ირაკლი კობახიძე – „ნამახვანი ჰესის“ პროექტი იყო აბსოლუტურად გამართული, თუმცა გაიმართა აქციები და უცხოური დაფინანსებით დაიბლოკა ერთ-ერთი სტრატეგიული ობიექტი ჩვენს ქვეყანაში, ამის გამო ქვეყანას, შეიძლება მოუწიოს მრავალმილიონიანი ზიანის ანაზღაურება

უცხოური დაფინანსებით დაიბლოკა ერთ-ერთი სტრატეგიული ობიექტი ჩვენს ქვეყანაში და ჯერ დავა გრძელდება, მაგრამ ამის გამო ქვეყანას, შეიძლება…

პრემიერი სასწავლო  პროცესის შეწყვეტასთან დაკავშირებით ოპოზიციის წარმომადგენლების მოწოდებებს ამორალურს უწოდებს

„ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნისას ყველაფერი იყო პოლიტიზებული, მათ შორის, განათლების სისტემაც და ამის საცეცები ჯერ კიდევ სახეზეა, სასწავლო პროცესის შეწყვეტასთან დაკავშირებით მოწოდებები არის ამორალური ქმედება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც სასწავლო პროცესის შეწყვეტასთან დაკავშირებით ოპოზიციის წარმომადგენლების მოწოდებებს შეეხებოდა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს არის მორიგი ამორალური ქმედება, რომელიც წარუმატებლობისთვისაა განწირული. „ეს არის რადიკალური ოპოზიციის, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ხელწერა. გახსოვთ, რომ, თავის დროზე, როცა ისინი ხელისუფლებაში იყვნენ, ყველაფერი იყო პოლიტიზებული, მათ შორის, განათლების სისტემა იყო თავიდან ბოლომდე პოლიტიზებული და ამის საცეცები ჯერ კიდევ სახეზეა. ეს ეხება, როგორც სასკოლო განთლების, ისე უმაღლესი განათლების დონეს, ეს მათი ხელწერაა. თუმცა, რა თქმა უნდა, ნებისმიერი ასეთი მცდელობაც არის წარუმატებლობისთვის განწირული, უბრალოდ უნდა შევაფასოთ ის, რაც ხდება. მორალური თვალსაზრისით ამას არავითარი ახსნა და გამართლება არ აქვს, ეს არის ჩვეულებრივი, მორიგი ამორალური ქმედება, თუმცა, როგორი ამორალურებიც არიან, ისეთ ამორალურ ქმედებებს ახორციელებენ,“- განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე -ჩვენ გვახსოვს თავს  მოხვეული მოლაპარაკებები 2021 წლიდან, შემდეგ გვაიძულეს,კონსტიტუციური ჩარჩოდანგასვლა-რა თქმა უნდა, დღეს ამის არანაირი  რესურსი ოპოზიციას  აღარ აქვს

არავითარი მოლაპარაკებები. ჩვენ გვახსოვს თავსმოხვეული მოლაპარაკებები 2021 წლიდან, შემდეგ გვაიძულეს, კონსტიტუციური ჩარჩოდან გასვლა. რა თქმა უნდა, დღეს ამის არანაირი რესურსი ოპოზიციას აღარ აქვს, – ამის შესახებ  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა  ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, არის კონკრეტული ადამიანების მხრიდან ინტერესი საჯარო დისკუსიასთან დაკავშირებით და ამ ფორმატისთვის მზაობა არსებობს.  „არავითარი მოლაპარაკებები. ჩვენ გვახსოვს თავსმოხვეული მოლაპარაკებები 2021 წლიდან, შემდეგ გვაიძულეს, კონსტიტუციური ჩარჩოდან გასვლა. რა თქმა უნდა, დღეს ამის არანაირი რესურსი ოპოზიციას აღარ აქვს. საჯარო დისკუსიასთან დაკავშირებით ღიაა ჩვენი შეთავაზება. როგორც დავინახეთ, არის კონკრეტული ადამიანების მხრიდან ინტერესი და ამ დღეებში მზად ვართ, რომ საჯარო დისკუსიის ფორმატში დავსხდეთ მათთან ერთად, მაგრამ არავითარი მოლაპარაკებებისთვის რა თქმა უნდა, არავითარი საფუძველი არ არსებობს“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე – მიტინგები იგეგმება ძალადობრივად და როდესაც სკოლის ბავშვები გინდა, რომ მიიყვანო ძალადობრივ მიტინგზე, ეს უბრალოდ არის ამორალური

