ირაკლი კობახიძე -ურსულა ფონ დერ ლაიენმა და კაია კალასმა საკუთარი განცხადებებით რეალურად აღიარეს ახალი მთავრობა  და შესაბამისად, არჩევნების ლეგიტიმურობა – მადლობა  უნდა გადავუხადოთ როგორც ერთ,ასევე მეორე  პოლიტიკოსს

ურსულა ფონ დერ ლაიენმა და კაია კალასმა საკუთარი განცხადებებით რეალურად ახალი მთავრობა აღიარეს. რეალურად, საკუთარი ტექსტით მათ აღიარეს ახალი მთავრობა და შესაბამისად, მათ აღიარეს არჩევნების ლეგიტიმურობა, რაც არის ძალიან კარგი და მადლობა უნდა გადავუხადოთ როგორც ერთ, ასევე მეორე პოლიტიკოსს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პრემიერის თქმით,  განცხადებები არის სამწუხარო იმ თვალსაზრისით, რომ არის სრულიად ცალმხრივი. „მინდა აღვნიშნო, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენმა და კაია კალასმა საკუთარი განცხადებებით რეალურად ახალი მთავრობა აღიარეს. რეალურად, საკუთარი ტექსტით მათ აღიარეს ახალი მთავრობა და შესაბამისად, მათ აღიარეს არჩევნების ლეგიტიმურობა, რაც არის ძალიან კარგი და მადლობა უნდა გადავუხადოთ როგორც ერთ, ასევე მეორე პოლიტიკოსს ამისათვის. რაც შეეხება განცხადებებს, განცხადებები არის სამწუხარო იმ თვალსაზრისით, რომ არის აბსოლუტურად ცალმხრივი. ხედავთ რა ხდებოდა გუშინ და გუშინწინ თბილისში. ვისი მხრიდან იყო ძალადობა ინიცირებული, ხომ იცით, ანუ, ისინი იყვნენ ძალადობრივი დაჯგუფებები. ვიდრე არ დაიწყო ძალადობა, ძალადობრივი შეტევა პარლამენტის შენობაზე, პოლიციელებზე და ა.შ. მანამდე არავითარი რეაგირება არ ჰქონია შსს-ს. არიან ძალადობრივი დაჯგუფებები, წინასწარ აქვთ დაორგანიზებული ძალადობა, წინასწარ მოაქვთ მასალები ამისათვის. რომ არ ყოფილიყო მათი მხრიდან ძალადობა, არ იქნებოდა არაფერი. ყველამ ვიცით, რომ ძალადობა თავიდან ბოლომდე ინიცირებულია მომიტინგეების მხრიდან. ძალადობა არ დაუწყია შსს-ს. ძალადობას  იწყებენ  მომიტინგეები და ამაზე რეაგირებს შემდეგ შსს. ეს ფაქტი რომ არ არის ამ განცხადებებში ხაზგასმული და ცალმხრივი რომ არის, ეს რა თქმა უნდა, აღიქმება მწვანე შუქად ძალადობრივი დაჯგუფებების მხრიდან, რომ განაგრძონ ძალადობა. ეს არის ძალიან სამწუხარო. რა თქმა უნდა, ჩვენ ჩვენს შენიშვნებს გავუგზავნით შესაბამის  პოლიტიკოსებს. რაც შეეხება გადატვირთვას – სამართლიანობა არის მთავარი ურთიერთობების გადატვირთვისთვის. როცა ვხედავთ უსამართლო განცხადებებს, რა თქმა უნდა, ეს ხელს არ უწყობს ურთიერთობების გადატვირთვას. როგორც კი სამართლიანობა დამყარდება, როგორც კი უსამართლობის პრობლემა აღარ იქნება, მაგალითად, როგორც ამ შემთხვევაში იყო განცხადებებში, მაშინვე გადაიტვირთება ურთიერთობები“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე – ტელევიზიაში შეჭრა ყველას გვახსენებს 7 ნოემბერსაც, „იბერიაში“ შეჭრას, „რუსთავი 2“-ის მიტაცებას, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიტაცებას თავის დროზე, ეს გამოვიარეთ 2004-დან 2007 წლის ჩათვლით, გამოვიდა 1 120 000 ადამიანი ამ ქვეყანაში და მხარი დაუჭირა ამ ყველაფრის არდაბრუნებას

ტელევიზიაში შეჭრა ყველას გვახსენებს 7 ნოემბერსაც, „იბერიაში“ შეჭრას, „რუსთავი 2“-ის მიტაცებას, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიტაცებას თავის დროზე,…

