყველა თემასთან დაკავშირებით, მათ შორის,რაც უკავშირდება მთელი ამ 4 წლის განმავლობაში მიმდინარე მოვლენებს

არის სამი სუბიექტი – ჯანელიძე, ხიდაშელი  და გირჩი, მე მათ ვეტყოდი, რომ მთლიანობაში მოვიდნენ 11-12 კაცი, ჩვენ  შევთავაზებთ  კონკრეტულ ადგილს, ფორმატს და გავმართოთ საჯარო დისკუსია ყველა თემასთან დაკავშირებით, მათ შორის, რაც უკავშირდება მთელი ამ 4 წლის განმავლობაში მიმდინარე მოვლენებს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა  ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, საჯარო დისკუსიასთან დაკავშირებით დღეს ოფიციალური განცხადება გამოქვეყნდება, სადაც შეთავაზებული იქნება კონკრეტული დრო, ადგილი და ფორმატი. „პრესკონფერენციის დასრულებიდან ძალიან მალევე ჩვენ გამოვაქვეყნებთ ოფიციალურ განცხადებას, საჯარო დისკუსიასთან დაკავშირებით,  სადაც შეთავაზებული იქნება კონკრეტული დრო და ფორმატი. ჩემი მიდგომა არის ასეთი, არის სამი სუბიექტი – ჯანელიძე, ხიდაშელი და გირჩი. მე მათ ვეტყოდი, რომ მთლიანობაში მოვიდნენ 11-12 კაცი,  ჩვენ შევთავაზებთ კონკრეტულ ადგილს, ფორმატს და გავმართოთ საჯარო დისკუსია ყველა თემასთან დაკავშირებით, მათ შორის, რაც უკავშირდება მთელი ამ 4 წლის განმავლობაში მიმდინარე მოვლენებს. დანარჩენს დავაკონკრეტებთ გამოქვეყნებულ განცხადებაში,“- განაცხადა  პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე – „ქოლცენტრების“ ჩართულობა სხვადასხვა  ფორმით იკვეთება ჩავარდნილი „ნაცმაიდნის“ მოვლენებში, მათ ამუშავებდნენ არატრადიციული მიზნით, ანუ  არა პენსიონერების გასაძარცვად, არამედ იმისათვის, რომ ზეწოლაგანეხორციელებინათ საჯარო მოსამსახურეებზე, სპორტსმენებზე, ხელოვანებსა და ბიზნესმენებზე

ამ დღეების განმავლობაში, „ქოლცენტრებს“ ამუშავებდნენ არატრადიციული მიზნით, ანუ არა პენსიონერების გასაძარცვად,  არამედ იმისათვის, რომ ზეწოლა განეხორციელებინათ საჯარო მოსამსახურეებზე, სპორტსმენებზე, ხელოვანებსა და ბიზნესმენებზე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.რემიერმა გაიხსენა ერთ-ერთი  „ქოლცენტრის“ მფლობელის ცოლის „ფეისბუქ“ პოსტი, რომელმაც გმირი პოლიციელების ცოლებს მიუძღვნა ოთარ ჭილაძის ცნობილი ლექსი და ისინი ჯალათის ცოლად მოიხსენია. მისი თქმით, ფაქტი, რომ მსგავსი ამორალური ადამიანები, რომლებიც ძარცვავენ პენსიონერებს და არიან კორუმპირებული ბიზნესმენების ოჯახებიდან, გმირი პოლიციელის ცოლს ჯალათის ცოლად მოიხსენიებენ, ყველაფერზე მეტყველებს. „კიდევ ერთ თემას მინდა შევეხო – ეს არის  „ქოლცენტრების“ ჩართულობა „ნაცმაიდნის“ ჩავარდნილ მცდელობაში. მინდა, გავიხსენო ერთ-ერთი ქალბატონის „ფეისბუქ“ პოსტი, ეს პოსტი მან მიუძღვნა გმირი პოლიციელების ცოლებს.  მან მათ მიუძღვნა ოთარ ჭილაძის ცნობილი ლექსი, რომელიც იწყება სიტყვებით – „ჯალათის ცოლო“. ეს ტერმინოლოგია გამოიყენა გმირი პოლიციელების ცოლების მიმართ. ამ დროს მე გეტყვით, ვინ არის ეს ადამიანი – ეს ქალბატონი  არის ერთ-ერთ კანდიდატ  ქვეყანაში  მოქმედი ერთ-ერთი „ქოლცენტრის“  მფლობელის…

ირაკლი კობახიძე – ჩვენი მთავარი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი არის ევროინტეგრაცია, მაგრამ მხოლოდ ღირსებით, სამართლიანობით, შანტაჟის გარეშე გავაგრძელებთ სვლას

მინდა, მადლობა გადავუხადო ქართველ ხალხს, ქართულ საზოგადოებას კიდევ ერთხელ ქართველი ხალხის გამოცდილებამ, რაციონალურმა აზროვნებამ და მოთმინებამ…