მიტინგები იგეგმება ძალადობრივად და როდესაც სკოლის ბავშვები გინდა, რომ მიიყვანო ძალადობრივ მიტინგზე, ეს უბრალოდ არის ამორალური,…

ირაკლი კობახიძე – კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ოთხი პარტია დადგა ერთად და გაამჟღავნა საკუთარი კავშირი იმ ძალადობრივ ქმედებებთან, რომლებიც ხორციელდება, პირველ რიგში ამ პოლიტიკანების პასუხისმგებლობაა ის, რომ ახალგაზრდები ჩართეს კრიმინალურ მოქმედებებში

კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ოთხი პარტია დადგა ერთად და მათ გაამჟღავნეს საკუთარი კავშირი იმ ძალადობრივ ქმედებებთან, რომლებიც ხორციელდება,…

ირაკლი კობახიძე მიხეილ ჯანელიძის და თინათინ ხიდაშელის შეთავაზებაზე – ახალგაზრდები შეიძლება არიან, მაგრამ მათ გულწრფელობაში სერიოზულად მეპარება ეჭვი, თუმცა, თუ სურვილი აქვთ, მზად ვართ, დავსხდეთ საჯარო დისკუსიაში

ახალგაზრდები შეიძლება არიან, მაგრამ მათ გულწრფელობაში სერიოზულად მეპარება ეჭვი, თუმცა თუ მათ აქვთ სურვილი, აბსოლუტურად მზად…

ირაკლი კობახიძე – მზად ვართ ნებისმიერი საჯარო, თუ არასაჯარო დისკუსიისთვის, თუ ვინმე დაგვიმტკიცებს, რომ რაიმე არასწორად გადავწყვიტეთ, ღია ვართ ნებისმიერი გადაწყვეტილებისთვის,მაგრამ თუ დავუმტკიცებთ ჩვენს სიმართლეს, კეთილი ინებონ და ეს სიმართლეც აღიარონ

ვთავაზობთ ყველას, რომ დაძლიონ ლიბერალურ-ფაშისტური ზეწოლა და ჩაერთონ საჯარო, ან არასაჯარო დისკუსიაში, ჩვენი მხრიდან არის სრული…

პრემიერი  – როდესაც პრეზიდენტად წოდებული ქალბატონი აანონსებს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე ზეწოლას, ეს პირდაპირი კრიმინალია, უბრალოდ იცის, რომ 72 წლის ქალბატონის დაჭერა შეიძლება არავის მოუნდეს

როდესაც პრეზიდენტად წოდებული ქალბატონი აანონსებს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე ზეწოლას, ეს პირდაპირი კრიმინალია, –  ამის შესახებ საქართველოს…

ირაკლი კობახიძე -ყველა მინდა დავარწმუნო,რომ ევროინტეგრაციის პროცესი არათუ არ გადადებულა,არამედ,პირიქით, მაქსიმალური ინტენსივობით გაგრძელდება

მე ყველა მინდა დავარწმუნო, რომ ევროინტეგრაციის პროცესი არათუ არ გადადებულა, არამედ, პირიქით, მაქსიმალური ინტენსივობით გაგრძელდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პრემიერის თქმით,  დღეს, საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე დიპლომატებმა კიდევ ერთხელ მიიღეს შესაბამისი მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ მაქსიმალურად ინტენსიურად უნდა გაგრძელდეს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი. „მე ყველა მინდა დავარწმუნო, რომ ევროინტეგრაციის პროცესი არათუ არ გადადებულა, არამედ, პირიქით, მაქსიმალური ინტენსივობით გაგრძელდება. ეს არის რეალობა. ყველაფერი დანარჩენი არის უბრალოდ სიყალბე, რასაც შეგნებულად ავრცელებს რადიკალური ოპოზიცია და მასთან დაკავშირებული მედია და სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ გავიხსენებ, რომ ევროკავშირის ელჩიც კი შეუერთდა ამ დეზინფორმაციულ კამპანიას. მე ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით მქონდა დღეს საუბარი საგარეო საქმეთა სამინისტროში, სხვა საკითხებთან ერთად და დღეს დიპლომატებმა კიდევ ერთხელ მიიღეს შესაბამისი მითითება, შესაბამისი დავალება იმასთან დაკავშირებით, რომ მაქსიმალურად ინტენსიურად უნდა გაგრძელდეს ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე: ჩვენთვის ძვირფასია თითოეული გულწრფელი, მშვიდობიანი მოქალაქე,რომელსაც აქვს დღეს პროტესტის განცდაგანსაკუთრებით  ძვირფასია თითოეული ჯანსაღი ახალგაზრდა, რომლებმაც მომავალში ქვეყნის მართვა  უნდა გადაიბარონ