ირაკლი კობახიძე – 20 იანვარს უნდა შედგეს აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია და ჩვენ მაქსიმალურ ძალისხმევას მივმართავთ იმისთვის, რომ გადაიტვირთოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები

აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ, ჩვენ მაქსიმალურ ძალისხმევას მივმართავთ იმისთვის, რომ გადაიტვირთოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, – ამის…

კახა კალაძის მიმართვა საპროტესტო აქციის მონაწილე ახალგაზრდებს: ყველა პროცესი დევს ხელისგულზე, თავად მოიძიეთ ყველა ინფორმაცია და თავად გააკეთეთ დასკვნები, ნუ გამოაყენებინებთ თავს უცხო ინტერესებზე მორგებულ რადიკალებს, რომელთა მიზანიც ქვეყნის დაზიანებაა

თბილისის მერმა, კახა კალაძემ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ვიდეომიმართვა განათავსა, სადაც აქციის მონაწილე იმ ახალგაზრდებს მიმართა, რომლებიც…

კახა კალაძე: არა ქვეყნის აყირავების, არამედ ქვეყნის განვითარების სურვილით უნდა გავერთიანდეთ, ერთად მოვითხოვოთ მოლაპარაკებების გახსნა და ევროინტეგრაციის პროცესის დაჩქარება

„ჩვენ არაერთხელ დავამტკიცეთ არა სიტყვით, არამედ საქმით – სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში გადადგა საქართველომ ყველაზე…

პრემიერი – ყველას დავიცავთ ლიბერალური ფაშიზმისგან, იქნება ეს საჯარო მოხელე, სკოლის პედაგოგი, უნივერსიტეტის ლექტორი, მოსწავლე, სტუდენტი, თუ ჟურნალისტი, ეს არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა

ყველას დავიცავთ ლიბერალური ფაშიზმისგან, იქნება ეს საჯარო მოხელე, სკოლის პედაგოგი, უნივერსიტეტის ლექტორი, მოსწავლე, სტუდენტი, თუ ჟურნალისტი,…

ირაკლი კობახიძე- პროვოკაციები ხორციელდება ჩვენს პარტიულ ოფისებზე, ჩვენ გვაქვს ათჯერ  მეტი პარტიული რესურსი  ამ ოთხ პარტიასთან შედარებით,მაგრამ  არ ვაპირებთ ასეთ ფაქტებზე თუნდაც  პროპორციულ რეაგირებას

ყურადღება მინდა გავამახვილო პროვოკაციებზე, რომელიც ხორციელდება ჩვენს პარტიულ ოფისებზე, გუშინ სცადეს ქუთაისში ჩვენი ოფისისთვის ცეცხლის წაკიდება, დღეს ქვები დაუშინეს  ზესტაფონში ჩვენს პარტიულ ოფისს და თავი  გაუტეხეს ერთ-ერთ ქალბატონს,  ოფისის თანამშრომელს, – ამის  შესახებ საქართველოს  პრემიერ-მინისტრმა ირაკლი  კობახიძემ  მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, „ქართულ ოცნებას“  აქვს  ათჯერ მეტი პარტიული რესურსი ოთხ პარტიასთან შედარებით, მაგრამ არ მოხდება ასეთ ფაქტებზე თუნდაც პროპორციულ რეაგირება. „ყურადღება მინდა გავამახვილო პროვოკაციებზე, რომელიც ხორციელდება ჩვენს პარტიულ …

ირაკლი კობახიძე – ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის წერილი არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ არჩევნები აღიარებულია, არჩევნები ჩატარდა სათანადოდ და ყველა სპეკულაცია საფუძველს მოკლებულია

დღეს ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ბატონმა პასკალ ალიზარდმა მიმართა საგარეო საქმეთა მინისტრს ქალბატონ მაკა ბოჭორიშვილს შემდეგი…

ირაკლი კობახიძე –  ისტერიკაშია სალომე ზურაბიშვილი, საგარეო საქმეთა სამინისტროში მივედი და სამი პოსტი მომიძღვნა ამის გამო, ეს მეტყველებს მის მძიმე ემოციურ მდგომარეობაზე, ოთხი პარასკევი აქვს დარჩენილი და ვერ თოკავს ემოციებს