ირაკლი კობახიძე – ჩვენთვის თითოეული ადამიანი, მოქალაქე, ახალგაზრდა არის ძვირფასი, მოვუწოდებ ყველა მშობელს, საკუთარი შვილები მაქსიმალურად მოარიდონ ლიბერალური ფაშიზმის ყველა კერას ჩვენს ქვეყანაში

ჩვენთვის თითოეული ადამიანი, თითოეული მოქალაქე, განსაკუთრებით თითოეული ახალგაზრდა არის ძვირფასი, მოვუწოდებ ყველა მშობელს, საკუთარი შვილები მაქსიმალურად მოარიდონ…

ეკა სეფაშვილი ილონ მასკის განცხადებაზე: ეს არის რადიკალებისთვის ლახვრის ჩაცემა და იმის თქმა, რომ საქართველო მიჰყვება ცივილიზებული დასავლური სამყაროს იმ ღირებულებებს, რაზეც დგას თანამედროვე განვითარებული მსოფლიო

პარლამენტის წევრი, დეპუტატი ეკა სეფაშვილი ილონ მასკის განცხადებას ეხმიანება. დეპუტატის თქმით, ილონ მასკის განცხადება არასამთავრობოების გამჭვირვალობის…

ირაკლი კობახიძე – რევოლუციის მოწყობის, „ნაცმაიდნის“ მცდელობის მეოთხე ტალღა იყო ბევრად სუსტი, ამ აქციებზე აღარ ჩანდა ახალგაზრდა გოგონა, რომელიც ტუჩსაცხს ისვამდა პოლიციელის წინაშე, ან ყვავილით მისული ახალგაზრდა გოგონები, ან ქორწილიდან გამოქცეული წყვილი, გაცვდა ყველაფერი, რაც აკერმანის სახელმძღვანელოში ეწერა

ქართული საზოგადოებისთვის იყო ძალიან უსიამოვნო 4 წლის განმავლობაში რევოლუციის 4 მცდელობის ყურება, – ამის შესახებ საქართველოს…

ირაკლი კობახიძე-უცხოურმა აგენტებმა და მათმა პატრონებმა გამოიყენეს ბოლო დარჩენილი რესურსი,მათ შორის,საჯარო სამსახურებში, თვითწმენდის პროცესი ძალიან საინტერესოდ წარიმართა,ყველას მოქმედებაზე  გვექნება რეაგირება კანონმდებლობის შესაბამისად

უცხოურმა აგენტებმა და მათმა პატრონებმა გამოიყენეს ბოლო რესურსი, რაც ჰქონდათ დარჩენილი, მათ შორის, მათ გამოიყენეს ბოლომდე საჯარო სამსახურში არსებული რესურსი, თუმცა ხედავთ, რომ არც ეს რესურსი გამოადგათ, საბოლოო ჯამში, „ნაცმაიდნის“ წარმატებისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, თვითწმენდის პროცესი ძალიან საინტერესოდ წარიმართა და ყველა მოქმედებაზე იქნება სათანადო რეაგირება კონსტიტუციისა და კანონმდებლობის შესაბამისად. „გასული დღეების განმავლობაში, უცხოურმა აგენტებმა და მათმა პატრონებმა გამოიყენეს ბოლო რესურსი, რაც ჰქონდათ დარჩენილი, მათ შორის, მათ გამოიყენეს ბოლომდე საჯარო სამსახურში არსებული რესურსი. ამ რესურსის გამოყენება მათ შეეძლოთ ამ გაზაფხულზეც, ან წინა გაზაფხულზე, ან 2022 წლის ივნისშიც, თუმცა ხედავდით, რომ გარკვეულ რესურსებს იტოვებდნენ და ბოლო რესურსი, რაც ჰქონდათ დარჩენილი, მათ შორის, საჯარო სამსახურში, მათ გამოიყენეს, სწორედ, ამ დღეებში, თუმცა ხედავთ, რომ არც ეს რესურსი გამოადგათ საბოლოო ჯამში „ნაცმაიდნის“ წარმატებისთვის. საინტერესოა, რომ ადამიანები, რომლებიც მოუწოდებდნენ წინა დღეების განმავლობაში საჯარო მოსამსახურეებს სამსახურიდან წამოსვლისკენ, ახლა პირიქით, მას შემდეგ, რაც ჩავარდა „ნაცმაიდანი“, მოუწოდებენ საჯარო მოსამსახურეებს, რომ არ დატოვონ საჯარო სამსახურები. ქცევის ეს ცვლილება, თავისთავად, მეტყველებს ყველაფერზე. თვითწმენდის პროცესი ძალიან საინტერესოდ წარიმართა, ჩვენ ვაკვირდებოდით, რა თქმა უნდა, ყველას მოქმედებას და ყველას მოქმედებაზე გვექნება რეაგირება, ეს რეაგირება იქნება კონსტიტუციისა და კანონმდებლობის შესაბამისად, მაგრამ რეაგირება იქნება, ამას ვამბობ მთელი პასუხისმგებლობით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოსასმენად, მათ შორის, იმ ადამიანებისთვის, რომლებიც წუხან „ნაცმაიდნის“ მცდელობის გამო და იმ ვითარების გამო, რომელიც შექმნეს რადიკალურმა პოლიტიკოსებმა ამ დღეების განმავლობაში, ჩვენს დედაქალაქში,“- განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე – ამ დღეებში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას  ვერ გაექცევიან ის პოლიტიკოსები, რომლებიც ძალადობას აორგანიზებდნენ, მაგრამ თავად ოფისებში იმალებოდნენ