ჩვენთვის ძვირფასია თითოეული გულწრფელი, მშვიდობიანი მოქალაქე, რომელსაც აქვს დღეს პროტესტის განცდა, – ამის შესახებ  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა  ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პრემიერის თქმით,  განსაკუთრებით ძვირფასია თითოეული ჯანსაღი ახალგაზრდა, რომლებმაც მომავალში ქვეყნის მართვა უნდა გადაიბარონ. „მე კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენთვის ძვირფასია თითოეული გულწრფელი, მშვიდობიანი მოქალაქე, რომელსაც აქვს დღეს პროტესტის განცდა. მნიშვნელობა არ აქვს, ეს პროტესტი არის თუ არა საფუძვლიანი, თითოეული მოქალაქე არის ჩვენთვის ძვირფასი. ჩვენთვის განსაკუთრებით ძვირფასია თითოეული ჯანსაღი ახალგაზრდა, რომლებმაც მომავალში ქვეყნის მართვა უნდა გადაიბარონ. აქედან გამომდინარე, თითოეულ მათგანს რა თქმა უნდა, განსაკუთრებულად უნდა გავუფრთხილდეთ“, – განაცხადა პრემიერმა.

კახა კალაძე: ყველა ეს მცდელობა უსუსურია, დღეს სახელმწიფო ინსტიტუტები ისე ძლიერია, როგორც არასდროს. არ დავუშვებთ ქვეყნის და მოსახლეობის ინტერესების დაზიანებას

თბილისის მერმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა, სადაც მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრა. კახა კალაძის…

ძირითადი ჩარჩო-შეფასება არის საკმაოდ პოზიტიური. რაც მთავარი არის არჩევნების ჩატარებისთვის, რომ გარემო იყო კონკურენტუნარიანი და საარჩევნო სუბიექტებს ჰქონდათ შესაძლებლობა, თავისუფლად ეწარმოებინათ საარჩევნო კამპანია- მაკა ბოჭორიშვილი ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის წერილზე

„ძირითადი ჩარჩო-შეფასება არის საკმაოდ პოზიტიური. რაც მთავარი არის არჩევნების ჩატარებისთვის, რომ გარემო იყო კონკურენტუნარიანი და საარჩევნო…

მაკა ბოჭორიშვილი-მიზანმიმართული შეტევა მიდის საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტებზე და საჯაროდ მინდა იმ ადამიანებს გადავუხადო მადლობა, ვინც ღირსეულად დგას და უძლებს ზეწოლას; ჩვენი საერთო მიზანია, ვაჩვენოთ სახელმწიფო ინსტიტუტების მდგრადობა , რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციისთვის

მიზანმიმართული შეტევა მიდის საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტებზე და საჯაროდ მინდა იმ ადამიანებს გადავუხადო მადლობა, ვინც ღირსეულად დგას…

ირაკლი კობახიძე ვიღაცები ოცნებობენ ლარის კურსის გაუფასურებაზე, თუმცა ეს დროებითი მოვლენაა, როგორც კი ჩაცხრება ვითარება და ეს მოხდება ძალიან მალე, პირდაპირ დაეტყობა ლარის კურსს

ვიღაცები ოცნებობენ ლარის კურსის გაუფასურებაზე, თუმცა ეს დროებითი მოვლენაა, როგორც კი ჩაცხრება ვითარება და ეს მოხდება ძალიან…

ირაკლი კობახიძე გარდა იმისა, რომ უცხოური დაფინანსება იყო ჩართული „ნაცმაიდნის“ მოწყობის მცდელობაში, ეს ჩართულობაც იყო კოორდინირებული, სხვანაირად გამორიცხულია, რომ სამი და მეტი სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები ყოფილიყვნენ ჩართული ძალადობრივ ქმედებებში

გარდა იმისა, რომ უცხოური დაფინანსება იყო ჩართული „ნაცმაიდნის“ მოწყობის მცდელობაში, ეს ჩართულობაც იყო აბსოლუტურად კოორდინირებული, სხვანაირად…