ისტერიკაშია ოთხივე ოპოზიციური პარტია, ისტერიკაში არიან ძალადობრივი დაჯგუფებების წარმომადგენლები, ისტერიკაშია სალომე ზურაბიშვილი, – ამის შესახებ საქართველოს…

კახა კალაძე: ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესები იმ გეგმის ნაწილია, რაზეც დიდი ხანია ვსაუბრობთ – ოპოზიცია ემზადებოდა არა არჩევნებისთვის, არამედ არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის

„ხელისუფლება მზად იყო ამ სცენარისთვის“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გაკეთებულ…

კახა კალაძე: ერთად მოვუწოდოთ ევროკავშირის სტრუქტურებს, გახსნან მოლაპარაკებები, დადონ დოკუმენტი, რომელსაც ხელს მოვაწერთ – გვაჩვენონ პარტნიორობა საქმით და არა მხოლოდ ლაპარაკით

„ქვეყნის განვითარება და ღირსებით ევროინტეგრაცია – სწორედ ესაა ის მთავარი დაპირება, რაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ საკუთარ…

ირაკლი კობახიძე-„ნა ცმაიდნის“მოწყობის მცდელობები ფინანსდება უცხოეთიდან,  გაუმჭვირვალედ,სწორედ ამიტომ უპირისპირდებოდნენ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს,თუმცა ვერც გაუმჭვირვალედ და ვერც  გამჭვირვალედ ვერავითარი „ნაცმაიდანი“ საქართველოში ვერ მოეწყობა

„ნაცმაიდნის“ მოწყობის მცდელობები არის უცხოეთიდან დაფინანსებული და დაფინანსება ხორციელდება გაუმჭვირვალედ, სწორედ ამიტომ უპირისპირდებოდნენ კონკრეტული ძალები კანონს „გამჭვირვალობის შესახებ“, მათ სურდათ გაუმჭვირვალედ რევოლუციის მოწყობა ქვეყანაში, თუმცა ვერც გაუმჭვირვალედ და ვერც გამჭვირვალედ ვერავითარი „ნაცმაიდანი“ და რევოლუცია საქართველოში ვერ მოეწყობა, – ამის შესახებ  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი  კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გუშინ სააკაშვილის, გვარამიას, ხაზარაძის და გახარიას პარტიებმა ერთობლივი განცხადებით, პრაქტიკულად, აღიარეს, რომ ისინი დგანან საქართველოში კონსტიტუციურ წყობილებაზე თავდასხმის უკან. „გუშინ საღამოს, ოთხმა პარტიამ აღიარა, რომ სწორედ ისინი დგანან კონსტიტუციურ წყობილებაზე თავდასხმის უკან. გუშინ გავრცელდა ოთხი პარტიის – სააკაშვილის,  გვარამიას, ხაზარაძის დაგახარიას პარტიების ერთობლივი განცხადება, მათ, პრაქტიკულად, აღიარეს, რომ სწორედ ისინი დგანან იმ თავდასხმის უკან, რომელიც ხორციელდება კონსტიტუციურ წყობილებაზე საქართველოში. საქართველოში უცხოური დაფინანსებით „ნაცმაიდნის“ მოწყობის მესამე მცდელობაც ჩავარდა. პირველი მცდელობა იყო უშუალოდ 2022 წლის ივნისში, როდესაც არ მოგვენიჭა კანდიდატის სტატუსი და ეს საკითხი საბაბად გამოიყენეს რადიკალური ოპოზიციისა და „ენჯეოების“ წარმომადგენლებმა, რომ ქვეყანაში მოეწყოთ „ნაცმაიდანი“, თუმცა ეს გეგმა ჩავარდა. მოგვიანებით იყო ასევე მცდელობა, რომელიც უკავშირდებოდა „გამჭვირვალობის კანონს“, „ნაცმაიდნის“ მოწყობის ეს მცდელობაც ჩავარდა და ახლა, მესამე მცდელობა, პრინციპში შეიძლება ითქვას, რომ მეოთხე იყო, 2 მცდელობა  იყო კანონთან დაკავშირებით, „ნაცმაიდნის“  მოწყობის მეოთხე მცდელობაც ჩავარდა საქართველოში. შეგახსენებთ, რომ ეს მცდელობები  არის უცხოეთიდან დაფინანსებული და დაფინანსება ხორციელდება გაუმჭვირვალედ, სწორედ ამიტომ უპირისპირდებოდნენ კონკრეტული ძალები კანონს „გამჭვირვალობის შესახებ“, მათ  სურდათ გაუმჭვირვალედ რევოლუციის მოწყობა ქვეყანაში. ვერც გაუმჭვირვალედ და ვერც გამჭვირვალედ ვერავითარი „ნაცმაიდანი“ და რევოლუცია საქართველოში ვერ მოეწყობა,“- განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე -ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთ მასშტაბურ, უხეშ და სისტემურ ძალადობას არ გმობს არავინ, ვგულისხმობ საერთაშორისო სუბიექტებს, რომელთა ფუნქციაა ასეთ საკითხებზე რეაგირება

ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთ მასშტაბურ, უხეშ და სისტემურ ძალადობას არ გმობს არავინ, პირველ რიგში, ვგულისხმობ საერთაშორისო სუბიექტებს, რომელთა ფუნქციაა ასეთ საკითხებზე რეაგირება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პრემიერის თქმით,  სისტემური ძალადობა იყო  ინიცირებული მომიტინგეების მხრიდან, რეაგირება პოლიციის მხრიდან  პროპორციული იყო, თუმცა  არავითარი განცხადება მომიტინგეების სისტემურ, წინასწარ დაგეგმილ, კოორდინირებულ ძალადობასთან დაკავშირებით არ გაკეთებულა. „მინდა გამოვეხმაურო გუშინ განვითარებულ მოვლენებს, მინდა კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა პირველ რიგში შინაგან საქმეთა სამინისტროს და თითოეულ პოლიციელს, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს ბატონ ვახტანგ გომელაურს. გუშინ, ისევე, როგორც გუშინწინ, თავიდან იქნა არიდებული მძიმე ინციდენტები, მიუხედავად იმისა, რომ იყო უპრეცედენტო ძალადობა პოლიციელების წინააღმდეგ. ტან ეს იყო წინასწარ ორგანიზებული, სისტემური და უხეში ძალადობა, რასაც მიმართავდნენ შესაბამისი დაჯგუფებების წევრები. ამ ფონზე განსაკუთრებული მადლობა უნდა გადავუხადოთ პოლიციელებს მოთმინებისთვის. თქვენ ხედავთ, რომ რადიკალური ოპოზიციის ძალადობრივი დაჯგუფებების წარმომადგენლები სიტყვიერად და ფიზიკურად ძალიან უხეშად ძალადობდნენ პოლიციელებზე, რაც კატეგორიულად მიუღებელია. ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთ მასშტაბურ, უხეშ და სისტემურ ძალადობას არ გმობს არავინ, პირველ რიგში, ვგულისხმობ საერთაშორისო სუბიექტებს, რომელთა ფუნქციაა ასეთ საკითხებზე რეაგირება. გუშინ, გუშინწინ არ იყო არავითარი ძალის გადამეტების შემთხვევებიც კი. თავიდან ბოლომდე, სისტემური ძალადობა იყო  ინიცირებული მომიტინგეების მხრიდან. რეაგირება პოლიციის მხრიდან თავიდან ბოლომდე პროპორციული იყო, თუმცა არავითარი რეაგირება, არავითარი განცხადება მომიტინგეების სისტემურ, წინასწარ დაგეგმილ, კოორდინირებულ ძალადობასთან დაკავშირებით ჩვენ არ მოგვისმენია, რაც არის ძალიან სამწუხარო, მითუმეტეს, რომ ასეთ დუმილს, ძალადობრივი დაჯგუფებები აღიქვამენ, როგორც მწვანე შუქს, ძალადობის გასაგრძელებლად. ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ საერთაშორისო სუბიექტებს, დაეგმოთ სისტემური ძალადობა პოლიციელების და არა მხოლოდ პოლიციელების წინააღმდეგ. ძალადობის ობიექტები არიან სხვადასხვა ადამიანები, თუმცა არავითარი განცხადება დღემდე არ ისმის“, – განაცხადა პრემიერმა.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ იუსტიციის ახალი მინისტრი ანრი ოხანაშვილი სამინისტროს თანამშრომლებს წარუდგინა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ იუსტიციის ახალი მინისტრი ანრი ოხანაშვილი სამინისტროს თანამშრომლებს წარუდგინა. იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებთან შეხვედრაზე…

ირაკლი კობახიძემ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის ახალი მინისტრი დავით სონღულაშვილი სამინისტროს თანამშრომლებს წარუდგინა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის ახალი მინისტრი დავით სონღულაშვილი სამინისტროს თანამშრომლებს წარუდგინა.…