ამ დღეებში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას  ვერ გაექცევიან ის პოლიტიკოსები, რომლებიც ამ ძალადობას აორგანიზებდნენ, მაგრამ თავად ოფისებში…

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური

სოციალურ ქსელ „X“-ზე ვრცელდება საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სამწუხარო და შემაშფოთებელი განცხადება, რომ „უნივერსიტეტების შემდეგ სკოლების…

ეკა სეფაშვილი: ეს აქციები თავიდანვე იყო სახელმწიფო გადატრიალების მიზნით. იქ არანაირ შინაარსზე არ იყო საუბარი და მშვიდობიანი პროტესტის ფორმას მაშინვე გაცდა

პარლამენტის წევრი, დეპუტატი ეკა სეფაშვილი რადიკალების საპროტესტო აქციებს ეხმიანება. მისი თქმით, ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე აქციები სახელმწიფო…

დიმიტრი ხუნდაძე მიტინგებში მცირეწლოვანების მონაწილეობაზე: ეს არის ფსევდო ლიბერალიზმი და ლიბერალური ფაშიზმი, რომელსაც უკვე თავად ამერიკაში უთხრა საზოგადოებამ უარი და ევროპაშიც ის პოპულარობას კარგავს

პარლამენტის წევრი, დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე აქციებში მცირეწლოვანი ბავშვების მონაწილეობას ეხმიანება. „ყველამ უნდა იცოდეს, რომ ბავშვების პოლიტიზება…

ირაკლი კობახიძე-მადლობა მინდა გადავუხადო შსს-ს,პირადად შს მინისტრს,თითოეულ პოლიციელს,შინაგან საქმეთა სამინისტრო,ამ დღეების განმავლობაში,მოქმედებდა ამერიკულზე და ევროპულზე მაღალი სტანდარტით

მადლობა მინდა გადავუხადო შსს-ს, პირადად შს მინისტრს, თითოეულ პოლიციელს, შინაგან საქმეთა სამინისტრო, ამ დღეების განმავლობაში, მოქმედებდა ამერიკულზე და ევროპულზე მაღალი სტანდარტით, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პრემიერმა გასული 5 დღე შეაჯამა და აღნიშნა, რომ თუ პირველი ორი დღის განმავლობაში იყო სამწუხარო ინციდენტები, ბოლო სამი დღის განმავლობაში შესაბამისი მოქმედებები ჩატარდა ყოველგვარი ინციდენტის გარეშე, პოლიციელები მოქმედებდნენ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით. „მინდა, შევაჯამო განვლილი 5 დღე, ჩავარდნილი „ნაცმაიდნის“ 5-დღიანი ციკლი. პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო შსს-ს, პირადად შს მინისტრს,  თითოეულ პოლიციელს.  შინაგან საქმეთა სამინისტრო, ამ დღეების  განმავლობაში, მოქმედებდა ამერიკულზე და ევროპულზე მაღალი სტანდარტით. თქვენ, მოგეხსენებათ, რომ პირველი ორი დღის განმავლობაში იყო სამწუხარო ინციდენტები. მას შემდეგ, გასული სამი დღის განმავლობაში, ყოველგვარი ინციდენტების გარეშე ჩატარდა შესაბამისი მოქმედებები, ამერიკულზე და ევროპულზე მაღალი სტანდარტით მოქმედებდა შსს, მოქმედებდნენ პოლიციელები. მადლობა მათ ამისთვის. ერთ მხარეს იყვნენ არაევროპულად მოქმედი ძალადობრივი დაჯგუფებები და მეორე მხარეს იყო ევროპული და ევროპულზე მაღალი სტანდარტით მოქმედი პოლიცია, რაც არის ძალიან დასაფასებელი. ჩვენ ვწუხვართ თითოეული დაშავებული პოლიციელის, მომიტინგისა და ჟურნალისტის გამო“- განაცხადა პრემიერმა.

2 დეკემბერს, საპროტესტო აქციების შედეგად, სამედიცინო დაწესებულებებში,გადაიყვანეს 26 ადამიანი. აქედან, აქციის 23 მონაწილე და შინაგან საქმეთა სამინისტროს3 წარმომადგენელია

დაშავებულთა ნაწილი მედიკოსების მეთვლაყურეობის ქვეშ, კვლავ კლინიკებში რჩება,ნაწილმა კი სამედიცინო დაწესებულებები უკვე დატოვა. არც ერთი დაშავებულისსიცოცხლეს…

ლევან ნიკოლეიშვილი: ონისე ცხადაძე დადის სკოლებში და პატარა ბავშვებს მოუწოდებს გარეთ გავიდნენ და მათ მიერ აგორებულ პოლიტიკურ სიბინძურეში ჩაერთონ

ეს არის სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციის ლიდერების ნამდვილი სახე – ბავშვების წინ აფარება და გარყვნის მცდელობა…